შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროვინციელი (3)


2-04-2015, 21:49
ავტორი northern light
ნანახია 3 556

საათს დავხედე , ჯერ პირველი საათია, რა ვაკეთო საღამომდე? ქალაქი დათვარიელებული მაქვს მაგრამ მთაწმინდაზე არ ვარ ნამყოფი, მარტო ვერ გავალ, ნიკას ვთხოვო? მცხვენია , არც ისე გავუშინაურდი, რომ რამე ვთხოვო ისედაც უხერხულად ვგრძნობ ამ ადამიანებთან თავს , მითუმეტეს ერეკლესთან . ფრთხილად გავაღე კარები და მისაღებში გავედი, გამიმართლა რადგან ერეკლე იქ არ იყო , ნიკა და ნატო ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ მაგრამ ნიკა ტელეფონში იყო ჩამძვრალი და აშკარად არ აინტერესებდა გარშემო რა ხდებოდა . ნატომ გამომხედა გამიღიმა და ოდნავ მოტრიალდა ჩემსკენ
-მოდი, შენს ოთახში არაფერი ვიყიდეთ გვინდოდა შენი გემოვნებით აგერჩია - ისევ მეაფერისტებოდა რაც ჩემს ნერვებზე თამაშობდა
-დედა რაში გჭირდება ეს ფარსი? რატომ ცდილობ დანგრეული ურთიერთობის აღდგენას? - სავარზელში ჩავჯექი და თვალებში ჩავაშტერდი, ნიკამ ერთი ამოგვხედა მერე ფეხზე წამოდგა "გავალ წვენს მოვიტანო " თქვა და ოთახი დატოვა , მადლიერი თავლებით გავხედე გასვლისას და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე , მანაც გამიღიმა და ოთახი დატოვა
-ეს არაა ფარსი, მინდა ისე ვიყოთ როგორც დედა შვილი, მინდა დაკარგული დრო ავანაზღაურო
-საძირკველის გარეშე სახლს ვერ ააშენებ , ან თუ ააშენებ მალევე ჩამოგენგრევა , ასე შეიძლება მოჩვენებით გაგიღიმო გითხრა, რომ საუკეთესო დედა ხარ მაგრამ ამ ყველაფერს , ჩვენს ურთიერთობას საფუძველი არ აქვს -ხელებით ავუხსენი და თავი მოვთოკე ხმამაღლა ტირილი რომ არ დამეწყო .
-აზრი არ აქვს სესილი შენთან საუბარს , ჩაიცვი და ნიკა გაგიყვანს ავეჯი შეარჩიეთ -ფეხზე წამოდგა და პულტი უხეშად მიაგდო დივანზე,თავისი ოთახისკენ წავიდა და კარი მიიჯახუნა . სახლის დათვალიერება არ დამიწყია რადგან ვარ აქ ნამყოფი , ვერ გეტყვით უბრალო სახლიათქო, მეოთხე სართულია და ორი ბინაა შეერთებული ამიტომ დიდი სახლია , არა ძალიან დიდი სახლია! . ფეხზე წამოვდექი და იქით წავედი სადაც ნიკა მეგულებოდა
-რატომ არ შეგიძლია უბრალოდ აპატიო? -წვენი მოსვა და სკამზე მიმითითა დაჯექიო
-შენ ვერ გაიგებ ნიკა - აცრემლებულმა მოვსვი წვენი და ვცადე აკანკალებული ხმა დამეწყნარებინა
-რატომაა მაინც ასე რთული? ნატოს უყვარხარ და შენთვის კარგი უნდა
-იცი 9 წლის ვიყავი მარტო რომ დამტოვა , მთელი ერთი წელი ველოდებოდი , ხან რა მითხრა ბებომ ხან რა , მეუბნებოდა რაღაცეების საყიდლად წავიდა თოჯინა უნდა ჩამოგიტანოს და მოვაო მაგრამ 1 წელი გავიდა, 10 წლის რომ გავხდი მაშინ ჩამოვიდა და ვითომც არაფერი ლამაზი კაბით სცადა ჩემი მოთაფვლა ,მეც გახარებული ჩავეხუტე მაგრამ აზრი? ისევ წავიდა, რამდენი ღამე გავათენე იცი ტირილში? რამდენჯერ მინატრია დედას სუნი მეგრძნო, მაგრამ რა ? მხოლოდ დაბადების დღეზე ვახსენდებოდი , მაგამ გავიზარდე , აღარ ვარ ისეთი პატარა და დაუცველი სესილი, საკუთარი აზრი რომ არ გააჩნია , ძნელია გესმის? ასე უცებ გადაწყვიტა ჩემი აქ გადმოსვლა , არ მინდოდა მაგრამ ბებოს ხათრით წამოვედი იცი როგორ მთხოვა ? აქ ჩემი ადგილი არა არის - უკვე ნიაღვრად მომდიოდა ცრემლები და ნერვებსაც ვეღარვთოკავდი, ერთიანად გამოვუშვი მთელი დღის ნაგროვები ემოციები და ჯერ კიდევ უცხო ადამიანთან დავიცალე ,
-კაი სესი მაპატიე, ბოდიში რა არ იტირო - ჩემთან მოვიდა და გულზე მიმიკრო მეც მისი საქციელით კიდევ უფრო ამიჩუყდა გული და ტირილს ვუმატე
-მისმინე , ჩემთვისაც რთული იყო როცა დედას გიცვლიან , ვერ ვიღებდი ნატოს მაგრამ კარგი ადამიანია , დამიჯერე ნანობს და გთხოვ მიეცი უფლება გამოასწოოს თავისი დანაშაული - ცრემლები მომწმინდა და თვალებში ჩამაშტერდა
-ვეცდები - ისევ წამომივიდა ცრემლები და ისევ მივეკარი , ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფას ადამიანს .
-ეს სულ როგორ ტირის? -დემეტრეს ცივი ხმა გავიგე და სახეზე წამოვწითლდი , უკვე მეორედ მხედავს დღეს და სულ მტირალს
-აღარ ტირის - ნიკამ გამიღიმა და მეც ბოლო ცემლები მოვიწმინდე
-გაბომ მომწერა გამო ნიკასთანო მშვიდობაა ?
-კიი მშვიდობაა - ზურგიდან ხელი დაუტყაპუნა გაბომ და გამიკვირდა, ეს აქ იყო? საკუთართავს დავუსვი კითხვა და კიდევ უფრო ავწითლდი
-მე გავალ - კარისკენ დავიძარი მაგრამ დემეტრე არ გაიწია
-გამატარე- ჩემზე საკმაოდ მაღალს ავხედე და სიახლოვით დაბნეულს თვალები სად წამეღო აღარვიცოდი
-ნწ- თავი გააქნია და მხრებში ჩამავლო ხელი , სკამზე პატარა ბავშვივით დამსვა და მეც პირღია ვუყურებდი მის ქცევებს
- გოგო სად გახვალ შენთვის უნდა ვიყიდოთ ავეჯი - გაბომმითხრა და მაცივარი გამოაღო, მალე შეათამაშა ხელში ფორთოხალი და დასაჭრელად უჯრებში დანის ძებნა დაიწყო
- რა? უკვე ? - გაკვირვებულმა ავხედე ნიკას
-ჰო რა, აბა ტანსაცმელი სად უნდა წაიღო?-მხრები აიცეჩა ნიკამ და გაბოს ფორთოხალი გამოართვა -ხელებს დაიჭრი შეჩე** მაცადე მე დავჭრი - დანა გამოართვა და ახლა თვითონ სცადა ხელების დაჭრა
-ეჰ მომეცით - ფეხზე წამოვდექი და ჩემზე მოშტერებული დემეტრე დავაიგნორე , ფორთოხალი გამოვართვი და წამებში კანისგან გავანთავისუფლე , შუაზე გავჭერი ერთი ნიკას გავუწოდე, მეორე გაბოს
-ეს ნახეთ რა - ტუჩი გამოწია გაბომ და ფორთოხალი ჩაკბიჩა
-ისე მეც აქ ვარ - ხელი აწია დემეტრემ და ნერწყვი მადიანად ჩაყლაპა
-მოგაკბეჩინებენ - დილანდელი " ბავშვი " არ დამვიწყებია და ამიტომ მეც არ დავიშურე ჩემი ირონია
-ნუ იკბინები - ისევ ცივი გამოხედვით გამომხედა და ოთახიდან გავიდა -მოდიხართ თუ არა ? - პირგამოტენილ ბიჭებს გამოხედა
-ჰო,ჰო, წავედით შენ მომზადება გინდა? - მე გადმომხედა ნიკამ და თავის ქნევით წამოვდექი ფეხზე
-ჩანთას ავიღებ - ოთახდიან ჩანთა ავიღე და ძალიან გაშინაურებულ გაბოს გვერდით ამოვუდექი , ხელკავი გამოვდე და მასთან ერთად დავეშვი კიბეებზე . არ ვიცი რატომ მაგრამ ასე მალე თუ გავუშინაურდებოდი არ მეგონა , ნიკაც და გაბოც ძალიან მალე მივიღე მაგრამ დემეტრე დანახვისთანავე არ მომეწონა , ისეთიცივი გამოხედვა აქვს ადგილზე მიგყინავს , ამიტომ ალბად გამიჭირდება მალე მივიღო , თან თავისი უაზრო კომენტარებით საშინლად მაბრაზებს ერთი სიტყვით წურბელაა რა , სისხლს მწოვს
-ბავშვი სოფელში ძროხებს წველიდი? - საჭესთან მჯადრმა სარკიდან გადმომხედა და მეც გავღიზიანდი მის ნათქვამ " ბავშვი"-ზე
-არა არ გვყავდა , და მე სახელი მაქვს- მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და ფანჯარაში გავიხედე
-ვა მართლა და რა გქვია შემახსენე
-სესილი - ამოვისისინე და მეც სარკეში გავხედე
-სესილია, დავიმახსოვრებ იმედია
-სესილი იდიოტო და არა სესილია - ნერვები მეშლება ჩემს სახელს ასე რომ წარმოთქვამენ ,რამდენჯერ გამიჯედავს ამის გამო , გოგოებთანაც მომსვლია კამათი და ბევრი დამცინოდა კიდეც ერთი ასო თუ დაემატება რა მოხდაო მაგრამ საშინლად ვღიზიანდები
-სიტყვები შეარჩიე -დავინახე როგორ აენთო სიბრაზით თვალები და შიშის ჟრუანტელმა დამიარა
-შენ კიდე ჩემი სახელი ისწავლე და მერე მომმართე -არც მე ჩამოვრჩი და მე თვითონ გამიკვირდა ჩემი გამბედაობის
-ოეე ფშიუ , რას დაჭამეთ ერთმანეთი - ხელი აიქნია ნიკამდა ჯერ მე გადმომხედა მერედემეტრეს
-ხო რა, გადმოეთრიეთ მივედით უფ - გაბომ კარი გააღო და ნახევრად გაჩერებული მანქანიდან გადახტა. დიდი სავაჭრო ცენტრი იყო , თავიდან თვალები ამიჭრელდა მერე ცინკურად მომღიმარი დემეტრე რომ დავინახე რომელიც ჩემს გამომეტყველებაზე იცინოდა დავსეიოზულდი და ხასიათიც გამიფუჭდა
-ჯერ ვყიდულობთ საწოლს, მერე კარადას , მერე რავი რა სამეცადინო მაგიდას და შენ რაც გინდა ყველაფერს
-ძვირი დაჯდება - ერთიანად წითლებულმა ავხედე ნიკას და მანაც სიცილით გადამხვია ხელი
-გოგო არ გამაგიჟო , იყიდე ის რაც გინდა კაი? - სიცილით წამიყვანა მომღიმარი გოგოსკენ და გამაჩერა
-კი მაგრამ
-არავითარი მაგრამ -თიტი დამიქნია და გოგოგნას მიუბრუნდა - მოკლედ საწოლი, ბალიშები და ეგეთი პონტები სად ჩითავს ? - ხელებით აუხსნა და გოგონასაც უფრო ფართოდ გაეღიმა
-აქეთ მობრძანდით - ხელით მიგვანიშნა მარჯვენა მხარეს და ჩვენც იქით წავედით , ბევრი სიარულის შემდეგ ავარჩიე სასურველი საწოლი, ვეძებდი ისეთ ფუმფულას როგორიც სოფელშ მქონდა მაგრამ მაინც ვერ მივაგენი, ყველა საწოლზე იხტუნავა გაბომ და სანა დაცვამ არ მისცა შენიშვნა არ გაჩრდა . პატარა , ლამაზი მოჩუქურთმებული თავით , ფუმფულა საწოლი ავარჩიე და კმაოფილმა გავხედე ნიკას
-აი ეს
-ანუ ამას ვყიდულობთ , ახლა კარადები და ეგეთებიც გვანახეთ . ბევრი არ მივლია უბრალო კარადა ავარჩიე ვიწრო სარკით , ტრილიაჟი დასაწერი მაგიდა , წიგნების კარადაც და ყველაფერი მზად იყო .
-დავიღალე - პუფში ჩაეშვა გაბო და ნიკამაც იგივე გაიმეორა
-მიდი რამე კაბა შეარჩიე საღამოს ხო გინდა თან ჩვენც შეგიფასებთ - თვალი ჩამიკრა ნიკამ დაკბებზე მანიშნა
-არ მინდა მაქვს - უტიფრად ვიცრუე და ხელების წვალება დავიწყე , ასეთიო ჩვევა მაქვს როცა ვიტყუები თითებს ვატკაცუნებ და ყოველთვის მიჭერდნენ ტყუილში შაკოც და ბებოც
-ხელებს ნუ აწვალებ და მიდი ახლა არ გამაბრაზო - ერთი დამიბღვირა და მეც მომაბეზრებლად წავედი კაბებისკენ . ნაღდად არ მაწყენდა ერთი კაბა თან სულაც არ მინდოდა ხალხში სოფლელი იდიოტივით გამოვსულიყავი . სადა ტანზე მომჯდარი წითელი კაბა შევარჩიე და გასახდელისკენ წავედი
-ფეხსაცმელი? - გაბომ გამომხედა და ტელეფონში ჩამძვრალ ნიკას მხარი გაკრა . დემეტრე არ შემოსულა მაღაზიაში , სადღაც წავიდა და დაიბარა 1 საათში მოგაკითხავთო ,ამიტომ მეც თავისუფლად ვცხოვრობდი
-რა ფეხსაცმელი?
-ოო მაგ კაბაზე კეტებს ჩაიცვამ ? -მეც მხრები ავიჩეჩე და თავი დავუქნიე , რადგან სულაც არ ვფიქრობდი რომ ამ კაბას შავი კეტები და შავი მოსაცმელი არ მოუხდებოდა
-გამაგიჟებ გოგო მე შენ , წამო - ხელი ჩამავლო და ფეხსაცმელებთან გაჩერდა , შავი ოდნავ მაღალქულსიანები მომაჩეჩა და ძალით შემტენა გასახდელში . მალევე მოვირგე ტანზე კაბა და სარკეში ჩემი გამოსახულება რომ დავინახე ლამის შევკივლე , სულ სხვანაირი ვიყავი . ფეხსაცმელებიც ჩავიცვი და სულაც არ გამჭირვებია მაღლებზე სიარული, ან რა მაღლები ესენი იყო, უბრაკლო უფლი იყო მაგრამ ბევრს გაუჭირდებოდა სიარული. გარეთ გასულს დემეტრეს თვალები რომშემეჩეხნენ ლამის გულმა დამარტყა , კიდევ მეტყვის რამეს და მეც ვეღარ შევუიკავებ ცრემლებს და ავტირდები
-ვოოოოუუ - თვალები გააფართოვა ნიკამ და შემათვალიერა
-ახალი დაიკო ნახეეთ - გაბომ სიცილით მითხრა და ცერა თითი ამიწია . დემეტრეს არაფერი უთქვამს დაკვირვებით მაკვირდებოდა და მეც ვწითლდებოდი მის დაჟინებულ მზერაზე
-მაგარი ხარ სესი - ლოყაზე ხმაურით მაკოცა ნიკამ და ისევ იმ გოგონას დაუძახა , -ამეებსაც ვიღებთ და ყველაფერი ერთად მოიტანეთ , მისამართს დაგიწერთ -გოგონამაც დაბნეულმა დაუქნია თავი და მეც გასახდელისკენ წავედი . მალევე გამოვიცვალე და ჩევული ჯინსებით დავბრუნდი ბიჭებთან . მანქანაში ვისხედით ჩემი ტელეფონი რომ აწკრიალდა და ეკრანიდან მომღიმარი შაკო რომ დავიანხე უნებურად გამეღიმა
-შეყჩო ურეკავს გოგოს - ისევ ირონია და სურვილი მაგრად მოვახრჩო ეს დეგენერატი ადამიანი .
-ჰო პაწკუ - როგორც კი ეს სახელი წარმოვთქვი გაბო აფხუკუნდა და დემეტრეც აყვა
-რას შვრები აბა ?
-რავი სახლში მივდივარ , შენ ?
-აუ იცი როგრო მომენატრე? მე და ნაზი ვზივრათ და ყავას ვწრუპავთ კაი ჭორიკანა ქალებივით - მივხვდი რომ იღიმოდა და მეც გამეღიმა
-მეც მომენატრეთ -უკვე ხმა ამიკანკალდა და ნიკამაც დაბღვერილმა გადმომხედა
-კაი მიდი მიხედე თავს და დაგირეკავ მერე კაი? აღარ იტირო რა
-კაი მიდი ,გაკოცეთ ორივეს - მაინც გადმომცვივდა ცრემლები და გაბომაც მხარზე დამარტყა
-რა გატირებს გოგო?
-არ ვტირივარ - ღიმილით გავხედე ცოტა დაწყნარებულმა და დემეტრეს გამოხედვაც დავიჭირე
-ისე ბებო არ გიშლიდათ ურთიერთობას?
-არაა შეყვარებული შეიგნე - საფეთქელზე მივიჭირე გაბრაზებულმა ხელი
-აბა პაწკუო?-გაბოც აყვა და ნერვები მომეშალა
-გაბო შენ ხომ ხარ ჩემი ძმა ?
-იასნა
-ხოდა შაკოც ჩემი ძმაა ოღონდ დიდი ხანია ვიცნობ - მხრები ავიჩეჩე და კმაყოფილმა გავხედე დემეტრეს
-რა ჩამოაყალიბა - ტუჩი სასაცილოდ გამოსწია ნიკამ და ყველას გაგვეცინა რათქმაუნდა გაუცინარი ციხესიმაგრის , დემეტრეს გარდა . სახლში გადაღლილი მივედი და სიხარულისგან ლამის ფრენა დავიწყე ნატომ რომ თქვა მე და ერეკლე წყნეთის სახლში ავდივართ და რესტორანში მერე წავიდეთო . სიხარულით შევედი უკვე ჩემს ოთახში და ერთადერთ საწოლზე ბალიშთან ჩახუტებულს ჩამეძინა .კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა და ზლაზვნით წავედი გასაღბად
-გოგო ავეჯი მოიტანეს მიდი გამო- კარებიდან მომაძახა ნიკამ დაკიბეებზე დაეშვა
-ყვავის ბუდეს გავხარ - მწარედ მიკბინა დემეტრემ და გაბოსთან ერტად დაეშვა კიბეებზე . სარკესი ჩავიხედე და ჩემი ხვეული თმა ისე იყო აბურდული მარტლა ყვავის ბუდეს გავდა . სულ წუწუნიტ ამოიტანეს ყველაფერი, მერე სადრაც წავიდნენ და მარტო დამტოვეს ამხელა სახლში. საშინლად მეშინია მარტო ყოფნის , ტან როცა სახლში მარტო ვარ , და მივხვდი რომ ძილის გარდა ვერაფერიმიშველიდა , მაგრამ რადგან უკვე მეძინა ვეღარ დავიძინე და მთელი ოთახი მივალაგე , აი ამის მერე წელატკიებულს და გადალილს მკვდარივით ჩამეძინა
***
-ადექი სესილი რაა გახმა კუჭიი -კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა ისევ და გულში კარგად მივაწყევლე გაბო
-ბიჭო შენ აქ გადმოხვედი საცხოვრებლად?- ხმადაბოხებულმა დავუყვირე და ბალიში თავზე დავიმხე
-ოო გამო სესი რა გვშია - ახლა ნიკამ დაიწყო წუწუნი და მეც დარეტიანებული ავდექი , თავი მოვიწესრიგე უბრალო შორტი და მაისური ჩავიცვი რადგან აგვისტო იყო და ცხელოდა . ოთახიდან მთქნარებით გავედი და წელსზევით შიშველი დემეტრეს ზურგი რომ დავინახე დენდარტყმულივით ვჭყიტე თვალები, ცეცხლოვანი ფრინველი მიმზერდა დემეტრეს ზურგიდან და მეც თვალებდაჭყეტილი ვაკვირდებოდი
-სესილია მოგეწონა ?- ჩემს მზერას მხვდა და მოუტრიალებლად მკითხა. ოცდენად მქონდა ტატუს გაკეთება და ახლა ეს საოცრება რომ ვნახე რომელსაც მტელი დაკუნთული მხრები და ზურგი დაეკავებინა , საოცრად მოვინუსხე .
-წავა რა - მხრები ავიჩეჩე და სკამზე ჩამოვჯექი-სესილი მქვია სესილიიი - თვალებში ჩავხედე და მთელი მრისხანება გავუშვი მზერაში
-მე სესილია მომწონს
-სახელი ჩემია და წესიერად მომმართე - ისევ ამოვისისინე და ნიკას წვენი მადიანად მოვსვი . პირი გამშრობოდა და ტკბილმა სითხემ სასიამოვნოდ ჩაიარა ყელი და საყლაპავი მილი .
-კარგით ახლა , გვშია სესი "ვკვტეპით" - თვალები დამიქაჩა გაბომ და სიცილით ავდექი ფეხზე
-რა გაგიკეთოთ? - თავი მოვიქექე და მაცივარი გამოვაღე
-რა იცი გააჩნია - დემეტრემ მითხრა და სკამზე დაჯდა
-ყველაფერი ვიცი გააჩნია რა გინდათ - მხრები ავიჩეჩე და მაცივრიდან , კვერცხი პომიდორი დამწვანილები გამოვიღე
-გააკეთე რამე თუ ძმა ხარ გახმა კუჭი - ხელი აიქნია ნიკამ და დარჩენილი წვენი ხმაურით ჩაყლაპა . მეც ხახვთან ერთად მოვთუშე პომიდორი , კვერცხი დავახალე მწვანილები მოვაყარე ცოტა სუნელები , მარილიც და საფირმო ტაფამწვარიც მზად იყო.
-აუ რა მაგარი სუნია მალე იქნება?
-მზადაა - ღიმილით გასდავდე მაგიდაზე და დადებული არ მქონდა კოვზებით რომ იღებდნენ თეფშებზე
-მმ სესი უგემრიელესია - პირგამოტენილმა მაოილუღლუღა გაბომ და კიდევ ერთი ლუკმა ჩაიტენა
-მმმ მართლა მაგარია -ნიკამაც შემაქო და ჯერი დმეტრეზე მიდგა
-წავა რა - ჩემი ნათქვამი გაიმეორა დემეტრემ და მეც უნებურად ჩამეღიმა
-არ გშია შენ? - ნიკამ ამმხედა და დიდი ლუკმა გადაყლაპა
-არა დილით ვერ ვჭამ , ყავას დავლევ- კარადას მივუბრუნდი და ყავს დავუწყე ძებნა
-მეც მინდა - დემეტრემ ამოილაპარაკა და მეც მეორე კოვზი ყავაც დავამატე მადუღარაში
-გავალ მე და მიხედეთ ამას არ გადმოვიდეს - ყავაზე მივუთითე და შაკოსთან დასარეკად გავედი აივანზე . საშინლად არ მიყვარს უნალექო ყავა , ატომღაც გულს მიჩქარებს და საშინლად მხდის ამიტომ ერთხელ დავლიე და იმის მერე პირი არ დამიკარებია . რამდენიმე ზარის მერე აიღო ტელეფონი შაკომ და ლანძღვა დამიწყო
-გოგო მაცადე რა ძილი , მერე ვერ დამირეკავდი? ხაშია?
-ოო კაი რა პაწკუ არ მოგენატრე ბაბუ?-ხმა დავიბოხე და მეზობლის კაცის ინტონაციით დავიწყე ლაპარაკი
-შალვა ბაბუ ხარ გოგო?
-შენ ხო ხუმრობა არ იცი რა - უცებ ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებლივით გადაიკისკისა და ხმამაღალი სიცილი ავტეხე . აი ისე ზუსტად აჯავრებს შაკო ბილოგიის მასწავლებელს სიცილში სულ მეცინება და არც ახლა ყოფილა გამონაკლისი.
-ვა ბავშვი სიცილიც ვიცით ? - დემეტრეს ხმაზე შვეხტი და კისკისიც შევწყვიტე
-შემშინდა დებილო - შეშინებულმა გავხედე და გულზე მივიდე ხელი
-ვინაა? - ყურმილში ჩამძახა შაკომ
-ნიკას მეგობარია , დაიძინე მიდი დაგირეკავ მერე
-კაი მიდი გაკოცე სესილეე- სიცილით მითხრა და მეცღიმილით გავთიშე ტელეფონი
-ვიღაცამ თქვა არ მიყვარსო და დებილივით მე ვიღიმი? - სიგარეტი შევნიშნე მის ხელში და გამიკვირდა . მეორე მინუსი დემეტრეს ჩემგან
-შემეშვი - ხელი ავიქნიე და კარისკენ წავედი
-აღიარე და შეგეშვები -თვალი ჩამიკრა და ღრმა ნაფაზი დაარტყა
- რა ჯანდაბა გინდა ? -მოვუტრიალდი და თვალებმოჭუტულმა ვკითხე
-არაფერი ბავშვი არაფერი -თმა ამიჩეჩა და სიგარეტი გადააგდო - ყავა მზადაა -მითხრა და კარისკენ წავიდა
-წურბელა- ჩემთვის ჩავიბუტბუტე და მეც კარისკენ წავედი
-ეგ გავიგე და მოგხვდება
-ფეხებს ვერ მომჭამ - ისევ ჩემთვის ჩავილაპარაკე და ესეც გაიგო " რა ბედი გაქვს სესილი" დამცინა ქვეცნობიერმა
-გოგო სიტყვები შეარჩიეთქო ვერ გაიგე ? - მომიტრიალდა და მხარზე დამავლო ხელი. ტკივილი ვიგრძენი და სახე დამემანჭა
-მტკივა - ხელზე მივუთითე და მანაც კიდევ უფრო მომიჭრა ხელი
-წესიერად მელაპარაკე და ფეხებში არ მომედო - ისევ მაგრად მიჭერდა ხელებს და მეც ლამის ცრემლები წამომივიდა ტკივილისგან
-სადისტი ხარ? მტკივა გამიშვი
-მისმინე , შენზე ემინიმუმ 5 წლით უფროსი მაინც ვარ და სიტყვები შეარჩიე ჩემს მიმართებაში
-არც შენ ხარ ანგელოზი , მეუხეშები და მიტომ გელაპარაკები ასე
-უზრდელო - ხელი კიდევ უფრო მომიჭირა და მეც წამოვიკივლე
-რეგვენი ხარ გესმი? დეგენერატიი - ხმამაღლა ვუყვირე და ცრემლები გადმომცვივდა . როგორც კი შეამჩნია ჩემი ცრემლები უმალ შემიშვა ხელი და მეც სირბილით შევვარდი ოთახში ...

მეტის დაწერას ვეღარ ვასწრებ ... ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის თქვენს თითოეულ კომენტარს <3 მიიყვარხართ დიიდზე :D <3 ველოდები თქვენს შეფასებას



№1 სტუმარი katooo

Zaalian momewoona velidebi shemdeeg tavs

 


№2  offline წევრი ruti

ძალიან მომწონს... ველოდები შემდეგ თავს :)))

 


№3 სტუმარი inga

Zalian.magariaaaa.akmaid didi tavia,yochag. veloebit shemdegs

 


№4 სტუმარი mari

მარტლა დზალიან კარგია ყოჩაღ კარგი ხარ

 


№5  offline წევრი northern light

მადლობაძაალიან დიდი ყველას <3 მიხარია რომ მოგწონთ <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent