გაურკვეველი ქორწინება (2 თავი)
ვახშმობის შემდეგ, უხმოდ გაუყვა "თავისი" ოთახის გზას. სანამ აქ გაჩერდებოდა, სწორედ რომ მისი ოყო ეს ოთახი, სანამ აქ დარჩენა მოუწევდა და იმედოვნებდა, ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რადგან ხვდებოდა, ამ კაცს ნებისყოფასა და ნერვებს ისე შესწირავდა, დაფიქრებასაც ვერ მოასწრებდა. გაბრაზებულმა შეაღო ოთახის კარი და პირქვე დაემხო საწოლზე. ელენა ბავშვობიდან სწავლაზე შეყვარებული გოგონა იყო, თუმცა სათვალეებიითა და ბლოკნოტით ხელში არასოდეს უვლია დერეფანში. პირიქით, ძალიან მხიარული, ცანცარა და საყვარელი იყო ბავშვობიდან. როგორც ღიმილი, ისე გაბრაზებაც ძალიან უხდებოდა, ტირილისას კი ნამდვილად საოცრება იყო. ცისფერი თვალების ირგვლივ შემოყოლებულ ვარდისფერ ზოლს რომ შეამჩნევდი, მაშინვე დაემონებოდი ამ თვალებს, ისევე როგორც მზე დაემონა ცას. შეწითლებული ცხვირი კლოუნივით მიეპესკვებოდა ტუჩს ზემოთ და ოდნავ აპრეხილი რომ იყო, უფრო ალამაზებდა მის ისედაც ლამაზ პირი-სახეს. გეგაზე საშინლად იყო გაბრაზებული, თუმცა ეს ბრაზი მწუხარებასა და ტკივილს ისე დაემალა, ვერც კი მიხვდებოდი, ვისზე იყო გაბრაზებული. რა უნდა ეთქვა მშობლებისთვის, რომლებმაც შვილი უნივერსიტეტში გაუშვეს, ის კი ვიღაც უცხო კაცის სახლში, ერთი ხელის მოსმით დაოჯახებული ქალი გახდა? რა ეთქვა დადასთვის, რომელიც ძალიან უყვარდა, რომელთანაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებდა და რომლის სახელის თქმასაც უკრძალავდნენ უკვე?! ასეთ ჯოჯოხეთში თუ მოხვდებოდა, რას წარმოიდგენდა, თუნდაც ორი დღის წინ?? გონებაში კიდევ უამრავი კითხვა უტრიალებდა, თუმცა პასუხი არც ერთზე ჰქონდა. ფიქრსა და ტირილში ისე ჩაეძინა თვითონაც ვერ მიხვდა. მეორე დილას საოცრად თავისუფლად გაეღვიძა, თუმცა რომ გააცნობიერა, სად იყო და რა მდგომარეობაში, გონება წაუხდა. უემოციოდ წამოიზლაზნა საწოლიდან და სარკეში თავის ანარეკლს დააკვირდა. თუმცა წესიერად არც ეს დასცალდა და კარებზე კაკუნის ხმა გაიგონა. -მობრძანდით.-მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მისი ბედოვლათი ქმრის გარდა ამ სახლში არავინ იქნებოდა, მაინც არჩია თავაზიანი ფორმით ესაუბრა, იქნებ მისი სადედამთილო, ან მომავალი რომელიმე ნათესავი მოვიდა. -ელენა, მე ვარ,-ოთახშითავი შემოყო ნამძინარევმა გეგამ. -დილამშვიდობისა, გინდოდა რამე?!- ინტერესშერეული ტონით ჰკითხა და მისკენ შეტრიალდა. -ჰო, ეს ჰალსტუხი შემიკარი თუ შეგიძლია!-ლურჯი ფერის ჰალსტუხი განიერ კისერზე რომ შემოეხვია ორივე ხელით მიაწოდა და ზემოდან დააჩერდა გოგონას, რომელიც ყოყმანობდა, შეეკრა თუ არა ის. -არა რა, აშკარად ცუდი გემოვნება გაქვს!-გადაჭრით ჩაილაპარაკა გოგონამ, შემდეგ კისერზე შემოხვეული ჰალსტუხი ერთი ხელის მოსმით მოაძრო და ტუჩმოკუმული მიაშტერდა მწვანეზოლებიან პერანგს,-ეგ პერანგი გამოიცვალე, მერე დაჭერი და გადააგდე! თუ გაქვს შავი, თეთრი ან ლურჯი პერანგი ის ჩაიცვი,-სხაპასხუპით ჩამოურაკრაკა და მიამიტურად ჩააჩერდა მონაცისფრო-მოცისფრო თვალებში. -წამოდი ჩემს ოთახში რა,-მკლავში ხელი ჩაავლო და დიდი ოთახისკენ წააბარბაცა. ბაქრაძის ოთახი უფრო ღია, ცისფერ ფერებში იყო გაწყობილი, თუმცა მაინც ცივი იყო აქაურობა. -რატომ გიყვარს ცივი ფერები?!-ოთახის თვალიერებაში გართული ელენა ხან ჭერს მიშტერებოდა, ხან კედლებს. -შავი თუ ლურჯი?- ცხვირწინ აუფრიალა ორი პერანგი, სასიამოვნო სუნამოს სურნელი რომ ასდიოდა. -ლურჯი იყოს, სახლში დამლაგებელი მოგყავს?! -კი, რა იყო?-მოურიდებლად გაიძრო მწვანე პერანგი და მართლაც საოცრად დაკუნთული სხეული ცხვირწინ აუფრიალა. ზურგზე საოცრად დიდი ტატუ ჰქონდა გაკეთებული, ტოტებგაშლილი, ფესვებგადგმული ხე ეხატა, რომლის ტოტებიც კეფამდე აღწევდა და გაუკკვირდა, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე ეს ნახატიო. მერე საკუთარ თავს დასცინა, შენც დიდი ხანია რაც არ იცნობდე გეგასო და ოთახი მაშინვე დატოვა. ვერც კი შეამჩნია, როგორ დაეცვარა შუბლი და ხელის გულები ოფლით. ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია და სააბაზანოში შევიდა. რამდენი ხანი იყო წყლის ჭავლის ქვეშ, თვითონაც ვერ გააცნობიერა, მაგრამ სააბაზანოდან რომ გამოვიდა, ბაქრაძე უკვე ბინაში აღარ იყო. -ამ ადამიანს სულ არ ეშინია რომ გავექცევი?!-ჩაიბუეტყუნა თავისთვის და სანამ თავის ოთახში შევიდოდა,გოგონას კისკისის ხმა მოესმა და მისაღებში გავიდა. მდივანზე მორიდებულად იჯდა, თუმცა ტელეფონზე ვიღაც ისე მონდომებით აცინებდა, როგორც ჩანს თავს ვეღარ იკავებდა. მაკალათიას დანახვისას მხიარულად დაემშვიდობა ტელეფონზე მოსაუბრეს და ფეხზე წამოდგა. -მე მარი ბაქრაძე ვარ, გეგას უმცროსი და, შენ ალბათ ელენა ხომ?? გეგამ მითხრა მიდი სახლში, ჩემი ცოლი და შენ გაერთობითო -აჰ, სასიამოვნოა, ახლახანს გამოვედი სააბაზანოდან, გამოვიცვლი და დავბრუნდები ახლავე.-მკაფიოდ გაუღიმა გოგონას და იქაურობა დატოვა. თან გაუხარდა, თან ეწყინა მისი აქ ნახვა. ახლა გაქცევის გეგმა ჩაეშალა, მოუწევს შემდეგ მიზეზს დაელოდოს, რომელიც აქედან გაპარვაში დაეხმარება, იმედია ისიც მალე გამოჩნდება. მაკალათია კარგად აცნობიერებს, მისმა მომავალმა მეუღლემ რომ დაუტოვა საჩუქრად მხიარული მული. ხმის გამცემი მაინც ეყოლება ბოლოს და ბოლოს. -როგორ გაიცანით ერთმანეთი?!-ყავის სმის დროს სრულიად ბუნებრივი კითხვა დასვა მარიმ, მაგრამ ამ ბუნებრივ კითხვაზე პასუხი, სწოდედ რომ არაბუნებრივად არ ჰქონდა გოგონას. -უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი, შენი ძმაც რაღაც საქმეზე იყო მოსული და უცებ დავეჯახეთ ერთმანეთს, მერე ჰოპ, მოგვეწონა ერთმანეთი და ახლა დაოჯახებას ვაპირებთ,-ყველაზე ბანალური მიზეზი რაც კი მოაგონდა ის თქვა და თბილად გაუღიმა გოგონას. ძალიან წყდებოდა გული, მარიამისნაირი კიდევ რამდენიმე თბილი ადამიანის მოტყუება რომ მოუწევდა. ამაში კი მისი ქმარი იყო დამნაშავე, ამას კარგად ხვდებოდა. თუმცა რაღას გააწყობდა. ერთადერთ გამოსავლად ისევ და ისევ გაქცევა რჩებოდა, ისიც მანამდე, სანამ არ დაინიშნებოდნენ გეგა და ელენა. მარისთან საუბარში ისე გალია დრო თვითონაც ვერ გაიგო. ძალიან სასიამოვნო და ბავშვური მოსაუბრეა უმცროსი ბაქრაძე, მისი ძმისგან განსხვავებით, მარიამს ტყავი გადაძვრა ენაზე. -მარი, მოდი რამე სალათს გავაკეთებ თორემ გამიხმა კუჭი და შენც ენერგია შემოგაკლდა, თან გეგაც დაბრუნდება და მშიერი იქნება.-ღიმილით უთხრა გოგონას და ფეხზე წამოდგა, მაცივარი გამოაღო, რომელიც ათასნაირი პროდუქტით, ქერის ტომარასავით იყო გამოტენილი.-რა შეიძლება გავაკეთო?-ტუჩი მოიკვნიტა და მარჯვენა წარბი გაჭირვებით აზიდა,-ეს წარბის აწევაც რომ ვერ ვისწავლე რა!-ჩაიბუზღუნა პატარა ბავშვივით. -რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული დაჭერი,-ფეხზე წამოდგა და გრძელ მაგიდასთან გოგონას გვერდით დადგა მარიამი,-კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, კიდევ, ხახვი, მწვანილი და მაიონეზიც,-მაცივარში ფოთიალის შემდეგ ყველაფერი გამოალაგა, შემდეგ კი ერთ სკამზე ჩამოჯდა და ღიმილით დაუწყო ელენას ყურება, რომელიც კომბოსტოს ჭრიდა,-არ გეგონოს მოხმარება მეზარება, უბრალოდ მაინტერესებს რა რეაქცია ექნება ჩემს ძმას, შენს გაკეთებულ სალათს რომ შეჭამს. იცი?! სულ ოცნებობდა, ჭკვიანი და შეგნებული ცოლი ჰყოლოდა.. სახლის დალაგებასა და წინდების დარეცხვას ნამდვილად არ დააძალებდა, უბრალოდ ერთი პატარა ბედნიერი ოჯახი უნდოდა, თანაც ძალიან. მას შემდეგ რაც თამთა გარდაიცვალა, გვეგონა ხელი აიღო ცოლის მოყვანაზე, მაგრამ შევმცდარვართ, ახლა ულამაზესი რძალუკა მყავს! -თამთა?-თითქოს მხოლოდ ეს გაიგო გოგონას მონათხრობიდან. -თამთა ვინ არის? -არ იცი?!-ცოტა არ იყოს გაუკვირდა მარიამს, თუმცა რძლისგან უარი რომ მიიღო გადაწყვიტა ყველაფერი მოეყოლა მისთვის,-შეიძლება ეს გეგამ უნდა გითხრას, მაგრამ ვთვლი რომ ახლაც უნდა იცოდე ეს! თამთა და გეგა შეყვარებულები იყვნენ, დაახლოებით, ორი წელი, თავზე ევლებოდა, ყველგან თან დაჰყავდა, არ არსებობდა დღე, როდესაც ისინი ერთად არ იყვნენ, მაშინ ჩემი ძმა ოცდასამის იყო, თამთა ოცდაორის, მასზე ძალიან პატარა გოგონები არასოდეს მოსწონდა, მოხდა ისე, რომ თამთა მანქანამ გაიტანა, არადა მძღოლის ბრალი არც არაფერი ყოფილა, ტელეფონში იჩიჩქნებოდა და ვერ დაუნახავს მანქანა. სამი წლის განმავლობაში ხელიდან გვეცლებოდა გეგაც, სვამდა, წამალზეც იყო დამოკიდებული, მაგრამ მერე შეეშვა, მამას დაკარგვის შემდეგ, ეს მისთვის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო.ახლა კი, როგორც ჩანს, ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია ჩემმა ძმამ, მასზე რვა წლით პატარა გოგო შეირთო ცოლად.. მართლა არ გვეგონა, ჩემი ძმა ოდესმე ოჯახისკენ თუ გაიხედავდა, მაგრამ რადგან ეს ნაბიჯი გადადგა, ალბათ ძალიან გიყვართ ერთმანეთი. უნდა წავიდე ელენ, სამეცადინო მაქვს, აბა შენ იცი. -კარგი. გამოგვიარე ხოლმე.-ღიმილით დაემშვიდობა მულს, თუმცა ეს ღიმილი წამშივე გაუქრა და სევდიანმა გამომეტყველებამ ჩაცვალა მისი სახე. ახლა წასვლა ყველაზე უაზრო საქციელი იქნებოდა მისი მხრიდან, ყველაზე უგულოც. იქნებ, მართლაც უყვარდა გეგას ელენა, როგორც ფილმებსა და სასიყვარულო ისტორიებშია, სულ კუდში რომ დასდევენ და უთვალთვალებენ, იქნებ დადას სიცუდეც გამოგონებულია და იმდენად დიდი ეგოისტია ბაქრაძე, მისი საყვარელი ქალის სხვასთან ყურება ვერ შეძლო? ასე რომ იყოს, სინდის-ნამუსი არ გაუშვებს გოგონას, სამუდამოდ მიეჯაჭვება გამოგონილ ოჯახს, რომელიც გეგასთან შექმნა და ჩუმად ეყვარება დადა, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოჩენილა. ალბათ, ყველაფერი გაიგო და გული ძალიან ეტკინა, იქნებ აღარ აპატიოს მაკალათიას მიტოვება, რომელიც აიძულეს, კატეგორიულად არა, მაგრამ ასე გამოვიდა, რომ მოსთხოვეს. ახლა მიხვდა, რაც ყოფილა ორ ცეცხლს შუა წვა, როცა ერთგან ნამუსი გაკავებს, მეორეგან გული. რა უნდა გააკეთოს?! მიყვეს დინებას და დრო რასაც უჩვენებს იმას დასჯერდეს, თუ ორივე ცეცხლში ერთდროულად დაიწვას?! ჯერ კიდევ ვერ გაუგია, რომელი იქნება სწორი არჩევანი.. ფიქრებიდან კარზე ზარის ხმამ გამოიყვანა, გეგა იქნებაო გაიფიქრა და კარისკენ წავიდა. თვალები შუბლზე აუვიდა, თავით-ფეხებამდე სისხლში ამოსვრილი ბაქრაძე რომ დაინახა, რომელიც ღრმად სუნთქავდა.. შიშისგან და სასოწარკვეთისაგან ყელში მახრჩობელა ბურთი მოებჯინა, სუნთქვის საშუალება რომ მოუსპო მაკალათიას. -რა.. რა გჭირს გეგა?!- ძლივს შეძლო იმის გააზრება, რომ კაცი შინ შემოეტარებინა და ხმაც ამოეღო. -მიდი სპირტი და ბამბა მოიტანე,-ხელით სააბაზანოსკენ უბიძგა, თვითონ კი მძიმე ნაბიჯებით წავიდა სავარძლისკენ. მოწყვეტით მიესვენა თეთრ დივანს და ერთი ღრმად ამოიხვნეშა, ნაჭრილობევზე, მუცლის ზევით, ოდნავ მარჯვნივ მიიჭდო ხელი. სწრაფად გამოფარფატდა შეშინებული მაკალათია სააბაზანოდან, თვალები შვლის ნუკრივით გადიდებოდა. შეშინებული ელენას დანახვისას ტანჯული ღიმილი გამოესახა სახეზე . -რა გაცინებს ადამიანო, ნორმალური ხარ?!-ჩაიბურტყუნა თავისთვის.ისედაც მიხვდა ბაქრაძე კარგად რომ არ გრძნობდა თავს, ამიტომ გაჩუმება ამჯობინა. ფრთხილად გახადა მისი შერჩეული ლურჯი პერანგი და რაც დაინახა, ერჩია არ დაენახა, შუშის ნამსხვრევები გადახსნილ ჭრილობაში აქა-იქ მიმობნეულიყო და წითელ ფონზე უფერულ, მოელვარე სივრცეს წარმოქმნიდა.-რა მოხდა, გეგა?!-ბოლოს გულმაც ვეღარ გაუძლო და ძლივს აამოძრავა ენა პირში. -ვიჩხუბე, ვერ ხედავ?!-უხეშად და კვნესით მიუგდო ორი სიტყვა ბაქრაძემ და ტკვილისგან თვალები დახუჭა. -კარგი.. ნუ მეტყვი,-გაიბუტა მაკალათია და პინცეტით პატარ-პატარა ნაწილაკების ამოღება დაიწყო,კიდევ კარგი პრაქტიკას გადიოდა, თორემ საიდან გაეგო, რა ტექნიკით გაესუფთავებინა ჭრილობა? გასვრილი ბამბები ნაგავში ჩაყარა და სულმოთქმულ ბაქრაძეს გვერდით მიუჯდა. -იცი, შეიძლება ამას ახლა არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ გული არ მაძლებინებს..თამთაზე ვიცი,-თქვა ჩურჩულით, ისე რომ თვითონაც ძლივს გაიგო და თავი ძირს დახარა. -მერე?!-იმდენად უემოციო და არაფრისმთქმელი იყო მისი სიტყვა, სინდისმა პირიქიტ,მკალათიას დაუწყო ქენჯნა. გეგონებოდათ, არც არასოდეს ყვარებია ის გოგოო, ისეთი ხმითა და გამომეტყველებით თქვა. -არაფერი, მეძინება.-ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა, მერე უკან მალევე მობრუნდა და თვალებში ჩააშტერდა გეგას, რომელიც თითქოს გამჭვირვალე იყო იმ წამს. გეგონებოდათ, ცისფერ თვალებში კი არა, უძირო ზღვაში იმზირებოდი.-მარის არ უსაყვედურო რა, არ მინდა ჭორიკანა რძლის სტატუსს ვატარებდე. -საქმე მაქვს შენთან, არ დაიძინო ჯერ,-ისე უთხრა ბაქრაძემ, გეგონებოდათ მისი ნალაპარაკებიდან ერთი სიტყვაც არ გაეგონოს. გოგონაც უსიტყვოდ მიუჯდა ისევ გვერდით და ხელები მუხლებზე დაილაგა.-მამაშენს ველაპარაკე, თანახმაა ქორწინებაზე, ნიშნობა ხვალ გვექნება, რაც შეეხება დადას, მაგ ნაბ***ართან ვიყავი ახლა, თავიდან წინააღმდეგობა გამიწია, მაგრამ მერე ხმა აღარ ამოუღია.. შეეგუა შენი გათხოვების ამბავს! -სისულელეა! სისულელეს როშავ, დადას ვუყვარვარ!!ამას იმიტომ მეუბნები რომ ცოლად გამოგყვე, აქ დადა არაფერ შუაშია!-ფეხზე წამოხტა გაწიწმატებული მაკალათია და ბოლთის ცემა დაიწყო. -ჯერ ეგ ერთი ტონს დაუწევ, მერე მეორე შეიგნე, რომ მაგ დადას არ უყვარხარ, ისიც შეიგნე რომ შენი აზრი აღარაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის უკვე!! ხვალ ნიშნობაა! მორჩა და გათავდა, ახლა წადი და დაიძინე!-არც გეგამ დააკლო ხმამაღალი ტონი და წარბშეკრული წამოენთო ფეხზე. -შენ.. შენ..-სიტყვებს თავს ვერ უყრიდა იმდენად იყო გაბრაზებული გოგონა, ხელები ჰაერში ასწია. სათქმელი მეტი რომ არაფერი ჰქონდა, ბოლო ხმაზე დაუყვირა,-სადილი მაცივარშია!-შემდეგ ცხვირის ბზეკით გავიდა საკუთარ ოთახში და კარები მაგრად მიაჯახუნა. ცოლის ბავშვურობამ გაახალისა ბაქრაძე და ამჯერად უფრო ტკბილად შეექცა ვახშამს. თუმცა ელენა აქ რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა, იქნებ ახლაც გაემხიარულებინა კაცი, მაგრამ მარტოდ მარტოს მშვიდობიანად მოუწია ვახშმობა. დიდი ბოდიში დაგვიანებისათვის, ვიცი მალე უნდა დამედო, მაგრამ ტელეფონში დაწერილი თავი იქვე ჩამრჩა და კარგა ხანს ვერ დავდებდი ვიღაცას რომ არ ჩაერიცხა დღეს :დ მადლობა ყველსა თითოეული კომენტარისათვის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.