დააფასე საკუთარი თავი (4)
ისეთი დაბნეული და აფორიაქებული ვარ მილიონჯერ ავუარ-ჩავუარე მარიამის ნომერს და რომ მკითხოთ ვერაფრით ვერ ვპოულობ.ხელები მიკანკალებს და ეს კიდევ უფრო მაღიზიანებს.არადა რა?მხოლოდ მანქანა აქვს გაჩერებული ჩემს ეზოში სხვა არაფერი...მაგრამ ამ ბოლო დროს ცუდად დამჩემდა ეს შიშები.უკვე მეორედ მიწევს დარეკვა და ეს გოგო მაინც არ მპასუხობს.ესღა უნდა ზუსტად ჩემ ნერვიულობას.სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე,ისევ სახლში აბრუნება გადავწყვიტე. გადავწყვიტე და გავიგე კიდეც როგორ დაიძახა ვიღაცამ ჩემი სახელი.და ვინ იქნებიდა ეს ვიღაც თუ არა ლაშა? არც შემიხედავს ისე ვხვდები,რომ მთვრალია. -მე მეძახი? რა ხდება? - შევეცადე ყველანაირი გაღიზიანება,ნერვიულობა და შიში ჯანდაბაში მომესროლა და ისე დამებრუნებინა პასუხი. -უნდა ვილაპარაკოთ! -ოოხ,რა მკაცრია ბიჭი.ისე ჩაიფრუტუნა მისი სიმთვრალით გახალისებულმა ჩემმა მეორე მემ კინაღამ მეც ამიყოლია. -მე რომ დიდი ხნის წინ დავამთავრე შენთან ლაპარაკი ეგ არაფერი? -ხოო ეგ არფერი! ცივა მანქანაში ჩაჯექი.ან რა შორს დგახარ რაა არის? ნუ გეშინია არ ვიკბინები- ამისი ირონიაღა აკლდა ჩემ ბედნიერებას რაა. -არც მანქანაში ჩაჯდომა მინდა და არც შენთან სიახლოვე,თუნდაც არ იკბინებოდე.დროზე თქვი რისი თქმაც გინდა მეჩქარება მე.- ახლა ჩემი სიმკაცრე მაკვირვებს. -ხომ იცი რაზეც უნდა გელაპარაკო? ძალიან მიყვარხარ და მინდა ერთად ვოყოთ.იძახი,რომ არაფერი არ გამოვა,მაგრამ ჯობია ვცადოთ.იქნებ გამოგვდის რამე? იქნებ გიყვარდები? იქნებ ბედნიერები ვართ? იცი რა კარგად იქნები ჩემთან? არაფერს არ მოგაკლებ,ყველა სურვილს შეგისრულებ.ერთი სული მაქვს ჩემი როდის გახდები გესმის? ჩემი მინდა,რომ გახდეე ჩეეემი!! ბოლოს მაინც ისე იქნება,როგორც მე მინდა და რატომ მაწვალებ? - ჯერ ხომ ამისი ბანალური და დაზეპირებული ტექსტები მშლის ჭკუიდან და ეს ყვირილი რაღაა? თან მეზობლებიც,რომ გამოეფინნენ და დიდი ყურადღებით ისმენენ ჩვენ დიალოგს.კიდევ დიდხანს გააგრძელებს ეს ლაპარაკს მე თუ არ გავაჩერებ.ხელის აწევით ვანიშნე,რომ ახლა ჩემი ჯერი იყო და ყურადღებით უნდა მოესმინა. -ერთი წუთით რაა.დავიწყოთ იმით,რომ ტონი უნდა აკონტროლო ჩემთან საუბრისას.შემდეგ,არანაირი ცდების და ექსპერიმენტების ჩატარებას არ ვაპირებ.ხოო კიდე,შენ რა გინდა მე რომ სულ არ მაინტერესებს ეგ არაფერი? აუცილებელია ვინმე სხვა დაგელაპარაკოს რომ გაჩერდე? მერამდენედ მიწევს შენთან ამაზე საუბარი ითვლი? არ მიყვარხარ რაა და შემეშვი.ხომ ხედავ,რომ შენ ხელისგულზე ტარებას სულ მარტოს მირჩევნია მიწაზე სიარული.უფ! -მისი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ ხეირიანი გამოსვლა მქონდა.აღარ დავლოდებივარ მის პასუხს ისე გამოვბრუნდი კიბეებზე ასასვლელად.უკვე მეორე კიბეზე ვიყავი ზურგს უკან ნაბიჯების ხმა,რომ გავიგე და დაფეთებული მოვტრიალდი.მოვტრიალდი და მაშინვე რაღაც საშინლად მძაფრი სუნი ვიგრძენი.ისედაც სიბნელეში არ ვიყავი და ახლა მგონია,რომ უფრო და უფრო ბნელდება. მთლიანად გაბუჟებულმა და ამ ქვეყნიდან გასულმა ისღა ვიგრძენი ვიღაცამ როგორ ამიყვანა ხელში. ------- ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს.ნელა ვახელ თვალებს და ოთახს ვათვალიერებ.დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმის მიხვედრას,რომ საავადმყოფოში ვარ.კარგად ვერ ვახერხებ გარემოს აღქმას,ისე მიბინდავს მზერას ცრემლები.შიშისგან კანკალი მიტანს,რომ ვიხსენებ რა მოხდა.წესით ახლა ლაშასთან ერთად უნდა ვიყო,მაგრამ საავადმყოფოს პალატაში ვარ. ბოლო ხმაზე ბღავილამდე ცოტაღა მიკლია.წამოდგომა მინდა,მაგრამ სუსტად ვარ.მხოლოდ "მამა"ს დაძახებაღა მომაფიქრდა და ავყვირდი როგორც შემეძლო. გაღებულ კარებში მამაჩემის დანახვამ შვება მომგვარა და ისე გამიხარდა ახლა სიხარულისგან ავტირდი. მაგრად ვხვევ მამიკოს ხელებს და გულამოსკვნილი ვტირი.ისიც მეხუტება და ცდილობს დამამშვიდოს. როგორც კი სულ ცოტათი დავმშვიდდი ექიმის მოსაყვანად გავიდა. იმდენი კითხვა დამიგროვდა,აღარ ვიცი რომლით დავიწყო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. ექიმმა ყველაფერი კარგად იქნება მთავარი არ ინერვიულოვო.საღამოს უკვე სახლში ვიწექი და მამის მითითებებს ზედმიწევნით ვასრულებდი. ახლაც მკაცრად მომთხოვა მეჭამა და შემდეგ წამალი დამელია.ზოგჯერ ძალიან სასაცილოა ლევანი თავისი მკაცრი,მაგრამ მაინც მზრუნველი გამომეტყველებით.ახლაც ცდილობს მთელი სიმკაცრით გამომიცხადოს,რომ ტელეფონით და კომპიუტერით თამაში მეკრძალება,თუმცა არ გამოსდის.აშკარად ეტყობა მზრუნველობა მის ხმას. ----- კარებში ნახევარი ტანით შემოსულმა მამცნო,რომ სტუმარი მყავს.უკვე იცით როგორ მიყვარს ძილი და ნახევრად ჩაძინებულს ამ ფრაზით რომ გამომაღვიძებდა,ხომ წარმოგიდგენიათ რა რეაქციაც მექნებოდა? ვწევარ დაბღვერილი და ველი სტუმრის შემოსვლას.კლასელს,ნათესავს,მოსამზადებლის ჯგუფელს,აბსოლუტურად ყველას წარმოვიდგენდი,მაგრამ არა კოტეს. აღარც მეგონა თუ ოდესმე ჩემი ნახვა მოუნდებოდა.ისე გამიხარდა მისი დანახვა ყურებამდე გახსნილ ბაგეებს ვერაფერი მოვუხერხე. ვგრძნობ თვალები ცრემლებით მევსება,არადა არ მინდა ტირილი.სევდიანი მზერით უახლოვდება საწოლს და თავთან მიჯდება. წამოვიდა პირველი ცრემლი,მეორე,მესა..არა ეს მეოთხეა,თუ მესამე? სათვლავი ამერია უკვე,მაგრამ რა დროს ეს არის? ვგრძნობ როგორ მიმშრალებს ცრემლებს და უდიდესი სითბო მეღვრება გულში. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ჩემი საყვარელი ფრაზა- ზოგი ჭირი მარგებელია! ხომ ვარ ცუდად? ფეხზე ადგომაც კი მიჭირს ისეთი სუსტად ვარ,სამაგიეროდ კოტეს ვხედავ! -მარიამ სასწრაფო საქმეა,კოტე მოგხედავს.- ერთი წინადადება მომიგდო ბატონმა ლევანმა და გადააბარა ჩემი თავი კოტეს. გაოცებულმა ავხედე უკვე ფეხზე წამომდგარ ბიჭს,რომელიც მამაჩემს მიჰყვა უკან და ბედნიერს გამეღიმა.რომ ვთქვა ძალიან თანამედროვეა-მეთქი ლევანი თქვენც მოგატყუებთ და თავსაც მოვიტყუებ.ვერ ვხვდები როდის მოასწრო ამ ორმა ერთმანეთის გაცნობა,თანაც ისე,რომ ჩემ თავს უყოყმანოდ აბარებს.საინტერესოა! ფრთხილად წამოვიწიე და საწოლის საზურგეს მივეყრდენი.ერთი სული მაქვს როდის დაბრუნდება კოტე და მეტყვის აქ საიდან გაჩნდა. სევდანარევი ღიმილით მოიწევს ჩემკენ და ისევ საწოლზე მიჯდება.მე ცდუნებას ვეღარ ვუძლებ და ძალიან მაგრად ვხვევ ხელებს.ისევ მესმის გულისცემის ხმა.ერთი-ჩემი,მეორე-კოტესი. ვგრძნობ როგორ უჩქარდება პულსაცია ჩემ შეხებაზე და საოცრად ვბედნიერდები.მისი ხელების შეგრძნება ჩემს ზურგზე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ნაზად დაატარებს საჩვენებელ თითს ხერხემალზე და ჩემ თითოეულ დაბუსუსებას ღიმილით ხვდება.მეც ვსარგებლობ ახლადაღმოჩენილი მისი სისუსტით და ყელში დავაცოცებ ტუჩებს.ჩემი არ იყოს ესეც კარგად ბუსუსდება ყოველი ამბორის შემდეგ და გატრუნული ელოდება როდის გავიმეორებ. მე საუბარს ვაპირებდი მგონი,ხო? მეორე მე სულ თითებით დამცინის იმის აღმოჩენისას,თუ როგორ ვარ გაბმული მახეში. აგერ უკვე ხუთ წუთზე მეტია ასე ვართ და ერთმანეთის ალერსი ფაქტია არ მოგვბეზრდება.ფრთხილად ვწევ თავს მისი ყელიდან და თვალებში ვუყურებ.ღიმილს ვერ ვიკავებ მათში აცეკვებული ჭინკების დანახვისას. -აქ საიდან გაჩნდი? -მამაშენმა დამირეკა. -ჩვენ რომ შევთანხმდით? -მე არაფერზე არ შევთანხმებულვარ. -როგორ არა.-გავჯიუტდი პატარა ბავშვივით,მაგრამ წინადადების დამთავრება მიჭირს და ჩამწყდარი ხმით ძლივს ვამბობ- მე ვთქვი მაშინ,რომ ჩვენ ერთად არ უნდა ვიყოთ. -ძალიან მოგეწონა უჩემობა?-ისე მისვამს კითხვას,აშკარაა პასუხის გაცემა თვითონვე შეუძლია.თან თმას მიწვალებს და სახეზე მეფერება.მგონი ამით ცდილობს დამამუნჯოს.მაქვს ეხლა მე საკუთარი გრძნობების საწინააღმდეგოდ წასვლის თავი? რა თქმა უნდა არაა! იმის გახსენებაზე რა დამმართა უკოტეობამ კიდევ ერთხელ მევსება თვალები ცრემლებით და თავს უარის ნიშნად გვერდზე ვაქნევ.ისიც პასუხით კმაყოფილი მიღიმის და ტუჩებისკენ მოიწევს.უკვე მესამედ განვიცდი ამ ენით აღუწერელ სიამოვნებას.მგონი დავფრინავ! ტუჩებს მოწყვეტილი შუბლს შუბლზე მადებს და ორივე ხელით მიჭერს სახეს,თან თვალებში მიყურებს და წამით არ მაშორებს მზერას. -არც მე მომწონს უშენობა და დიდად დამავალებ მეორედ თუ არ გამიმეტებ მაგისთვის! მოსმენილით უაღრესად კმაყოფილი მაგრად ვხვევ ხელებს და ისევ მის გულისცემას ვუგდებ ყურს. მაინც ვერ ვისვენებ,მინდა გავიგო რა მოხდა და დარწმუნებული ვარ კოტე შეძლებს ყველაფრის თქმას. -კოსტაა -რაო?-ერთი ხელით გულში ვყავარ ჩაკრული და მეორეს თმებზე მისვამს. -რა მოხდა? -რაზე მეკითხები? -ხმა ისე უსერიოზულდება აშკარაა,რომ ხვდება რაზეც ვეკითხები.ოდნავ მწევს უკან ისე,რომ სახეში მიყუროს და მეც დიდი ინტერესით შევცქერი. -იცი რაზეც.ბოლოს როგორც მახსოვს ლაშამ დამაძინა თუ რაღაც მიქნა და რატომღაც საავადმყოფოში გავიღვიძე.შენ ხომ იცი რაც მოხდა და მითხარი რაა. -შენი მოტაცება უნდოდა,მაგრამ შუა გზაში დაგეწიათ მამაშენი და უკან დაგაბრუნა.ყველანაირად სცადა ლევანმა,რომ ლაშა დაეჭირათ,მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებს ხომ იცი? ხოდა 1 თვეში გამოუშვებენ. შენ თავიდან სახლში მოგიყვანა,მაგრამ მერე ძალიან შეეშინდა გონზე ვერ მოყავდი და საავადმყოფოში წაგიყვანა მაშინვე.-შუბლზე მაკოცა და ახლა მე მთხოვა მომეყოლა მოტაცებამდე რა მოხდა. ვეცადე ყველაფერი დეტალებში გამეხსენებინა და ისე მომეყოლა.არ გამომპარვია როგორ ჩაეღიმა,როდესაც ჩემი და ლაშას დიალოგის ის ნაწილი გავიხსენე,სადაც ვეუბნებოდი რომ არ მიყვარს. ეტყობა,რომ საშინლად გაბრაზებულია.მის სახეზე ადვილად იკითხება,რომ არ ეღიმება და სულ არაა მშვიდად ლაპარაკის ხასიათზე,მაგრამ მაინც თავს იკავებს რეალური ემოციების გამომჟღავნებისგან. ვცდილობ სულ ოდნავ მაინც დავამშვიდო და ტუჩებს მთელ სახეზე დავატარებ.ესეც გატრუნული და ფრიად ნასიამოვნები შემომცქერის. მინდა ველაპარაკო,გავიგო რა ხდებოდა მის თავს ამ დროის განმავლობაში,თუმცა ხმას ვერ ვიღებ.არ მინდა ჩემი ცნობისმოყვარეობით შევაწუხო.26 წლის ბიჭს ხომ არ ვთხოვ მეჭორავე-მეთქი? თუმცა ისე მეძინება,მგონი არც მაქვს ჭორაობის თავი.ჩემ მდგომარეობას მარტივად ამჩნევს კოტე და მაშინვე ლოგინში დაბრუნებისკენ მომიწოდებს.მეც ვემორჩილები მის მოთხოვნას,ოღონდ ცოცხალი თავით არ ვუშვებ ხელს.ისიც კომფორტულად ეწყობა ჩემ გვერდით და ცდილობს დაიძინოს. ---- სასიამოვნოდ მივლის ტანში ჟრუანტელი ყოველი ხელის შეხებისას.ხან მხრებზე დააცოცებს თითებს,ხან ზურგზე,ხანაც სახეზე მეფერება. მეც უკვე კარგად გამოფხიზლებული ამ სასიამოვნო შეგრძნებას ვერ ველევი და თვალებს არ ვახელ. -როგორ არ იმჩნევს ქალბატონი,რომ ღვიძავს.- ვხვდები,რომ ეღიმება და მეც ძალაუნებურად გვერდზე გამირბის ტუჩები.ხელებს ტუჩებით ანაცვლებს და მეც ნასიამოვნები ვკრუსუნებ.შიგადაშიგ ჩაცინების ხმა მესმის,ჩემი კრუსუნი აშკარად ახალისებს. იმის წარმოდგენაზე რას ვგავარ ტვინში სიგნალიზაცია მერთვება.სირაქლემას პოზა არ მიშველის,ამიტომ ჯობია ვიკადრო თვალების გახელა. -როგორც იქნა.დილამშვიდობისა- სიცილით მისურვა მშვიდობიანი დილა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში. მგონი ძალიან გავწითლდი და ამით კარგად გავახალისე ვაჟბატონი.ოოხ,ვერ ვიტან ამ საშინელ თვისებას! მლანძღავენ,მაქებენ,ვლანძღავ თუ ვაქებ არ აქვს მნიშვნელობა სულ ვწითლდები და აბა წარმოიდგინეთ კოცნაზე რა მომივიდოდა? აქამდეც ხომ აქვს ნაკოცნი,მაგრამ სად მეცალა მაშინ სიწითლისთვის.ახლა კიდევ მადევს ჭარხლის ფერი. -მამა არ მოსულა?- გადავწყვიტე,რომ სხვა თემაზე საუბარი სიწითლის დასაფარად საუკეთესო საშუალებაა და პირველი,რაც მომაფიქრდა ის ვიკითხე. -მოსული იყო შენი წამლების დალევის და კვების განრიგი გამაცნო და ისევ სამსახურში წავიდა. - აქ ჩვენ ერთად ჩახუტებულები გვნახა?-მხოლოდ წინადადების დასრულების შემდეგ ვხვდები რამდენად გამართულად ვსაუბრობ და ჩემ თავზე მეცინება. -ხო,აქ ჩვენ ერთად ჩახუტებულები გვნახა.-სიცილით მიბრუნებს ზუსტად ისეთივე პასუხს როგორი კითხვაც დავუსვი და ლოყაზე მჩქმეტს პატარა ბავშვივით. -------- მთელი დღე გამაწამა.მამაჩემზე უარესი ეს აღმოჩნდა.თითო ლუკმას მითვლიდა და ყოველ მუდარანარევ გამოხედვას ქვეტექსტით "მეყოფა" თითის ქნევით ხვდებოდა.არ გამორჩენია ჩემი დაკლებული კილოგრამები და გამომიცხადა,რაც დაიკელი ყველაფერს 2 დღეში აგანაზღაურებინებო. მთელი დღის განმავლობაში უამრავი თემა მიმოვიხილეთ. ჩვენი ურთიერთობაც განვიხილეთ და უუდიდესი საყვედურიც დავიმსახურე.მოკლედ და კონკრეტულად ამიხსნა ყველაფერი და ეცადა დავერწმუნებინე,რომ ძალიან კარგი გოგო ვარ. ვერ ვიტყვი,რომ ბევრი ლაპარაკი უყვარს და მანებივრებს თბილი სიტყვებით,მაგრამ ზუსტად ვიცი,რასაც ამბობს გულიდან წამოსული სიტყვებია. მეც არ მაქვს პრეტენზია,რომ ორმეტრიანი ენა გადმოაგდოს და ერთი აზრი ათასნაირად შებრუნებული სიტყვებით გადმომცეს. საქმე ლაპარაკის ნაცვლად მგონი ჩემი დევიზია. ისე ძალიან კარგი მოსაუბრეა,ან მე მეჩვენება ასე. ზოგჯერ ძალიან მაკვირვებს.აღმოვაჩინე,რომ უამრავი წიგნი აქვს წაკითხული და უაღრესად კმაყოფილიც დავრჩი. ოღონდ,ხომ ავღნიშნე ზოგჯერ მაკვირვებს მეთქი და ეს ზუსტად ის შემთხვევაა ყბადაფჩენილი რომ დამტოვა. ის კი ვიცოდი განათლებული,რომ იყო,მაგრამ ამდენს არ ველოდი.ვერ მივხვდი როდის მოასწრო ამდენი.კაცმა,რომ კითხოს სულ ქუჩაში ეგდო.უფრო სწორად კაცმა ამის ძმაკაცებს რომ კითხოს.რაც არის არის,რა მნიშვნელობა აქვს რა,როგორ და რანაირად იყო. საღამოს ლევანი დაბრუნდა სამსახურიდან და პირობა დადო,რომ დილამდე ფეხს არ გადგამდა გარეთ.მანამ ჩემ ოთახში იყო ერთად ვსაუბრობდით მე,კოტე და ლევანი.ისე კარგად უგებენ ერთმანეთს პირი ღია დამრჩა. მამამ გამოაცხადა მირჩევნია გიყურებდეთ და ვიცოდე როგორ ხართ,ვიდრე ერთმანეთის ნახვა აგიკრძალოთ და თავი შეგაძულოთო.ამას,რომ დაამატა "ანდა რა უფლება მაქვს რამე დაგიშალოთ"ო სულ გამომაშტერა. მერე კოტე დამემშვიდობა და მასთან ერთად ლევანმაც დატოვა ოთახი. მათი გასვლის შემდეგ კიდევ დიდხანს მესმოდა გინების,გაბრაზებული წამოძახილების და ბოლოს მაინც სიცილის ხმა.არ გამჭირვებია მიხვედრა რაზე ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი ვისზე საუბრობდნენ. მამამ სოლიდარობა გამომიცხადა და ჩემთან ერთად ივახშმა საწოლში.ცალკეც ვისაუბრეთ ცოტა და როგორც მამამ თქვა კოტეს არაფერი დაეწუნება.მგონი თვითონ ვერ მიხვდა როგორ გამახარა ამ სიტყვებით,მაგრამ ფაქტია მე ცოტაღა დამაკლდა და სიხარულისგან და სიამაყისგან ავბღავლდებოდი. ძილის წინ კოტესაც ველაპარაკე.გამომიცხადა "გუშინ ისეთი ტკბილად მეძინა შენთან ერთად მგონი ჩემთან გადმოგაცხოვრებო." კი ვიფიქრე დიდი სიამოვნებით-მეთქი,თუმცა იმ მომენტში მხოლოდ სიცილს დავჯერდი. მეორე და მესამე დღესაც მოვიდა კოსტა.შემდეგ სამსახურის გამო ქალაქში დაბრუნება მოუწია.წასვლამდე დამპირდა,რომ უახლოეს მომავალში ბიჭებთან ერთად ჩამოვა და სხვა მეგობრებსაც გამაცნობს.ხოდა ახლა მოუთმენლად ველი უახლოესი მომავლის დადგომას. ---- უკვე სიარულიც შემიძლია და შეძლებისდაგვარად შიშებიც დავლიე.მართალია სიბნელეში სიარულს ვერიდები,მაგრამ მაინც მგონი ისეთი ფაფასუა აღარ ვარ. ცოტა უხასიათოდ ვარ.ბოლო ორი დღეა კოტეს ნორმალურად ვეღარ ველაპარაკები.ძალიან დაკავებულია და ვეღარ იცლის საათობით ტელეფონზე ჩამოსაკიდებლად.ღამე გვიან კიდევ სამსახურიდან დაღლილი მიდის და თავად განვაცხადე უარი მაგ დროს საუბარზე.ვცდილობ მივაჩვიო საკუთარი თავის გაფრთხილებას. სკოლის შემდეგ მიყოლებით მქონდა ორი მოსამზადებელი და უაღრესად გადაღლილი ძლივს მივლასლასებ ქუჩაში. ჯგუფელები ქორწინებამდე სექსს განიხილავენ და ტვინი ამხადეს უკვე ისეთი ამბავი აქვთ.თან ისეთი სასაცილოები არიან ხმამაღლა,რომ საუბრობენ და როგორც კი ახსენდებათ საკამათო თემა ჩუმდებიან. -მარიამ შენც თქვი რამე,თორე გადამრევენ ესენი.ბიჭი და ესეთი მოაზროვნე?კარგით რაა! - ისეთი პრეტენზიებით მოძრაობს ეს გოგო,რომ მოუსმინოთ დედა ტერეზა გეგონებათ,არადაა..ეხ არადა! -რაო ლიკუ რას ამბობენ? -დიდი ინტერესით ვკითხე და მოფხუკუნე ბიჭებს გავხედე.როგორც ჩანს ლიკაზე ადრე ესენი მიხვდნენ ჩემ პასუხს. -რა მნიშვნელიბა აქვს.შენ თქვი რა აზრის ხარ ქორწინებამდე სექსზე? -რა აზრის უნდა ვიყო?-ისე მკითხა სიცილი ვერ შევიკავე- თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ,ენდობიან და საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი არ ეპარებათ,რა საჭიროა რაღაც ფურცლები? მე თუ მკითხავ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქალიშვილი მოაწერ მართლა უბრალო ფურცელს ხელს თუ არაქალიშვილი.იქ ეგ არ ჩანს.-მე და ბიჭები უკვე ერთმანეთს ვეყუდებოდით სიცილისგან რომ არ წავქცეულიყავით, ისეთი სახით იყურებოდა ლიკა. უცებ ისეთი რაღაც გავიფიქრე,ფიქრმაც კი გამაწითლა.მე და კოტეს,რომ ქორწინებამდე გვქონდეს სექსი ნეტა რა აზრისაა.მეორე მე მიწაზე გორავს სიცილისგან.ხელი ხომ მთხოვა უკვე და მეც დავიწყე რა კარგ რაღაცაზე ფიქრი.ეეჰ მარიაამ!!! ამ უხამსი ფიქრებით შორს ვერ წავალ. მესამე სართულზე ასასვლელად მგონი 10 წუთი დამჭირდა.კი,მაგრამ რამ დამღალა ასე.უკვე ორი კვირა გავიდა იმ ამბებიდან და სისუსტეს და თავბრუსხვევებს ვერაფერს ვერ ვუხერხებ.ახლაც სახელური ჩამოვწიე თუ არა,ყველაფერი დატრიალდა. ამ "ტრიალში" ძლივს გავარჩიე მამაჩემის სახე,რომელმაც სასწრაფოდ მომაშველა ხელი და მისაღებისკენ წამიყვანა. თითქოს თავბრუსხვევები არ მეყოფოდა ახლა მოჩვენებებიც დამეწყო.მამაჩემის თანამშრომელი წამებში აღვიქვი კოტედ.მოიცა მგონი მართლა კოტეა! კი,კიიი კოტეა! ამის საბოლოოდ დაჯერებას მხოლოდ მას შემდეგ ვახერხებ,რაც ჩემ წინ ჩამუხლული შეშიბებული შემომცქერის და წყლიან ჭიქას მაწვდის.მეც დაპროგრამებულივით ვსვამ და უკვე საღად მოაზროვნე შევცქერი ანერვიულებულ ბიჭს.სასწაულად ბედნიერი ყურებამდე გასულ ბაგეებს ვერაფერს ვუხერხებ. ახლაღა მოვდივარ აზრზე და ათიოდე შეშინებული თვალისკენაც ვაპარებ მზერას.ნაცნობი პირების დანახვისთანავე ფეხზე ვდგები,მაგრამ ვინ გაცლის მისალმებას? კოტე წამებში მაბრუნებს სავარძელში და მოითხოვს ფეხი არ მოვიცვალო ადგილიდან.მეც მორჩილად ვზივარ ჩემს ადგილას და აქედან ვესალმები გულთბილად კოტეს ძმაკაცებს და მამამისს. -აბა კარგად ვარო?- როგორც კი ერთმანეთის მოკითხვა დავამთავრეთ მე და სტუმრებმა,მაშინვე მომიბრუნდა საკმაოდ გაბრაზებული კოსწია. -მართლა კარგად ვარ,უბრალოდ ხანდახან სუსტად ვგრძნობ თავს და თავბრუ მეხვევა.-ერთმანეთში ვხლართავ თითებს და ბუტბუტით ვპასუხობ.თითქოს ამისი გაბრაზება არ მეყოფოდა,ახლა მამაჩემმა შემომიბღვირა. -დღეს ჭამე რამე?-ჩემი დამნაშავეს ღიმილი ცხადს ხდის იმას,რომ არაფერი არ მიჭამია და შესაბამისად წამალიც არ დამილევია. აქ ამბავიაა?! დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო,რომ იტყვიან ზუსტად ასეთი სიტუაციაა ოღონდ მე ვარ ხელში ასაყვანი. გადაწყდა,რომ სადმე წავალთ და ყველა ერთად ვისადილებთ. ----- გუშინ განცალკევებით ყოფნა და ერთმანეთით სრულყოფილად დატკბობა ვერ მოვახერხეთ.შეზარხოშებული კოტე მთელი საღამო მაგაზე მეწუწუნებოდა.ღამეც ტელეფონზე ჩამოკონწიალებულები მთელი ღამე იმის გეგმას ვაწყობდით,თუ რას გავაკეთებთ დღეს.სკოლიდან გამოსულმა იქვე აყუდებული,რომ დავინახე მეგონა სიხარულისგან ფრენას დავიწყებდი. ჯერ მარტო მაშინ ჩამეხუტა ისეთი თბილად,მგონი მთელი წლის ჩაუხუტებლობა აინაზღაურა.ახლა დროებით ჩემთან ამოვედით.წამალი უნდა დავლიო და მერე გადავწყვეტთ რა ვქნათ.დივანზე კომფორტულადაა მიწოლილი ვაჟბატონი და ჩემ მისვლას ელოდება.მე კიდევ მაქსიმალურად ვწელავ დროს.აბა ასე მისვლა და კალთაში ჩახტომა მრცხვენია და რა ვქნა? -დიდხანს აპირებ აქ ასე გაშეშებული დგომას? -ჯანდაბა! შეშინებულმა ოდნავ შევყვირე და გულზე ხელის მიდებით ვცადე დამშვიდება. -ბოდიში,არ მინდოდა შენი შეშინება.გაგიგრძელდა წამლის დალევის პროცესი და ბიფიქრე ვნახავ ხომ კარგადაა მეთქი.- თან მიხსნის და თან ნელ-ნელა მიახლოვდება.თავის მართლება უნდა დამეწყო ხელით ტუჩის კონტური რომ მომიხაზა. თავის მართლება ვის ახსოვს,ხელებში რომ არ ვუვარდები ეგ მიკვირს.მის ხელს ჩემს ლოყასა და მხარს შორის ვიქცევ და ხელის გულზე ვკოცნი.ახლა ის იღებს ინიციატივას და ყელში მიტოვებს მხურვალე კოცნას.ნელ-ნელა მოუყვება ყელიდან ნიკაპამდე,ნიკაპიდან ტუჩის მუთხემდე,ტუჩის კუთხიდან ტუჩებამდე გზას და ნაზად დაატარებს თითებს მთელ სახეზე.მომენტალურად ანაცვლებს თითებს ტუჩებით და ხელები თეძოებისკენ მიაქვს.მეც შეძლებისდაგვარად ვყვები და როგორც კი საშუალება მეძლევა მთელ ყელს ვუკოცნი.მე თუ ესე გავაგრძელე რამოდენიმე დღის წინ აღმოცენებულ უხამს ფიქრებს მალე სისრულეში მოვიყვან.ისიც ხვდება,რომ უფრო შორს წასვლა ცუდი იდეაა და შუბლზე მაწებებს ტუჩებს.ორივე ვცდილობთ სუნთქვის დარეგულირებას და თან წამით არ ვუშვებთ ერთმანეთს ხელს. კარების ხმაზე ორივე ერთმანეთს შევყურებთ გაოცებულები და ერთმანეთის გამომეტყველებით გახალისებულებს სიცილი გვიტყდება.აშკარად ორივემ წარმოვიდგინეთ მამა 2 წუთით ადრე,რომ მოსულიყო სახლში რა საინტერესო სურათი დახვდებოდა. სამზარეულოში შემოსულ ლევანს უხერხული ღიმილით ვემშვიდობებით და ისევ სიცილით ვტოვებთ სახლს. რომ ვუფიქრდები ეს ბიჭი ჩემთვის დადებითი ემოციების ელექა.რაც არ უნდა ხდებოდეს,მასთან ერთად,როდესაც ვარ სულ ვიცინი.დღითიდღე ვაანალიზებ როგორ იდგამს კოსტა ფესვებს არა მარტო ჩემ გულში,არამედ მთლიანად ჩემში და ამ აზრით უაღრესად კმაყოფილი მთელი დღე სახეზე ღიმილაკრული დავიარები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.