დააფასე საკუთარი თავი (3)
საშინელ გაორებას ვგრძნობ.არ ვიცი უნდა გამიხარდეს თუ მეწყინოს მისი დანახვა.აქამდე როგორც არ უნდა შემშინებოდა იმისი,რომ რაღაც ისე ვერ იქნებოდა,მისი ხმა მაინც მამშვუდებდა და რაღაცნაირად დადებითქდ მმუხტავდა,მაგრამ ახლა?! ახლა ცხადად ვხედავ ჩემ წინ დგას და მე წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო,რა ვიგრძნო ან როგორ გამოვხატო ჩემი გრძნობები.მასთან პირდაპირ კავშირში რომ არ იყოს ჩემი ცუდად ყოფნა,ალბათ ძალიან მაგრად მოვხვევდი ხელებს და კარგადაც გამოვიტირებდი ჩემს სასწაულ ბედს,მაგრამ როგორ გინდა იტირო ბიჭთან,რომელიც გაგიჟებით მოგწონს ან უფრო სწორი იქნება ვთქვა გიყვარს,იმის გამო,რომ მისი შესაფერისი არ ხარ? მუხლების კანკალით ძლივს გადავდგი 1-2 ნაბიჯი.სწრაფი ნაბიჯებით მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა,თან მთხოვდა დავმშვიდებულიყავი.ხომ ვამბობ,ყველაფერი სახეზე მაწერია ხოლმე,რასაც განვიცდი და წარმომიდგენია როგორ შევაშინე ბიჭი. -მარიამ ნუ მაშინებ,გეხვეწები რაა.მითხარი რა გჭირს? რა მოხდა? -ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ მისვამს ამ კითხვას,მაგრამ მე ცოცხალი თავით არ ვცემ პასუხს.წელზე მაქვს ხელები შემოხვეული და ერთადერთი,რაც შემიძლია გულისცემის მოსმენაა.ერთი-ჩემი,მეორე-კისტასი. აშკარად ხვდება,რომ ჯერ არ ვაპირებ დამშვიდებას და მანქანისკენ მივყავარ.მხოლოდ მისი სახლის ეზოში შესვლისას ვხვდები,რომ არ უნდა გამოვყოლოდი,თუმცა კაი დროსია.არ ვიცი რატომ,მაგრამ წამებში ვიღებ გადაწყვეტილებას,რომ სერიოზულად უნდა დაველაპარაკო. ვეტყვი,რომ მართლა არ ვარ მისი შესაფერისი და ვინმე ჩემზე უკეთესი მონახოს. თავდახრილი მივყვები კიბეებზე.წელზე ხელი აქვს შემოხვეული და ცდილობს ასე მაგრძნობინოს თავისი თანადგომა,თან ასვლაშიც მეხმარება. უკვე ჩემს საყვარელ სავარძელში ვზივარ და ყველანაირად ვცდილობ თვალი ავარიდო ჩემ წინ ჩამუხლულ კოტეს.ისეთი ჩუმად ვზივარ თითქოს წეღან მე არ დამეწყოს მთელი გეგმები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოვემშვიდობებოდი ჩემს ძვირფას ბიჭს. -მარიამ,არ იტყვი რა მოხდა? განა რამდენ ხანს ვისხდებით ასე?-შემიბღვირა ჩემი დუმილით აშკარად დაღლილმა ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით.ხმის დასაწმენდად მსუბუქად ჩავახველე და ჩემი ნაგლეჯ-ნაგლეჯ შეკოწიწებული სიმშვიდით დავიწყე საუბარი -კოსტა,რაღაცას გეტყვი ოღონდ დამპირდი,რომ არ გაბრაზდები კაი? - მითხარი რა ხდება -ჯერ დამპირდი -ხომ იცი,რომ არ დაგპირდები და ტყუილად რატომ წელავ დროს?- ჯერ არაფერი მითქვამს და უკვე გაბრაზდა.როგორ გინდა ახლა ამას აუხსნა სიტუაცია.ისე დავიბენი აღარ ვიცი როგორ ვუთხრა მთავარი სათქმელი. -ანუ...ვაიმე..ე.ი. ალბათ გახსოვს ადრეც გითხარი რაღაც ჩვენ შეუფერებლობაზე..ხოდა..ისა... დღეს აღმოვაჩინე,რომ მარტო მე არ ვფიქრობ მასე. მე ცოტა სხვანაირი ვარ,ხომ ხვდები? -იმედიანი თვალებით ავხედე,მაგრამ მგონი ჯობდა სულ არ ამეხედა.თვალები ხომ უელავდა სიბრაზისგან და ყელზე დამჩნეულმა თითოეულმა ძარღვმა შოკში ჩამაგდო.აცრემლებულ თვალებს და გაბზარულ ხმას ვერაფერი მოვუხერხე- ჩემზე ბევრად უკეთესს იმსახურებ და არ თქვა,რომ მე შესანიშნავი ვარ!-ხელის აწევით გავაჩერე საჩხუბრად მომზადებული დს ისევ გავაგრძელე ჩემი მონოლოგი- ის,რომ მე საკუთარ თავს ცუდად ვაფასებ არაფერ შუაშია.მარტო მე,რომ მეფიქრა ასე დროთა განმავლობაში შევიცვლიდი აზრს.უფრო სწორად უკვე შეცვლის პროცესში ვიყავი,მაგრამ ჩემი ამდენხნიანი შიშები გამართლდა დღეს.ისეთი ადამიანები,ვინც არც ერთს არ გვიცნობენ თვლიან,რომ შენ ჩემზე უკეთეს ადამიანს იმსახურებ და ვინც გვიცნობენ ისინი რას იტყვიან წარმოგიდგენია? -იტყვიან,რომ ერთმანეთზე უკეთესს ვერავის ვერ ვიპოვიდით და ვაბშე რატომ აქცევ ვიღაც სი*ების აზრს ყურადღებას? ვინ რა თქვა? -არ აქვს მნიშვნელობა ვინ თქვა ან რა თქვა კაი?მთავარია,რომ თქვეს! -მთელ სკოლას ნუ დამაკითხინებ ძალიან გთხოვ! იცი,რომ გამკეთებელი ვარ.- სახეზე აწერია,რომ არ ხუმრობს.სიმართლე,რომ ვუთხრა და იმათთან წავიდეს? იმათრომ ეჩხუბოთ? ჯანდაბააა! ისევ სხვებზე ვფიქრობ,მაგრამ რა ვქნა სხვანაირად არ შემიძლია. -შემთხვევით მოვისმინე ჩვენზე როგორ ლაპარაკობდნენ.თქვეს,რომ ერთი შეხედვით გემოვნებიანი ბიჭი ხარ და ჩემთან რა გინდა ვერ ხვდებიან,კიდევ თქვეს,რომ მე სოფლელი შენ გეტენები დს რავიცი სხვა მართლა არაფერი არ მახსოვს.ისიც კი არ მახსოვს გარეთ როგორ გამოვედი.ყველა ელოდა,რომ ჩხუბს დავიწყებდი და თავზე დავაფარებდი იქაურობას,მე კიდევ დავკარი ფეხი და გამოვიქეცი. არ მინდა,რომ ჩემ გამო რამე ცუდად თქვან შენზე ან უბრალოდ თავი უხერხულად იგრძნო.სერიოზული ურთიერთობა არ გვაქვს ხომ და მაინც ასე ლაპარაკობენ და რაღაც უფრო სერიოზულ ეტაპზე რომგადავიდეთ,ხვდები რა ამბავი ატყდება? მე დიდი ხანია შევეგუე იმ აზრს,რომ შენ მეტს იმსახურებ,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ გამიადვილდება ჭორების მოსმენა და რაც მთავარია,არ მინდა რომ შენ მოისმინო.-მე თვითონაც ვხვდები,რომ ბევრს ვტჭიკინებ.მინდა გულწრფელად ვუთხრა ყველაფერი,მაგრამ ვხვდები,რომ რაღაცეებზე აზრს არასწორად ვაყალიბებ და კოტეს ამით ძალიან ვტკენ. მისი წამებში შეცვლილი მიმიკები ამას ცხადად მახვედრებს. -რას ნიშნავს არ ხარ ჩემი შესაფერისი? რას ნიშნავს უკეთესს ვიმსახურებ? ასეთი კომპლექსები რატომ გაქვს? ძალიაან კარგი ხარ! ზედმეტადაც კი და ამას,რომ გეუბნები გგონია გატყუებ? საიდან ასეთი წარმოდგენები? ან სერიოზულ ურთიერთობას რას ეძახი? მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მინდა გაგიგო,არის რაღაცები,რასაც მე ვერ შევცვლი.მაგალითად შენ შეხედულებებს ვერ შევცვლი.რომ გისმენ თავი უნაკლო,უცოდველი არსება მგონი ციდან ჩამოფრენილი.უკვე საკმაოდ დიდი ხარ და ჩემი ახსნის გარეშე უნდა ხვდებოდე რაღაცებს! ყველანაირად ვცდილობ შენთვის გასაგებ ენაზე გელაპარაკო,მაგრამ არ გამომდის მგონი- ყოველი სიტყვის შემდეგ უფრო და უფრო უწევდა ხმას,თუკი ეს შესაძლებელია.აღარ ვიცი როგორ დავმშვიდდე,მხოლოდ იმაზე ვოცნებობ ხმამაღლა არ დავიწყო ტირილი.თავი მუხლებზე მაქვს დადებული და მშვიდად ვისმენ მის ყვირილს.ვხვდები,რომ ძალიან ცუდად ვარ,მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. არ ვიცი ჩემი მდგომარეობა შეამჩნია თუ უბრალოდ დაიღალა ამდენი ყვირილით,მაგრამ მომენტალურად გაჩერდა.მისმა სიახლოვემ პირველი ვარიანტის სისწორეში დამარწმუნა.უცებ ამაფრიალა სავარძლიდან,თვითონ დაჯდა და კალთაში ჩამისვა.ყელში გაჩხერილი დიდი ბურთი მახრჩობს.ასეთ დროს ყველაზე მეტად წყალი მშველის. ის იყო ხელი უნდა მოეხვია,რომ ფეხზე წამოვხტი და სამზარეულოსკენ გავიქეცი.ორ წამს სუნთქვას ვირეგულირებდი,მერე სულმოუთქმელად გამოვცალე წყლიანი ჭიქა და ოთახში დავბრუნდი.ისევ იმ პოზაში ზის.აშკარად ვატყობ,რომ ყვირილი უნდა დაიწყოს.სასწრაფოდ მივუცუცქდი და ისევ კალთაში ჩავუსკუპდი.თვითონ აღარ მხვევს ხელს და ძლივს დამშვიდებული ალბათ უარესად ავბღავლდები. და მე ვიძახი,რომ უამისოდ უნდა გავძლო?! მომენტალურად ისეთი მაგრად მომხვია ხელები,ძვლები მეტკინა. -არ მინდა,რომ გაბრაზდე.- ჩურჩულით ვუთხარი და მზერა პირდაპირ მის თვალებს გავუსწორე. -მე არ გავბრაზდები,მთავარია შენ იყო კარგად- დაბეჯითებით ჩაილაპარაკა და ფრთხილად დაიწყო ჩემი ნაკვთების დაგემოვნება. ნაზად დაასრიალებს ტუჩებს მთელ სახეზე და მეც განაბული კრუტუნით ვხვდები მის თოთოეულ თბილ სიტყვასა თუ მოქმედებას.პირველია! პირველად მოვიდა ამდენად ახლოს და მეც მოვუშვი.ისე მსიამოვნებს მისი თითოეული შეხება,სულ ჟრუანტელი მივლის.უცხო ხილის გემო აშკარად ძალიან მომწონს.ვხვდები,რომ ნელ-ნელა ტუჩებს უახლოვდება და ერთი სული მაქვს როდის მივა დანიშნულების ადგილას. რა გაფუჭებული გოგო ვარ! თან ჩემ თავს ვუბრაზდები,როცა აზრზე მოსვლას ვახერხებ. სასიამოვნოდ მიბჟუის ტუჩები.არც პეპლები ვიცი მე და არც დინოზავრები.მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა,რომ ამ ბიჭს სასწაული ტუჩები აქვს და მათ შეხებაზე მგონი ჩემი გული ჩერდება! ----- უკვე მეოთხე დღეა ბალიშს ვასველებ.ასე დეტალურად იმ დღის ამბებს პირველად ვიხსენებ და თითოეული სიტყვა თავიდან მტკინს.ერთადერთი,რაც ჩემ გაღიმებას იწვევს პირველი კოცნაა და ზოგადად ის სასწაულებრივად სასიამოვნო ალერსი,რომლითაც კოტემ ჩემი დაშოშმინება შეძლო.ნეტა ეგ დღე იმ ნაწილით იწყებოდეს,რომელიც ასე კარგად მახსენდება. მოგვიანებით გამოჩენილი ჩემი სითამამე რომ მახსედება,ხელახლა მედება ჭარხლის ფერი. დიდი სითამამით არასდროს არ გამოვირჩეოდი,თუმცა მაშინ ჩავთვალე,რომ ასე იყო საჭირო და არ ვნანობ! ჩემი სახის ყველა კუთხე-კუნჭული რომ დალაშქრა,ისევ ძვლების ტკივილამდე ჩამიხუტა.ასე ვიჯექით 1 საათი მაინც.მერე მე მოვეგე გონს და წამოვდექი სახლში წამოსასვლელად.ისიც ფეხდაფეხ მომყვა.აშკარად გამოცილებას აპირებდა,მაგრამ კარებთან შევაჩერე.თითისწვერებზე აწევით ძლივს მივწვდი და ამჯერად მე დავაგემოვნე მისი ტუჩები. მომენატრები-მეთქი ძლივს გასაგონად ვუთხარი და წამოვედი. ახლა კიდევ ვზივარ და მივტირი! მეტის ღირსი ხარ მარიამ,მეტის ღირსი! ახლა რომვუფიქრდები,მგონი ჯობია ფსიქოლოგთან მივიდე.აქამდე თუ რამე პრობლემა მქონდა კოტეს ვუყვებოდი და მთლიანად ვიცლებოდი და ახლა რა უნდა ვქნა? კოტემდეც რომ ვცხოვრობდი მახსოვს,თუმცა ახლა იმდენად დამოკიდებული გავხდი ამ ადამიანზე,როგორ მოვიქცე ვერ ვხვდები. ბევრი ფიქრის შემდეგ ვხვდები,რომ ყველაზე კარგი რაც ამ მომენტში შემიძლია გავაკეთი ძილია,ხოდა ბიძინებ. ---- უკვე მეჩვიდმეტე დღეა უკოტეობასთან შეგუებას ვცდილობ.რამდენად გამომდის ეგ სხვა საკითხია..მთავარია რომ ვცდილობ.ზოგი ჭირი მარგებელიაო ხომ გაგიგიათ? ჩემ შემთხვევაშიც მასეა.გავხდი,თან საკმაოდ შესამჩნევად.ვინც მხვდება ყველა აღნიშნავს ჩემ ცვლილებას. ამათ სულიერად უნდა ნახონ როგორ გავხდი და მერე ხმას ვეღარ ამოიღებენ.. ეკლესიაში სიარული ძალიან მეხმარება.აქამდე თუ ვერაფრით ვერ ვნახულობდი დროს აქ მოსასვლელად,ახლა მთელ თავისუფალ დროს აქ3 ვატარებ. ახლაც ეკლესიიდან გამოსული დაღმართს მივუყვები.შორიდანვე ვხედავ ლაშას მანქანას და ვოცნებობ,რომ არ დამელაპარაკოს. ჯერ ისედაც ხომ გულში მეჯდა ეს ბიჭი და ახლა სულ ცენტრში დავაბრძანე. კოტეს ამბების შემდეგ მგონი ვერცერთ ბიჭს ვეღარ ვიტან. ლაშა კიდევ ამ ჩემს დამოკიდებულებას უფრო და უფრო ამწვავებს.რომ იტყვიან ცეცხლზე ნავთს მისხამს! ყოველ დღე მწერს,მირეკავს,ქუჩაში მხვდება და ეს რა თქმა უნდა,საშინლად მაღიზიანებს.თავიდან გავვრაზდი და გამოვლანძღე რამდენჯერ უნდა გითხრა რომ თავი დამანებო-მეთქი.მაგან რომ არ გაჭრა,მერე ვიფიქრე დავაიგნორებ და ასე მეშველება-მეთქი,მაგრამ შენც არ მომიკვდე! გენიოსმა ჩათვალა,რომ ამ იგნორით ერთგვარ ნებართვას ვაძლევდი,რომ მოეწერა,დაერეკა და დამხვედროდა.ხოდა ისეთ დღეშია ლამისაა ჩემს პირად დაცვად დაიწყოს მუშაობა. თან ვერავის ვერ ვთხოვ დახმარებას,არ მაქვს ჩხუბის და აყალმაყალის თაი. ამ ყველაფერს დამატებული ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები და მგონი სრული ბედნიერებისთვის ყველა პირობა მაქვს შექმნილი. ამ ბოლო დროს სუსტად ვარ.თავბრუსხვევები მაწუხებს და ორი დღის წინ გულიც წამივიდა.ხვალ მამა ჩემ გამო აცდენს სამსახურს და ექიმთან მივყავარ.ვუთხარი გადაღლილობის ბრალი იქნება-მეთქი,მაგრამ არ დამიჯერა. ხოდა ლაშაზე ვამბობდი.ზუსტად ფეხებთან გამიჩერა მანქანა.ძმაკაცები ეჯდა და როგორც ჩანს "ტიპობა" გადაწყვიტა -მარუუს,სად მიდიხარ ?წამოდი წაგიყვან.-თავიდან მშვიდად მკითხა,მერე 1-2ჯერ გამიმეორა კითხვა ეტყობა იფიქრა არ ესმისო,მე კი ჯიუტად მივაჭრიდი ჩემ გზაზე და უკან საერთოდ არ ვიყურებოდი.საშინლად მომხვდა ყურში გინების ხმა და შენდეგ ბორბლების ჭრიალის ხმაც მისწვდა ჩემს ყურთასმენას.მგონი შევარცხვინე ბიჭი ძმაკაცებთან.ეგარაფერია,იქნებ ასე მინც ისწავლოს ჭკუა. ----- სწავლისგან სულ მთლად გამოშტერებული,ძლივს ვახელდი თვალებს ტელეფონის ხმა რომ გავიგე. ჩემი სეხნია მირეკავდა.ეს გოგო ცოტა არ მომწონს,მაგრამ მეზობლები ვართ და მიწევს ატანა.დაჟინებით მოითხოვდა ჩენგან,რომ ეზოში ჩავსულიყავი და სიმართლე გითხრათ ცოტა დამაბნია,ვერ მივხვდი რა უნდოდა.კედები ამოვიცვი და კისრისტეხვით ჩავუყევი კიბეებს.გარეთ არც ვიყავი მგონი გასული,ლაშას მანქანა რომ მომხვდა თვალში და ერთმა აზრმა ზედმეტად ცუდად გამიელვა გონებაში.. _________________ ბოდიში გადახედვას და შეცდომების შეშქორებას ვერ ვახერხებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.