ომგამოვლილები (თავი6)
-მინდა დავილაპარაკოთ. ლაკონურობა ამ ბიჭის კრედო იყო. ძველი თბილისის საუკუნოვანი სახლები ირეკლებოდა საქარე მინაზე, ღია კაფეში დავსხედით. ხედებს ვუყურებდი და ვმშვიდდებოდი. მზიან ამინდს იხდენდა თბილისის ცა და ისე როგორც არასდროს ლურჯად ლიცლიცებდა.რამდენიმე ადამიანი, მშვიდი მუსიკა და მშვენიერი ლანდშაფტი კაფის დიდი პლუსი იყო. არვიცი საიდან იცოდა, თუმცა ფაქტი ერთი და ნათელი იყო ქათმის სალათი ჩემი საყვარელი კერძი შეუკვეთა, დამთხვევას ვენდე თუმცა როცა ანანასის წვენს ჩემთვის გამორჩეული მარწყვის ნაყინი დაუმატა არჩევანს, მაშინ კი სასიამოვნოდ გავოცდი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მთელ ჩემ ცხოვრებას იცნობდა და იცოდა ის მცირედი წვრილმანები რაც ბედნიერს მხდიდა. -არ მინდა ჩემს გამო ოჯახთან პრობლემები შეგექმნას.-მოულოდნელად მითხრა მან, რეალურად კი ორივემ შევიქმენით არეული რეალობა.ორივე თანაბრად ვიყავით დამნაშავენი, თუმცა საკუთარ თავზე აიღო დანაშაული და უჩუმრად დაიწერა დიდი კაცობის პლიუსი ჩემს თვალში. ჩემი პასუხი კი ჩემს მოსაზრებას რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა. -სამწუხაროდ უკვე შემექმნა. -ყველაფერს გამოვასწორებ. -რას აპირებ? -პატარა იმსახურებს ოჯახს, მინდა დავქორწინდეთ. მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე და თქვენზე ვიზრუნო, მე შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო მთავარია შენ რას მოიფიქრებ. -დრო ცოტაა... -ბევრ ფიქრს ხშირად არასწორ არჩევნამდე მივყავართ. -სპონტანურობას ნუ მირჩევ... ხმას ვერ ვიღებდი, ამ ადამიანისას ვერ ვიგებდი ვერაფერს თითქოს სხვა პლანეტიდან იყო. მის პიროვნებას ჩარჩოში ვსვამდი ის კი ვერასდროს ირგებდა მას. მის წინადადებას სავარაუდოდ დავთანხმდებოდი, რადგან არ მინდოდა ვყოფილიყავი მარტოხელა დედა, არ მინდოდა ჩემი შვილის მშობლები ცალცალკე ყოფილიყვნენ. მახსოვს ბავშვობაში გეგის მშობლები, რომ დაშორდნენ როგორ შემეშინდა, ჩემი მშობლებიც არ დაშორებულიყვნენ. მაშინ გეგი ძალიან შეიცვალა, მთელ დღეებს სახლში ატარებდა, აღარ გვეკონტაქტებოდა, ეზოც დაივიწყა დომინოც და ჯოკერიც, სპორტსაც თავი დაანება, სწავლაზე ხელი ჩაიქნია მერე მისმა ბებიამ, ქალბატონმა თამარმა დაიწყო მისი ამ სამყაროში დაბრუნება. თავიდან ძალიან გაუჭირდა, შემდეგ ჩვენც დავეხმარეთ, ალბათ გეგიც დაუფიქრდა მის არასწორ საქციელს. ოჯახის დანგრევას არასდროს ვამართლებდი, რადგან პირველ რიგში ყველაზე მეტად ბავშვები შავდებიან, ეცვლებათ ფსიქოლოგია, ეცვლებათ ცხოვრება ძალიან ბევრს კი ამის გადატან უჭირს, უმეტესობა საკუთარ თავში იკეტება, ეს ისეთი ცხოვრებისეული ტრამვაა თანაც პატარა გამოუცდელი ფსიქიკისთვის, რომ შეიძლება ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. პრინციპები კი ძალიან მყარად ჩამოყალიბებული როცა გაქვს რთულია მათ გადაუხვიო. .ოჯახი ეს ის დოგმაა, რომელსაც თუ დაანგრევ, საკუთარ თავსაც დააზარალებ. იმ დღეს, როცა სახლიდან წამოვედი ვიაზრებდი რომ მარტოხელა დედის სტატუსი მექნებოდა,ვიცოდი სავარაუდოდ რა პრობლემებს წავაწყდებოდი, მაგრამ პრობლემებზე მეტად ის მანერვილებდა, რომ ჩემი შვილი მამის გარეშე გაიზრდებოდა, მე ხომ ყველაზე მეტად მინდოდა სრულყოფილი ოჯახის შექმნა. სრულყოფილი ოჯახი კი სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ოჯახურ გარემოს უნდა სთავაზობდეს შვილებს, რათა ისინი იყვნენ კაცთმოყვარენი და ჰუმანურები. მეშინოდა, რომ ეს ოჯახური იდილია, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდა ჩემი პიროვნება არ გამართლებულიყო. ბუნებით ოპტიმისტი კი საკუთარ თავს ვამშვიდებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. სანდროსგან ამხელა კ მსვერპლშეწირვას კი ნამდვილად არ ველოდი, მეგონა რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ აიღებდა. ასეთ მომენტში ან გარბიან ან რჩებიან ის დარჩა, ეს კი მის სულიერ სიძლიერეზე და ღირსეულობაზე მეტყველებდა. ვიცოდი ეს, მაგრამ არ ვაღიარებდი ადამიანები ცუდს უფრო ვამჩნევთ ვიდრე კარგს, მეც ის მორიგი ადამიანი ვიყავი ვინც თეთრზე პირველად შავს ხედავს. *** იმ საღამოს სანდრო ერისთავი მშობლებთან ავიდა. იმ სახლში სადაც მთელი ბავშვობა გაატარა ხაჭაპურის საამო სურნელი ტრიალებდა, ეს ყველაზე პომპეზური დახვედრა იყო მაკას მხრიდან.კარი თენგიზ ერისთავმა გაუღო, ცხოვრებისეული გამოცდილებისგან დაღარული სახე და შევერცხლილი თმა კიდევ უფრო მატებდა ასაკს მას. გულში ჩაიკრა მონატრებული პირმშო და სამზარეულოსკენ გაუძღვა. -ასე უნდა დაგვივიწყო ალექსანდრე ? -ნაკრები მსხვერპლს მოითხოვს მამა! სამზარეულოში მოფუსფუსე დედამ შვილის ხმა, რომ გაიგონა მაშინვე ჰოლში გავიდა, წინსაფარზე პურისფქვილი მიყროდა. -დედას იმედი ! ასე უნდა დაგვეკარგო დე ? მაგრად ჩაეხუტა მაკას, ადამიანს რომელიც 24 წლის განმავლობაში მზრუნველობას არ აკლებდა, მას არც ამინდი, არც მანძილი, არც არაფერი უქმნიდა პრობლემას სიყვარულის გამოსახატავად. დედასთან გამორჩეული ურთიერთობაც, ალბათ ამიტომ ჰქონდა. დედა იყო მისი პირველი გულშემატკივარი, მასზე მეტად განიცდიდა ყველა მის თამაშს, არასდროს აგვიანებდა და ტოვებდა მატჩებს. ეცვა მაისური სადაც სანდროს ფოტო იყო გამოსახული და ზურგზე დიდი ასოებით ეწერა "ყველაზე მაგარი დედა". -მომენატრეთ ძალიან და გესტუმრეთ. ანტიკვარიატით გაწყობილი ინტერიერი, ფერწერის ნიმუშებით გადატვირთული თეთრი კედლები და ყველა დეტალი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ოჯახის დაუწერელ ისტორიაზე ყვებოდა. სანდრო მის საყვარელ სავარძელში ჩაეშვა და უყურებდა მზრუნველ დედას, რომელმაც ძალიან ბევრი კერძი ერთად დაუხვავა თეფშზე. თავი გააქნია, ისევ ვერ გამოსწორდა გაიფიქრა და ხაჭაპურის ნაჭერს დასწვდა. -დე ნიკუშა გეხმიანებათ ? -ისე როგორც შენ ყოველ დარეკვაზე გულს მიხეთქავს, დედა გერმანელი ცოლი უნდა ჩამოგიყვანოო. -შენც იჯერებ ჰო ? -გაეღიმა სანდროს. -ნაცისტი მაკლია დედა ოჯახში მხოლოდ! -მამა ვიღაც მაგრად შეუშინებიათ.-თენგიზიც გულიანად იცინოდა მეუღლის გულუბრყვილობაზე. -ორივე ძმები სულ ლაზღანდარობდეთ როგორ შეიძლება ? -რაღაც მინდა გითხრათ!-უცებ დასერიოზულდა სანდრო. მაკაც გულთმისანივით ჩაწვდა საქმის არსს. -რა ხდება დე ? -ცოლი მომყავს! -ნიკუშამ დაგარიგა გადარიე მაკა სულო ჰო ? -არა დედა, სრული სერიოზულობით. -ესე უცებ ? მოხდა რამე ? მიუხვდა დედას ჭოჭმანის მიზეზს და გული ისევ დაუდარდიანდა.კიდევ უფრო შეძულდა საკუთარი თავი. -ვინ არის ? -საუბარში თენგიზი ჩაერთო. -კატო ანდრონიკაშვილი, თეიმურაზ ანდრონიკაშვილის გოგოა. -დედა ეგ ხომ ფინანსთა მინისტრის შვილია? -არ ცდები დედა -არ გეგონოს სანდრო გადაწყვეტილებას გიწუნებდეთ ან მხარს არ გიჭერდეთ., გვიხარია ძალიან ეგ ამბავი, მაგრამ ასე უცებ იმ ამბიდან ცოტა არ იყოს გვიკვირს და ბევრი ეჭვიც გვიჩნდება. თითქოს თავდაჯერებულობა დაკარგა, მშობლებთან აღიარების შეეშინდა. ჭუჭყივით აწვებოდა, ცოდვები და ხსნა არ ჩანდა. შეეშინდა თენგიზის, რომელთანაც ყველაზე მეტს აშავებდა, მის ნასწვალ კაცობას ანიავებდა.რაც გიწერია ვერ აცდებიო, უთქვამთ ხელი არ უნდა ჩაიქნიო ამ დროს და ცხოვრება უნდა განაგრძო მაშინ ხარ ძლიერი პიროვნება. საკუთარ თავში ძლივს შერჩენილ სიძლიერეს ეძებდა, რათა ერთი სიტყვა ეთქვა. -ორსულადაა. გაოცება გამოეხატა მაკას სახეზე, მერე გვერდით მიუჯდა შვილს სირცხვილისგან თავი რომ ჩაექინდრა და მხარზე ხელი მოხვია. თენგიზ ერისთავი კი იდგა შერცხვენილი, გაქვავებული და გაყინული. კიდევ უფრო გაუთეთრდა თმა, ბრაზისგან შამპანურით სავსე ფუჟერი ლამის ხელში შემოეფშვნა. სანდროს ზურგი აქცია და ღამეს გაანდო ის ორი წვეთი ცრემლი, რომლებმაც მის დაბზარულ სახეზე მალევე იპოვეს გზა. -ხვალვე წავალთ მის მშობლებთან, არ დაუშვებ ვინმემ შენზე ცუდი თქვას !-თქვა მაკამ მკაცრად და თენგიზისკენ წავიდა. -დაინიშენბით და ქორწილიც იქნება, შენ არ ინერვიულო დე. თენგიზი არ იმჩნევდა შვილს და ცდილობდა ემოციები საგულდაგულოდ შეეფუთა. საშინელი გრძნობა, რომელსაც იმედგაცრუება ჰქვია მის გულს დაჰპატრონებოდა და საღი აზრის მოფიქრების საშუალებას არ აძლევდა. მალევე წავიდა სანდრო და აფორიაქებული ოჯახი დატოვა ვერაზე. -თენგიზ ეხლა ბუტიაობის დრო არ არის, ეხლა ყველაზე მეტად უნდა ვფიქრობდეთ ოჯახის ღირსებაზე! -მშვიდი იყო მაკა. ხმას არ იღებდა თენგიზი, ცდილობდა ბრაზი არ გამოეხატა, თუმცა ვულკანივით ამოხეთქა ფიქრებმა. -ესეთი შვილი გავზარდე ?მითხარი მაკა ესეთი კაცი გავზარდე ცოლი, რომ ეტენება ? - ხმამაღლა მოუვიდა, არ ცხრებოდა თენგიზი. -დაგავიწყდა შენმა შვილმა რა გამოიარა ? დაგავწიყდა ერთი თვის წინ როგორ იყო ? დაგავიწყდა თენგიზ მიპასუხე !-ახმაურდა თამარიც. ქმარს მიეხუტა და ეცადა თბილი სიტყვით გადმოებირებინა ის. -მთავარია ეხლა დავუდგეთ სანდროს გვერდით, ეხლა ვჭირდებით ყველაზე მეტად ! -გული მატკინა, იმედი გამიცრუა მაკა! -ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ პრობლემასაც მოვუვლით. მაკას გულში განა სიმშვიდე იყო ? არმც და არამც ყველაზე მეტად ალბათ ის განიცდიდა, სანდროზე მეტადაც შეიძლება ტკიოდა, მაგრამ არ დაუშვებდა და დასაცინად არ გახდიდა მისი ოჯახის ღირსებას. ფეხით მიუყვებოდა ერისთავი აღმართს და ათასი ფიქრი უმოწყალოდ სტანჯავდა მის გულს. სიმყარე აკლდა და რეალობა ბედნიერი წუთებით. ტელეფონი ამოიღო და ძმას დაურეკა, მისმა ხმამ თითქოს ძველ მშვიდ ცხოვრებაში დააბრუნა. მადლობ, რომ კითხულობთ :)))) მგონი დაგაინტრიგეთ :) გამოცდები მაქვს და იმედია მაპატიებთ დაგვიანებას :)))) ველი თქვენს კომნტარებს <3 სიყვარულით მარწყვი გოგო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.