შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 5)


1-04-2015, 14:55
ნანახია 2 935

-რაღაც მინდა გითხრა.
-მეც მინდა შენთან ლაპარაკი კატო.
-სანდრო მიუხედავად ყველაფრისა ვთვლი,რომ ეს უნდა იცოდე და ამის უფლება გაქვს, რომ არა ჩემი პრინციპები მეც სიამაყეს აყოლილი ადამიანივით არაფერს გეტყოდი და წავიდოდი. ორსულად ვარ...
საოცრად მშვიდი იყო ერისთავი, მეგონა კიდევ უფრო დაიბნეოდა, მეგონა პასუხისმგებლობას გაექცეოდა, მაგრამ მეგონა. ილუზია დამიმსხვრია მისმა თბილმა შეხებამ ჩემს ხელზე.
-მინდა,რომ ჩვენს შვილს სრულყოფილი ოჯახი ჰყავდეს, მე შენ გვერდით ვიქნები.
-სანდრო ერთმანეთი არ გვიყვარს და სრულყოფილ ოჯახზე საუბრობ ?
-მადლობ, რომ მითხარი.
ვეღარაფერი ვთქვი, სავარძელში ჩავეშვი და ზურგი ვაქციე მას.
სანდრო ერისთავი ამ დღემდე ჩემთვის იმ ტიპის ბიჭებს მიეკუთვნებოდა, ვინც პასუხისმგებლობას გაურბის, მარტივი ურთიერთობებით ერთობა, პრობლემებს ვერ აგვარებენ და ყველაფერს ნებდებიან, დეპრესიას ალკოჰოლით და ნარკოტიკებით იშორებენ, თუმცა სიძლიერე რომელიც მან დამანახა სასიამოვნოდ მაოცებდა. ის არ იყო ცარიელი, მას ძალიან მდიდარი სამყარო ჰქონდა.
საღამომდე დარჩა , ჩვენთან ერთად ივახშმა, დამპირდა რომ მეორე დღეს მოვიდოდა და მალევე წავიდა.
სანამ დავიძინებდი საკუთარ თავს ვარწმუნები, რომ პირობას ვერ შეასრულებდა და მეორე დღიდანვე აორთქლდებოდა ჩემი ცხოვრებიდან.
დილით ნიამ გამაღვიძა და ერთად წავედით უნივერსიტეტში. მაღაზიის ვიტრინაში გამოკიდულ ჩვილის ტანსაცმელს მივაშტერდი. იმდენად გავთბი ვეღარ ვგრძნობდი ოქტომბრის ცივ სიოს. ნაქსოვი მოსაცმელი კიდევ უფრო შემოვიტმანსნე ყელისკენ და გზა განვაგრძე. გზად ხელს ჩემი საყვარელი დარიჩინის ყავა გავაყოლე.
უნივერსიტეტის ეზოში ნაკლები თვალი მადევნებდა დღეს თვალს, ალბათ ახალი თემა ჰქონდათ და ჩემი ამბავი მიავიწყდათ. ლექციებზე ესე არასდროს მტანჯავდა შიმშილის გრძნობა, მეორე სემინარიდან გამოვედი და საჭმელად გავედი. უნივერსიტეტის ეზოსთან სანდროს მანქანა დავლანდე, შავ პორშეს ჯიპს მიყრდნობოდა და რეიბანის ავიატორებიდან ზვერავდა სიტუაცია. როცა დამინახა ავტომობილს მოშორდა და ჩემკენ წამოვიდა.
-აქ რა გინდა ?
-ნიამ მითხრა ექიმთან კონსულტაციაზე უნდა მოვიდესო და ვიფიქრე წაგიყვანდი.
-მადლობა სანდრო, მაგრამ ვერ ვხდვები ეს ყველაფერი რა საჭიროა ?
-თუ კი ვაკეთებ ესეიგი საჭიროა კატო.

მანქანის კარი გამიღო და მეც უხმოდ ჩავჯექი. გაოგნებული ვიყავი, მეგონა საერთოდ გადაიკარგებოდა, ვიტყოდი ეს ბიჭი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამთქო, მაგრამ ამის საბაბი არ მომცა. პირიქით მისი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც მზრუნველობით გამოიხატებოდა ყველაფერს ცვლიდა საპირისპირო მიმართულებით ცვლიდა .
საჭეზე მჭიდროდ შემოეწყო დაძარღვული ხელები, ვაკვირდებოდი მის გრძელ და ლამაზ თითებს. დახვეწილად ჩაცმულს, როლექსის საათი უმშვენებდა მარცხენა ხელს, მძაფრი გრილი სუნამო კი კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენდა მას. მშვიდი, გაწონასწორებული, ხასიათის ეს თვისებები იკვეთებოდა მის სახეზე. სწორი ცხვირი სიმკაცრეს და კატეგორიულობას უსვავდა ხაზს, აი იმ წყლიან მომწვანო თვალებში კი სევდას დაედო ბინა. მე ვერ გამომაპარებდა ამას, მითუმეტესს როცა თვალები ჩვენზე მეტს ამბობენ. ერთმანეთისკენ ვაპარებდით მზერას და თითქოს შეთანხმებულად არცერთმა ვიცოდით ამის შესახებ.
კლინიკამდე უხმოდ ვიმგზავრეთ, მხოლოდ ნიას ზარმა დაარღვია დაძაბულობამდე ასული სიჩუმე.
-რა ხდება ?
-ნიამ დამირეკა, ოპერაციაზე შევდივარ და ექიმმთან მარტო მოგიწევს შესვლაო.
-მარტო რატომ ? მე შემოვალ თუ წინააღმდეგი არ იქნები.
ნიასგან ვიცოდი, რომ სანდროს ექიმები არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ მაინც შემომყვა კონსულტაციაზე, იცით ჩემი გაკვირვება რამ გამოიწვია? ექიმის კითხვაზე თუ ვის წარმოადგენდა მან თამამად უპასუხა, რომ ჩემი საქმრო იყო. ჩემს გულში ქარიშხალი ბობოქრობდა, კაცი რომელმაც ცხოვრება ამირია თავს ჩემს რჩეულად თვლიდა. ამ მომენტში მეგონა დამცინოდა, მაგრამ მიცავდა. დიახ გინდ დაიჯერეთ გინდ არა ისე მიცავდა , იმ ცუდისგან რასაც ადამიანის განმკითხაობა ჰქვია. როცა ექოსკოპიაზე შევედი, მისმა ბედნიერმა სახემ თვალი მომჭრა და დემეტრე ჯიქიას ღიმილი აღარაფერი გამოჩნდა სანდროსთან. ექიმმა რამდენიმე თავი წამალი და მომავალი კონსულტაციის დრო დამითქვა.

მანქანა სახლის მიმართულებით არ მიყავდა სანდროს. ბრაზი მერეოდა, მაგრამ არ შემეძლო ეს გამომეხატა. მინდოდა მისთვის ხელები ყელში წამეჭირა და მომეხრჩო, მაგრამ რაღაც უხილავი გრძნობა მაკავებდა.
-ნია ვერაზე ცხოვრობს-ჩემი ჭკუით შევახსენე მე.

ბოდიში პატარა თავისთვის და წინა თავში არსებული შეცდომებისთვის <3 სიყვარულით თქვენი მარწყვი გოგო <3
ველი თქვენს შეფასებას!



№1  offline წევრი Bero)))

ძალიან საინტერესოა <3 და შენც ძალიან მაგარი გოგო ხარ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent