შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც მარტო რჩები (1)


4-04-2015, 12:13
ავტორი Тикуна
ნანახია 2 294

ძვირფასო დღიურო! მე ანა მონდგომერი ვარ და ეს ჩემი პირველი დღეა ბავშთა თავშესაფარში .რამოდენიმე კვირა გავიდა რაც ჩემი მშობლები დაიღუპნენ და უკვე მენატრებიან. ჩემი პატარა ძმა გაბრიელი წაიყვანეს, ქალბატონი ნესტანი ამბობს რო მას გაუმართლა და კეთილმა ოჯახმა იშვილა. გაბრიელზე ვღელავ ის 2 წლისაა და დედას იავნანას გარეშე ვერ იძინებს, ქალბატონ ნესტანს ვთხოვე გაბრიელის ახალი შობლები გაეფრთხილებინა ამის შესახებ და კონვერტი გადავეცი სადაც გაბრიელის საყვარელი ძილისპირულის ტექსტი ჩემი ხელით დავწერე. დამშვიდობებისას პატარა გაბრიელს შევპირდი როგორც კი დიდი გავიზრდებოდი მაშინვე ვიპოვიდი და ისევ ერთად ვიცხოვრებდით .
ხვალ ცხრა წლის ვხდები, ქალბატონმა ნესტანმა მითხრა რო ჩემთვის დიდ ტორტს გამოაცხობს მართალია ძალიან მიხარია მაგრამ ის არ შეედრება დედას გამომცხვარ პატარას. ბავშთა თავშესაფარავში ბევრი ბავშვებია, ქალბატონმა ნესტანმა ერთი გოგო გამაცნო მას ნია ჰქვია, ნიასაც არ ყავს მშობლები ის კარგი გოგოა ერთადერთია რომელიც არ დამცინის როცა ვტირი და ჩვენ მეგობრები ვართ. ნია გაბრიელის ტოლა იყო როცა აქ მოიყვანეს საცხოვრებლად და მან კარგად იცის საიდუმლო ადგილები სადაც შეგიძლია დაიმალო და ვერავინ ვერასდროს გიპოვის. მე და ნია იქ ხშირად დავდივართ და ვთამაშობთ სხვა ბავშვებიდან მოშორებით. ასე ვიყვანდით დროს . ერთხელ ძიძამ ყველანი ბახში გაგვიყვანა სასეირნოდ, ნიამ ხელი ჩამავლო და საიდუმლო ადგილისკენ წამაჩარჩალა
- ნია აქ რაგვინდა? ძიძა გაგიჯდება რო გაიგოს!
- მოდი რაგაც უნდა გითხრა! გახსოვს გუშინ ქალბატონმა ნესტანიმ რო დამიბარა თავის კაბინეტში?
- კი მახსოვს!
- აი მაშინ ქალბატონმა ნესტანიმ ცოლ-ქმარი გამაცნო რომლებსაც ჩემი მშობლობა უნდათ!!
-არ წახვალ ხო ასეა? თვალ ცრემლიანმა ვუპასუხე
- ქალბატონმა ნესტანმა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიაო ასე მითხრა როდესაც ვარის თქმა დავაპირე, მაგრამ არიდარდო ჩემს ახალ მშობლელბს ვთხოვ შენც გიშვილოს და ჩვენ კვლავ საუკეთესო დაქალები ვიქნებით.
მითხრა გახარებულმა ნიამ და მეც სიხარულით გადავეხვიე.
დილით ჩემი ნივთები ჩავალაგე და სამზარეულოში გავედი ნიას მოსაძებნად, ყველგან ვეძებე ყველა ოთახი დავიარე მაგრამ ვერსად ვიპოვე. რამოდენიმე წუთში ქალბატონი ნესტანი დავინახე გავეკიდე და დავუძახე
-ქალბატონო ნესტან ჩემი ნია ხო არ დაგინახავთ? მთელი დღეა ვეძებ მინდა მალე ვიპოვო და ჩალაგებაში დავეხმარო თორე ის კეთილი ცოლ-ქმარი აღარ გვიშვილებს. ქალბატონმა ნესტანიმ მომიახლოვდა ჩაიკუზა და მითხრა
- ანა ჩემო ლამაზო, ნიაკო წაიყვანეს ახალმა მშობლებმა!
- წაიყვანეს? და მე რატო არ წამიყვანეს? ტირილით ვუპასუხე
- ნიაკოს ახალ მშობლებს მხოლოდ ერთი შვილი უნდოდათ
- ნიაკომ რატო არ დამემშვიდობა? აღარ ვუყვარვარ?
- რათქმაუნდა უყვარხარ! ნიაკო დილით წაიყვანეს და მაგიტო ვერ დაგემშვიდობა, არიდარდო ანა ახალ მეგობრებს შეიძენ აქ შენ ყველას უყვარხარ!
-არ მინდა მე ახალი მეგობარი მე მარტო ნიაკო მინდა! გაბრაზებული გავიქეცი მე და ნიაკოს სამალავში.
ჩვენი სამალავი გაცარიელდა ნიას გარეშე. მთელი დღე იქ ვიყავი და შეუჩერებლად ვტიროდი ვიხსენებდი როგორ ვთამაშობდით მე და ნიაკო და ვრწმუნდებოდი რო კვლავ მარტო ვიყავი!
პ.ს გამარჯობათ! მე ახალბედავარ ამ სიტზე და ეს ჩემი პირველი მოთხრობაა! იმედია მოგეწონებათ winked მიყვარხართ!! love




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent