შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზეც კი ვერ ანათებდა ისე, როგორც ადრე (სრულად)


4-04-2015, 17:32
ავტორი kesoo
ნანახია 4 800

-როდემდე უნდა იყო ასე? შეიგნე რო არასოდეს დაგირეკავს!!!
-კარგი რა თამო შემეშვი, უარესად ნუღარ მიმატებ...
-ვერ ხვდები, რომ შენთვის კარგი მინდა?
-ვხვდები, ვხვდები, მაგრამ რა ვქნა?
-თავს ძალა დაატანე და გამოდი ამ მდგომარეობიდა. უნივერსიტეტში წადი, ქუჩაში გაისეირნე... ხომ იცი, რომ ჩვენ ყველაფერში დაგეხმარებით, უბრალოდ შენც უნდა მოინდომო ცოტა...
-არ შემიძლია...
-აბა როდემდე უნდა მისტიროდე იმ უნამუსოს?
-არ მივტირი...
-აბა რას აკეტებ?
-ველოდები...
-ტასო!!! მართლა ბავშვივით იქცევიი!!!
-რატო მომატყუა? -და ისტერიული ტირილი ამივარდა - რამე დავუშვე ისეთი რომ ასე მომქცეოდა?
-არა ჩემო სიხარულო, შენ არაფერი დაგიშავება... ის არაკაცია და ამისთვის პასუხსაც აგებს... შენ კი გული არ უნდა გაიტეხო. ვიცი, რომ გიყვარს, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება, უბრალოდ დრო გჭირდება. სულ ცოტა დრო და აი ნახავ, ყველაფერი უბრალოდ ცუდ მოგონებად დაგრჩება... -მამშვიდებდა თამო, თან თვითონაც ტიროდა. - კარგი, აღარ გინდა ტირილი. ადექი ლამაზად ჩაიცვი და ბარში წავიდეთ, ბავშვები იქ გველოდებიან
-კარგიი, წამოვალ... -დავთანხმდი და გარდერობში კაბას დავუწყე ძებნა.
...
ერთი წელი ისე გავიდა დემეტრე ერთხელაც არ შემხმიანებია. არც ერთხელ!!! მე კი ტავიდან ყოველ დღე ვკრეფდი მის ნომერს, მაგრამ ბოლოს მაინც სიამაყე მძლევდა და უკვე მერამდენედ აკრეფილ ციფრებს ვშლიდი. თვითონ? ნეტავ ის მაინც მცოდნოდა, ერთხელ მაინც თუ გავახსენდი, ერთხელ მაინც თუ დაფიქრდა თავის საქციელზე და მიხვდა დანაშაულს. ერთხელ მაინც არ დამთვრალა ისე, რომ ჩემი მონატრება ყელთან მიბჯენოდა და აიძულებინა დარეკვა. არა!!! ერთი წელი საერთოდ არაფერი მსმენია მასზე. საერთოდ არაფერი... ჩემი მეგობრების წყალობით კი ნელ-ნელა ვიკლავდი გულში ამ ტკივილს. ვსწავლობდი როგორ არ უნდა გამხსენებოდა, როგორ არ უნდა მელაპარაკა მასზე, როგორ უნდა „დამემარხა“ ეს ტკივილი და ნელ-ნელა გამომდიოდა. თუმცა ვერ ვახერხებდი სხვა ბიჭებთან ურთიერთობას. ვხვდებოდი, როგორ არ შემეძლო მათთვის იგივე გრძნოით შემეხედა თვალებში, როგორც დემეტრეს. ის კი... ის, ალბათ როგორც ყოველთვის სხვებთან ერთობოდა. სულ აღარ ახსოვდა ტასო... ფეხებზე ეკიდა, რას გრძნობდაა და როგორ ატკინა გული. რა შედეგი გამოიღო მისთვის ამ ტკივილმა და როგორ ცდილბდა ყოველ ღამით ისე ჩუმად ეტირა, რომ საკუთარ თავსაც არ გაეგო.
...
ერთ დღეს მოულოდნელად სახლში ბავშვები დამადგენ. ისეთი სახეები ჰქონდათ შემეშინდა. ნინიმ ძლივს გაბედა ხმის ამოღება
-ტას, რაღაც უნდა გითხრათ
-რომ არ გითხრათ ამას მთელი ცხოვრება ვინანებთ -დაამატა სალომ
-აღარ იტყვით? -ფეხზე წამოვხტი და დავუყვირე გოგოებს.
-ტასო -დაიწყო თაკომ -შენ კარგად იცი, რომ შენთვის მხოლოდ კარგი გვინდა და ჩვენთვის შენი ბედნიერება უველაზე მთავარია... თვითონ რომ არ მოენდომებინა ამას არ გეტყოდით, მაგრამ გვთხოვდა შენი იქ მიყვანა...
-თაკო თქვი რა მოხდა!!!!
-დემეტრე...
მისი სახელის გაგონებისას სუნთქვა შემეკრა და დივანზე დავვარდი.
-ის... საავადმყოფოშია. ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა დამირეკა და მთხოვა იქ მიმეყვანე... შენი ნახვა უნდა...
-რა სჭირს? -ძლივს შევძელი თქმა
-გუშინ, ავარიაში მოყვა... ძალიან მძიმედაოო
-წამიყვანეთ... -ვთქვი გაოგნებულმა
-ტასო მგონი ცუდად ხარ, მოიცადე წამალს დაგგალევინებ.
-რა წამალს თაკო -ვუღრიალე შემზარავი ხმით -წამიყვანეეე ჩქარა!!!
...
საავადმყოფოსთან დემეტრეს მეგობარი საბა დაგვხვდა.
-ტასო... ის ძალიან მძიმედაა...
-უნდა ვნახო...
-ნახევარ საათში შეგვიშვებენ...
გავნადგურდი... ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი.
საბამ ავარიაზე მოგვიყვა...
შემდეგ... რაღაც მითხრა, მაგრამ არ მახსოვს...
ნახევარ საათში მის პალატაში შევედით.
კარებში გავშეშდი...
მასთან მიახლოებას ვერ ვბედავდი...
ის, ის არ იყო...
არც ეს შეხვედრა იყო ისეთი, როგორზეც შეიძლებოდა, რომ მეოცნება...
პალატაში ექიმი შემოვიდა.
-მეორე დადებითი -მხოლოდ ეს ჩამესმა ყურებში...
მერე... მერე რომ გავიღვიძე მეც პალატაში ვიწექი. თავზე გოგონები მადგნენ..
-დემეტრე... -ვთქვი ჩუმად და სახეზე ჩემი ცრემლების სიმხურვალე ვიგრძენი - უნდა ველაპარაკო
-ჯერ ვერ ადგები -მითხრა სალომ - ექიმმა უნდა იწვესო..
-დემეტრესთან გამიყვანეთ -ვთქვი ოდნავ მუქარის ტონით
...
პალატაში რომ შევედი ეძინა...
ჩუმად შევედი და მის საწოლთან ჩამოვჯექი.
-რა ლამაზი ხარ -მითხრა ძალ-ღონე გამოცლილი ხმით.
-დემეტრე... -ცრემლების შეკავება ძლივს შევძელი
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი -საუბრობდა მისთვის უჩვეულო დაბალი ტონით
-არ შემეძლო...
-მე როგორ გატკინე...
პასუხი ვერ გავეცი უბრალოდ თავი დავხარე და შევეცადე თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმად მომეწმინდა.
-ტირი... მე კი შეგპირდი არასოდეს გატირებ-მეთქი... შენ კი... ვინ იცის.. რამდენი ცრემლი დაღვარე ჩემ გამო.... -ძლივს გარკვევით საუბრობდა დემეტრე -არაკაცი ვარ... იმის ღირსიც არ ვიყავი, რომ შენ მენახე... სიკვდილის წინ...
-რას ამბობ -საუბარი შევაწყვეტინე მე- ეგ მეორედ არ გაიმეორო... უბრალო ავარია იყო... სასიკვდილო არაფერია...
-შენ არაფერი იცი ჩემო პატარა... -და ეს სიტყვები ისე თქვა როგორც მაშინ. „ჩემო პატარა“- რამდენი ხანია აღარ მომისმენია. და ახლაც, ისევ ისე, როგორც ადრე... ისევ ისე დამიარა ჯრუანტელმა ტანში და მუცელში რაღაც სასიამოვნო ფორიაქი ვიგრძენი.
-ჩემო პატარა- გაიმეორა ისევ - არ ვარ შენი აქ ყოფნის ღირსი... მე ხომ... ის სიტყვები..
-არაფერია, ახლა ამაზე ლაპარაკი არ გვინდა -ისევ შევაწყვეტინე საუბარი. იმ დროს მართლა არაფერზე ვფიქრობდი, ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა. ოღონდ დემეტრე ისევ ისეთი დამენახა და იმ ერთ წელს, მის გარეშე, სიზმარივით დავივიწყებდი.
-გთხოვ, მინდა რომ გითხრა... -ამჯერად საუბარი ექიმმა გააწყვეტინა
-თქვენ მისი ნათესაი ხართ? -მკითხა მე
-მეგობარი...
-სასწრაფოდ გვჭირდება მეორე ჯგუფის დადებითი სისხლი.. თუ შეიძლება მის ნათესავებს შეატყობინეთ, იქნებ ვინმეს ჰქონდეს...
-კარგით, -თავი დავუქნიე ექიმს. შემდეგ დემეტრეს მივუბრუნდი - ახლავე მოვალ კარგიი? საბას ვნახავ
-ანასტასია...
-5 წუთში მოვალ გეფიცები...
...
პალატიდან გამოვედი და საბას მოსაძებნად მიმღებში ჩავედი.
-მეორე დადებითი - ვუთხარი საბას და უცბად გამახსენდა, რომ მეც ამ ჯგუფის სისხლი მქონდა.
სასწრაფოდ ექთანთან მივედი და დონორობა ვთხოვე. ანალიზები ამიღეს და ისევ დემეტრესთან ავედი.
...
-მაპატიე ცოტა დამაგვიანდა
-ტასო გთხოვ, რაღც მინდა, რომ გითხრა.
-კარგი, მითხარი
-მაშინ, როცა ჩვენ დავშორდით... მე რომ თამოს ველაპარაკე გახსოოვს?
პასუხის ნიშნად თავუ დავუქნიე.
-შენც იქ იყავი და გესმოდა ხომ ჩვენი საუბარი?
პასყხად ისევ თავი დავუქნიე
-გახსოვს, მაშინ რაც ვთქვი?
-ყველაფერი...
-ის... ის არ იყო სიმართლე... მე შენ არასოდეს მომიტყუებიხარ. არასოდეს, ერთი წამითაც კი არ იფიქრო, რომ არ მიყვარდი... შენთვის არასოდეს მიღალატია... როგორ მოგატყუებდი და გამოგიყენებდი... სიცოცხლეზე მეტად მიყვარდი და ამიტომ... ამიტომ მოვიგონე ყველაფერი
„ყველაფერი მოვიგონე“- ათასჯერ გაირბინა თავში ამ ორმა სიტყვამ
-მაშინ ვიფიქრე, რომ შენთვის უკეთესი იქნებოდა თუ არაკაცად მიმიჩნევდი, რომელმაც გამოგიყენა და რომელსაც არასოდეს ყვარებიხარ. -ვიგრძენი როგორ იკაფავდა გზას ჩემ სახეზე ცრემლი და მწვავდა მისი სიმხურვალე - მაშინ ძალიან ცუდ საქმეებში ვიყავი გარეული... საციხოდ მქონდა საქმე... შენი დამცირების და შეწუხების უფლებას კი არავის მივცემდი... ვერ დავუშვებდი, რომ შენი ნახვა მხოლოდ ციხეში შემძლებოდა. იქ მოსვლის უფლებას ვერ მოგცემდი... ამიტომ... ამიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე... ახლა კი ისევ ეგოისტობა გამოვიჩინე და საკუთარი სიამოვნება, კვლავშენი ახლოს ნახვით მოგვრილი სიამოვნება განმეცადა, საბას ვთხოვე შენი აქ მოყვანა... ვიცი, რომ მე უფლება არ მაქვს პატიება გთხოვო... ისიც მესმის რომ შენგან არანაირ პატიეას არ ვიმსახურებ... მთელი ერთი წელი ჩუმად დაგყვებოდი... შორიდან გხედავდი როგრო ტიროდი ღამით, შენს ოთახში, როგორ ვერავისთან ამჟღავნებდი შენ გულისტკივილს და ყველაფერს შენში იკლავდი. მე კი, მე არაკაცი შორიდან გიყურებდი... გიყურებდი და ვერაფერს ვაკეთებდი... მე უკვე აღარ მქონდა შენთან მოსვლის უფლება...
ვიგრძენი როგორ შემეკუმშა აქ, რაღაც, მარცხნივ... როგორ შემეკვრა სუნთქვა და წამერთვა ლაპარაკის უნარი... უხმოდ ვიჯექი და ვუსმენდი დემეტრეს და მიხაროდა, მიხაროდა რომ ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, რომ მას მართლა ვუყვარდი და ის, რაც გულისსიღრმეში ვიცოდი, თუმცა არავის ვუმხელდი მართალი აღმოჩნდა.
-ექიმმა მითხრა, რომ ჩემი გადარჩენის შანსი ძალიან ცოტაა... -უფრო ხმადაბლა განაგრძო საუბარი დემეტრემ -ამიტომ გადავწყვტე შენთვის სიმართლის თქმა
-ეს რომ არ მომხდარიყო, მე ვერაფერს გავიგებდი? -ძლივს გასაგებად ვთქვი მეც -თუ ხედავდი, რომ ცუდად ვიყავი, რატომ ერთხელ მაინც არ მოხვედი ჩემთან, რატომ ერთხელ მაინც არ შემოგიტია მონატრებამ ისე, რომ გაეგიჟებინე და მოსულიყავი...
-მე ყოველ დღე მოვდიოდი... ყოველ დღე მიტევდა ეგ სიგიჯე და მოვყავდი შენ სახლთან. ყოველ დღე...
-მეე.. მე რატომ წამართვი მაგ სიგიჟის უფლება.. რატომ არ დამიტოვე იმის შანსი, რომ თუნდაც ერთხელ დამეჭირად ხელი ათასჯერ აკრეფილციფრებზე...
-მერე ვეღარ შევძლებდი... ვერ შევძლებდი და მოვიდოდი... მერე კი ისევ გატკენდი... გატკენდი ჩემი ცუდი საქციელებით...
-მე რატომ არ მომეცი არჩევანის საშუალება...
-ამით საკუთარ თავს გაინადგურებდი -პირველად ვხედავდი მის თვალებზე ცრემლებს - გამიგე რომ შენ ჩემთვის ერთადერთი საყვარელი ადამიანი იყავი და ხარ, ვისაც ჩემ გამო თავის დამცირების უფლებას არ მივცემ. ვისაც ვაღმერთებ... -პალატაში ექიმი შემოვიდა და საუარი შეგვაწყვეტინა
-ანასტასია დოლიძე ხომ?
-დიახ -ვუთხარი ექიმს და ცრემლები მოვიწმინდე.
-გამომყევით, თქვენ გამოდგებით დონორად პაციენტისთვის, სისხლი უნდა ჩააბაროთ.
-დონორაად? -საუბარში ჩაერია დემეტრე - რა დონორად? ანასტასია არ გაბედო...
-ახლავე მოვალ - ვუთხარი ჩუმად და შუბლზე ვაკოცე.
...
როდესაც მიმღებში ჩავედი დემეტრეს მეგობრებს უკვე ყველაფერი ნათქვამი ჰქონდათ გოგონებისთვის.
-ახლა მასთან საბაა -მითხრა სალომემ -მალე ჩამოვა და მერე ადი.
ისტერიული ტირილი ამივარდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მეგონა, რომ მე რო მისთვის დამერეკა ეს არ მოხდებოდა... ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.. ახლა ამ საავადმყოფოში ყოფნა არ მოგვიწევდა
-ნანა დეიდა (დემეტრეს დედა) საღამოს ჩამოვფინდება - თქვა ნიკამ
-საწყალი ქალი ერთ თვეში ისედაც მოდიოდა, რამდენი ხანია შვილი არ უნახია, ახლა კი ისიც არ ვიცით ცოცხალს ჩამოუსწრებს თუ არა
-გაჩუმდი!!! -ვუყვირე თორნიკეს - არ გაედო მეორედ ამის თქმა!
ყველამ მე შემომხედა.
...
პალატაში რომ ავედი დემეტრეს ისევ ეძინა.
ცოტა ხანში გაიღვიძა და კიდევ უფრო დასუსტებული მეჩვენა. ახლა სიტყვბსაც ვეღარ აბავდა ერთმანეთს
-ტასო... ჩემო სიცოცხლე...
-გთხოვ არ გადაიღალო ლაპარაკით. არ გინდა კარგი?
- რა გავაკეთე... როგორ მოგექეცი...
-აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი გთხოვ. მთავარია ახლა ერთად ვართ და არასოდეს დავშორდებით... ჯერ იმდენი რამე გვაქვს წინ...
-შემპირდი, რომ აღარასდროს იტირებ. მიეცი უფლება სხვას რომ შეგიყვაროს და შენც იმავე გრძნობით უპასუხე... დამპირდი რომ ჩემი წასვლის შემდეგ ცხოვრებას ისე გააგრძელებ, როგორც ადრე... ისე, როგორც ერთი წლის წინ.. სულ მხიარული და ნათელი სახე გექნება... თვალებში ყოველთვის ვარსკვლავები უნდა ციმციმებდნენ... იცოდე ყველაფერს დავინახავ...
-დემეტრე არ გინდა გთხოოვ... -ვერც ამჯერად შევძელი ცრემლების შეკავება
-დამპირდი!! -ოდნავ მბრძანებლური კილოთი მომმართა მან -დაიფიცე, ჩემი თავი დაიფიცე
-გეფიცეი -ვუთხარი დემეტრეს და ჩემი სახელი ხელისგულზე დავადე- შენ კი დამპირდი რომ სულ ჩემთან იქნები...
-გეფიცები, ყოველთვის შენთან ვიქნები, როცა მოგენატრები შენს გულში ჩაიხედე და მიხვდები რომ იქ ვარ...
...
საღამოს დემეტრეს დედა ჩამოვიდა. იგი მხოლოდ სკაიპში მყავდა ნანახი. 7 წელია რაც საქართველოდან წასული იყო. მამა 12 წლის წინ დაეღუპა, ისიც ავარიაში. და ახლა ქალს შვილიც ისევე უკვებოდა, როგორც ქმარი. მეორე საყვარელ ადამიანსაც ისე კარგავდა და ვერაფერს აკეთებდა. ხელს ვერ უშლიდა ამ ფაქტს.
მათი შეხვედრა ვერ წარმოიდგენთ რა იყო...
როდესაც დემეტრემ დედა დაინახა, არ ვიცი. მის ვალებში რაღაც სასწაული მოხდა. ბედნიერებისგან ბრწყინავდა, მხოლოდ რამდენიმე წამით. თითქოს როდესაც ჩვენ პალატაში ერთად დაგვინახა ძლა მიეცა... ბრძოლის გაგრზელების სურვილი, მაგრამ შემდეგ ისევ გაქრა მისი თვალეიდან. ნელ-ნელა ისევ სუსტდებოდა და ძალას კარგავდა. ჩვენ კი არაფრით შეგვეძლო მისი დახმარება. ყველაზე რთულია, როდესაც საყვარელ ადამიანს უყურებ, როგორ ტკივა, განიცდის... გინდა რომ დაეხმარო, მაგრამ არაფრის გაკეთება შეგიძლია. თითქოს შენც იგივეს გრძნობ, მაგრამ მას ვერაფრით ეხმარები... უძლური ხარ და ეს უძლურებაა ყველაზე მტკივნეული. გირჩევნია მის ადგილას შენ იყო, რომ მის ტანჯვას არ უყურო.
ბავშვების დაჟინებული თხოვნით ნანა დეიდა სახლში წაიყვანეს დასასვენებლად. მგზავრობისგან დაღლილს უფლება არ მივეცით საავადმყოფოში დარჩენილიყო.
დემეტრესთან კი მე დავრჩი.
თავი მის ხელზე მედო და ისე მეძინა...
დილით უჩვეულო სიცივემ გამაღვიძა, რომელსაც მხოლოდ სახეზე ვგრძნობდი.
ირგვლივ ყველაფერი შეცვლიიყო.
მზეც კი ვერ ანათებდა ისე, როგორც ადრე.
თითქოს ყველაფერმა მასთან ერთად შეწყვიტა არსებობა...
მათ შორის მეც...



–––––––––––
რამდენიმე თვის წინ "დავჯღაბნე"..



№1  offline წევრი talaxadze133

Shen najgabni edzaxe da ra kargia <33კომენტარი

 


№2  offline წევრი kesoo

talaxadze133
Shen najgabni edzaxe da ra kargia <33კომენტარი

ვაიმე უღრმესი მადლობა love love

 


№3  offline წევრი მარეამო

რა კარგი იყო ':( მე კიდე ეს მინდოდა ♥♥

 


№5  offline წევრი kurt cobain

თვალები დამისივდა ტირილიტ. ///

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent