არარაობიდან სიყვარულის ძალით დავბრუნდი (მესამე ნაწილი)
ისე მომიახლოვდა, რომ მის სუნთქვას სახესთან ვგრძნობდი. უნდოდა ეყვირა მაგრამ ჩემს თვალებს შეხედა თუ არა, მისი მომაჯადოვებელი თვალებით ჩამაშტერდა. - მეც დავიბენი, ისე ვიყავი ლამის გული შემიწუხდებოდა, მაგრამ არ დავნებდი.არც მოვშრებივარ პირიქით კიდევ უფრო მივუახლოვდი, რომ იტყვიან სემსსაც ვერ ჩააგდებდით ჩვენს შორის. ალბათ მას ეგონა რომ ვაკოცებდი, მაგრამ ამ დროს, ჩემმა სიტყვაბმა დაიჭექეს: -თქვენი სახელი? ამას აშკარად არ ელოდა გაუკვირდა მგონი უფროსწორად ვერ გაიგონა რაც ვუთხარი, იმდენად იყო ფიქრებში გარინდული. მისდა უნებურად ამოხდა და ჰაერზე გაისროლა სიტყვები -რა თქვი? -შენი სახელიმეთქი. არ დავაყოვნე მეც -უკან დაიწია და აფორიაქდა, მაინც თავისას მიაწვა -ოპააა, მოთმინების ფიალა ამევსება სულ მალეე....!!! -რამხელა სახელი გქონია? გულიანად გავიცინე -ამაზე რათქმაუნდა გაბრაზდა განა მეც სწორედ ეს არ მომწოდა მასში? მისი სიჯიუტე და თავდაჯერებულობა...-კატუნა გონს მოდი ჭკუას არ გადამაცდინო...,მისი ხმა დამაჯერებლად გაისმა -კარგი, კარგი ბოდიში მითხარი რა, რა გქვია? -მივხვდი რომ მეტის გაგრძელებბის შემთხვევაში აქედან თავისივე ხელით გამათრავედა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მესმის მისი ჩუმი ჩალაპარაკება -დემეტრე.... -როგორ? -დემეტრემეთქი მითხრა და ტუჩის მარცხენა მხარე ზემოთ ასწია. -რა ლამაზი სახელია... -ეს სიტყვები არაფერს შეცვლის, მე თავს ეგრე ვერ მომაწონებ ლამაზო, თქვა და თვალი ჩამიკრა -ეგ არც მინდათქო ვუთხარი და მეც ჩავუკარი თვალი. -წურბელავ, დღეითვის დამთავრებულია საუბარი, მეძინება და არ მინდა ძილის წინ შენ გხედავდე, მერე კოშმარები დამესიზმრება. ეს თქვა და ჩაიცინა -ცოტა არ იყოს მეწყინა მისი სიტყვები, ისე ნაგლად ჟღერდნენ რომ მეწყინა, მაგრამ არც მე დავურჩი ვალში -იუმორი ჯერ კიდევ გცოდნია თუმცა გეტყობა, რომ დიდი ხანიაა არ გამოგიყენებია -ამაზე მხოლოდ უღიმღამოდ -წადი რა! თქვა და თვალები დახუჭა მეც წამოვედი რაღა დამრჩენოდა იქ. გზაში ის ფიქრი არ მასვნებდა, რომ თითქოს მასში არის რაღაც სინათლე, რომლსაც სიბნელიდან გზის გაკვლევა სურს. მისი მხრიდან ეს დიდი წინ გადადგმული ნბიჯი იყო. მისმა თვალებმა ისე მომაჯადოვა და ჩამძირა რაღაც დიდ მორევში რომ მის გარეშე ერთ წუთსაც ვეღარ ვძლბედი. თუმდაც მისი უხეში სიტყვების გარეშე. მისი სიტლანქე მომწონდა, მისი თითქმის ბუნებრივობა მაგიჟებდა, არ ვიცი რატომ მომეწონა ეს სიტლანქის განსახიერება, მაგრამ ფაქტი სახეზე იყოო და ამაში თავს ბოლომდე ახლახაანს გამოვუტყდი. ამ ფირებში გართულმა ისე შორს მომიხერხებია წასვლა, რომ სახლამდე მისასვლელად 20 წუთიი მაინც დამჭირდებოდა. როდესაც "ჩემი ადგილიდან" უფროსწორად "ჩვენი" ადგილიდან სახლამდე მისვლას 10 წუთიც არ უნდა. სახლში მივედი თუ არა ეგრევე დავიძინე. დილით კი ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, კლასის დამრიგებელი რეკავდა -ეკატერინე არ დაგავიწყდეს ორშაბათს გამოცდები გეწყბა, შესაბამისად მოემზადე -დიახ მასწ რათქმაუნდათქო ვუთხარი და გავუთიშე. ვის გაახსენდა გამოცდები? ისე გამიტაცა დემეტრემ და მისმა თვალებმა, რომ სწავლა სულ დამავიწყდა არადა მთელი კვირა გამოცდები მექნება. ღამეების თენება მომიწევს ამიტომ ახლავე უნდა შევუდგე მეცადინეობას. ისე ვმეცადინეობდი მთელი დღის განმავლობაში რომ გარეთ არც კი გავსულვარ. მამაც გავაფრთხილე არ შევეწუხებინე და მეც ისე შევყევი მეცადინეობას, რომ ვერც კი გავიგე დრო როგორ გავიდა. ძალიან რომ დამეწყო მთქნარება მხოლოდ მაშინ დავხედე საათს და უკვე 5საათი სრულდებოდა. გათენება თითქმის დაწყებულიი იყოო ახლა ხომ გაზაფხულია. არა რაა ტანჯვაა ჩემთვის ეს 11კლასითქო გავიფიქრე, ყველაფერი შევინახე და მოწყვეტით დავეცი ლოგინზე. მალევე ჩმეძინა აბა რა იქნებოდა ისეთი დაღლილი ვიყავი. დილით 8 გავიღვიძე და სარკეში რომ ჩავიხედე სახე განადგურებული მქონდა. იუმორით რომ ვთქვათ ისე მეძინებოდა, რომ "ძილი დედას მაგინებდა". თვალები დასიებული მქონდა ამიტომ ეს რომ დამემალა ჩემი მოქერო თმები მაღლა ავიწიე, მწვანე თვალების შესაბამისი ტენი წავისვი თვალების გარშემო, ტუშიც მივაყოლე და ძალიან მკრთალად ტუჩის კონტურიც წავისვი, რომ გაფითებული ტუჩები დამემალა. უბრალო კაბაც გადავიცვი და საუზმის ჭამაც კი ვერ მოვასწარი ისე გავვარდი სკლაში. როოგრც იქნა ჩავამთავრე ეს საშინელი დღე და დაქანცულმა ისევ სახლისაკენ ავიღე გეზი, რადგან ხვალისთვის კვლავ უნდა მოვმზადებულიყავი. ამ ერთიდაიგვე რეჟიმით მიმდინარეობდა მთელი კვირაა. ამან ბოლო მომიღო, გადავიწვი. ბოლო დღე იყო გამოცდების და უკვე დაღლილი და გამოფიტული ვადექი სახლის გზას რომ უცებ დემეტრე გამახსენდა. გადავწყვიტე წერილი დამეწერა მისთვის და ამეხსნა რატომ გავქრი. მასთან სასაუბროდ ნამდვილად ვერ გავჩერდებოდი შეიძლება შევწუხებულიყავი. ამიტომ იქვე კაფეში შევდედი და წერლის წერას შევუდექი: "ვიცი უჩემობა დიდად არ გაწუხებს, პირიქით ალბათ გიხარია კიდეც. გამოცდები მქონდა და მაგიტომ ვერ ვახერხებდი მოსვლას, ძალიან ვიღლებოდი. თუმცა ჩემგან თავს მაინც ვერ დაიძვრენ" მალე გნახვ :D " -კატო. მივუტანე ეს წერილი და ჩუმად დავუდე წინ. სახლში მისვლა და ჩემი ლოგინზე დავარდნა ერთი იყო და მეც "თოთო ბავშვივით" ჩამეძინა. გავიღვიძე თუ არა არც მიჭამია ისე გამოვედი სახლიდან და დემეტრესაკენ გავეშრე. მასთან მივედი თუ არა დღიურს ვწვდი და კითვა დავიწყე. მომნატრებია მისი ხელწანერიმეთქქი გავიფიქრე და ჩამეცინა. "ვირუსი ავიკიდე, ნამდვილი სისხლისმსმელი წურბელა მომეკრო. თუმცა საყვარელია მომწონს მისი სიჯიუტე, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად ცნობის მოყვარეა და ისე მიშლისს ხომლმე ნერვებს, რომ მინდა დავახრჩო. თუმცა მის ღრმა თვალებს გადავწყდები თუ არა მაშინვე მავიწყდება ბრაზი. ზოგჯერ ისე ძლიერ ვტკენ ხოლმე გულს,რომ რო ჩავუფიქრდები ჩემი თავი უფრო მეტად მძულს. ამიტომაც არ მინდა ის ჩემს გვერდით იყოს, ამიტომაც ვრიყავ ჩემგან. თუმცა ის ნამდვილი წურბელაა. თანაც ჯინიანი თხაზე მეტადაც კიი. მაგრამ რადაც არ უნდა დამიჯდეს უნდა ჩამოვიშორო. ვიცი ძალიან ვტკენ გულს მე კიდე ეს არ მინდა. ეს ერთი კარგი თვისება მაინც შემომრჩა ძველი დემეტრესგან, რომ სხვა არ დავაზარალო ჩემი ქცვით. სწორედ ამიტომ არ შევწყვიტე გარე სამყაროსთან კავშირი?. ისე ლამაზი გოგოა, რომ დავაკვიდრდი დედაჩემის მსგავსი თვალები აქვს, ღრმა და მრავლის მთქმელი. ამიტომაც ვცემ უფრო მეტ პატივს, თორემმ ამდენს სხვაასთან ვერ მოვითმენდი. ვერ ვხვდები რა მიყო ამ გოგომ ასეთი. ისე არის ჩემზე მოკრული და სუნთქვის უნარს ისე მართმევს, რომ არ ვიცი რა" "სამმი დღეა არ გამოჩენილა, თითქოს რაღაც დამაკლდა. ნეტა რა მჭირს? ნუთუ ამ გოგოს მიმართ სიმპატიები გამაჩნია? აარაა დ-ე-მ-ე-ტ-რ-ე ა-რ-ა-!!!! კარგად დაიმახოსოვრე შენ ვ-ე-რ მისცემ ვინმეს უფლებას შენში შომოვიდეს. ეს არ უნდა მოხდეს. შენნაირი დამახინჯებული სულის პატრონს არ შეილება ქონდეს ვინმესთან ახლო ურთიერთობა, სხვასაც ვერ დაუმახინჯებ ცხოვრებას! იცი რომ მას ვერ მოვექცევიი ისე როგორ საჭიროა...თითქოს ჩემი "მე" ოარად გაიხლიჩა და დავრჩი გაურკვევლობაში" -ეს რომ წავიკითხე შემეცოდა, უფრო მეტად მომინდა დავვახლოვებოდი. უფრო სწორად ეს შეცოდებას კიარ გავდა არამედ ორი სულის გაერთიანებას, თითქოს ერთ რიტმში ჯდებოდა ორივეს გული.- ჩემდა გასაკვირად ისევ ახლა გამოფხიზლდა. მგონი გრძნობს როდესაც ვასრულებ კითხავს, 2წუთს მაძლევს ყველაფრის გასაანალიზებლად და მერე იღვიძებს. ამას ვფქრობდი და უნებურად ჩამეღიმა კიდეც. -კატო? -გაგიმარჯოს... -შენ რა მოჩვენება ხარ? რომ გაქრები და მერე როცა გინდა მაშინ რომ გამოჩნდები ხოლმე? ისე იქცეოდა თითქოს ჩემი წერილი არ ქონდა ნანახი. - ცივად ვუთხარი - გამოცდები მქონდათქო -მე ეგ არ მიკითხავს - აბა მოჩვენება არ ვართქო ისევ ცუვად ვუთხარი... რაღაც განწყობა წამიხდაა -კიდევ კარგი..... -როოგორ ხარ? -ჩემი მეგობარი როდის მერე ხარ? უცებ სასტიკი ხველება აუვარდა ძლივს მოითქვა სული. -მე სხვა თემაზე გადავიტანე ლაპარაკი- ახლა დაგაკვირდი მოწესრიგებულხარ - სახლი მაქვს ლამაზო, უბრალოდ იქაც შენნაირი წურბელებია. -გეყოფა რა სადამდე გინდა ასე მოქცევა? -უკეთესს მოელი ოდესმე? ეს თქვა თუ არა იმ წამსვე გულში დარდი ჩამეღვარა -ლამაზი თვალები გქონია... ისევ თემის გადატანა ვცადე თორემ ისე ცუდ ხასიათზე დავდექი ვიცოდი რაღაც ცუდი წამომცდებოდა - მეფლირტავები ლამაზო? -არც იოცნებო რაა - ვააა....ვინ მოგახსენა, რომ შენზე ვვოცნებობ ან ოდესმე ვიოცნებებ? კაი რა წამსაც კი არ დავხარჯავ შენზე ფიქრში. -ჰოოო აშკარად. თან ირონია დავაყოლე თან სინანული -მოიწყინე ლამაზო? -არა დავიღალე, საკუთარ თავზე მაგხელა წწარმოდგენაც ნუ გექნება დემეტრე. ირონიის ნიშნად თვალი ჩავუკარი. ამ კბენა-კბენაში სერიოზუად შევტოპეთ ისე რომ ვერცერთი ვერ მივხვდით საქამდე მივდიოდით ცოტაც და ყველაფერს ფარდა აეხდებოდა... - მე საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა საკუთარ თავზე ლამაზო.... -უცებ მისი ხელნაწერები გამახსენდა და გავჩუმდი. ყველანაირი ირონია უკან გადავისროლე და თბილად ვუთხარი -მეგობრები გავხდეთ რა დემეტრე... -დამცინი დედიკოს გოგო? თავი დამანებე რა ვერ გაიგე, მე არ ვარ კარგი ადამიანი, არააა!!!.. იქნებ პირდაპირ ნათქვამმა სიტყვებმა მაინც აგიხილოს თვალი. - ეს სიტყვები ისე თბილი მომეჩვენა სხვა სიტყვებთან შედარებით, რომ მასთან ცოტა ახლოს მივიწიე და თვალებში ჩავაცქერდი. ჩავიკარდე ისევ იმ დიდ მორევში და გზა-კვალს ვერ ვპოულოდი. -ჰეიიი ლამაზოოო..... და იცინის -უცებ მოვაშორე თვალები და ვითომც არაფერი მომხდარა ვუთხარი -პასუხი არ გაგიცია.... -შემეშვი რა დედიკოს გოგო... -ამ ბოლო სიტყვებს ისე გაუსვა ხაზი რომ ლამის მოვკვდი, მაგრამ თავი მოვთოკე და გავუტარე -გეყოფა რააა! ხმაში ცოტა სიმკაცრეც გავურიე -არა არაა.... ახლა დედიკოს მეგობრებთან გონიხარ შენ კიდე ვიღაც არარაობასთან კარგავ დროს, რომ დაგინახოს გაბრაზდება. დიდი ირონიაა შეიმჩნეოდა მის ხმაში. -ეს უკვეე ბოლო აკორდიი იყოო ჩემმა მოთმინების ფიალამ იხეთქა. ხმას ვერ ვიღებდი, ცრემლები წამსკდა, შევეცადე მას არ შეემჩნია თუმცა არ გამომივიდა მაინც შენიშნა. - მართლა დედიკოს გოგო ყოფილხარ ტირი კიდეც. თქვა აგდებულად და თვალები უსასრულობას გაუშტერა -ალხა მართლა პიკს მიაღწია ჩემმა მოთმინებამ. ყველაფერი ერთად მომაწვა და ამომიტივტივდა თავში ყველა მისი გულის მომკვლელი სიტყვები . გავქვავდი თუმცა ბრაზმა ბოლომდე დამიმონა დაა გაცეცხლებული თვალებით მის წინ ავესვეტე, თვითონ კი შეკრთა დაიბნაა, მე ცოტა დავცხრი მაგრამ მზერით ვწვავდი. ვგრძნობდი რომ ახლა მართლა აეხდებოდა ყველაფერს ფარდა. ჩემს გარშემო ყველაფერი გაქრა მხოლოდ, მე და დემეტრე დავრჩით მის ნათქვამ მწარე სიტყვებთან ერთად, რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდნენ. ჩემმაა გულმაა ფეთქვა შეწყვიტა, საგულედან ამოვარდა. გარეთ იპოვა გზა-კვალი და მის მაგივრად დიდი სიციცივე მომაწვა, რომელმაც მთლიანად ამიტანა და მეც გაცხარებულმა დავიწყე საუბარი. ისე რომ არც კი ვუფიქრდებოდი რა მოჰყვებოდა ამას მომავლში. -მე დედა არ მყავს! შესაბამისად ვერც გამიბრაზდება, არც მეგობრები არ მყავს შესაბამისად ვერც მათთან ვიქნები. შენ კი ნუ გგონია, რომ ერთადერთი ხარ რომელსაც სტკივა. არც ისე კარგი ნიღაბი გაქვს მორგებული. მეც დიდი ხანია ამ ტკივილს ვუძლებ და ეს გაუსაძლისი ტანჯვა კარგა ხანია მთელი ჩემი ცხვრების მეგზური გახდა. ის მუდამ დარჩება ჩემს გულში დიდ შრამად. ხო მეც მიჭირს, მეც შენს დღეში ვიყავი, მაგრამ თავი დავაღწიე ამას. ხო მე დედიკოს გოგო ვარ და ვიქნები ყოველთვის, მაგრამ შენ? შენ სულ არარაობა გინდა იყო? რატომ იგლახავებ ასე თავს? -სახეზე სულ მთლად გათეთრდა. კანაკალი დაიწყო. სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს ბოლოს ერთი რამ მითხრა - ეგ შენი საქმე არაა რა მაქვს მორგებული და რა არა, როგორ ვიგლახავებ თავს და როგორ არა. ეს თქვა და მის სახეზე ამ დროს ორმა ცრემლმა გაიკვლია გზა. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დანანებით თქვა. -მომშორდი სანამ კიდევ რამე დაგიშავე, რატომ ვერ ხედავ რომ აასეთი არარაობა ვარ? წადი გესმის წადი... მე ხომ გაფრთხილებდი. -ძალიან შემცოდა მინდოდა გაჩერება, ვიცოდი თუ კიდევ რამეს ვიტყოდი ყველაფერი დამთავრდბოდა, მაგრამ ისე ღრმად იყო ჩემში სიცივე შემოსული, რომ ჩემი მეორე "მე" ვერაფერს გახდა. ისე ვიყავი დაქოქილი ვეღარ ვჩერდებოდი, ამიტომ ჩემს ბაგეს რა სიტყვებიც მოსწყდა ამან...... ბოდიში დაგვიანებოსათვის, მაგრამ სიტიმული მეკარგება, რომ ვწერო. მეზარება რადგან ასე მგონია არავინ ელის ამ მოთხრობას ერთ თავს კიდევ დავდებ ამის შემდეგ და თუ კიდევ არ ექნება გამოხმაურება არც ამას და არც შემდეგ თავს შევწყვეტ საერთოდ. ასე ცუდად ვწერ :( :( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.