შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვეველი ქორწინება (3 თავი)


5-04-2015, 20:57
ავტორი MyLove
ნანახია 7 974

ხვდებოდა რომ ვერაფერს გააწყობდა, რადგან გეგამ თქვა რომ ხვალ ნიშნობა იქნებოდა, ე.ი ასე უნდა მომხდარიყო და ამას წინ ვეღარ აღუდგებოდა. ამას ემატება ფიქრი იმაზე რომ გეგას იქნებ უყვარდა კიდეც მაკალათია და ძაფის კონასავით ებურდებოდა აზრები ერთმანეთში. თამთას დაკარგვამ, მიხვდა თუ რამხელა დარტყმა მიაყენა და თვითონაც იგივეს ვერ გაუკეთებდა. დადა?! დადაზე საშინლად იყო გაბრაზებული. ეგონა, რომ მოძებნიდა, მისი გულისთვის ცხრა მთას გადაირბენდა, ან თუნდაც ციდან ჩამოფრინდებოდა, მაგრამ ეს ოცნებები ისევე დაინგრა, როგორც ცუდად აშენებული სახლი რომელიმე რეგიონში. მაინც, გულის რაღაც კუნჭულში არ ჯეროდა, რომ მაჩხოშვილი დანებდებოდა. მაინც ჯეროდა რომ მოაკითხავდა და დაიბრუნებდა. ცუდ ადამიანად ვერც ბაქრაძეს რაცხავდა ელენა. უბრალოდ, ვერ წარმოედგინა გეგა ცუდ, არაორდინალურ ასპექტში. თითქოს, შინაგანად გრძნობდა, რომ ის კარგი ადამიანი იყო, ასეც რომ არ ყოფილიყო, ფაქტი სახეზეა, ბაქრაძე რაღაცას სწორედ მის დასაცავად აკეთებდა.. რაღაც გულს ღრღნიდა და ეუბნებოდა, რომ ის დიდ შარში იყო გახვეული და ამ ყველაფრის გამოსწორება, მხოლოდ ბაქრაძეზე მითხოვებით თუ გამოსწორდებოდა.
მეორე დილას, აფარფატებულმა წამოჰყო თავი საწოლიდან და რაღაცნაირად გაიღიმა.
-რა გაცინებს შე უბედურო, თხოვდები კაცზე, რომელიც არ გიყვარს.-ჩაიბურტყუნა და ტუჩები მობრიცა. გუნება მაშინვე წაუხდინა მისმა ფიქრებმა და სევდით აევსო სახე. რამდენიმე დღის წინ გეგასგან ნაჩუქარი ლურჯი კაბა ჩაიცვა, შავი ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად და თმის გასწორებით გართული ჩავიდა სამზარეულოში. გეგა იქ არ იყო, როგორც ჩანს არც ამდგარა. მთქნარებით შეიხედა მაცივარში და ლორი და კვერცხი გამოიღო. ფეხსაცმლის ქუსლი კარს მიკრა დასაკეტად და ძეხვის დაჭრა დაიწყო.
აშუშხუნებულ ტაფას თავსახური დაახურა და უკან მიბრუნდა. ჰალსტუხის შეკვრით გართული ბაქრაძე დაინახა, რომელსაც აშკარად უკმაყოფილო სახე ჰქონდა. კიდევ ერთხელ გაკრა გულში რაღაცამ უსიამოვნოდ და თვალი მოარიდა მამაკაცს.ეგონა, თითქოს მისი გამოჩენით ცხოვრებას უნგრევდა. მერე თამთა გაახსენდა.. მერე ის, რომ შეიძლება გეგას უყვარდეს და ისევ აერია ფიქრები.
-შეგიძლია ეს შემიკრა?-ამრეზით გადახედა ლურჯ ჰალსტუხს და ტუჩი დაბრიცა. მაკალათიას ჩაცმულობასთან დაკავშირებით რომ არანაირი აზრი არ გამოთქვა ბაქრაძემ, ცოტა არ იყოს გაუკვირდა, მაგრამ ყურადღება აღარ მიაქცია და ლამაზად გაფსკვნა ჰალსუტხი.
-რა გჭირს?!-კითხა გეგამ, გოგონას შეწუხებული სახე რომ დაინახა.
-არაფერი,-დაიწკმუტუნა ცრემლმორეულმა და არემარეს თვალი მოავლო, თითქოს რამე საინტერესოს უყურებდა.
-ელენა, რა გჭირს-თქო?-მოუთმენლად გაუმეორა კითხვა და თავი მაღლა ააწევინა. ისე ჩახედა აწყლიანებულ, ცისფერ თვალებში, გეგონებოდათ მოწყვეტას აღარ აპირებსო.
-მე, მე არ მინდა ცხოვრება დაგინგრიო, იქნებ სხვა გზაც არსებობს ჩემს გადასარჩენად, როგორც შენ ამბობ?-ბოლო იმედს ჩაეჭიდა იმისა, რომ შეიძლება ორივე თავისუფალი დარჩენილიყო და არც თავისი თავი დაეტანჯა, არც გეგა.
-ამ პრობლემის სხვაგვარად მოგვარება შეუძლებელია, მოგიწევს ჩემი ცოლი იყო, მინიმუმ ორი წელი მაინც, შემდეგ გავშორდებით და ეგ არის!-მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და თვალები გადაატრიალა.-რამდენჯერ უნდა გავიმეორე ერთი და იგივე, ელენა ჰა?! არ მოგბეზრდა მაინც ერთნაირი სიტყვების მოსმენა ყოველ დილას?
-ო, ღმერთო!-ჩაიფრუტუნა ჩუმად და ფეხსაცმლის კაკუნით გავიდა სააბაზანოში.-ის მაინც ეთქვა რომ ლამაზად გამოვიყურებოდი,-თვალები იმავე ჟესტით გადაატრიალა, როგორც ბაქრაძემ იცის ხოლმე და თვალები შუბლზე აუვიდა სარკეში რომ დაინახა მისი თავი, ის ლურჯი კაბა თურმე უკუღმა ეცვა, ნაკერები გამობურცულიყო და სასაცილოდ დაბრეცილიყო,-აი რა ხდება ნახევრად მძინარე რომ იცვამ კაბას!-ჩაიქირქილა და კაბა წაღმა ჩაიცვა.
ამჯერად წესიერად გამოწყობილი აესვეტა წინ გეგას, რომელიც ტელეფონზე ნერვიულად ლაპარაკობდა.
-კიდევ კარგი კაბა წესიერად ჩაიცვი,ახლა უფრო გიხდება,-ირონიულად ჩაიცინა ბაქრაძემ და ტელევიზორის წინ ჩამოჯდა,-სალონში რომელზე უნდა წავიდეთ?
-რა გვინდა სალონში?! ასეც ლამაზი ვარ მე.-კურტუმოს ქნევით შევიდა სამზარეულოში. წარბაწეულმა გააყოლა თვალი ქალს და ეშმაკურად ჩაიხითხითა.
-მაგ უკანალის რხევა კარგს არაფერს მოგიტანს..-გაჰყვირა სამზარეულოში მოფუსფუსეს და თვითონაც უკან გაჰყვა.
-შენ რა განაღვლებს?!-რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ კითხა და შემწვარი ლორი და კვერცხი დაუდო თეფშზე.
-მე მანაღვლებს, თუ მანაღვლებს, ვაი და რამე გადამიტრიალდეს თავში, მერე სადღა მიდიხარ?! ჩემი სადარდებელი იქნება ისევ ყველაფერი..-ეშმაკურად ამოხედა მოცისფრო-მომწვანო თვალებიდან და ტუჩები მობრიცა. მაკალათიას ლამის თვალები ბუდიდან ამოუვარდა და ხელში დაიჭირა, სახეზე ფერიც გადაუვიდა და ხველა აუტყდა.
-ვიხუმრე გოგო.. რა იყო, ტო!-ზურგზე შემოცხო ხელი და ფეხზე წამოაყენა ლამის დამხრჩვალი ელენა.
-ვაიმე, გადამცდა, გარყვნილო!-შეუტია და ჩაწითლებული თვალებიდან სიმწრით წამოსული ცრემლი მოიწმინდა.
-მაგიტომ არ უნდა წარმოიდგინო ხოლმე ისეთი რაღაცეები, რაც მასეთ დღეში გაგდებს!-მისი ჭკუით დაამშვიდა გოგონა და ისევ ჭამა განაგრძო. თან დრო და დრო თვალს აპარებდა მაკალათიასკენ, რომელიც აწითლებული, ამჯერად სირცხვილისგან, გაუპროტესტებლად იკირკნებოდა საჭმელს.
-რომელზე უნდა გავიდეთ?
-ახლავე წავიდეთ, ლექსო და ტაისია დაგვხვდებიან რესტორანში,ქორწინების თარიღს გამოვაცხადებთ და მერე გავერთობით.-გაეკრიჭა მომავალ ცოლს და გასასვლელისკენ უბიძგა.
-ლექსო შენი მეგობარია?-გასვლის დროს კითხა და მანქანაში ფეხმორთხმით ჩაჯდა.
-დეიდაშვილი.. მაგრამ ძმაკაციცაა და მეგობარიც. ყველაფერია. შენ მისი ცოლი უნდა გაიცნო, ტაისია ყველაზე მაგარი რძალია მსოფლიოში!
-შვილები ჰყავთ?-იკითხა აღტაცებით ელენამ და თვალები დააკვესა.
- ოთხი. ერთი ბავშვთა სახლიდან აიყვანეს, იღბლიანი ელენე, ორი ტყუპი ბიჭი ყავთ, ლაზარე და სანდრო, ოთხი წლის არიან უკვე, გოგო, პატარა ლიზაზუ ახლა შეეძინათ, სულ რაღაც სამი თვისაა,იცი რა სიცოცხლეა??-ისეთი აღტაცებით საუბრობდა ბავშვებზე, წარმოიდგინა მის საკუთარზე, ალბათ გაგიჟდებოდა. კიდევ ერთხელ დაწყევლა თავისი თავი ამდენი უბედურება რომ მოუტანა ამ კაცს თავისი სახით.
-რა ბედნიერი ოჯახია.. ალბათ როგორ უყვართ ერთმანეთი,-დაიჩურჩულა ელენამ ჩუმად და ირგვლივ მიმოიხედა.-ჰო მართლა, ელენე რატომ აიყვანეს თუ სამი შვილი ყავდათ?
-ელენე გახდა მაგათი შეუღლების მიზეზი, ორივეს უნდოდა შვილება, ამიტომ დაქორწინება გადაწყვიტეს, ლექსოს არ უნდოდა თავიდან ტაისია უსიყვარულოდ წამოყოლოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ახლა კი არიან ერისთავების ამალა..-ჩაიხითხითა და ამ სიტყვებით თითქოს რაღაც უთხრა გოგონას, რომელიც ისე იყო აღფრთოვანებული ამ ისტორიით, მგონი სხვა არაფერი გაუგია.
-ასეთი ჯერ არაფერი მომისმენია! რა მაგარია!-აღფრთოვანება ვერაფრით დამალა ელენამ და თვალები სიყვარულით აევსო. ერთხელ გადმოხედა ღიმილით უკვე ცოლს ბაქრაძემ და გულში გაიფიქრა : "ეს პატარა გოგო, იმ მონსტრს როგორ უნდა შეწირვოდაო", გულში რაღაცამ უსიამოვნოდ გაპწკინა.. ვერც კი წარმოიდგენდა, როგორ შეიძლება ევლო გაუბედურებულ ელენას. ამის უბრალოდ წარმოდგენაც კი ზარავდა მის არსებობას. უსიამოვნოდ ცრიდა, თითქოს გულს უღებდნენ და მჟავაში უგდებდნენ, ისე აეწვა ყოველი ფეთქვა, რაც შეიძლება მაშინ დამართნოდა თუ მაკალათიას უბედურ დღეში ჩავარდნილს დაინახავდა.. თვითონ კი თავისუფლად შეძლებდა სუნთქვას.. ახლა ნამუსი მაინც აღარ შეაწუხებს და ელენას ცრემლს, როგორმე აიტანს თუ ეს უსიყვარულო ქორწინებას შეეხება.
რესტორანში მისულებს ერისთავების ამალა და რამდენიმე ადამიანი ადგილზე შეხვდა. ყველამ განსაკუთრებულად აღნიშნა მაკალათიას სილამაზე და წყვილს ბედნიერება უსურვა.
-წამო ახლა ტაისიას და ლექსოს გაგაცნობ!-ცოლს ხელი ჩაჭიდა გეგამ და პატარა ბიჭების დაწყნარებით გართულ ლექსოსთან და უფროს ქალიშვილთან მოლაპარაკე ტაისიასკენ წაიყვანა.
-ოჰ, სიძე-პატარძალიც მოსულა!-ხელები გაშალა ლექსომ და გეგას ბეჭებზე შემოარტყა.
-ნამდვილ სიძე-პატარძლობმდე ბევრი გვიკლია ლექსუშ!-ღიმილით მოუთათუნა დეიდაშვილს ხელი და ტაისიას და ძმისშვილებსაც მიესალმა.
-ეს ჩემი ცოლია, ელენა მაკალათია!-რაღაცნაირი სიამაყით წარუდგინა ნათესავებს საცოლე და ეშმაკურად გაიჯგიმა.
-კველაფელი დასწლებაზეა ლა, ელთი კაი გოგო ქო ველ დავკელე.-ჩაიბუზღუნა ერთ-ერთმა ტყუპმა და გეგას ისეთი თვალებით შეხედა ყველას სიცილი აუტყდა მის დიდკაცურ გამოსვლაზე.
-ლაზარე, რანაირად ლაპარაკობ შენ ჰა?-გაუწყრა ძმას ელენე,-ვის გაუგია მომავალ ბიცოლაზე მსგავსი საუბარი?!
-ყველაზე მაგალი ბიცოლა მკავს მთელც მცოფლიოჩი!-დაიყვირა ამჯერად მეორე ტყუპისცალმა და ხელები გაასავსავა.
-გენაცვალე, პატარა ვაჟ-კაცო!-სიხარულით გაატყლაპუნა ხელები ელენამ და ბავშვს გაუტოლდა,-რა გქვია ბიცოლას სიხარულო?!
-მე ცანდლო ვალ, ეც კიდე ლაზალეა ჩემი ტკუმპისცალი!-დააკვალიანა ბიცოლა სანდრომ და ჯერ თავის გულზე მიიდო ხელი მერე ლაზარე უჩვენა მაკალათიას.
-მოდი ჩაგეხუტოთ!-ორივე ძმას ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა გოგონამ. თითქოს არც შეუმჩნევიათ ხალხი რომელიც ირგვლივ ეხვეოდათ.
-ჰე რძალო, მოგვაქციე ყურადღება, თორემ ჩემს ვაჟ-კაცს მოუნდება შენი ცოლად შერთვა და არ წაართვას გეგას შენი თავი! ძლივს რაღაც მოიცოდვილა მაგ საწყალმა და გვაღირსა რძალი,-გადაიხარხარა ლექსომ და ცოლი გულზე მიიხუტა
-თქვენზე მომიყვა გეგამ, სასიამოვნოა.-ჯერ ტაისიას ჩამოართვა ხელი, მერე ლექსოს.-შენ ელენე ხომ?
-კი, ელენე ვარ.-ლოყები აუწითლდა გოგონას და ხელი ჩამოართვა.
-ჰე, ორი ლოყაწითელი არ გვეკმარა ახლა მესამეც დაგვემატე ხომ რძალო??-ლოყებაღაჟღაჟებულ ელენას ღაწვზე უჩმიტა ლექსომ.
-ნუ გადარიე ეს ბავშვი ლექსო!-გაუწყრა ქმარს ტაისია და მაკალათიას თბილად გაუღიმა.
-ბავშვი კი! მაგას და გეგას ისეთები ექნებათ განაკეთები უკვე,,-ეშმაკურად ჩაიხითხითა და სულ უფრო აახურა ელენა.
-გეგა უთხარი რამე,-პატარა ბავშვივით ბაქრაძის კალთას გამოეკრო და აბუზღუნდა.
-ნუ გაწუხებს გარყვნილი აზრები!-დაუცაცხანა ლექსოს და ცოლთან ერთად ხალხს შეერია გეგა.



№1  offline წევრი Heartbeat

უმაგრესი ხარ ლექსო და ტაისია ვუჰუუ აგრესია..!!!მიიყვარხარ ლუცი'ფერ
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

ლექსო და ტაისიააა)))მიყვარდა მე ეგ ისტორია❤ ძალიან მომწონსს მალე დადეე
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№3  offline წევრი natia23

მალე მალეე ველოდები შემდეგს და უდრო დიდს. სულ არ მეგონა დღეს თუ წავიკითხავდი ამას ,მაგრამ ისე გამიხარდაა <3 <3 ჩემი ნიჭიერუკა ხარ შენ ლიკ love

 


№4  offline წევრი Unnamed

Leqso da taisia gamixardnen :D magram tavi rom ar meyo ra vqna axla? :D

 


№5  offline წევრი ruti

uhuuu dzaan magari xar♥♥♥ male dade ra shemdegi taviii..... da cota didi tavebi ra ♥♥

 


№6  offline წევრი TaMuNa ™

ძააან მაგარია მალე დადე ახალი თავი love

 


№7  offline მოდერი MyLove

Heartbeat
უმაგრესი ხარ ლექსო და ტაისია ვუჰუუ აგრესია..!!!მიიყვარხარ ლუცი'ფერ

უღრმესი მადლობა შენნ love
Anuuc^.^
ლექსო და ტაისიააა)))მიყვარდა მე ეგ ისტორია❤ ძალიან მომწონსს მალე დადეე

ძალიან დიდი მადლობაა love
natia23
მალე მალეე ველოდები შემდეგს და უდრო დიდს. სულ არ მეგონა დღეს თუ წავიკითხავდი ამას ,მაგრამ ისე გამიხარდაა <3 <3 ჩემი ნიჭიერუკა ხარ შენ ლიკ love

ვეცდები უფრო დიდი დავდო შემდეგი თავი love
Unnamed
Leqso da taisia gamixardnen :D magram tavi rom ar meyo ra vqna axla? :D

უნდა გყოფნოდა :D მეტი ვერ მოვახერხე. მადლობა რომ კითხულობბ love
ruti
uhuuu dzaan magari xar♥♥♥ male dade ra shemdegi taviii..... da cota didi tavebi ra ♥♥

დიდი მადლობა ♥ ძალიან მახარებს თქვენი სიტყვებიი love
TaMuNa ™
ძააან მაგარია მალე დადე ახალი თავი love

მაქსიმალურად ვეცდები მალე დავდო.. love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№8  offline წევრი lamazmani

ვაიემ ძაანმაგარია მომწონს ძაან ის უფრო გამიხარდა ლექსო და ტაისია ოჯახიც რო გამოჩნდა ძაან მაგარიაა არ მეგონა ასე ტუ განვითარდებოდა მომვლენები ძაან მომწონს ისე ხო მომწონდა უკურღმართი ქორწინება და ეხლა აქ რო არიან უფრო შემიყვარდა ძაან მაგარი გოგო ხარ

 


№9  offline მოდერი MyLove

lamazmani
ვაიემ ძაანმაგარია მომწონს ძაან ის უფრო გამიხარდა ლექსო და ტაისია ოჯახიც რო გამოჩნდა ძაან მაგარიაა არ მეგონა ასე ტუ განვითარდებოდა მომვლენები ძაან მომწონს ისე ხო მომწონდა უკურღმართი ქორწინება და ეხლა აქ რო არიან უფრო შემიყვარდა ძაან მაგარი გოგო ხარ

მადლობა შენ პირიქით love
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime memgoni vgijdevi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent