მოულოდნელობა (2)
როგორც კი რაღაც ნაჭერი ააფარეს ელენეს ცხვირზე მაშინვე გაითიშა,მაგრამ მალევე მოვიდა გონს,საერთოდ არ სჩვევია გულის წასვლები და ამბები... თვალები რო გაახილა ორივე მხარეს შავებში ჩაცმული ორი ბიჭი ეჯდა,წინაც ასევე ორი შავებში....აწია თავი და დაბნეულმა არ იცოდა რა ექნა, ხან ერთს შეხედა ხან მეორეს,აშკარად უცხო გზაზე იყვნენ... -რა ხდება?? იკითხა ჩუმად,საერთოდ -მოგიტაცეთ... უთხრა გვერდზე მჯდომმა -კააი? რამენაირად მივხვდი, ვინ ხართ და რაგინდათ ჩემგან -ჩვენ ვინ ვართ ვერ გეტყვით,მაგრამ რომ მივალთ იქ გეტყვიან რაუნდათ შენგან -და რაუნდათ? ან სად მივდივართ? -შენგან სიყვარული უნდათ და სად მივდივართ მაგას ვერ გეტყვით ელენემ ჩუმად ჯიბისკენ წააიღო ხელი მობილური უნდოდა შეემოწმებინა -ტყუილა ეძებ,ჩვენ გვაქვს და გათიშულია რომ ვერავინ მოგაგნოს ელენეს ცრემლები წამოუვიდა...ისეთი ცხარე რომ ღაწვებს სწვავდა...ნერვიულობდა თავის თავზე კიარა მშობლებზე მეგობრებსა და ბიჭებზე,რომლებიც საშინელ დღეში იქნებოდნენ,თავისი თავი არ ადარდებდა,კარგად იყო მაგრამ რომ წარმოიდგინა სახლში რა ვითარება იქნებოდა გული ყელში ებჯინებოდა...ნეტა ვინ მოიტაცა?ვერავიზე ეჭვობს ასე გადაკიდებული არავინ ჰყოლია და იმიტომ,აზზრზე ვერ მოდიოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო,თან ტიროდა... -კარგი რაა რა გატირებთ ხოლმე გოგოებს თქვენ კიდე,არ დაგიშავებთ არაფერს ნუ ნერვიულობ,უთხრა თბილი ხმით გვერდზე მჯდომმა ერთმა ბიჭმა,რომელსაც თვალებში არ ეტყობოდა სიცივე,გარდა დანარჩენი სამისა,მაგრამ იმდროს ელენეს ოთხივე ბიჭი სძულდა,იმიტომ რომ ვიღაცა არამზადას სსურვილებს ასრულებდა... -რას ქვია რა მატირებს,ვიღაცა არამზადამ მომიტაცა თავისი სურვილების გამო თან ისე რომ თვითონაც არ იკადრა მოსვლა,ეს სასიხარულო ამბავია?შენი აზრით ჩემი მშობლები ახლა სხედან და შამპანურს მიირთმევენ არიქა გოგო გაგვიბედნიერდა მოგვტაცესო?სულ გამოშტერდით?.. მიუხედავად ელენეს სიმტკიცისა მაინც თვალებწყლიანი და სლუკუნით ეუბნებოდა იმ კეთილთვალებიანს,მიუხედავად იმისა რომ მას არაფერი დაუშავებია,თუმცა რა არ დაუშავებია მანაც ხომ მოიტაცა... კეთილთვალებიანი დადუმდა..მიხვდა რაღაც პონტში ელენე მართალი იყო მაგრამ „შეფს“ ვერ უღალატებდა,ეს მისი დავალება იყო და არა მარტო მისი არამედ დანარჩენი ბიჭებისაც,უნდათ არ უნდათ მისი დავალება მაინც უნდა შეესრულებინათ.. -ეს ჩვენი დავალებაა უთხრა ცივი მკაცრი ტონით წინ მჯდომარემ ხუჭუჭთმიანმა... -გამოცდილები ყოფილხართ..უთხრა ირონიულად ამის შემდეგ ხმა აღარ გაუცია ელენეს,ჩუმად იჯდა და თავისთვის სლუკუნებდა,მშობლებისა და ოჯახის გახსენებაზე მუცელი ეკუმშებოდა და გული ყელს ებჯინებოდა,ტირილისგან ყოველთვის უწითლდებოდა ხოლმე თვალები,საერთოდ ძალიან ემოციური და გულჩვილია,საყვედურს რომ ეუბნებიან მაშინაც შეიძლება ცრემლები წამოუვიდეს და სწორედ მაშინვე უწითლდება ცხვირი თვალები და ტუჩები,რომელიც უფრო მიმზიდველი ხდება ტირილისას...ახლაც სწორედ ასე იჯდა ხელებ გადაჯვარედინებული, გაბუსხული ტუჩებითა და წითელი ცხვირით.....მართალია ბიჭებმა ერთი ორჯერ ამოიხვნეშეს მაგრამ რა ექნათ ბრძანება ბრძანება იყო.... ***** მიშო ისე ატარებდა მანქანას ერთი ორჯერ რამის ავარია გააკეთეს -ეე ბიჭო მე დავჯდები ძაან ანერვიულებული ხარ რა -ცოტნე გაჩუმდი და კიდე ნუ მიშლი ნერვებს რა ! -მაშინ ფრთხილად იარე,ჩვენი მისვლით მაინც ვერ ვუშველით ელენეს -აუ შენ ს**ი ხოარ ხარ? რეებს ლაპარაკობ შეჩემისა,მოკეტე რა!უთხრა საშინლად გაბრაზებულმა და განერვიულებულმა.... ზუსტად 15 წუთში მივიდნენ ელენეს სახლთან,უცებ გადმოხტა მიშო მანქანიდან,ორი უცხო მანქანა უკვე იდგა დევდარიანების ეზოში,მართალია შეშლილი იყო მიშო იმ წუთას მაგრამ ქალის პატივისცემა არასდროს ავიწყდებოდა და ეშლებოდა დედას ამოუდგა გვერდით შეატარა და შემდეგ შევიდა სახლში... ელენეს დედა,ინგა სავარძელში იჯდა და თვალები ჰქონდა დახუჭული, მამა გიორგი მობილურზე ელაპარაკებოდა ვიღაცას,ბიჭები და მიშო შევარდნენ ოთახში,ინგა უცებ წამოხტა,იცოდა როგორ უუყვარდათ ბიჭებს ელენე და იცოდა რომ ყოველთვის დაიცავდნენ ელენეს, ახლაც რაღაც იმედი ჰქონდა რომ მიშოს რამე ინფორმაცია ექნებოდა ელენეს შესახებ და რამეს გაარკვევდა,ი იმედიანი თვალებით შეხედა თავის დისშვილს, მიშომაც უსიტყვოდ გაიგო დეიდის იმედი მაგრამ მისდა სამწუხაროდ თვალები სინანულით აევსო და თავი გააქნია, ინგამ ისევ დაიწყო ზლუქუნი..მიშო მივიდა და მოეხვია დეიდას დამშვიდებას ცდილობდა,მაგრამ თვითონაც ვერ მშვიდდებოდა, ბრაზისგან თვალები სულ წითელი ჰქონდა და უნდოდა ნაკუწებად ექცია ის ვინც ელენეს მოტაცება გაბედა,იმან ვინც მათი სიმშვიდე და მხიარული ცხოვრება შეაჩერა და დაასტოპა, მოძებნიდა და ტვინს გაასხმევინებდა რომ იპოვიდა,მაგრამ ჯერ მისი ცხოვრება და სიცოცლე უნდა მოეძებნა დარწმუნებულიყო რომ კარგად არის და არაფერი დაუშავეს... და უცებ ცუდმა ფიქრებმა დაუწყეს თავში სირბილი, ხელი რომ დააკაროს..ან რამე დაუშავოს... არ ვაცოცხლებ იმ ნაბ***რს.... არ გავახარებ... -უფრო მეტად უნდა მიმექცია ყურადღება... თქვა თავისდა უნებურად მიშომ,თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული... -შენ რა შუაში ხარ დეი... ალერსიანად უთხრა ინგამ -ამის დედაც ვატირე...სად არიან გოგოები? -ოთახში, ელენესთან.... სევდიანად თქვა ინგამ მიშო მაშინვე გოგოებისკენ გაემართა..ფრთხილად შეაღო კარები...მართალია ძალიან კარგად არ იცნობდა ორივეს,მაგრამ ახლა ამისი დრო არ იყო.. -გამარჯობა გოგოებო.. შეეცადა მშვიდად ყოფილიყო -პრივეტ -როგორ ხართ -აუ რავი ძაან ვნერვიულობთ -რაღაცეებს შეგეკითხებით კაი? კაიო დათანხმდნენ გოგოები. -სად იყავით ზუსტად... ეს რო მოხდა? (ვეღარ თქვა ელენე რო მოიტაცესო) -ვაჟაზე ვიყავით,მასწავლებლიდან მოვდიოდით(მიხვდნენ ყველაფერი უნდა მოეყოლათ და აღარც გაჩერდნენ) 4 საათი იყო დაჟე 5ის წუთები გაჩერებაზე ვიდექით და ტრანსპორტს ველოდით,როცა შავი BMW M3 იყო მგონი რო ორი შავებში ჩაცმული ბიჭი გადმოვიდა და უცებ სტაცეს ელენეს ხელი ჩასვეს მანქანაში(ამაზე მიშოს ხელები დაემუშტა) და გაქანდნენ იქიდან სწრაფად..სახეები კარგად ვერ გავარჩიეთ,იმდენად დაბნეულები ვიყავით...წესით ყველა გაჩერებაზეა კამერები და შეილება ნომერიც ჩანდეს... -მართალია კამერებში გამოჩნდება..მანამდე კიდე ერთი რამე უნდა გკითხოთ რახან ელენეს დაქალები ხართ გეცოდინებათ ვინმე ხოარ აწუხებდა ან ურეკავდა ხშირად ან სადმე ხო არ აკითხავდა? -არაა მსგავსი არაფერი უთქვამს არაფფერი ელეს, მოკითხვითაც არამგონია გვეტყოდა ელენე მაშინ ყველაზე ხშირად კიდე რასაც ჩვენ შევსწრებივართ შენ ურეკავ ხოლმე,სხვა მსგავსი არაფერი შემინიშნავს.... -კარგით გოგოებო,მადლობა.. გასვლას აპირებდა -აუ მიშო ხო იპოვით ელენეს? ჰკითხა ქეთომ -აუცილებლად.. ცალყბად ჩაუცინა მაგრამ სევდიანად და გავიდა... აივანზე გავიდა.. ამისდედაცო და ფეხი კედელს მიარტყა კიბეზე ჩამოჯდა და ფიქრობდა..ბევრს ფიქრობდა...რა ექნა,რა გაეკეთებინა საედან დაეწყო... ამდროს მობილურმა დაურეკა -ალო -ბიჭო არხარ სახლში? გავსკდით ბიჭები კარზე ბრახუნით გაგვიღე რა -არვარ სახლში -რახმა გაქ რამოხდა -აუ რავი რა აღარ მოხდა -მშვიდობაა? -არა არ არი -ეე იტყვი ეხლა რამოხდა თუ გეხვეწო ტოო -ელენე მოიტაცეს.. -რაა? აუ ბიჭო.. არ გაარკვიეთ რამე? ან რომელი ახ***რი იყო ან სად წაიყვანეს.. -აუ არა მეც 1საათია გავიგე.. -ელესთან ხართ ტოო? -ხო აბა სად ვიქნები -მოიცა მოვალთ რა,ერთად გავარკვიოთ -არა იყავით ძმაო მადლობა -ხოარ ღადაობ ელენე ჩვენი დაცაა და მაგას კიდე არავის შევარჩენთ ხოიცი არა?აღარ გამაგონო ზედმეტი ლაპარაკი მოვდივართ..(უი ხო ის დამავიწყდა რომ ყველა მიშოსი,ცოტნესი და კიდეც მესამე ძმის გიორგის ძმაკაცები ყველანი პატივს სცემდნენ ელენეს და ყველა ძაან მაგრად იყო განსაკუთრებით მიშოსი რადგან თითქმის მთელი ბავშვობა მათთან აქვს გატარებული,ამიტომაც ელენესაც ძალიან უყვარს ყველა და ისინი ხო ვაბშე, მთებს გადადგავემ ელენეს გამო) * * * ამასობაში შავი მანქანაც სადღაც ხის ღობიან სახლთან შეჩერდა, არიყო მდიდრული სახლი,არც ღარიბული, პატარა და ლამაზი ელენესავით... -სად ვართ? იკითხა ელენემ -თუშეთის ერთ-ერთ სოფელში.. უპასუხეს.... -გადმოდი მოვედით... -არმინდა გადმოსვლა. -კარგი რა რას ჯიუტობ,მაინც მოგიწევს გადმოსვლა და ძალით გინდა გადაგიყვანოთ?მე არმინდა.. უთხრა კეთილთვალებიანმა.. უხმოდ გადმოვიდა ელენე... ფეხის გადადგმა არუნდოდა,ასე რომ ვთქვათ არ ედგმევინებოდა.. -წამოდი გელოდებიან... უთხრა ერთმა... მართალია ეს ბიჭები თბილად ექცევიან მაგრამ მათი საქციელი ვერ გამოასწორებს მოტაცების ფაქტს .... ბიჭები შეუძღვნენ სახლში მაგრამ ელენე შიშის გრძნობამ აიტანა,ეშინოდა იმის დანახვის ვინც ეს გაუკეთა მას...საშინლად ეშინოდა თან,მაგრამ თავი აწია და შევიდა.... აბა რას იტყვიით?? მოგეწონათ>? ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.