–ქურდი შეგიყვარდა? (ნაწ. II)
სუნთქვა შეეკრა. ამაზე უარესი რაღა უნდა ეთქვა უცხო პირს, რომელიც მის სახლში რაღაცისთვის შემოვარდნილიყო? რომ გადაგექექათ სამყაროს თითოეული წამის ისტორია, რომ გემოგზაურათ დროში, ისეთ მისტიკურ თვალებს ვერ იხილავდით, როგორიც ლუბამ დაინახა, როდესაც მამაკაცს გაკვირვებული მისჩერებოდა. ხმა ვერ ამოიღო, გაშეშებული უბრალოდ ვერ კონცენტრირებდა და შესაბამისად ვერც აზრებს უყრიდა თავს. ასეთი რაღაც პირველად ხდებოდა, პირველად ესმოდა.. ეს ხომ შეუძლებელი იყო.. მკლავზე იბწკინა, რეალობაში დასაბრუნებლად, მაგრამ არც მოქმედი სიტუაცია არ ყოფილა სურრეალური. –აქ რა, ფარული კამერაა სადმე? – აღმოხდა გაოცებულს. მართლაც ეგონა, რომ სადღაც შესაძლო იყო მამაკაცი მდგარიყო, კამერით ხელში, ან კედელში შეჩიჩქნილიყო კამერა სადმე და პირდაპირ ეთერში გაშვებული კადრებით, ვაშაძის გაოგნებული „როჟებით“ ხალხი ძალიან ხალისობდა. –მგონი გარკვევით აგიხსენი, – მომღიმარი სახე სიმკაცრით შეეცვალა მამაკაცს და არასასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ლუბას სხეულში. – გახდები ჩემი ცოლი – შენიანები გადარჩებიან და საღსალამათები გააგრძელებენ ცხოვრებას, არ გახდები და ყველას სათითაოდ ამოხოცავენ ჩემი მეგობრები და ბუმ, – გოგონა შეხტა, – შენ იცოცხლებ და მათი ცოდვით დაიტანჯები. როდესაც მიხვდა, რომ ეს არც ფარული კამერა და მსგავსი ოინები იყო და არც მამაკაცი საუბრობდა გაურკვევლად, მკაცრ რეალობას თვალებში ჩახედა და გააჟრიალა. არჩევანი არ ქონდა. თავისი ტანჯვა არად მიაჩნდა, მაგრამ მისთვის ოჯახი პირველ ადგილზე იყო და მათ რომ რამე მოსვლოდათ, მით უმეტეს მის გამო, არასდროს აპატიებდა საკუთარ თავს და დარდი თუ არ წაიყვანდა იმ ქვეყანაზე, თვითონ წაიყვანდა საკუთარ თავს. –თანახმა ვარ, მაგრამ ჯერ ოჯახი უნდა მანახო უვნებლები.. – ამოიკვნესა. –ძალიან კარგი.. კარგი გოგო.. ჩემი გოგო.. – აშკარად ნასიამოვნები იყო მამაკაცი. – ახლა კი ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ.. ახლა მე ჩემს თანმხლებლებს გამოვიყვან იქიდან, სადაც შენი ოჯახი არის, ვითომ გაიპარნენ. მე და შენ შევალთ, ავხსნით და ყველაფერი რომ ჩაწყნარდება, ჩემ თავს გააცნობ და ეტყვი, რომ ვქორწინდებით, დანარჩენი მე მომანდე, – თვალი ჩაუკრა და მის პასუხს არც კი დალოდებია, ისე გადარეკა და წამში ბიჭები მასთან გაჩნდნენ. –ნიკა, მოპარული წაიღე, გიო შენ კიდე დაზვერე სიტუაცია. ცოლი მომყავს. გაოცებით ააცოცეს წყვილი თვალები ლუბაზე და ლაშას მობრიალე თვალები რომ დაინახეს, მოლბნენ. –რა გქვია, რძალო? – მეგობრულად მოუთათუნა მკლავზე ხელი ნიკამ. ისევ დაუარა გოგონას არასასიამოვნო ჟრუანტელმა და უკან დაიხია. –ლ.. ლუბა... – წარმოთქვა შეშინებულმა. –ლუბა, ეს ნიკაა, ეს კი გიორგი, ჩემი ძმები, – გააცნო. – წადით ახლა, – მიუტრიალდა ბიჭებს და ისინიც მორჩილად გატრიალდნენ. –ქურდი ხარ? – ამოიკნავლა ლუბამ. –კი, – არ დაუმალია ლაშას, – ვაპირებდი მამაშენისთვის ფული მომეპარა, მაგრამ უკეთესი რამ აღმოვაჩინე და უარს ვერ ვიტყვი, – ჩაიღიმა და ხელი შემოხვია. ეცადა ლუბა მარწუხებისგან თავი დაეხსნა, მაგრამ ძლიერი იყო მამაკაცი და არ გამოუვიდა. მის ნებას დაჰყვა. –შენი სახელი მაინც მითხარი, – ისევ საცოდავად ამოიკნავლა. –ლაშა ამაღლობელი, 28 წლის, – ღიმილით ჩამოარაკრაკა და რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწია. – დროა მოიხსნა დაბნეულობა, ჩვენ ახლა მოვედით.. –შემეშვი, გთხოვ.. –კარგი რა, ხომ შევთანხმდით, არა?! – ისე თბილად გაუღიმა, სულ დაავიწყა მისი ვინაობა. მორჩილად დაუქნია თავი და გაჰყვა. მისაღებ ოთახში, იქ, სადაც უნდა მოელხინათ, შევიდნენ. კინაღამ გული გაუჩერდა, როდესაც მაგიდის ოთხივე კუთხეში მიბმული ოჯახის წევრები დაინახა, პირზე ნაჭერაკრულები. –დედა, – განწირულმა დაიყვირა და დაბნეული ხან დედას უსმევდა სახეზე ხელებს, ხან დედას და ხანაც თამოს. გვიან კი ისიც მოტვინა, რომ სახიდან მაინც აეხსნა ნაჭრები. –ლუბა, – ამოიკვნესა კატომ და ტირილით გადაეხვია შვილს. რომ მოწესრიგდნენ და ცხოვრებაში დაბრუნდნენ, მამაკაცს გახედეს, კედელთან ასვეტილს და მიხვდნენ, რომ უაზროდ არ მოიყვანდა ლუბა სახლში მამაკაცს. –შვილო, ვინ ხარ შენ? – იკითხა დაბნულმა კატომ და წყალში არეული კაპლი მოსვა. სიმწარეზე დაიჭყანა და მერე გაიღიმა. –ეს ლაშაა, – გვიანღა მიხვდა ლუბა, რომ დრო იყო პირობების მიყოლის. –ლაშა? – გაკვირვებით წამოიძახა გონზე მოსულმა ოჯახის უფროსმა. –მგონი ჯერ დრო არ არის, – თქვა ლაშამ და ლუბას გულზე მოეშვა. –არა, შვილო, რას ამბობ! – შეიცხადა კატომ და ხელი დაუქნია აქ მოდიო. ჩაეცინა მამაკაცს და გეზი კატოსკენ აიღო. –ზოგადად, მამაკაცები არ მოყავს ხოლმე ლუბას სახლში, – თბილად გაუღიმა კატომ და ზურგზე ხელი დაუსვა. – ეს უბრალო გამონაკლისი არ იქნებოდა, – აშკარად მოეწონა მამაკაცი, თორე იქ რა ატყდებოდა.. არა, ვერ დაიწუნებდით ამ ბიჭს და ვერც იმაში შეიტანდით ეჭვს, რომ ლუბას ის მართლაც მოეწონა. თუმცაღა ქურდი და ამავდროულად მკვლელობაზე წამსვლელი, ლუდას თვალში, როგორ სიმპათიური აღნაგობისაც არ უნდა ყოფილიყო, ვერ გახდებოდა მამაკაცი, სასურველი მამაკაცი. –ლუბა, გაგვაცანი ეს სიმპათიური ახალგაზრდა, – ჩაერთო უფროსი დიასახლისი დიალოგში, როცა მიხვდა, რომ ლუბას დაბნეულობისგან ენა გადაჰყლაპვოდა. –ეს სიმპათიური ახალგაზრდა, ლაშა ამაღლობელია, – ფიქტიური ღიმილით გააცნო. –დიახ, მე და ლუბას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, – გაეღიმა მამაკაცს და ლუბას გადახედა. გოგონამაც შეხედა მის ლამაზ, მოციმციმე თვალებს, თუმცა ისევ სიმპათია – 0. –ოო, მაგას რა ჯობია შვილო, უკვე დიდი ხარ, – გაუღიმა მამამ, თუმცა არ ჩანდა ქალიშვილის ასეთი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული. –თხოვნა გვინდოდა თქვენთვის რაღაცის, მაგრამ ლუბაც ისეთი დაბნეულია, თქვენც.. მგონი ჯობია სხვა დროს იყოს, – ეშმაკურად იღიმოდა ლაშა. –როგორ გეკადრებათ, – შეიცხადა გონზე მოსულმა თამომ, – ბავშვებს ერთმანეთი გიყვართ და რაღაც უბრალო ინციდენტმა დაგაბნიოთ? არა, არა! მე ჩემი დისთვის საუკეთესო მინდა და ვენდობი მის გემოვნებას, – დაბნეული გოგონა ჩაიხუტა და კარგი ბიჭიაო უჩურჩულა. არა, ვინ ეკითხებოდა ამ ქარაფშუტა, ლაწირაკ ბავშვს?! არადა რა შანსი ჰქონდა ლუბას, რომ გადაეხარშა ყველაფერი და რა იცი, იქნებ გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა კიდეც ლაშასთვის. მაგრამ ამ პატარა ბავშვმა გადაწყვიტა ლუბას ბედი და რაღას იზავდა?! –დიახ! – გახარებულმა წამოიძახა კატომ, – ფული არაფერია, წაიღონ, რაც უნდათ ის ქნან, მთავარია ჩემ გოგოს ვხედავდე გახარებულს! –რადგან ასეა, ქალბატონო, – განაგრძო გახარებულმა მამაკაცმა, – მინდა, რომ თქვენ ქალიშვილთან ერთად რამდენიმე კვირა წავიდე ბაკურიანში. ჯერ მაინც საახალწლო მზადებაა, ხალხს არ ეცლება ქორწილისთვის, აი, მერე კი ყველაფერი იქნება! – პულსი აუჩქარდა ლუბას იმის გაფიქრებაზე, თუ რას გააკეთებდა ეს ურცხვი მამაკაცი, თუ მის გვერდით მარტო აღმოჩნდებოდა. –ქორწილამდე არაფერი იქნება! – წამოიძახა მამასახლისმა. –კაკო! – შეუღრინა კატომ. –მესმის თქვენი, ტრადიციების მოყვარული კაცი ხართ, მეც, მაგრამ მომავალ ზამთრისთვის ნუ გვალოდინებთ რა! – შეეხვეწა ლაშა. –კი, შვილო, რა პრობლემაა! – წამოიძახა გამარჯვებულმა კატომ და კაკომ დამარცხების ნიშნად ხელი ჩაიქნია. არა რა, მართალია ოჯახის უფროსია ეს კაცი, მაგრამ სიტყვა არასდროს ერგება, როცა კატოა მის გვერდით. როცა ყველა თემას შეეხნენ და დახურეს, კატომ დაჟინებით მოითხოვა ექეიფათ სადმე, კარგ რესტორანში, თუმცა ლაშამ აიჩემა ძმაკაცები მელოდებიანო და არ გაატანინა ქალს თავისი. ამის გამო ცოტა ნაწყენიც კი შეიქმნა კატო, მაგრამ ახლად მოსულ მამაკაცს ხომ არ აუანჩხლდებოდა?! –მე გავაცილებო, – წამოიძახა ლუბამ და პასუხების მოლოდინში აიღო გეზი კარისკენ. –ეს რა სპექტაკლი მოაწყე? – როდესაც ეზოს გასცდნენ, მხოლოდ მაშინღა აალდა ლუბა. –შეთანხმება პატარავ, შეთანხმებაა, – გაუღიმა ლაშამ და მისკენ დაიხარა, საკოცნელად. უხეშად აარიდა თავი ლუბამ. – შენი მშობლების დაყოლიება ადვილია, ხომ იცი, ხოდა არ მინდა, რომ პარიზი ვუთხრა და ციმბირში გადაგკარგო! – ისევ მუქარას მიმართა გაღიზიანებულმა. –ჯერ ერთი უკვე მიგყავარ ციმბირში და მეორეც აბა გაბედე! – არ დააკლო ლუბამ. –გითხარი უკვე, რომ ძალიან სექსუალური ხარ, როცა ბრაზდები? – გაეღიმა და მისკენ წაიწია. –მომშორდი, – მკერდზე ორივე ხელი კრა, ოდნავადაც არ შერხეულა მამაკაცი. –თანაც როგორი გემრიელი ტუჩები გიჩანს, – არ წყვეტდა ლაშა. –ავადმყოფი ხარ, ადამიანო? პირველად დამინახე და მეცი, პედოფილი ხარ! – წამოროშა გაღიზიანებულმა, რასაც ლაშას ხარხარი მოჰყვა. –შენზე მხოლოდ 7 წლით ვარ დიდი, – არ წყვეტდა სიცილს. –არ გაგიგია, რომ ეგეც ავადმყოფობაა? – თავისას არც ლუბა თმობდა. –როდის გავისეირნოთ, პატარავ? – თემა შეცვალა ლაშამ და სახეზე ხელი დაუსვა. –არ მოვდივარ შენთან ერთად! მე დაგთანხმდი წინა პირობაზე, მაგრამ ნუ მაიძულებ, რომ პოლიციაში დავრეკო! – გაკაპასდა. –ხომ იცი, რომ ერთი ხელის მოსმით გავაქრობ შენ ოჯახს? და მერე, იცი რა ადვილად გამოვძვრები იმ „გალიიდან“? ფიქრიც არ დამჭირდება, – გაეცინა. –როდის მივდივართ? – დანებების ნიშნად ამოიკვნესა ლუბამ. –ხვალ, საღამოს, ახლა კი გამასინჯე შენი ტუჩების გემო, – მისკენ დაიხარა მამაკაცი. ვეღარ გაბედა და ვერც შესძლო გოგონამ შეწინააღმდეგება, თუმცა კოცნისას ბავშვობის „სასწაული“ გაახსენდა და რაც შეეძლო, მთელი ძალით დააჭირა კბილები სხეულს. ბავშვობისგან განსხვავებით, ახლა თავისი ენისთვის არ უკბენია, მიზანში გაარტყა. გაბრაზებულმა მოსწყვიტა თავისი ტუჩები მის გემრიელ ბაგეებს. –ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ! – გაეცინა ლუბას და ცხვირწინ კარი მიუკეტა, – ესეიგი ხვალ საღამოს ხო? – გაეცინა ისევ და ლამაზი მიხვრა–მოხვრით წავიდა სახლისკენ. –ხომ იცი, რომ სხვა გზა არ გაქვს! – მიაძახა გაბრაზებულმა მამაკაცმა და ისიც სახლში შევიდა. იცოდა, რომ ყველაფერს ანანებდა. ყველა შიშს, შანტაჟით გამოწვეულს და გულში ათასგვარ გეგმას ისახავდა. –, გაგიგებენ მშობლები და გაგაქრობენ, – ქოთქოთებდა შეშინებული გიო. ლაშა გულიანად ხარხარებდა ძმის ასეთ შიშზე. –იცი რა გემრიელი ტუჩები აქვს, ბიჭებო? ლამის შევუჭამო, – გაეღიმა ლაშას, – მაინც ჩემი გახდება, რატო მეწინააღმდეგება? – ჩაფიქრდა. –ეე, შენ მართლა გიჟი ხარ! – დანანებით გადაიქნია თავი ნიკამ, – ქალს რომ სახლში შეუვარდები და უარესად გადარევ, გიკბენს კი არა, ცოცხით რო არ მიგცოცხა ეგ მიკვირს, – გაეცინათ. მერე იყო ლუბასთან ტკბილი ბავშვობის გახსენება. როგორ უჭირდა ასეთ კომპრომისებზე წასვლა, ისინი ხომ არასდროს ხიბლავდნენ მას, ისევე როგორც გაიძვერა, ქურდები. როგორ უნდა ეცხოვრა, თუნდაც დროებით, ლაშასნაირ მამაკაცთან? რა თქმა უნდა, იცოდა, რომ გამოიყენებდა და როგორც ყველგან და ყოველთვის აკეთებენ ხოლმე, მასაც ისე მიაგდებდა. და რა პასუხი უნდა გაეცა დათუნასთვის? მამაკაცისთვის, რომელიც ახლა ათმაგად შეჰყვარებოდა? მონახავდა კი მისთვის პასუხს? არა და, რა ტკბილი იყო ბავშვობა.. –ლუ–ბა! – გაჰკიოდა თამო ეზოდან. –დამაძინე რა, თამო, – თავს იბრუნებდა ხოლმე და ძილს აგრძელებდა. –ლუ–ბა! – არ წყვეტდა კივილს თამო. ისიც წამოდგებოდა ხოლმე, თმა გაბურძნული, სასაცილო შესახედაობის. „დათუნია–ჩუსტებში“ ფეხებს შეაცურებდა და აივანზე გადიოდა. მოაჯირზე ჩამოეკიდებოდა და დას გასძახოდა. –ხომ შეგიძლია ძილი მაცადოვო! ისიც გამარჯვებული ღიმილით პასუხობდა: –მიდი რა, ლუბი, ჩაიცვი და კოშკები ავაშენოთო. ლუბა ხუთი წლით დიდი იყო თამოზე. აზროვნებაც დიდის ჰქონდა და ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ასაკი არ თამაშობდა დიდ როლს. ვიღაც თუ ლექსის თქმას სთხოვდა ხოლმე გოგონებს, თამო სასაცილო ლექსს იტყოდა, ლუბა კი ისეთ სერიოზულს, გადარევდა ხალხს. ერთხელ, ბაღში, „ტანო ტატანოც“ კი მოუყვა თავის „შეყვარებულს“. თანაც ისე გამოთქმითა და ხავერდოვნობით, მასწავლებლებმა კამფეტების მთელი „დასტა“ აჩუქეს. რა იცოდა ბავშვმა, რომ ამ ლექსს ქალებს უკითხავდნენ და არა კაცებს, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, შეყვარებულისთვის რომ იყო განკუთვნილი. მერე სულ კონცერტებს მართავდა ხოლმე. როდესაც რაიმე საქველმოქმედო წვეულება გაიმართებოდა მის სახლში, მიკროფონთან მივიდოდა, ცერებზე აიწეოდა, მიკროფონს გაასწორებდა, ჩაახველებდა და ისეთ მოხსენებას ჩამოარაკრაკებდა, დიდები ჯერ გაოცებით უყურებდნენ, შემდეგ კი კარგ სიცილ–ხარხარს ატეხდნენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ლუბა არც როდის არ შეცვლილა, სულ ასეთი სერიოზული და დელიკატური იყო. ლამაზიც და მიმზიდველიც. ბევრი თაყვანისმცემელი ისეთი მოწიწებით მოუშორებია, თითქოს დედოფალი ყოფილიყოს. ახლაც ზის საწოლზე. შუა ღამეა. და ფიქრობს, თუ რა გააკეთოს, როგორ გაქაჯდეს, რომ ავადმყოფი მამაკაცი მოიშოროს თავიდან. იმედია ისიამოვნეთ! უფრო ადრე დადება ვერ მოვახერხე, მომიტევეთ. ველი თქვენს აქტიურობას, წინა ნაწილის ანალოგიურად, დიდი მადლობა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.