ადექი და ჩამეხუტე, ყველაფერი გაპატიე (7)
უკვე 4 იყო დაწყებული ბიჭები რომ წავიდნენ, ნინა ბებომ გაიგიჟა თავი დარჩით ამ ღამე როგორ გაგიშვათო, მაგრამ ბიჭებმა, მაინც წასვლა გადაწყვიტეს, ბიჭები გავაცილეთ და ოთახში დავბრუნდით, ვიფიქრე ნინა ბებოს დავეხმარები ალაგებაში თქო მაგრამ არაფრის დიდებით არ მომცა მიხმარების უფლება -წაი ნენა, გაყევი შენ ქმარს ახლა და დეიძინეთ, ჯერ კიდო 2 საათის უკან შეგატყვე რო გეძინებოდა, რაგამეეპარება ჩემ თვალებს (გამიღიმა ნინა ბებომ) -ხო მაგრამ .. (შემრცხვა და გავწითლდი) -არავითარი მაგრამ, დემეტრე მოი აგერ, აჩვენე შენ ცოლს თქვენი ოთახი და დეისვენოს ბაღანამ, თუარა გათენდა უკვე დემეტრეს გაეცინა და ოთახისკენ წამიყვანა, ოთახში სანამ შევიდოდით უკვე გააზრებულიც მქონდა რომ დემეტრესთან ერთად უნდა დამეძინა, სანამ აქ ვიქნებოდით და პანიკის მოწყობას არც ვაპირებდი, "იქნებ იმიტომ რომგინდა გვანცა მასთან ერთად დაძინება? " გამომძახა მეორემ მემ, რომელსაც უკვე "ვეღარ ვიტანდი" ოთახში, რომ შევედით, მერე გამახსენდა, რომ "პიჟამო" ბატონ არჩილთან დამრჩა... ოოპ აი ეხლა რაუნდა მექნა აღარ ვიცოდი და ლოგინზე დავჯექი, თან თვალები მეხუჭებოდა ისე ძალიან მეძინებოდა, მალე დემეტრეც შემოვიდა ოთახში, გაკვირდა, ისევ ფხიზელი დავხვდი -რატო არ იძინებ? (გამიღიმე) -მე... პიჟამო არჩილთან დამრჩა ("მოვიბუსხე" და დემეტრეს საწყლად შევხედე, დემეტრეს კი სიცილი აუტყდა, მე მის სიცილზე გავბრაზდი და გაბრაზებულა გავხედე) -რაგაცინებს? -არაფერი არაფერი (სიცილს აგრძელებდა და ტანსაცმლის კარადას მიუახლოვდა, იქედან მოკლეკლავიანი შავი მაიკა გადმომიღო და მომცა) გავალ 5 წუთით და შენ ჩაიცვი მანამდე, შენ დათუნიებიან პიჟამოს ვერ შეედრება მაგრამ წავა რა თვალი ჩამიკრა და და ოთახიდან გავიდა, მე კი ვფიქრობდი, საიდან იცოდა დემეტრემ ჩემი პიჟამო რანაირი იყო, მერე გამახსენდა, რომ მალე დემეტრე შემოვიდოდა, სასწრაფოდ გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი, ძალიან მციოდა და "მოვიკუნტე"... მალე დემეტრეც შემოვიდა და დაწვა, შეამჩნია რომ მციოდა და მისკენ მიმწია, ვიფიქრე თავს დავიძვრენ მისი მკლავებიდან თქო, მაგრამ მალევე გადავიფიქრე და მეც მივეხუტე... **** დილას ხმაურმა გამაღვიძა, გვერდით რომ გავიხედე დემეტრეს ეძინა, მასაც მალევე გაეღვიძა -რახდება? (ახალ გაღვიძებულზე ხმა უფრო დაბოხებული ქონდა) -არვიცი (მხრები ავიჩეჩე და დემეტრეს გავხედე, რომელიც წელს ზევით შიშველი წამოდგა და ქვევით ჩავიდა, მეც უცებ წამოვდექი და ტანსაცმელი ჩავიცვი, ქვევით ჩავედი და ვიღაც ქალი ყვიროდა, რომელსაც გვერდით ბატონი არჩილი ედგა და ცდილობდა დაემშვიდებინა, ქალმა გამომხედა და ყვირილი დამიწყო) -შენახარ არა ის გოგო, ჩემს შვილს რო თავგზა აურია, რას ნიშნავს თქვენი ქორწილი, მას საცოლე ყავს გესმის? (ქალი მიყვიროდა მე დავიბენი და დემეტრეს გავხედე, დემეტრემ კი გაბრაზებულმა უყვირა) -მოკეტე გესმის? ფეხებზე შენი არჩეული გოგოები, მემგონი საკმარისად დიდი ვარ იმისთვის, რომ ჩემით გადავწყვიტო ვისთან ვიყო და ვისთან არა... არ მოგცემ უფლებას გვანცას ასე ელაპარაკო, გინდა თუ არა ის ჩემი ცოლია, ან შეეგუები ამ ამბავს ან არადა დაივიწყებ, რომ შვილი გყავს გაიგე? (უყვირა ბოლო ხმაზე) ეხლა კი გიორგი დამდე პატივი და გაიყვანე შენი ცოლი აქედან (დემეტრემ მამამის გახედა, ჩემთან ბატონი არჩილი მოვიდა და ჩემს დამშვიდებას შეეცადა) -პეპელა არ ინერვიულო, ის უბრ... (გაჩერდა და ვერც გამართლება შეძლო, მოვიდა და მომეხვია, ცრემლები წამომივიდა და უფრო მაგრამ მოვეხვიე, ყურში ნინას "ქოთქოთი" ჩამესმოდა) -რას უწუნებ ქალო ამ ანგელოზ ბაღანას, შენ რომ მოგათრია ჩემმა შვილმა მეც ეგეთი ამბავი უნდა ამეტეხა მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მომეწონე? ამ ბალღს კი რააქ შენი დასაწუნი -ეს შენ არ გეხება ბებერო გაიგე? (ყვირილი დაიწყო დემეტრეს დედამ) ყოველ შემთხვევაშ მე ბავშვთა სახლში გაზრდილი მაინც არ ვყოფილვარ (ამის თქმაზე ბატონმა გიორგიმ ხელი გაარტყა მის ცოლს და უყვირა) -არც დედაჩემის და არც გვანცას დამცირების უფლებას არ მოგცემ, გინდა თუ არ გინდა ის უკვე ჩვენი ოჯახის წევრია(ამის თქმაზე მე უფრო ავტირდი, დემეტრემ მამამისს გახედა, თვალით ანიშმა წაიყვანეო, მერე მე გამომხედა და ჩემთან მოვიდა) ***დემეტრე*** ყველანაირად ვცდილობდი დედაჩემისთვის შეურაწყოფა არ მიმეყენებინა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი, გვანცასთან მივედი, რომელიც არჩილთან იდგა და ტიროდა, ხელი მოვკიდე და წავიყვანე... მანქანაში ვიჯექით უკვე, როცა ტირილით მითხრა -არ მინდა ჩემს გამო დედაშენთან პრობლემა გქონდეს, იქნებ ... (გაგრძელება აპირებდა, როცა მანქანა დავამუხრუჭე და გავხედე, ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა) -მეორეჯერ ეგ არ გაიმეორო გესმის? (გვანცას არაფერი არ უთქვია და გაჩუმდა, ცოტახანში კი ჩაეძინა, თბილიში მალევე ჩავედით, გვანცა ფრთხილად გადმოვიყვანე, სახლში ავიყვაე და ლოგინში ჩავაწვინე) ***გვანცა*** გზაში, როგორც ჩანს ჩამძინებია, რომ გავიღვიძე ჩემთვის უცხო ოთახში ვიწექი, ოთახში კი არავინ არ იყო... ავდექი და ქვევით ჩავედი, ერთ-ერთ ოთახში დემეტრეც ვიპოვე, რომელიც დივანზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, რომ შევედი შემამჩნია -ძილისგუდა არგშია? (გამომხედა და გამიღიმა) -არაა (მეც გამეღიმა... ღმერთო რა მჭირს ამ ბიჭის ღიმილზე არვიცი) -მე რო მშია? (გაეცინა) -მერე რატო არ ჭამ? (გაკვირვებულმა ვკითხე) -არაფერი არ გვაქ, შენ გაღვიძებას ველოდებოდი, იმედია მშიერს არ მომკლავ (გაეცინა) -სადაა სამზარეულო? მეც გამეცინა მის სახეზე, დემეტრე ადგა და სამზარეულოში წამიყვანა, მე მაცივარში შევიხედე და მაცივარი სავსე იყო, რაიმე "რთულის"გაკეთება შემეზარა და ვინეგრეტის გაკეთება დავიწყე, დემეტრე ღიმილით მადევნებდა თვალყურს, დემეტრეს ყურებამ "დამაკომპლექსა" და უცებ თითი გავიჭერი, რაზეც დემეტრეს გაეცინა მე კი თვალები ამიცრემლიანდა, დემეტრემ რო დამინახა უცებ დასერიოზულდა და ჩემთან მოვიდა, ჩემი ხელი აიღო და წყალს შეუშვირა ("კრანთან" ვიდექით) მე აცრემლებული ვუყურებდი დემეტრეს საქციელს, შემდეგ გაჭრილ თითზე მაკოცა და წინ დამიდგა -აჰაა მოგირჩა, როცა შენი სიურპრიზი მოვა ეს არც გაგახსენდება -რა სიურპრიზი? (პატარა ბავშვივით ვიკითხე ბედნიერმა) -მალე ნახავ ცხვირზე თითი ამკრა და გამომხედა თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი რაზეც გამეცინა, თან ცრემლები მომდიოდა თან მეცინებოდა... დემეტრემ ცრემლებიც მომწმინდა და ბინტი მოიტანა, რითიც თითი შემიხვია, მე მის საქციელზე გამეღიმა და ჩემდა უნებურად ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე, შემდეგ შემრცხვა ჩემი საქციელის და სასწრაფოდ გამოვედი ოთახიდან... უკვე ჩემ ოთახში ვაპირებდი ასვლას როცა კარების ხმა გავიგონე, "დემეტრესთან იქნებიან ჩემთან ვინ უნდა იყოს" გავიფიქრე და ოთახში შევედი... დაძინებას ვაპირებდი როცა ოთახში "გვანჩა, გვანჩა"_ს ძახილით ვიღაც შემოვარდა, სანდრო რომ დავინახე ფეხზე "წამოვფრინდი" და მაგრად ჩავეხუტე. თამამად შემიძლიათ გითხრათ იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა ... უცებ კარებისკენ გავიხედე და დემეტრე იდგა და ღიმილით გვიყურებდა, მე ავდექი მისკენ წავედი და ჩავეხუტე, მერე უცებ გავაანალიზე რას ვაკეთებდი და მალევე მოვშორდი -არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო (ჩუმად ვუთხარი) -უბრალოდ შემიყვარე (მანაც ჩუმად მიპასუხა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა... ცოტახანი დაბნეული ვიდექი, ფიქრებიდან კი სანდროს ხმამ გამომაფხიზლა) -გვანჩაა... გვანჩა ალ გესმის? -კიი კიი პაწუ გისმენ გინდა რამე? -მე აჭი შენთან უნდა ვიჩქოვლო იჩი? და შენ ჩემი დედა იქნები და დემეტლე მამა (სანდრო ჯერ ასეთი ბედნიერი არ მინახავს) ჩემო კარგებოო ხარებას გილოცავთ და ბოდიიშს გიხდით, საქართველოში არ ვიყავი და ვერ ვდებდი ახალ თავებს, ვეცდები აღარ გაგაწვალოოთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.