შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არარაობიდან სიყვარულის ძალით დავბრუნდი(მეხუთე ნაწილი)


7-04-2015, 18:45
ავტორი niniia
ნანახია 1 892

სუნთქვას. ფანჯარა გავღე და მთელი ძალით ჩავისუნთქე ნესტიანი ჰაერი. უცებ დატრიალდა ყველაფერი და უსარგებლო ნივთივით დავვარდი ძირს. თითქოს ეს მჭირდებოდა. თთქოს ეს იყო იმ მომენტში ხსნა ჩემთვის.....
ბოლოს გონს სიცივემ მომიყვანა. მთელი სხეული გაყინული მქონდა ვეღარ ვსუნთქავდი. ძარღვებში სისხლი გამყინვოდა. სხეული დაბრუჟებული მქონდა. ერთი გამოძრავების შემთხვევაშიც კი ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ თავს ძალა მაინც დავატანე და ფეხზე ავდექი ფანჯარა რომ დამეკეტა, თორემ სული გამძვრებოდა. იმდენად გამყინვოდა სხეული რომ საშინელი სპაზმები დამეწყო. არ მეგონა თუ არ მოვკვდებოდი. რაც ძალი და ღონე მქონდა შემორჩენილი, მოვიკრიბე "აფთიაქთან" მივედი, საჭირო წამლები ამოვიღე და გავემართე პირდაპირ საწოლისაკენ. კიდევ კარგი მიშველა ამ წამლებმა თორემ არ ვიცი რა დამემართებოდა.თუმცა სული უფრო მტკიოდა ვიდრე სხეული. როდესაც დავუბრუნდი რეალობას და გავაანალიზე მომხდარი, სული გამეყინა, ძარღვები ამიტოკდა, შეჩერდა სისხლის მოძრაობა და ისევ ტირილი დავიწყე. თუმცა ტირილი ყველაზე რბილი ნათქვამი იქნებოდა, უფრო არაამქვეყნიურ ხმებს გამოვსცემდი. ვერ ვხვდებოდი, ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ვის გამო ვიყავი საგონებელში ჩავარდნილი? რა მიყო ამ ბიჭმა ასეთი? როდის შევძელი ასე ძლიერად დემეტრეს შეყვარება? როდის ჩავიკარგე მის ზღვისფერ თვალებში?ვისთვის ვტიროდი არარაობისთვის? ნუთუ? ვინ იყო ასეთი ჩემი ცხოვრება, რომ დაიმონა? -არვიცი! მხოლოდ ეს პასუხი მქონდა ყველა კითხვაზე და მხოლოდ ჩემი გულის ძახილი მესმოდა, რომელიც ერთსა და იმავეს იმეორებდა- გიყვარს! გიყვარს! რა უნდა მექნა?მე ის შემიყვადა, ხო მთელი არსებით შემიყვარდა...მე უგონოს, მისი ხელნაწერიც შემიყვარდა, ხო შემიყვარდა, რადგან ისე ლამაზად იყო მოხაზული ასოები, ნაგლეჯ ფურცეზეც კი და ისეთ ფერწერას ქმნიდნენ, რომ გიჟივით მე მისი ნაწერიც შემიყვარდა. ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდი მისი სიტლანქის მიღმაც იმალებოდა რაღაც ნათელი ისვე როგორც მის ხელნაწერში.ვიცოდი, რომ ეს ტკივილად დამრჩებოდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან იგი არ დაბრუნდებოდა. ანადა როდის იყო ჩემთან... მე არ ვეტენებოდი სულ? ვაიმე აღარ შემიძლია უკვე გადავიწვიი. აღარ მინდა ფიქრიი!!! -მასზე ფიქრიი აღარ მინდა! ჩემთვის მზე არ ამოანათებს. ის ყველას გაათბობს ჩემს გარდა, ჩემთვის მხოლოდ, წვიმის წვეთები იარსებებს რადგან, მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩემი გულის ძგერას აყვნენ, რიტმში და მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩემთან ერთად გამოხახონ ტკივილი და იტირონ უსაზღვროდ, გაუმეტებლად!!
გადიოდა დღეები, უგზოუკლოდ იკარგებოდა წამები. ის კი არასად ჩანდა, თითქოს მიწამ ჩაყლაპა, მაგრამ მქონდა კი იმის იმედი, რომ ის ოდესმე მაინც იქნებოდა ჩემთან?-არა!. თუმცა როგორ არა გულის სიღრმეში ამის იმედი მუდამ იარსებებს ჩემში. იმედი, რომ ის ერთ დღს მოვა, ის ჩემთან მოვა, მხოლოდ ჩემთან.ეს იმედი იარსებებს ჩემში მარად, ბოლო ამოსუნთქვამდე იქამდე სანამ არ წამიყვანს უფალი აქედან...
მე 3დღე გარეთაც არ გავსულვარ, სამი დღეა მზის ნანატრი სხივები არ მიგემია. 3 დღეა მე არსებობა შევწვიტე. სამი დღეა მკლავს მონატრება!!! სამი დღეა, ეს ტანჯული, სამი დღეა ჩემთვის გოლგოთაზე ასვლის ტოლი. ეს სამი დღე მკლავს მეე. ეს სამი მოლოდინში გაფანტული დღეა ჩემთის ყველაზე მწარე, ყველაზე მტკივნეული და სულის მწველი. ამ სამი დღის გახსენებისას ვკვდები მე ყოველ წამს და "ვცოცხლდები მე".
დღს მეოთხე დღეა უკვე და ცოტა არ იყოს გონს მოვედი. მას არ ვუყვარვარ რადგან რომ ვყარებოდი იმ დღეს , იმ მდგომარეობაში , იმ საშინელ ამინდში მარტოს არ დამტოვებდა.თუმცა მაინც ვერ ვთმობდი მე მას, მაინც მიჭირდა მმისი გაშვება. ვიცოდი, ეს ტკივილი ჩემთვის მეორე შრამი იქნებოდა და სამუდამოდ მომიღებდა ბოლოს. ჩემი გული მარტო ამდენ ტკივილს ვერ გადაიტანდა . შემიწირავდა, მე შემიწირავდა მისი მონატრება!!! რომელიც მტანჯავდა.
უეცრად, ცოტახნით სადღაც გავირინდე, ფიქრებში გადავეშვი და უცებ მისი სახე მომელანდა. მთლად შევიშალე, ვეღარ ვუძლებდი ამდენს. მივხვდი, რომ რადაც არ უნდა დამჯდმოდა უნდა დამებრუნებინა, სააკუთარ თავზე გადაბიჯების ფასადაც კი უნდა გამეკეთებინა დემეტრე. სწრაფად მოვედი გონს. არაფერი მომიცვამს ტანზე ისედაც ვიწვოდი სიყვარულიგან, მონატებისგან. კიარ მივდიოდი მივფრინავდი, იმის იმედით, რომ ნანატრი ბედნიერება მელოდა წინ. ადგილს, რომ მივუახლოვდი, გავქვავდი, ტვინში სისხლი ჩამექცა. ის იქ აღარ დამხვდა, წასულიყო...საბოლოოდ დავკარგე!!! მორჩა, გამიფრინდა ჩემი ტლანქი არარაობა. წამსვე მოვწყდი ადგილს ჩავიკეცე, ტირილი ამ სიტუაციისათვის ზედმეტად ცოტა იყოო, ამიტომ მთელი ძალით ვყვიროდი და მაღლა, ცაში, უსასრულობაში ვიხედებოდი. თითქოს უფალს შევჩიოდი ამდენი ტკივილის გამო. მე ის ნამდვილად დავკარგე აბა სად უნდა მეძებნა ამხელა ქალაქში?სად ვიპოვიდი მას? იქნებ საერთოდაც მოკვდა? ან... ან... არ ვიცი. რა ვიფიქრო, როგორ გავამართლო. მხოლოდ ერთი რამ ვიცი ის წავიდა და დამტოვა, სულ მარტო, ამ უკიდეგანო სივრცეში. ამდენი ტკივილისაგან ისევ დავკარგე გონება. ოღონდ ახლა ცოტა ბედნიერი ვიყავი რადგან ვიცოდი, რომ ამ ადგილებში ის დადიოდა. მას აქ ეძინა, ჩვენ მხოლოდ აქ ვიყავით "ერთად", მხოლოდ ეს ადგილი იყო ჩემს მეხისერებაში ძალიან ღრმად ჩალექილი.
სიზმარი მესიზმრა...ჩემდა გასაკვირად დეედა დამესიზმრა ცხოვრებში პირველად. თვიდან გაურკვევლად მესაუბრებოდა უფროსწორად მე არ მესმოდა მისი არაფერი. მხოლოდ ერთი გავიგონე რომ თქვა
-"ბევრი დრო არ მაქვს მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია. იბრძოლე რაც გაგაჩნია იმისთვის და აი ნახავ ტკივილის შემდეგ მოვა უზღავი ბედნიერება,მანამდე კი მთავარია ამ ტკივილს გაუძლო. ბოდიში რომ მარტო დაგტოვე ამხელა ტკივილთან ერთად, მაგრამ იცოდე მე მუდამ შენს გევრდით ვარ. მხლოდ ერთს გეტყვი ყური დაუგდე ცხოვრება რას გასწავლის, იცოდე ის მეორედ არ იმეორებს. ჩემო საყვარელო გგოგონა ისღა დაგრჩენია იმედი გქონდეს და გიყვრადეს. ახლა შენთვის აუცილებელია შენი სული, რომელიც წმინდად უნდა შეინახო"
ეს თქვა და წავიდა, გაქრა. მთელი სურათი სითეთრემ მოიცვა.თვალების გახელა არ მინდოდა, მაგრამ რას ვიზამდი როდემდე ვიქნებოდი ასეე? ახლა უკვე ორი ჭრილობა მქონდა შეხსნილი და ორივეზე მარილი მეყრებოდა რადგან ვიცოდი, რომ არცერთი არ დაბრუნდბოდა. ისევ ამივარდა ისტერიული კივილი და ამას გაუჩერებელი სიცილიც მოჰყვა.კივილსა და სიცილის, რომ მოვრჩი და გავიაზრე, რომ ვგიჟდებოდი გადავწყვიტე დედის სიტყებისთვის დამეჯერებინა, თუმცა ვიცოდი ეს დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდებოდა. თითქოს ცოტა დავიცალე და მხოლოდ მაშინ წავედი სახლში. განა მივდიოდი კიი? განა მე ვამოძრავებდი სეხეულს? განა მე ვიყავი ჩემს სხეულში? არა არაა იქ სულ სსხვა ვიღაც იყო. მე უკვე კარგა ხნის მკვდარი ვიყავი. მე აღარ ვიყავი ის ოდესაღაც მხიარული გოგო მეც ნელნელა, არარაობა ვხდებოდი, ამიტომ საკუთარი თავისთვის უნდა მიმხედა, მაგრამ გადავაწყვიტე დედისათვის და დემეტრესათვის მიმეძღვნა დღევანდელი დღე. უკანასკნელი დღე რომელ დღესაც, დასრულდებოდა მათზე, ტანჯვაში გატარებული დღეების სია. უბრალოდ ეს დღე მჭირდებოდა, რათა გამოვმშვიდობებოდი მათ, სამუდამოდ. სასმელს ხელი დავავლე და ჩემთვის მარტო ვსვამდი. ზოგჯერ სადღეგრძელოს არც კი ვამბობდი ისე ვცილი ჭიქას და თუ ვამბობდი ყოველი სადღეგრძელო ერთმანეთს გავდა "ჩვენ გაგვიმარჯოს" დედას გაუმარჯოს" "დემეტრეს გაუმარჯოს" "მარტოობას გაუმარჯოს" "ჩემს ამტანობას გაუმარჯოს". ამ ერთიდაიგივე სადღეგრძელოებით დავცალე 2 ბოთლი სასმელი.ბოლოს შევწყვიტე და ხმამაღლა დავიძახე "მშვიდობით". შემდეგ კართან მივედი და კარის არსებობა დავწყევლე , რადგან დემეტრემაც იქ დამტოვა. სასწრაფოს რომ გაყვადა დედა საკაცით, მანაც სწორედ იქ დამიქნია ხელი და იქ დახუჭა მან თვალები. მძულდა ჩემი ცხოვრება! მძულდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ეს დღე ტკივილის ბოლო დღე იქნებოდა, რადგან ვგრძნობდი რაღაც ახალს ჩემში, მაგრამ არ ვიცოდი რა მელოდა წინ. მუშტების რტყმევას, რომ მოვრჩი კართან ჩავიკეცე და ისევ ტირილი დავიწყე. უცებ კარზე ზარი გაისმა და მეც მობეზრებულად გავაღე კარი.
-გამარჯობა კატერინა თქვა ვიღაც თავდარილმა პიროვნებამ მორცხვად
-გაგიმმარჯ..... ვერ დავასრულე სიტყვა, ისე მოვწყდი ადგილს და ვიღაცის ხელებში ჩავესვენე. მერე ვიგრძენი ვიღაცის მძლავრი ხელები მთელ ტანზე და ვგრძნობდი ვიაღაცის გულის ცემას. რომელიც საკმაოდ აჩქარებული იყო.ვიწვოდი მთელი ტანი მიხურდა ამიტომ ცივი ლოგინი მესიამოვნა. ვერ ვახელდი თვალებს, რომ დამენახა ვინ იყო ჩემი გადამრჩენი. მხოლოდ ცივ საფენებს ვგრძნობდი შუბლზე და მმეტს ვერაფერს. მერე ჩემს ცხელ შუბლს, ნაზად შეეხო ცივი ტუჩები. ამან კი ცოტა მომაფხიზლა. თვალები, რომ გავახილე ყველაფერს ბუნდოვნად ვუყურებდი, მაგრამ მაინც დავინახე გაფითრებული და დამფრთხალი ვიღაცის სახე. რომელიც სევდიანად მიცქერდა. მერე ბოლოს მოშორდა ჩემს საწოლს და ჩემს ყურთა სმენას მხოლოდ ეს სიტყვები მიწვდა
- " მალე კარგად იქნები, სიცხემ დაგიწია, ამდენი არ უნდა დაგელია. ქვემოთ მამაშენიცაა, მოვიდა და ის მოგივლის"
-შენ....? რაღაც უნდა მეკითხა, რომ უცებ შემაწყვეტინა სიტყვა და ბლუკუნით დაიწყო
-მე... მეეე,, მეე არ შემიძლია უნდა წავიდეე.. ვერ გიყურებ ასეთ განადგურებულს, მეე მეე მიყვარხარ. მისგან მხოლოდ უკვე გამთბარი, ტუჩებისაგან დატოვებული კოცა დამრჩა, ის კი წავიდა. აღარ დამიღლია თავი იმაზე ფირქით თუ ვინ იყო ის რადაგან ისე ცუდად ვიყავი ფიქრის თავი არ მქონდა თან გარედან მიკარგულად მაგრამ მაინც მესმოდა "წვიმის წვეთების ცეკვა". მივლულე თვალები და გადავეშვი ისევ ჩემს საყვარელ სიზმრებში. რომლებიც მაძლიერებდნენ, რადან მხოლოდ მათ შეუძლიათ მომწყვიტონ რეალობას.....


მადლობა კიდევ ერთხელ ვინც კითხულობთ თქვენი კომენტარები და ნახვები სტიმულს მაძლევს მადლობაა <3 <3 <3



№1  offline წევრი talaxadze133

Auu velodebodii rodis dadebdi da ro dvainaxe ido dzan gamixarda!male dade ra 12 mere tu dadeb mtald kargi ikneba chemo sakvarelo <333

 


№2  offline წევრი niniia

Gushin cudad viyavi da magitom ver davde. Skolashi radgan davdivar cer vaxerxb gvian dadebas :)
talaxadze133
Auu velodebodii rodis dadebdi da ro dvainaxe ido dzan gamixarda!male dade ra 12 mere tu dadeb mtald kargi ikneba chemo sakvarelo <333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent