არარაობიდან სიყვარულის ძალით დავბრუნდი(მეოთხე ნაწილი)
მაგრამ ისე ღრმად იყო ჩემში სიცივე შემოსული, რომ ჩემი მეორე "მე" ვერაფერს გახდა. ისე ვიყავი დაქოქილი ვეღარ ვჩერდებოდი, ამიტომ ჩემს ბაგეს რა სიტყვებიც მოსწყდა ამან...... -საუბრის დროს ხმას მაღლა და მაღლა ვუწევდი ჩემი თავის მეც შემეშინდა მაგრამ ახალა გაჩერება შეუძლებელი იყო: -გაიხედე ირგვლივ, ნახე რა ლამაზია ბუნება... გაზაფხული, ცხოვრების საწყისი ეტაპი. ლამაზი ფოთლები რომლებიც ხეებს ნაზად ამშვენებენ, ალამაზებენ არემარეს. შეეხედე ყვალებს, რომლებიც თითქოს ჩვენ გველიან როდის დავეწაფებით დავტკბებით მათი სურნელით.- მოდი აქქ დემეტრე. მაგრამ თითქოს არ გაუგონია არც კი გაირყა მშინ ამხელა ბიჭს ხელი დავტაც და ტბასთან მივყყვანე და შიგ ჩავახედე. - შეხედე ტბას, მიდი ჩაიხედე მასში, რას ხედავ? საკუთარ თავს? გეკითხები...ხმა არ ამმოუღია მე კი ისევ გავაგრძელე. ხედავ ხოომ როგორ გამოიყურები? მაგრამ მაინც ხედავ ხომ საკუთარ სახეს? ესიგი ცოცხალი ხარ ხომ ჯერ კიდევ? ესეიგი ჯერ შენი სიკვდილის დრო არ არის ხომ? ესეიგი მაგ ტვინში უნდა შეუშვა ის რომ ცოცხალი ხარ არა? ვსვამდი რიტორულ შეკითვხბს რომლებზეც პასუხი ორივემ კარგად ვიცოდით ცოტა ხანს დაველოდე. ის კი ისევ იდგა და ტბას ჩასჩერებოდა ხმას ვერ იღებდა ახლა ისევ დავიქოქე და განვაგრძე... -განა სირცვილი არ არის ამ უმშვენიერესი ბუნების შემყურემ მაინც მისცე სიკვდილს დაგიმონოს და გამოგფიტოს?! ნუთუ ვერ ხვდები, რომ შენში ჯერ კიდევ ცოცხლობს ადამიანობა, რომელიც ჩაკეტილი გყავს? და საშუალაებას არ აძლევ ამოგათრიოს მაგ დიდი ჭაობიდან რომ იქნებ მიხვდე რას ნიშნავს ცხოვრება და ბედნიერება. უმტკივნეულო სიცოცხლე არ არსებობს საყვარელო ნუ გგონია, რომ ერთადერთი ხარ. იცი რამდენია შენზე უარსეს დღეში? იცი რამდენს სწყურია და შია ახლა? შენ კიდევ გეხვერწებიან. იცი რამდენს უნდა გვერდით მეგობრები ყავდეს? შენ კიდე გეხვერწებიან. იცი რამდენს უნდა ერთი მშობელი მაინც ყავდეს გვერდით ან ნათესავი მაინც? მაგრამ შენ ისევ ამასც კი გეხვერწებიან. მაგრამ შენ ხომ არაკაცურად გარბიხარ სიმხდალე ასე როგორ მოგერია? აღარ ვიცოდი უკვე რას ვამბობდი რომ შევხედე ზედმეტი მომდიოდა და მალე დამახრჩობდა დემეტრე ცოტა ხანს ისევ გავჩუმდი. ის ისევ დუმდა. -ნუთუ არ შეგიძლია მზის სხივებით დატკბე? გახდე ბედნიერი და შენი კარგად ყოფნით გააბედნიერო სხვაც? ნუთუ ასე ძნელია არ იყოო ეგოისტი და არ აწამო ხალხი შენი სიშორით, შენი მიუწვდომელობით? ნუთუ ძნელია გადაგდა ბოლოს და ბოლოს ნაბიჯი წინ და გაიღიმო? თუ უბრალოდ წახვალ აქედან?თუ დაელოდები როდის ამოხდება ბოლოჯერ მარტოს სული? იცოდე შენ თუ აქედან ასეთი სულ დამძიმებული წახვალ ჩათვალე, რომ დედაშენის ცხოვრებას ფუჭად ჩაუვლია, მისი ამაგი უკვალოდ დაკარგულა, შენთვის აკვანი სულ ტყუილად ურწევია, 9თვე შენთვის ტკივილით ტყუილად გაუტარებია. თუ შენ მხოლოდ მას სცემ პატივს, მის გამო იცოცხლე, აცოცხლე მისი მოგონებბები და წარსული შენში. ჩაეჭიდე მას რათა ბოლომდე არ გაუშვა ის და არ ჩამარხო წარსულში. შეილება ბევრჯერ დაეცი, მაგრამ უნდა წამოდგე, ძალა მოიკრიბო და გაძლიერდე, ვიცი ძნელია მეც გამოვიარე ეს მე მარტომ გადავიტანე და ლამის შევაკვდი ამას მაგრამ ახლა ფეხზე ვდაგავრ შენ გვერდთ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ხელს გიწვდიან.იცოდე ასე გაითელები, დაივიწყე სიამაყე თორემ მუდამ მშრალზე დარჩები. ნუთუ არ გინდა მომავალში საყვარელი ქალი გყავდეს გვერდით და ამასთანავე პაწაწინა ანგელოზი, რომელსაც მუდამ დაიცავ. მომავლით უნდა ისულდგმულო. სანამ სულ მთლად მარტო დარჩი, გათელილი, განადგურებული გონს მოდი. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისათვის რომ დრო დაკარგოო. მე "სიტყვით გამოსხვალს" მოვრჩი და დავწყნარდი. სხვა გზა არ მქონდა რომ დამეკარგა ამ საქცელის გამო დავაფიქრებდი მის ცხოვრებაზე. ცოტა ხანს საგონებელში ჩაგდებული გაშტერებული მიყურებდა მის თვალებში აღარაფერი იკითხებოდა სრულიად არაფერი. აი აქ კი ნამდვილად შემეშინდა -მოიცა მოიცაა შენ საიდან იცი? ბოლო ხმაზე ყვიროდა და ბოლოში გარკვევით და მარცვლით თქვა : დღიურიი? -ხო, ხო ავლუღლუღდი მე და ამოვსულუკუნე. სხვაგვარად ვერ დაგეხმარებოდი, გთხოვ არ დანებდე, ალბათ მერე ამ სიტყვებს ვინანებ მაგრამ უნდა ვთქვა მე.... მე..... შემიყვარდი, როდის ან როგორ არ ვიცი, ასე მალე რანაირად არც ეგ ვიცი, მაგრამ ხოო შემიყვარდი ასე უბრალოდ შემიყვარდი, ამიტომ არ მოგცემ უფლებას მარტო ამოგხდეს სული. ხო ვიცი რომ ჩემი ლაუბრით შენთან ყველაფერიი დავამთავრე, შენ პირადში დაუკითხავად ჩახედვით გაგიშვი. ჩემი ხელით გაგიშვი, მაგრამ იმდენად მივარხარ რომ ეგოისტი ვერ ვიქნებოდი. არ ველი რომ მიმიღებ და მაპატიებ -ადენ წადი სანამ ცოტა მაინც შემრჩა საღი აზროვნება, თვალით აღარ დამენახო თორემ საკუთარ თავზე აღარ ვაგებ პასუხს და დედას მალე მოინახულებ. -არ მოგბეზრდა ამდენი ნიღბის მოზომვა?ეს თეატრი არაა ეს ცხოვრებაა. გთოვ შეწყვიტე ეს მასკარადი. შენ ცომ იცი რომ არის შენში რაღაც ნათელი რასაც შეგიძლია ჩაეჭიდო.... მეც დაგეხმარებბი და დავძლევთ ამას ხომ იცი.... - მე მხოლოდ ერთი რამე ვიცი ახლა, მალე უნდა წახვიდე თორემ რაც მოგვა შენთვის კარგი არ იქნება.არა რა ასე რამ გამომა....გამომა...შტერა როგორ ვერ მივხვდი რომ ასე უბრალოდ არ მიხვდოდი მაწანწალათან და არ მოინდომებდი მასთან მეგობრობას. მეც ჭკვიანყრად გაგიმზადე ნაწერები. ეს თქვა და წამოდგა, მკვლელი თვალები მომაპყრო -მე ძალიან შემეშინდა, ცრემლები წამსკდა და უკან დავიხიე.ცოტა ხანში კიი ვხედავ როგორ გადმოქანდა დემეტრე წინ და მოწყვეტით დაენარცხა მიწაზე. უგონოდ იყო მგონი პულსიც არ ესინჯებოდა ანერვიულებულზე ვერაფერს ვაკეთებდი, კინაღამ გავგიჟდი მერე უცებ მოვტვინე და სასწრაფოში დავრეკე.კიდევ კარგი მალე მოვიდნენ. ვყობმანობდი წავსულიყავი თუ არა მარა მარტოს როგორ დავტოვებდი და გავყევი. საავადმყოფოში რომ მივედით ყველაფერი გამოიკვლიეს და ექმიმმა თქვა რომ დიდი სტრესის, შიმშილის და სიცივის ბრალი იყო თუმცა ისიც დააყოლა, რომ წარსულში გამოყენებული ნარკოტიკი და სასმელი ცოტათი მაგრამ მაინც იყო შემორჩენილი. თუმცა მდგომარეობიდან მალე გამოვიდოდა, მაგრამ თუ კიდევ განუმეორდებოდა ვეღარ გადარჩებოდა. ამის გამოგონებაზე შემეშინდა ძალიან შემეშინდა იმიტომ, რომ მე ვერ დავეხმრებოდი და არ ვიცოდი რა მოუვიდოდა. მე აღარაფერი შემეძლო მან სამუდამოდ გამიშა მისი ცხოვრებიდან. ხარჯები დავფარე და წერილი დავუტოვე რაგან შემეშინდა იქ რომ ვენახე რამე კიდევ არ დამართნოდა. "არაფერზე არ ინერვიულო ყველაფერი მოვაგვარე. დანარჩენს ექიმი აგიხსნის. თუ რამე დაგჭირდა კიდევ მოდი ჩემთან მისამართი ექმის დავუტოვე. ნებისმიერ დროს სიამოვნებით დაგეხმარები. მშვიდობით დემეტრე". წერილის წერა, რომ დავასრულე იქვე ერთი ცრემლი ობოლივით დაეწვეთა ფურცეზე ამას მეორეც მოჰყვა და ფურცელზე კვალი დატოვეს ხელმოწერის მაგივრად. იქედან უმალვე წამოვედი აბა სხვა რა დამრჩენოდა?.... ოთახში როგორც კი შევედი იქაურობა ცრემლებით მოვრწყე. ბალიში მლად დავასველე უკვე ცივი სითხით. იმდენი ვიტირე ბოლოს თვალები ძალიან ჩამიწითლდა, დამისივდა თვალები და ძარღვებიც დამეტყო. უკვე ცრემლებიც აღარ მომდიოდა. ჩამეძინა და როგორც იქნა მოვწყდი ამ საშინელ ატმოსფეროს მაგრამ რად გინდა ისევ ხომ უნდა დავბრუნებულიყავი? აზრი არ ქონდა უსასრულოდ ხომ ვერ ვიძინებდი. დილით 9ზე გამეღვიძა. რეალობაში დაბრუნებამ გული გამიტეხა. ავდექი სარკეში ჩავიხედე და ვერ ვიცანი საკუთარი თავი. "მხიარული", ლამაზი გოგო სადღაც გამქრალიყო და სულ სხვა ვიღაც მედგა წინ. ღმერთო ვისთვის? დემეტრესთვის? ასე უგონოდ როგორ შემიყვარდა? ასე როგორ დამისახიჩრა ცხოვრება? თუმცა ჩემი ბრალია მისი გამოსწორების მცდელობაში საკუთარი დავიმახინჯე. თუმცა თქვენ წარმოიდგინეთ და არ ვნანობდი ყველაფრის და მიუხედავად არცერთ ჩემს ნაბიჯს. ქვემოთ ჩავედი კიდევ კარგი მამა არ იყო სახლში. მომშივდა მეთქი შევჭამთქო, მარამ როგორც კი პირი დავაკარე საჭმელს. ამოვაბრუნე უკან. ორგანიზმიც კი გრძნობდა სულის ტკივილს. ცრმელებიც აღარ მომდიოდა. ურეყავდ ვიდექი და გავყურებდი ჭერს. ისე ვიყავი გარინდული რომ კარებზე ზარი ვერ შევამჩნიე, ბოლოს ბრახუნმა გამომაფხიზლა. ჩემს წინ დემეტრე იდგა მეგონა დანაშაულს მიხვდა მაგრამ მის ირონიით სავსე და გაბრაზებულ სახეს რომ გადავწყდი მივხვდი რომ კარგი კიდევ არ მელოდა წინ. -მე შენი მოწყალება არ მჭირდება, მითხარი ფული რამდენ გადაიხადე ჩემს გამოჯანმრთელებაში, მამაჩემს გამოოვართმევ და მოგცემ, რა გინდა ჩემგან გამაგებინე ადამიანო გაქრიი, უფრო ნუ მიმწვავებ სულის ტკივილს. ისედაც გაუსაძლისია -მე შენი ფული არ მინდა მე შენი კარგად ყოფნა მინდა -აუუ ბებიაჩემივით ნუ ლაპარაკობ რა, ისევ ირონია რომელიც ბოლოს მიღებდა, მკლავდა, მანადგურებდა. -მე ჩემი გითხარი დემეტრე სხვა არაფერი ვიცი და არაფერიც მინდა. -დიდი უნამუსო ვიღაც აღმოჩნდი. ჩემი დღიური დაუკითხავად წაიკითხე მერე კი უსირცხვილოდ პატებას მთხოვ. როგორ შეგიძლია ასე? შენ ჩემს სულს შეეხე და თითქმის მიძინებული ტკივილი განმიახლე და მერემითხარი მიყვარხარო როგორ შეგიძლია ასე? შენ ყველაფერიი გააფუჭე გესმის? ყველაფერი. როგორ შეგიძლიაა ასე? იმეორებდა ერთსა და იმავეს -უკვე ძალან გაბრაზა და მუშტი დაარტა კედელს. ვიცი ეტკინა მაგრამ არ შეიმჩNია იმიტომ რომ იმაზე მეტად სხვა რამ ტკიოდა ამას მის თვალებში ვკითხულობდი. -კატერინა არარაობა მე კი არა შენ აღმოჩნდი, მე სხვისთვის მაინც არ დამიშავება რამე.-კიდევ აპირებდა რაღაც ეთქვა მაგრამ ვიცოდი რაღაც საშინელებას იტყოდა ეს კი სულ მთლად მომიღებდა ბოლოს და მიწასთან გამასწორებდა ამიტომ გავაწყვეტინე და ყვირილი დავიწე -გეყოფა, გეყოფა. წადი შენ არ იცი არაფერი. წადი შენ საერთოდ გული არ გაქვს. გასაგებია რომ არ გიყვარვარ. თუმცა რაიცი შენ ბიჭო რა არის სიყვარული?კარგად ბრძანდებოდე. უკვე დავუკელი ხმას. პაატივი დამდე და დამტოვე მარტო. -რომც მომწონდე.ამას ვერ გაპატიებ. შენ ჩემს სულში აფათურე ხელები. ისედაც ჩემს გვერდით ბედნიერი ვერასოდეს იქნები შეიგნე და შეუშვი მაგ უტვინო თავში. უფო ნუ ტანჯავ თავს და მეც ნუ მტანჯავ არ ღრს ეს შენს სილამაზედ. ნახე რას დაემგვანე, მე გინდა მგავდე ჰაა? გეკითხები? ეს სტყვები ცოტა რბილად გამოუვიდა ნათქვამი, მაგრამ დემეტრე რისი დემეტრეა ბოლო თუ არ მომიღო ბოლოში მიანც. -სატირალი მართლაც რომ გაქვს, მაგრამ მასეც არ შეიძლება ლამაზო, თავი არ დაგიზოგავს -წადი! წადიიიიი!. კარები მივხურე და ავბღავლდი.სრული ამ სიტყვის მნიშვნელობაით თითქოს ეს "ბღავილი" ცამაც იგრძნო და ამყვა. კოკისპირულად სასცხო დასჭექა. დაუზოგავად წვიმდა. კდევ კარგი მამა სახლში არ მოვიდოდა 2კვირა თორემ ასეთ განადგურებულს რომ დამინახავდა თვითონაც განადგურდებოდა ოღონდ ამ ჯერად ვერ გადარჩებოდა და ისიც შეწყვეტდა სუნთქვას. ფანჯარა გავღე და მთელი ძალით ჩავისუნთქე ნესტიანი ჰაერი. უცებ დატრიალდა ყველაფერი და უსარგებლო ნივთივით დავვარდი ძირს. თითქოს ეს მჭირდებოდა. თთქოს ეს იყო იმ მომენტში ხსნა ჩემთვის..... მადლობას გიხდით ვინც კითხულობთ და ელით ახალ თავებს. იცოდეთ თქვენი ერთი კომენტარიც კი სტიმულს მაძლევს <3 <3 <3 <3 ამიტომ არ დაიშუროთ არც კრიტიკის და არც მოწონების |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.