როდესაც მარტო რჩები (3)
გადავწყვიტე! რამდენიმე დღით ლილი ბებოსთან ვრჩები! ძალიან გამიხარდა ერთი ნაცნობი მაინც რო ვიპოვე ! ლილი ბებოს ვთხოვე ესწავლებინა გზა სადაც ჩემი მშობლებია დასაფლავებული. მინდოდა მათთან მივსულიყავი და ყველაფერი მომეყოლა მათთვის, მართალია ვერ გამამხნევებდნენ მაგრამ ვიცოდი შინაგანად ვგრძნობდი რო ეს უნდა გამეკეთებინა. ზაფხულია, გარეთ ცხელა, ბავშვები დაჭერობანას თამაშობენ, ისეთი ბედნიერები არიან! თვალწინ გადამიქროლა ბავშობის მოგონებებმა და სულელივით სიხარულისაგან ტირილი დავიწყე! მშობლების სასაფლაო მოვინახულე და უკან წამოვედი, როდესაც გვერდიდან დიდი მძიმე რაღაც დამეჯახა და გავითიშე! გონს რო მოვედი საავადმყოფოში ვიყავი! სახე მეწვის და ხელიც გაშეშებული მაქვს. ადგომა დავაპირე როდესაც თეთრებში ჩაცმულმა ქალმა (ეს ექთანი იყო) ხელი მომკიდა და უკან დამაბრუნა. -აქ რამინდა? (ვკითხე ექთანს) -მანქანა დაგეჯახათ! აქ რო მოგიყვანეს უგონოდ იყავი. -ვინ? ვინ მომიყვანა? ( დაბნეული ვეკითხები ექთანს ) - მე! მე მოგიყვანე. მითხრა უცნობმა ბიჭმა და ოთახში შემოვიდა -ალბად მადლობა უნდა გადაგიხადო საავადმყოფოში რო მომიყვანე და რო დამეჯახე იმისთვისაც ( გაბრაზებულმა ვუთხარი) მან დაბლა დაიხედა წარბები აწია და ჩაიცინა. - მე ბექა ვარ! ( მითხრა და ხელი გამომიშვირა ) - კარგი ბექა ახლა ოთახიდან გადი უნდა მოვემზადო სახლში წასასვლელად! ( ხელი ჩაწია და მეუბნება - იქნებ სახელი მაინც გეთქვა მადლობის ნიშნად! -იქნებ აჯობებს მანქნის ტარება ისწავლო! ( შევუტლიკინე, მიდის) გარეთ გამოვედი და ტაქს ველოდები, ამ დროს ჩემს წინ შავი მერსედესი გაჩერდა, მინა ჩამოწია და რას ვხედავ ბექა! - მანქანაში ჩაჯექი სახლში მიგიყვან! - არა მადლობა, ჯერ კიდევ მჭირდება ხელ ფეხი! -კარგი რა ვცდილობ დანაშაული გამოვასწორო! ( იცინის ) - მართლა ? მაშინ გზიდან გამეცალე! ( ვუთხარი და ტაქსში ჩავჯექი.) ვაღიარებ სიმპატიური იყო, კარგი ხო ძალიან სიმპატიური!.. მაგრამ მანქანაში არ ჩავჯექი იქნებ მანიაკია! მართალია დროებითი საცხოვრებელი ადგილი მაქვს ლილი ბებოსთან მაგრამ მის კმაყოფაზე ვერ ვიქნები. სამსახური უნდა ვიპოვო! მთელი მაღაზიები დავიარე და ვერსად ვიპოვე, იმედი ამოწურული მქონდა მაგრამ სახლში დაბრუნებისას განცხადება წავიკითხე, სადაც მომსახურე პერსონალი სჭირდებოდათ . მისამართი ამოვიწერე და გზას გავუდექი. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა! მიუხედავად იმისა რო გამოცდილება არ მქონდა. ხვალ დილიდან შემიძლია მუშაობის დაწყება. სადაცაა მუშაობას დავამთავრებ და სახში წავალ ოღონდ მანამდე გაუთოებული პერანგები მეორე სართულზე ერთერთ ოთახში უნდა შემეტანა.კარზე არ დამიკაკუნებია მეგონა არავინ იყო და პირდაპირ ოთახში შევედი. რას ვხედავ ბექა, ისევ და ისევ ბექა წევს საწოლზე წელსზემოდ შიშველი -შენ რა კარზე კაკუნი არ იცი? ( საშინლად გაბრაზებულმა დაიყვირა ) - უკაცრავად,ოთახი შემეშალა ( სირცხვილისგან გაწითლებულმა ძვლივს ამოვირე ენა) -მოიცა მოიცა შენ ის არ ხარ, გუშინ რო დაგეჯახე? - კი ეს მევარ! ( თავჩაღუნულმა ვუპასუხე ) - შენ რაა აქ მუშაობ? ( სიცილი დაიწყო) რო დავინახე როგორ იცინოდა გავბრაზდი პერანგები კამუდზე დავუყარე და გამოვიქეცი.ყველაზე საშინელი დღე იყო! ძალიან შემრცხვა, შემრცხვა იმის რო ნახევრად შიშველს შევუარდი ოთახში და იმისაც შემრცხვა დამლაგებლად რო ვმუშაობ მასთან, მაგრამ არ ვაპირებ ვიღაც იდიოტის გამო სამსახურიდან წამოსვლას! მე ჩემი ცხოვრება და მიზანი გამაჩნია. მინდა გაბრიელის მოძებნა მაგრამ არვიცი როგორ და სად ვეძებო, ერთადერთი რაც შემიძლია აგენტის დაქირავებაა და ამისთვის ბევრი ფული მჭირდება. პირველი დღე კოლეჯში ? ჰაჰ არც კი მკითხოთ. შევიძინე თუ არა მეგობრები? არც ეგ მკითხოთ, რადგან არა არავინ შემიძენია აქ ისეთი ცივი ხალხია, ყველა ერთმანეთს დასცინის, განსაკუთრებით მსუქან ამიკოს. დასვენებაზე კაფეტერიაში ვზივარ და ცხელ ყავას ვსვავ. -გამარჯობა? მეგობრულები არიან ხო?(მეკითხება მსუქანი ამიკო ) -გამარჯობა! არც თუ ისე ( გავიცინე ) - მე ამიკო მქვია! ცნობილი როგორც მსუქანი ამიკო -ანა, ანა მონდგომერი -სასიამომნოა! - ჩემთვისაც! ყოველთვის ასეთები არიან? ( ვეკითხები ამიკოს) -კიი ეჭვიც არ შეგეპაროს ( მითხრა და წავიდა) - სასაცილო არაფერი გაქვს! ( დავუყვირე ამიკოს ) -მაქვს! ( მითხრა და გზა გააგრძელა უკან გავეკიდე ) - რატო? იმიტო რო ეს მათ გითხრეს? თავის თავზე შეყვარებულებმა ! ისეთი ვე ხარ როგორიც ისინი არიან! - მართლა?! ( ამდროს ვიღაცა ქერა გოგომ ჩაიარა და მიაძახა -დროა დიეტაზე დაჯდე ამიკ უკვე ვენერას ძროხას გავხარ! -ხო ხედავ!? ესენი ასე არ ფიქრობენ. ( წავიდა განაწყენებული ) ვერ ვხვდები რასაჭიროა ასეთი ცინიზმი! (ვფიქრობ გულში) -გამარჯობა ! ანა ხო? ( მეკითხება გაპრანჭული გოგო) - კი -რა საყვარელიხარ ! (მეუბნება და ცოტა არიყოს დავიბენი) - მადლობა! -მაგრამ იმდენად არა რო შეყვარებული წამართვა,გასაგებია? (ამის გაგონებისას უნებურად სიცილი ავტეხე რადგან წარმოდგენაც არ მაქვს ვინაა მისი შეყვარებული! (უკან წამოვედი ) ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.