შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთარიღო დღეები (2)


9-04-2015, 00:02
ნანახია 4 566

იმ ღამით პირველად ვიგრძენი თავი ქალად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქციელი ეწინააღმდეგებოდა ჩემს ინტერესებს, ვცდილობდი არ მიმენიჭებინა ფაქტისთვის „უცხო ბიჭთან დაკარგული ქალიშვილობა“ იმდენად დიდი მნიშვნელობა, რომ ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო გაერთულებინა.
ვერ ვივიწყებდი შეგრძნებებს, რას მასთან ყოფნის დროს მქონდა. რაღაც მომენტში დავრწმუნდი, რომ უნდა შევიცვალო... უნდა ვიყო ქალი და არა ჩემნაირი, უსქესო არსება, რომელსაც არასდროს ჰყოლია შეყვარებული და არასდროს განუცდია სასიამოვნო შეგრძნებები.
მაგრამ, როდესაც ამ ფაქტს სხვა კუთხიდან შევხედავდი, ვხვდებოდი, რომ ვუღალატე პრინციპებს და ზუსტად ვიცოდი, რომ თუ მამაჩემი და ჩემი დედინაცვალი ამ ამბის შესახებ გაიგებდნენ... არაფერი მოხდებოდა კარგი!
რომ მეგონა რაღაც კარგი გარდატეხა მოხდა ჩემს პიროვნებაში, ჩემს გონებაში წამოჭრილმა პრობლემამ ყველაფერი კარგი ჩაკლა: ახალიც და ძველიც. მე, გოგო, რომელიც ვცხოვრობ საქართველოში, სადაც „ქალიშვილობის ინსტიტუტია“ და მყავს მამა, რომელიც მისი ერთგული მხარდამჭერია... ძნელია არ იფიქრო შედეგებზე, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ამაზე მაშინ მეფიქრა, გაბრიელთან სექსი სანამ მექნებოდა.
ახლა კი მორალურად უნდა მოვემზადო მივიღო ჩემი თავი „ასეთი“ და გავუმკლავდე ჩემს პიროვნებაში წამოჭრილ წინააღმდეგობებს.
იმედია გამომივა... და უფრო გულჩათხრობილი არ გავხდები, ვიდრე აქამდე ვიყავი. მე ხომ ვცდილობ დავჯაბნო ის!

***
სალომეს დაბადების დღის შემდეგ, რამდენიმე დღე იყო გასული. რა თქმა უნდა, გაბრიელი ვინ იყო არ ვიცოდი და არც ვაპირებდი სალომესთვის მის შესახებ მეკითხა. რაც მოხდა მოხდა, ამას ვერც მე და ვერც გაბრიელი ვერ ვუშველით.
დედაჩემთან დარეკვა გადავწყვიტე. რამდენი ხანია აღარ დავლაპარაკებივარ. ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, რაღაცაზე გამიბრაზდა და სკაიპი გამოვრთე, არც შევსულვარ მას შემდეგ. რა დაუდევარი და უმადური საქციელია ჩემი მხრიდან. იქნებ, ნერვიულობს რომ არ დავურეკე?!
სამეცადინო მაგიდაზე დახვავებულ წიგნებს, რვეულებსა და ფურცლებს შორის ძლივს მივაგენი ლეპტოპს, საწოლზე მოვკალათდი და ჩავრთე. მეგონა საუკუნე გავიდა, სანამ ჩაირთვებოდა. კომპიუტერიც დამიძველდა, დამივირუსდა და windows-ს განახლება უნდა. სად მაქვს ახლა მე ამის ფული?!
როგორც იქნა ჩაირთო, თუმცა სულ ტყუილად, ინტერნეტი გათიშული ყოფილა. ნერვები მომეშალა. დედაჩემს ტელეფონზე მივწერე, რომ კარგად ვარ და არ ენერვიულა, თანაც ბოდიში მოვუხადე ჩემი საქციელის გამო.
არ მახსოვს ოქტომბერში ასეთი საშნინელი ამინდი ყოფილიყოს. ძირითადად, ქარია ხოლმე, ახლა კი ყოველდღე წვიმს, რაც ჩემს ისედაც ცუდ განწყობაზე, უარესად მოქმედებს. დიდხანს ვიდექი ფანჯარასთან, თვალი მოპირდაპირე მხარეს მდგარ შენობაზე მქონდა გაშტერებული და რეალობას გამოვთიშვოდი, ერთადერთი, რაც ჩემს გონებას არ შორდებოდა, გაბრიელზე ფიქრი იყო. ისეთი გოგოსთვის, როგორიც მე ვარ, რომელსაც არ ჰყოლია შეყვარებული, არ უკოცნია ბიჭისთვის, ნორმალურად არც დალაპარაკებია მათ, ძნელია შეეგუო იმას, რომ სრულიად უცნობ ბიჭთან დაკარგე ქალიშვილობა, თანაც უგონო მდგომარეობაში.
ეს მინიმუმ სირცხვილი, მაქსიმუმ კი... არც კი ვიცი რა ვუწოდო ამ საქციელის მაქსიმუმს!
აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რომ ამ ფაქტზე აღარ მეფიქრა და დავბრუნებოდი ჩემს ძველ „მე“-ს. ხან რას მივედებოდი, ხან რას. ოთახი რომ საუკუნის დასალაგებელი მქონდა, ისიც კი დავალაგე. ერთმანეთში აჯაფსანდალივით არეულ-დარეული ტანსაცმელი გადმოვყარე კარადიდან და ლამაზად დაკეცილბი ჩავაწყვე შიგნით. გულს მირევდა ყოველი სამოსის შეხება, რადგან მახსენდებოდა, რომ მე არ ვარ ლამაზი სხეულის ფორმების მქონე და არავის მოვწონვარ. მარტო ბიჭებს კი არა, გოგონებსაც არ აქვთ ჩემთან მეგობრობის სურვილი.
ოთახის დალაგებას რომ მოვრჩი, ისევ ლოგინზე ჩამოვჯექი და კედელს მივეყუდე. საქმეც გამომელია... სამეცადინოც არ მაქვს, წიგნის წაკითხვის ხასიათზეც არ ვარ... რა გავაკეთო?!
ბოლოს მუსიკის მოსმენა გადავწყვიტე, რადგან ინტერნეტი გათიშული იყო, ტელეფონზე ჩავრთე GABRIEL VITEL – FEELING BETTER და სტვენას მოვყევი. ოდნავ გამომიკეთა ხასიათი, თუმცა ის ფაქტი, რომ მომღერალსაც გაბრიელი ერქვა, ნერვებს მიშლიდა და ისევ მასთან დაკავშირებულ წუთებს მახსენებდა.

ფაქტი ერთი იყო, მე ვაგრძელებდი ცხოვრებას და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში მიედინებოდა... არ გადმოუხეთქავს მდინარეს კალაპოტები, არც ჯებირები დასჭირვებია.
დილით უნივერსიტეტი, საღამოს დაღლილ-დაქანცულს ნახევარ საათიანი დასვენება და მერე მეცადინეობა...
თუ ვინმე ხართ ჩემნაირი კარჩაკეტილი პიროვნება, ეს ყოველდღიურობა სასიამოვნოც კია ჩვენთვის, დამეთანხმებით ალბათ?!

***
როგორც ყოველთვის, ჩემს ოთახში ვიჯექი ჩემთვის, მშვიდად, წყნარად. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. გავაღე და დედინაცვალი არ შემრჩა?! გამიკვირდა, იშვიათად მეკოტაქტებოდა და ახლა რა ბზიკმა უკბინა-მეთქი?!
-მაღაზიაში ჩამეგზავნე. - ჩვეული ცივი გამომეტყველებით მომჩერებოდა. აჰ, რა ენდომებოდა, თუ არა ეს?! ამასაც ახლა ის არ აწუხებდეს, რამე მჭირდება თუ არა და დაინტერესებული არ იყოს ჩემი მდგომარეობით.
-გამოვიცვლი და ჩავალ. - კარები ცხვირწინ მივუხურე და ამოვიოხრე.
ყავისფერი სარაფანი ჩავიცვი, ნახევარ მკლავზე და თხელი ჟაკეტი მოვიცვი. ფეხზე მაღალძირიანი ბატინკები ჩავიცვი დ ოთახიდან გავედი.
-რა ამოვიტანო? - გავძახე სამზარეულოში მყოფ თამუნას და მამაჩემს გავუღიმე, რომელიც სავარძელშ იჯდა და ტელევოზორს უყურებდა.
-რა კარგად გამოიყურები, შვილო. - აღტაცებულმა შემავლო მზერა ზურამ. გამეცინა, ან ირონიულ სიცილს უფრო დავარქმევდი ამას, ვიდრე ჩვეულებრივს.
-მამაშენს ლიკანი და სიგარეტი უნდა, კიდევ სარეცხი მანქანის ფხვნილი მინდა. ა, ჰო, ყავა და შოკოლადი წამოიღე, რაც მთავარია. ფული აქაა, აიღე.
თვალები გადავატრიალე, სამზარეულოში შევედი და მაგიდაზე დადებული 50 ლარიანი ავიღე.
-ცოტა ხანში ჩემი მეგობრები მოვლენ, იმედი მაქვს არ შეგვაწუხებ. - დაბალ ხმაზე დაისისინა დედინაცვალმა. ავხარხარდი. რა ძალიან შემეცოდა, რომ იცოდეთ. მეტი საქმე არ მაქვს ეს და მისი დაქალები „შევაწუხო“ ან საერთოდ მათი დანახვით მოვიშალო ნერვები.
-შეგიძლია მშვიდად იყო, მამაჩემი მაინც ტელევიზორს უყურებს და არ ისმის იქ ხმა, ასე რომ ვერ გაიგონებს. - ცინიკური ღიმილი „მივუძღვენი“ და სახლიდან გავედი, როგორც ყოველთვის, გაღიზიანებული.
კიდევ უფრო ძლიერად წვიმდა, ვიდრე ცოტა ხნის წინ. ერთიანად გავილუმპე სადარბაზოდან გასვლისთანავე. ფულს ძლიერად ვბღუზავდი ხელში, რომ არ დასველებულიყო, თორე რა გაუძლებს თამუნას ყეფას?!
ქუჩა გადავკვეთე და რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარი მაღაზიისკენ წავედი სწრაფი ნაბიჯევით. კიდევ კარგი, ბევრი ხალხი არ იყო და არ მომიწია ლოდინი.
-Jacobs monarch-ი მინდა, ლიკანი, სიგარეტი და აი ის... - თითით ვაჩვენე.- შოკოლადი.
-ახლავე. - სანდომიანი ღიმილით გამიღიმა ახალგაზრდა გოგომ და პარკში ჩამიწყო ნავაჭრი.
მალევე ავედი სახლში. თამუნამ პარკიდან ამოალაგა, რაც ვიყიდე და თვალებმოჭუტულმა შემომხედა.
-რა გჭირს შენ? რაღაც ვეღარ გცნობ ამ ბოლო დროს. - დაისისინა. გულში გამეცინა, თუმცა გარეგნულად არაფერი შემტყობი, როდის მცნობდა, რო, ამ ბოლო დროს რომ ვეღარ ვეცვნე?! - სარეცხი მანქანის ფხვნილი რომ დაგაბარე, სადაა აბა? - იყვირა.
თვალებგაფართუებულმა შევხედე ნავაჭრს, მართლაც არ იყო ფხვნილი. არადა რამდენჯერ „გადავიმეორე“ გონებაში, სანამ მაღაზიამე მივიდოდი, თუ რისი ყიდვა მინდოდა და მაინც დამავიწყდა.
ღმერთო, რა გამოუსადეგარი არსება ვარ!
უხმოდ შევბრუნდი და ისევ ჩავედი მაღაზიაში. ამჯერად არ გამიმართლა, შედარებით ბევრი ხალხი იყო. წეღან დასვენებული და ახლა დამატებული სველი ჟაკეტი და სარაფანი ტანზე მეკვროდა და უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა. ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სახლში, რომ გამომეცვალა.
-ჰეი, ჯუნა, როგორ ხარ? - მომესმა ხმა ჩემს უკნიდან. გაკვირვებულმა შევკარი წარბები, არ ვიცოდი ვის ეკუთვნოდა სიტყვები და მისკენ მივბრუნდი...
ბედი არ უნდა ყველაფერს?! დგას ჩემს წინ გაღიმებული გაბრიელი და მიყურებს. ვინატრე, გამსკდომოდა მიწა და ჩავეტანე, მაგრამ სულ ტყუილად. გაკვირვებისგან შეკრული წარბებმა შუბლის მიმართულებით გადაინაცვლეს და ვერც კი ვფარავდი მისი მოულოდნელი ნახვისგან გამოწვეულ დაბნეულობას, ისე ვუყურებდი ემოციათა მრავალფეროვანი სახით.
-რავი.. - ამოვილუღლუღე. - შენ?
ო, ღმერთო, წარმომიდგენია რას ფიქრობს ჩემზე. პირველივე ნახვაზე ლოგინში ჩავუგორდი და ახლა ვდგავარ მის წინ იდიოტის სიფათით. მიკვირს, გული რატომ არ ერევა?!
-მე კარგად. - ისევ მიღიმოდა.
ახლაღა შევათვალიერე მისი გარეგნობა. მუქი სქელი შავი თმა შუბლზე ჩამოყროდა, გრძელი წამწამები განსაკუთრებულ იერს სძენდა მის ისედაც მიმზიდველ გარეგობას. სახეზე შეხედვისას, პირველად მისი თვალებისკენ გაგექცეოდათ მზერა, ძალიან შავი, დიდრონი და წყლიანი თვალები ჰქონდა, თანაც თავისუფლად უწოდებდით მას ჭროღას.
გონებაში უკვე შევარქვი გაბრიელს „ჭროღათვალებიანი“. აუცილებლად მიიპყროდა თქვენს ყურადღებას, მისი ლამაზი ტუჩები და თეთრი, ჩამწკრივებული კბილები. საკმაოდ მაღალი იყო ჩემზე, იმის ფონზე, რომ მეც მაღალი მეთქმოდა.
ჩემი რიგი დადგა, სწრაფად შევბრუნდი სალაროსკენ და გამყიდველს ფხვნილი ვთხოვე, პარკს ხელი დავსტაცე და აღარც შემიხედავს გაბრიელისთვის, ისე გამოვედი გარეთ. ერტი კი გავიგონე მისი დაძახებული „მოიცა“, მაგრამ ყურადღება არ მიმიზცევია და თითქმის სირბილით მივედი ჩემს კორპუსამდე.
სახლშ რომ მივედი ვქოშინებდი, გული ამოვარდნას მქონდა და აწითლებული ვიყავი სახეზე. გხვნილი დედინაცვალს მივუტანე და ოთახში შევედი გამოსაცვლელად. ინტერნეტი შევამოწმე, ჩართულიყო.
კარგია, დედაჩემს მაინც დავურეკავ და გულს გადავაყოლებ...

***
გადავწყვიტე, დიეტაზე დავდგე. 1-2 ზედმეტი კილოგრამი რომ მაინც მიხვდეს, თავიან სიზედმეტეს და მომშორდნენ, კარგია ჩეთვისაც და მათთვისაც, მადლია ბოლოს და ბოლოს. ინტერნეტში წავიკითხე წიწიბურის დიეტაზე. მთელი დღეები მის მეტი არაფერი უნდა ვჭამო, არ ვიცი რამდენად შევძლებ, მაგრამ ვცდი!
პირველი დღე კოშმარი იყო. ძალიან ცუდად ვიყავი შიმშილის გამო, მიუხედავად იმისა, რომ წიწიბურა ნაჭამი მქონა, მაინც არ დაკმაყოფილდა კუჭი და ძალიან მაწუხებდა. სისუსტეს ვგრძნობდი და თავიც მტკიოდა. გაბრუებული დავდიოდი. ძლივს მოვაბი მეცადინეობას თავი. მამაჩემმა რომ გაიგო, ჩემი დიეტის და მასთან თანმხლები ჩემი ცუდად ყოფნის გამო, გაგიჟდა, ლამის ძალით მაჭამა საჭმელი, მაგრამ მაინც არ ვუღალატე პრინციპებს და არაფერი ვჭამე.
დედინაცვალს რეაქცია არ ჰქონია. სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ფეხებზე ვეკიდეთ მეც და ჩემი დიეტაც. მართალია, სულ აღნიშნავდა ჩემს ზედმეტ წონას და ამის გამო კიდევ უფრო მძულდებოდა საკუთარი თავი, მაგრამ არ მიგვრძნია მისგან მხარდაჭერა, როდესაც დიეტის შესახებ გაიგო. ხომ შეიძლებოდა, რომ მოეწონებინა მაინც ჩემი საქციელი, ეთქვა ცოტას მაინც დაიკლებ და კარგიაო?! მაგრამ არა, არაფერი უთქვამს. პირიქით, ამრეზით გადმომხედა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.
დავრწმუნდი, რომ რაც არ უნდა გავაკეთო, არ შევუყვარდები. შევუყვარდები კი არა, ნეტა უფრო მეტად არ შევზიზღდებოდე. 4 წელუია ვცდილობ ვიპოვო კითხვაზე პასუხი, თუ რა დავუშავე მას, რატომაა ჩემს მიმართ უარყოფითად განწყობილი, მაგრამ დღემდე ვერ ვიპოვნე.
როგორც უკვე ვთქვი, არც ისაა ჩემი ბრალი, შვილი რომ არ უჩნდება და არც ის, მასზე არე რომ შეხვდა მამაჩემი დედაჩემს და მისი პირველი ცოლი რომ იყო, რის გამოც გავჩნდი მე, ჩემდა საუბედუროდ.
რა აზრი აქვს ჩემნაირი ადამიანის ცხოვრებას?! ან ჰქვია კი ამას ცხოვრება?! ეს უფრო ბრძოლაა, გამუდნებული ბრძოლა საკუთარი თავისა და სხვათა წინააღნდეგ,და ბოლოს, გამარჯვებული არცერთია... ისევ ცხოვრება იმარჯვებს და ისეა ყველაფერი, როგორც მას სურს.

***
რამდენიმე დღე გავიდა ჩემი დიეტიდან, თუმცა ისევ ვგრძნობ სისუსტეს. აღარც კი ვიცი რისი ბრალია ეს. 5 დღეში დაკლებული 3 კილოგრამით, უზომოდ კმაყოფილი ვიყავი და მგონი შემიყვარდა კიდეც ჩემი თავი.
უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი, თავი შეუძლოდ რომ ვიგრძენი და კიბეებზე ჩამოვჯექი. თავბრუ მესხმოდა და გულის რევის შეგრძნება მქონდა. არა და არ გადამიარა.
სახლამდე როგორ მივაღწიე აღარც კი მახსოვს. მამაჩემს რომ არაფერი შეეტყო სამეცადინო მოვიმიზეზე და ოთახში შევიკეტე. ლოგინზე წამოვწექი და ვეცადე დამეძინა. როგორც იქნა ჩამძეინა...
***
მთელი საღამო მეძინა, დაღლილმა ღამეც გადავაბი და ისე გამოვიდა, რომ უნივერსიტეტში მოუმზადებელი წავედი. კიდევ კარგი სემინარი არ მქონდა, თორემ ვერ მივიღებდი კარგ ქულას. ლექციაზე რომ იტყვიან, გაძლებაზე ვიყავი. ძლივს გავიდა 2 საათი, რას გველაპარაკა ლექტორი, არც მესმოდა. ყოველ წუთას ველოდი, რომ გული ამერეოდა ან გული წამივიდოდა.
ჩემმა კურსელმა ბაჩომ შემატყო ცუდად ყოფნა, არ მომეშვა, მითხარი რა გჭირსო, რას ვეტყოდი, რაც მე თვითონაც არ ვიცოდი? დიეტას დავაბრალე ყველაფერი. გაეცინა, ძალიან კარგად გამოიყურები და დიეტას ნუ მოაკვლევინებ თავსო.
უნივერსიტეტიდან მარტო გამოვედი. ქუჩას მივუყვებოდი, კიდევ კარგი წვიმას გადაეღო, თორემ დასველება ნამდვილად არ იმოქმედებდა ჩემზე კარგად.
ჭავჭავაძეს დავუყევი ფეხით და რუსთაველზე ჩვედი. ძაალიან ცუდად ვგრძნობდი თავს.
რუსთაველის მეტროთან ვიჯექი სკამზე და მეტროდან გამოსული ხალხის ყურებით ვირთობდი თავს. ერთ გოგოზე მიმეყინა მზერა, დავინახე რა მისი გაბერილი მუცელი, ჩემი მუცლისკენ წავიღე ხლი ინსტიქტურად და ჩემი ფიქრებისგან გაოგნებულმა მუცელს დავხედე. ნუთუ შესაძლებელია? არა, არა, ეს როგორ, ჩვენ ხომ მხოლოდ ერთხელ ვიყავით ერთად და... თეორიის დონეზე ვიცოდი, რომ ერთხელ სექსის ქონით კი დაორსულებულან, მაგრამ რატომ აღვმოვჩნდი მათ რიგებში მეც? რა ვქნა ხლა? არა, არა, მე ხომ ზუსტად არ ვიცი ჯერ. უნდა დავრწმუნდე, მანამდე ტყუილად აარ ვინერვიულებ მოსალოდნელ შედეგებზე. სწრაფად წამოვდექი ფეხზე, თავბრუ დამეხვა და თვალებში დამიბნელდა. ღრმად ჩავისუნთქე, ძალები მოვიკრიბე შეძლებისდაგვარად და აფთიაქისკენ წავედი.
ნამდვილად არ მქონდა ექიმთან მისასვლელი ფული, რომ დავრწმუნებულიყავი, ორსულად ვარ თუ არა, ამიტომ რამდენიმე ორსულობის ტესტი ვიყიდე და ნახევარ საათში უკვე სააბაზანოში შეკეტილმა ვიცოდი პასუხი: მე ორსულად ვარ!!!
დანამდვილებით არ ვიცი, გამიხარდა თუ არა. ეს რომ პრობლემებს შემიქმნიდა ოჯახის წევრებთან ვიცოდი, მაგრამ არცერთი წამით მიფიქრია ბავშვის მოცილება. ეს უდიდესი ცოდვაა და არ ვაპირებდი ამ ცოდვაში ფეხი ჩამედგა.
ფეხაკრეფით გავიძურწე ჩემს ოთახში. ემბრიონის ფორმა მივიღე ლოგინზე წამოწოლილმა და დავფიქრდი...
რა იქნება მომავალში?
რა მელის ხვალ?
რა გველის მე და ჩემს შვილს?
.....



№1  offline წევრი Goldhanded

vaime deida ra dastresili xaaar

 


№2  offline წევრი Bero)))

კაია love და საინტერესეოც, გააგრძელე love

 


№3  offline წევრი marisa

ანუ ორსულად არის... არ ვიცი, რად დააპირებს?! ძალიან მაინტერესებს.. საინტერესოდ წერ, ჭორფლიანო გოგონავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent