შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?! (თავი 2)


9-04-2015, 00:15
ავტორი llella
ნანახია 7 426

ტელეფონი გათიშა და მე მომიბრუნდა...
-კაი წავედი მე და ჭკვიანად იცოდე - როგორც წესი შუბლზე მაკოცა- ლელა კარგად-მასაც გაუღიმა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
-აეეეე, გამოფხიზლდი, შევედით ეხა სკოლაში-ჩავყვირე ყურში და გვერდით გავხტი მისი მოქნეული ხელი რომ ამეცილებინა.
-აუ რა ველური შენ მყავხარ რააა-დამიცაცხანა მისებურად.
-შენ კიდე ლექსოს სატრფო ხარ-ენა გამოვუყვი, არც მან ჩამომრჩა.
-ლელუკა რას შობი როგორ ხარ? დღეს ძალიან ლამაზი ხარ!-მოგვიახლოვდა ზემოთხსენებული ნიკა ბაჯელიძე, ნუ ჩემმა ძმამ კბილებს დავაყრევინებო რო თქვა აი ეგ.
-გაგიმარჯოს ნიკა-გაუღიმა ლელუკამაც
-ლელა რაღაც მინდა რომ გითხრა-ლელამ დააპირა პასუხის გაცემა მაგრამ არ ვაცადე
-აუუუუ ნიკა მისმინე, ეხლა გვეჩქარება და მერე იბაასეთ რაა-ერთი კარგად შევუღრინე და ლელუკა გამოვათრიე იქედან.
კლასში შევედით და ზარიც დაირეკა, როგორც კი გაკვეთილი დაიწყო იმწამსვე მივუბრუნდი ლელუკას.
-რა გაგიმარჯოს ნიკა გოგო?!-შვუღრინე გაბრაზებულმა
-რა გინდა? არც მივსალმებოდი?
-არა! რა საჭიროა ყველას ესალმებოდე არ მესმის?! ან რა უნდა შენგან?-გაბრაზებული ჩავაშტერდი თვალებში
-რავიცი შენც იქ რ იყავი? რაც შენ გაიგონე ის გავიგონე მეც-გაიცინა ლელუკამ
-რა გაცინებს გოგო?!-კაი მოხუცივით შევიცხადე- ეგ რო ლექსომ გაიგოს ჩათვალე პროტეზს იყიდის ეგ საცოდავი, იმიტომ რომ ჩემი ძმა სიტყვას შეასრულებს! გარწმუნებ!
-აუუუუ მაგის სახელს ნუ ახსენებს ვაფშე რაა!-ვითო გაბრაზდა ქალბატონი
არაფერი აღარ მიპასუხია და მასწავლებლის მოსმენა გავაგრძელეთ. გაკვეთილებმა კარგათ ჩაიარეს, გახარებული ვიყავი რომ დღეს არ ვიყავი არსად წასასვლელი და მთელ დღეს სახლში ნებივრობაში გავატარებდი, თუ რათქმაუნდა ჩემ ჯერ არ შემდგარ სიმყურდოვეს და სიმშვიდეს ლექსოს ძმაკაცები არ დამირღვევდნენ...
სკოლიდან გამოსულმა ლელუკას შევთავაზე, რომ სანამ სახლში მივიდოდით სკოლასთან ახლოს მდებარე კაფეში შესვულიყავით, ისიც რათქმაუნდა დამთანხმდა.
კაფეში შესვლისთანავე შევუკვეთე ატმის წვენი და შოკოლადის ნამცხვარი, ლელუკამ კიდე coca-cola და ხილის ტორტი შეუკვეთა. ჩვენთან ახლოს მდებარე მაგიდასთან 4 ახალგაზრდა ყმაწვილი იჯდა, მათი დაკვირვების ობიექტი კი როგორც შევამჩნიე ჩემი და ლელუკას ეგრეთწოდებული „შხვართი“ ფეხები იყვნენ, ერთი კარგად გამოვლანძღე გონებაში, და წვენის სმა გავაგრელე, ლელუკა ესეთ სიტუაციას არიდებს თავს და ახლაც შეამჩნია თუ არა 4 წყვილი თვალი როგორ გვიყურებდნენ ლოყები აუწითლდა და მე მომიბრუნდა
-აუ... თამუ წავიდეთ რაა-ხვეწნის ჰანგები ისმოდა მის ხმაში
-რატო? ჯერ დრო გვაქვს-შევიცხადე მე
-არა მაგიტო არა... აუ თამუ წავიდეთ რააა
-რატო გოგო ?
-აუ ნახე რაა როგორ გვიყურებენ
-მერედა გვიყურონ, ჩვენ რაა?!- გავიკვირვე- მე აქედან წამსვლელი არ ვარ, ჯერ ნაყინი არ მიჭამია-და ოფიციანტს დავუძახე-ორი ვნილის ნაყინი თუ შეიძლება-ღიმილით მივეცი შეკვეთა და ისევ ლელუკასკენ მივბრუნდი
-კი რაა ნუ ჩამოგტირის ეგ ლამაზი სახე
-წამო რაა ნერვები მეშლება ეგრე რო გვიყურებენ
-მე მეშლება ეხა ნერვები ეგრე რო იქცევი და ჰო, სანამ ნაყინს არ შევჭამთ აქედან არ გავალთ-გამოვიტანე განაჩენი და ახლად მოტანილ ნაყინს შევექეცი
დავამთავრეთ და ოფიციანტს კიდევ ერთხელ დავუძახე ანგარიშის გასასწორებლად, მაგრამ მან თანხა არ გამომართვა დ გამომიცხადა, რომ იმ 4 ბიჭიდან ერთ-ერთმა გადაიხადაო. გამიკვიდა მაგრამ არაფერი არ შევიმჩნიე და გარეთ გამოვედით.
ლელუკა სახლამდე მივაცილე, ყურსასმენები მოვირგე და გზა განვაგრძე. ვიღაც ამომიდგა გვერდით და დაჟინებით დამიწყო ყურება, მივბრუნდი და ის ბიჭი იყო ანგარიში რომ გადაიხადა.
-გამარჯობა, მე ბესო ვარ- საპასუხოდ უბრალოდ გავუღიმე
-რატო არ მელაპარაკები?! არ გინდა გავისეირნოთ?- და ხელის გადამხვია
-ხელი გაწიეთ!-შიშის ნოტები გაისმა ჩემს ხმაში
-წამო რაა ცოტახანი პარკში გავიდეთ, გავისეირნოთ
-არა თქო ყრუ ხარ?!-ხმას ავუწიე
-აუ ნუ წიკვინებ და წამოდი ეხა- ხელი ჩამავლო და პარკის მიმართულებით აიღო გეზი, როცა უცებ ვიღაცის ბოხი,ცივი და „ბოროტი“ ბარიტონი გისმა
-ხელი გაუშვი თორე მოგატეხე ხელები!-გაისმა უცნობის მბრძანებლური ტონი

გამარჯობააააა აი მეორე თავიც იმედია მოგეწონებათ ძალიან გამიხარდა წინა თავი რომ მოგეწონათ და მითხარით როგორია????



№1  offline წევრი Only DrEAmer

კაიაა ^^ მალე დადე შემდეგი ^^ <3 love

 


№2  offline წევრი llella

Only DrEAmer
კაიაა ^^ მალე დადე შემდეგი ^^ <3 love

მადლობა დიდი <3 ხვალ დავდებ შემდეგ თავს love feel

 


№3  offline წევრი Khaleesi

მაგარია გააგრძელე

 


№4  offline წევრი vighaca

Dzalian magaria❤

 


№5  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent