მომავალზე ყველა ფიქრობს (5)
ასე ვიყავით შუადღემდე. არაფერზე გვიფიქრია, მუდამ მაინტერესებდა შეუძლია თუ არა ადამიანს გაძლოს ფიქრის გარეშე? შეძლებია, თან ძალიან მარტივად. დიტოს ისევ ჩაეძინა და მივხვდი, რომ სანამ სახლში ყველა შეამჩნევდა ჩვენს საეჭვო გაქრობას ჯობდა წავსულიყავი. ოთახში გავედი ისევ დიტოს მაიკით, შხაპი მივიღე გამოვიცვალე, პირველ სართულზე არავინ იყო. გარეთ მზე და თბილი ჰაერი დამხვდა, გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა და მეიძულებინა თავი გამოსავალი მომეძებნა ამ არც თუ ისე სასიამოვნო სიტუაციიდან. ჩემს უაზრო სურვილს, ახირებას, გატაცებას დავანგრევინე ჩემი ცხოვრება? ქალიშვილობა ქორწილამდე ასეთ პატარა მონაკვეთში ჩავაბარე თითქმის უცხო ადამიანს? ეს რა გავაკეთე !! ასე, საღად და ნამდვილად რეალურად მსჯელობდა ჩემი გონება, ხვდებოდა რომ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ამ დროს გული თავის სტიქიაში იყო, ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, ისევ დიტოსთან იყო ოთახში, არც არაფერს ნანობდა ალბათ შესაძლებლობა, რომ ქონოდა ანალოგიურს გაიმეორებდა... - ჰეიიიი ჰოუუუუ რა გჭირს? - გამომაფხიზლა რეზის ხმამ, რომელიც იდგა და გაოცებული სახით მიყურებდა.- ნიცა ხო კარგად ხარ? ერთი საათია უკნიდან გეძახი ... - რაღაცაზე ჩავფიქრდი, სად იყავი დილიდან? - მაგაზე სასაუბროდ გეძებდი, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შენმა მეუღლემ დამირეკა, მითხრა საშუალება არ მოგცე კარგი ინტერვიუსთვისაც კი ამ კაცთან მარტო დარჩე და მეორე ნორას ჩაწერა მინდოდა მაინც საინტერესო იქნებოდა, ვერ ვიპოვე და ჩავწერე ერთ-ერთი მეზობელი სულ არაფერს ჯობიატქო ვიფიქრე, მაგრამ ნეტა არ მეთქვა ისეთები მოყვა არ ვიცი ფირს რა ვუყო. - ასეთი რა მოყვა? ან უბრალოდ მეზობლის ინტერვიუ რად გვინდა? - რაც აქ ჩამოვედით რამდენი საშინელება გავიგეთ ამ კაცზე, მაგრამ არ მჯეროდა ძაან ჯიგარი ჩანს დიტო, პროსტა ამ კაცს თუ დავუჯერებთ... - ჰე ამოღერღე დამელია სული რეზიიიიი!!!- რეზი ვერც კი ხვდებოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის დიტოზე ნატქვამი თითოეული სიტყვაც კი - რა და იმ მკვლელობის შემდეგ, არავის ჯეროდა დიტოს ეს საქციელი... - რა სისულეელა ხომ ხედავ მალავენ, მაგრამ ყველას ეშინია და ეზიზღებათ დიტო, ნუ გამონაკლისების გარდა, თუმცა პირში ვერაფერს - აქ მივხვდი, რომ რეზის საუბარი შევაწყვეტინე და უაზროდ დიტოს დაცვა დავიწყე, მეც არ ვიცი, რატომ. - ეგ რა შუაშია ნიცა, მაცადე გითხრა, ერთი გოგო მოსულა აქ ახლოს მდებარე სოფლიდან, მუშაობა უნდოდა თურმე ობოლი იყო, ბებია ზრდიდა. დიტოს ამ გოგოზე ძალა უხმარია, თურმე 1 წლის განმავლობაში აიძულებდა მისი ყველა სურვილი შეესრულებინა...- უბრალოდ აღარ მესმოდა რეზი რას ყვებოდა, გული მეგონა გასკდებოდა, მინდოდა მიწა გამხეთქოდა და გავმქრალიყავი, შემრცხვა ჩემი საქციელის, ჩემი თავი შემზიზღდა, რომ მსი კარგი კაცობა დავიჯერე, მკვლელი და მოძალადე, ღმერთო რა გავაკეთო... - ხოდა ვერ ვხვდები ფირს რა ვუყო? მონტაჯისას დიტოს ინტერვიუს მივაბა? - არ ვიცი რეზი, დავრეკოთ თბილისში და ვიკითხოთ, მე თავი არ მაქვს შოკირებული ვარ მონაყოლით დარეკე მოუყევი მაგ კაცმა რა თქვა და ვნახოთ რას გვეტყვიან. - ოთახისკენ გავემართე, როდესაც დერეფანში მორბენალი ბავშვი დავინახე, რომელსაც დიტო პატარა ბავშვივით ეთამაშებოდა მის მიმართ ისევ ძველი სითბო დასიყვარული ვიგრძენი, არა მე არა, გულმა იგრძნო გონებამ კი მაშინვე გაყინა ეს გრძნობა, დიტოს გვერდი ავუარე და ჩემს ოთახში ავედი. მივხვდი ბავშვი ნორას შვილიშვილი იყო, დავიჯერო ეს ამბავი? სხვა გზა არ მაქვს, ყველაფერი გამოგონილი ხომ ვერ იქნება, უნდა შევეგუო, რომ დიტო ჩვეულებრივი ფულიანი ნაძირალაა. საწოლზე კი არ ვიწექი მისვენებული ვიყავი, ვერ აღვწერ გული რას გრძნობდა, ფიქრიდან რეზის ხმამ გამომაღვიძა. - შეიძლება ცუნცულ? - შემოდი. - დავრეკე ... - მერე რაო? - დღეს რა სულ მაწყვეტინებ საუბარს, რაო და ჩასვით ნამდვილი სენსაცია იქნებაო ლიკამ მითხრა. - ლიკა ვინ არის? - ვინ და სპონსორი გამოუჩნდა ამ საქმეს, მარტო სტაჯირების პონტში არ ვართ გასამრჯელოსაც ავიღებთ და გაშუქდება კიდეც ჩვენი რეპორტაჟები... - მე გკითხე ლიკა ვინ არისთქო - შევატყვე, რომ ხმა დამეძაბა. - რა ხასიათზე ხარრრრრ... ვინ და სპონსორის თანაშემწე თუ ვიღაც ამის შემდეგ ყველა გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ. - აუ რეზი სისულელე გავაკეტეთ, მგონი ვიჩქარეთ, იქნებ არ არის სიმართლე. - შენ არ მითხარი დარეკეოო? - აუ არვიცი, გთხოვ მარტო დამტოვე - რეზი უკმაყოფილო სახით გავიდა, რა მჭირს? ორი წუთის წინ დარწმუნებული ვიყავი ახლა მგონია რომ დიტო მართალია და ცილს სწამებენ?! უნდა დაველაპარაკო. პირველ სართულზე ჩასვლას ვაპირებდი დიდ საათს შევხედე და უკვე საღამოს ათი სათი იყო, კიბეებიდან დიტოს საუბარი მომესმა, ამოვბრუნდი და მივხვდი, რომ ხმა ბავშვის ოთახიდან გამოდიოდა, ის რაც ჩემმა თვალებმა დაინახა არასდროს დამავიწყდება, ბევრი ფილმი მინახავს, ბევრი მეგობარი მამა მინახავს, მაგრამ ასეთი სითბოთი წაკითხული ზღაპარი ბავშვისთვის, სხვისი შვილისთვის, ჯერ არასდროს მინახავს, გაგაჯრიალებდათ მისი ხმა, რომ მოგესმინათ და მისთვის შეგეცედათ. - შემოდი. - სალაპარაკო მაქვს, დაბლა ვიქნები. - მოიცა, მოვდივარ, გიოს უკვე ძინავს - ბავშვს შუბლზე აკოცა, საბანი გაუსწორა, პატარა ვარსკვლავი ნათურა ჩართული დაუტოვა და კარები ფრთხილად გამოიხურა, ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი იყო ამ ადამიანში ყოფილიყო ძალადობა, აგრესია, ამ წამს მჯეროდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. მომიახლოვდა მომეხვია, მაკოცა და კაბინეტისკენ წამიყვანა. - დღეს ვერ გცნობ ნიცა. - რატო გიკვირს, გუშინ არც ისე სასიამოვნო ღამე მქონდა, მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი. - არც ისე სასიამოვნო? დარწმუნებული ხარ, რომ არ გისიამოვნია? - მოვიდა სავარძელთან დაიხარა და ვნებიანად მაკოცა. ვერ შევეწინააღმდეგე, ბოლოს გავბედე ხმის ამოღება - იმ წამებში შეიძლება სასიამოვნო იყო, მაგრამ მეშინია არ ვინანო. - არასდროს, გესმის არასდროს, ამას არ დავუშვებ, ყველაზე ბედნიერები ვიქნებით მე და შენ, შვილებიც გვეყოლება, აი გიორგი... - არა დიტო, ზედმეტად ასერიოზულებ, ჩვენ ერთად არ ვართ და ვერც ვიქნებით. - მარტო ერთად ვიქნებით კი არა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, სადაც გინდა იქ წმოვალ, როგორიც გინდა ისეთი გავხდები... - შეწყვიტე დიტო გთხოვ - ავდექი და უბრალდ ოთახიდან გამოვედი, იმ წამს ვფიქრობდი, რომ ასე აჯობებდა. დიტო უკან არ გაყოლია ნიცას, სერიოზული, არა უფრო შემზარავი სახით იჯდა თავის კაბინეტში და ფიქრობდა. რაზე? თვითონაც არ იცოდა. - გისმენთ. - ბატონი დიტო ხართ? - დიახ. - მე ბავშვთა სახლიდან გაწუხებთ, მისი დირექტორი ვარ ქ.მანანა. - დიახ ქ.მანანა მოიყვანეს უკვე გიორგი. - ზუსტად მაგ საკითხზე გირეკავთ, როგორც მოიყვანეს ისე წამოიყვანენ ხვალ დილით, გაფრთხილებთ სამართალდამცავების ჩარევა არ გახადოთ საჭირო და ხვალ ბავშვი ნებით გამოატანეთ. - ვერ მიგიხვდით? - რას ვერ მიმიხვდით? ... გაუცერებლად საუბრობდა ქ.მანანა. - გასაგებია, აქ რაღაც შეცდომაა, ყველაფერს გავარკვევ გპირდებით... - არაფერს გაარკვევთ ბ.დიტო, ჩათვალეთ, რომ გიორგი ნაშვილები აღარ გყავთ ის ხვალვე დაბრუნდება ბავშვთა სახლში. პირველ სართულზე ვისხედით, სიჩუმეში, რეზი წიგნს კითხულობდა, მე კი ნორა დეიდასტან ერთად დომინოს ვთამაშობდი. კიბეებზე ჩამომავალი დიტო, რომ დავინახე ჩემდა უნებურათ გამეღიმა, წელში გავსწორდი და მისკენ გავიხედე, ისეთი შემზარავი სახე ქონდა მივხვდი ეს ჩემი საქციელის გამო იყო, როგორ გამოვიქეცი კაბინეტიდან, რა ქაჯი ვარ. - რეზი კამერა ჩამოიტანე ინტერვიუს ვასრულებთ. - დღეს? - გაკვირვებულმა იკითხა რეზიმ, მე ხმის ამოღებასაც ვერ ვახერხებდი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ისე იქცეოდა დიტო თითქოს იქ არ ვიყავი. -კი დრეს, ხვალ დილითვე მიდიხართ. - სახლში ვბრუნდებით? - გაოცებას ვერ მალავდა რეზი. - სად და როგორ დაბრუნდებიტ ეგ ჩემი საქმე არ არის, ჩემი სახლიდან მიდიხართ. - რეზი მიხვდა, რომ ყველაფერი სერიოზულად იყო და კამერის ჩამოსატანად ავიდა. - დიტო, შვილო ეს რა... - ნორა ძალიან გთხოვ ჩემ საქმეებში ნუ ერევი, სამზარეულოში გადი. - შვილო... - ნორა გადითქო. - ბოლო ხმაზე იღრიალა დიტომ. - დიტო რა ხდება? ნუთუ ასე გაგაცოფა ჩემმა ნათქვამმა? - მე შენმა უგულობამ გამაცოფა, ამდენი წლის მერე გული გაგიხსენი და ანალოგიური ჭრილობა მომაყენე, შენს გამო შენს გამო...- ხელი აწია აშკარად სილის გარტყმა უნდოდა, მაგრამ ვე გაბედა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ცრემლიანი თვალები და დიტო? ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.