შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი IX)


9-04-2015, 17:49
ავტორი Skellington
ნანახია 1 827

- დღეს ჩვენ დიდი დანაკარგი განვიცადეთ, - წარმოთქვა დამბლდორმა და თვალი მოსწავლეებს მოავლო. - უპირველეს ყოვლისა, მსურს გამოგიტყდეთ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ, რომელიც დღეს აქ უნდა მჯდარიყო, - და მზერით ჰაფლეპაფის მაგიდას ანიშნა.
მხოლოდ ორი წყვილი თვალი არ უყურებდა დამბლდროს. სემი წინ იყურებოდა და შიგადაშიგ ხმამაღლა ოხრავდა. ჯორჯი ხანდახან მისკენ იხედებოდა და უფრო ძლიერად იჭერდა მის ხელს. დამბლდორის სიტყვები სემს კანკალში აგდებდა.
- სედრიკ დიგორი, - გააგრძელა დირექტორმა. სემი ოდნავ შეკრთა მისი სახელისა და გვარის გაგონებაზე. ჯორჯმა წყენით გახედა და ერთი ხელით მოეხვია. გოგონა ყინულზე ცივი იყო, - საოცრად შრომისმოყვარე, სინდისიერი და წესიერი ადამიანი იყო. მას ჰაფლეპაფის დამახასიათებელი მრავალი თვისება გააჩნდა. და რაც მთავარია, ის იყო ერთგული მეგობარი, - სემმა თავი მოკლედ დაუკრა ამ სიტყვებს, თვალები დახარა, თავი ვეღარ შეიკავა და უფლება მისცა ცრემლებს გარეთ გამოეღწიათ, - მათ, ვინც იცნობდნენ სედრიკს, დაკარგეს ისეთი ადამიანი, როგორსაც მეტჯერ ვეღარ შეხვდებიან. ის ყოველთვის მზად იყო ადამიანს დახმარებოდა. არ ეშინოდა სირთულეების და თავაწეული წინ მიდიოდა. - სემმა კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და თვალები დახუჭა. ერჩივნა ახლა ისტერიკებში ჩავარდნილიყო, ვიდრე ტკივილს მისთვის შიგნიდან ყველაფერი ამოეწვა. - ვფიქრობ, უნდა იცოდეთ, რომ სედრიკ დიგორი ვოლდემორმა მოკლა, - დაუმატა დამბლდორმა.
სემს სჯეროდა ჰარისი და არც არაფერში ადანაშაულებდა. უფრო მეტიც. გრიფინდორელებს ძალიან გაუკვირდათ, როდესაც სემი რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, ჰარისთან მივიდა და უთხრა: "მადლობა, რომ ჰოგვორტსში დააბრუნე". ამ შემთხვევის შემდეგ სემი კვლავ დადუმდა.
დირექტორი ტურნირზე, პოტერზე და გაერთიანების შესახებ ლაპარაკობდა, მაგრამ სემი აღარ უსმენდა. ჯორჯის შეხებასაც ვერ გრძნობდა. გოგონა ყველას ჩამოსცილდა და მხოლოდ ჯორჯი ცდილობდა მასთან ურთიერთობის შენარჩუნებას.
- ...ბოლო მოვლენების განვითარებამ ჩვენი მეგობრული კავშირები ისე გაამყარა, როგორც არასდროს. თუ ეს ყოველთვის გვემახსოვრება, გამოდის, რომ სედრიკ დიგორი ტყუილად არ დაღუპულა. და თუ არ დავივიწყებთ ამას, ნიშნავს, რომ ჩვენს გულებში ყოველთვის იცოცხლებს ეს ახალგაზრდა ბიჭი. თუკი ოდესმე მოგიწევთ არჩევანის გაკეთება ადვილსა და სწორს შორის, გაიხსენეთ, რა მოუვიდა კეთილ, მამაც, წესიერ და ბოლომდე ერთგულ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ შემთხვევით ვოლდემორს აღუდგა წინ. გახსოვდეთ სედრიკ დიგორი.
სემს ის ყოველთვის ემახსოვრება. სემი მას არასდროს დაივიწყებს.

***

- გთხოვ, რამე მაინც ჭამე, სემ, ცხოვრება უნდა გააგრძელო, - არიგებდა ანჯელინა გამგზავრებამდე.
- უბრალოდ ვალდებული ხარ. და ცოტაც გაისეირნე ხოლმე, - გაუღიმა ფრედმა და ხელი მხარზე მოუთათუნა. შემდეგ ანჯელინასთან ერთად იქაურობას გაცილდა და სემი ჯორჯის პირისპირ დატოვებს.
- ახლა მომისმინე: თვალებს ახამხამებ, სუნთქავ, ლაპარაკობ, სეირნობ, ჭამ, დადიხარ. იცხოვრე, სემ, გთხოვ! ეს ძალიან საჭიროა, ყველას გვჭირდები, არ გაბედო სულიერად დაცემა. არ გაპატიებ... უფროსწორედ, ჩემს თავს არ ვაპატიებ ამას, - ხმადაბალი ხმით შეასწორა ჯორჯმა, სემს სახე აუწია და თვალებში ჩახედა, - რომ ჩამოვალთ, უკვე უნდა იღიმოდე და პირს იქაფებდე ლაპარაკით. - სემმა მარცხენა წარბი ასწია და მის თვალებში გაღიზიანების ნაპერწკალმა გაიელვა. - ოჰ, სემ... - და ჩაიხუტა. - ბოდიში, არ გამოდის შენი წამოსვლა, თორემ გვერდიდან არ მოგშორდებოდი.
სემი ვერ ამჩნევდა, რომ ჯორჯმა მისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და ახლა უჩუალოდ ნაზად ეპყრობოდა. როგორც პატარა ბავშვს, ისე უფრთხილდებოდა. ჯორჯი ძალიან განიცდიდა მის ამბავს, რადგან სემი მოსიარულე ცხედარივით იყო. თითქოს დემენტორმა აკოცა და თავიდან ბოლომდე გამოფიტაო.
- მისტერ უისლი, დაგვიანება ხომ არ გწადიათ შემთხვევით? - დაგესლა მაკგონაგელმა.
- დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ, - ჩაიბუტბუტა ჯორჯმა და სემს მიუბრუნდა, - იცოდე, შენთან ვარ.
ბიჭი წავიდა, სემმა კი მზერით გააცილა. რა თქმა უნდა ხვდებოდა, რომ ჯორჯი მთელ დროს ახლა მხოლოდ მასთან ატარებდა, მაგრამ იგივეთი გოგონა ვერ უპასუხებდა. დრო სჭირდებოდა. მაგრამ რამდენი?..
ჯორჯი ცდილობდა სედრიკის ადგილი დაეკავებინა და ბიჭი შეეცვალა. ჯორჯს რომ სემისთვის ყურადღება მიექცია ჯერ კიდევ ქვიდიჩის ჩემპიონატზე, გოგონა დიგორის არ დაუახლოვდებოდა, არ დამეგობრდებოდნენ და არც ახლა იწვალებდა ასე. ჯორჯი ამაში თავის თავს ადანაშაულებდა.

***

სემი მარტო დარჩა. ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა, ბუს მის დაბადების დღეზე საჩუქარი რომ არ მიეტანა. საჩუქარი სედრიკისგან იყო. გამოდის, წინასწარ მოაწყო ამის ორგანიზირება. თითქოს იცოდა, რომ სემს მაგ დღეს ვერ ნახავდა. სემი წყნარად იყო, სანამ არ გაიგო, ვისგან იყო საჩუქარი. წერილი სწრაფად წაიკითხა და საჩუქარი ხელიდან გაუვარდა.
"სამანტა, გილოცავ დაბადების დღეს! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ! მაშინ ეს შარფი დამიბრუნე, ჰოდა მეც ვიფიქრე, შენ გაჩუქო. ბოლოს და ბოლოს ჰაფპელაფელს უჭერდი მხარს. ბოდიში, პირადად რომ არ მოგილოცე, მაგრამ გპირდები, როცა გნახავ - ჩაგეხუტები. სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით, შენი სედრიკი."
სემმა ჰაფლეპაფის შარფი აიღო და ჩააშტერდა. ისევ ეს მხუთავი ცრემლები... გოგონა საწოლზე დაეცა და ფაფუკი ნაჭერი მიიხუტა, რომლისგანაც სედრიკის სურნელი იგრძნობოდა. სემმა ასოციაცია მწვანე ვაშლთან მოახდინა...
სედრიკი არ უნდა მომკვდარიყო! მან კიდევ ბევრის გაკეთება ვერ მოასწრო. მეტისმეტად ახალგაზრდა იყო და ის ძალიან მოულოდნელად გამოემშვიდობა სიცოცხლეს. უფრო მეტიც! სიკვდილამდე მან ვერც კი მოასწრო იმის გააზრება, რომ ეს მისი ბოლო წამები იყო, რისი ამოკითხვაც სრულებით შესაძლებელი იყო მისი შეყინული, გაკვირვებული სახის გამომეტყველებიდან.
მაკგონაგელი სემს ბევრჯერ ელაპარაკა, თუმცა უშედეგოდ. სემს მისი ღიმილი და სიხარულით ელვარე თვალები წინ ედგა. ახსენდებოდა მისი სიტყვები. თითქოს ასეთი უბრალო, მაგრამ თურმე რამხელა დატვირთვა ჰქონია მის თითოეულ ფრაზას. ცუდია, რომ სემმა მის ერთი შეხედვით უაზრო ფრაზებს მხოლოდ ახლაღა მიაქცია ყურადღება. თურმე იმ უაზრობაში რამხელა აზრი დებულა! სემი არასდროს აპატიებს თავის თავს. უნდა მიეფურთხებინა თავისი თავისთვის და სედრიკი ბედნიერ ადამიანად ექცია, მაგრამ არა! ჯორჯი ადარდებდა! ადამიანი, რომელიც ზედაც არ უყურებდა. ადამიანი, რომელმაც მრავალჯერ დასწამა ცილი. ადამიანი, რომელიც არასდროს არ უსმენდა. ახლა უკვე გვიანი იყო. სემმა ბევრჯერ მოიხადა ბოდიში, თითქოს სედრიკს ხმას მიაწვდენდა...
მან საკუთარ თავს გადააბიჯა...
მან ბედნიერება ხელიდან გაუშვა... ვერ მოასწრო სედრიკისთვის იგივე გრძნობებით ეპასუხა. აბა, ჯორჯი, რომელიც მის გარეშეც ბედნიერი იყო, რას იფიქრებდა?!..

***

ეს ყველაზე ცარელა და მოსაწყენი ზაფხული იყო. ჯორჯი სწავლის დაწყებამდე დღეებს ითვლიდა. ძალიან უნდოდა სემის ნახვა და დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი რიგზე იყო. არდადეგების დროს ჯორჯმა მისი ამბავი ბევრჯერ მოიკითხა, მაგრამ მაკგონაგელის ერთი და იგივე პასუხებს იღებდა ყოველ ჯერზე: "არაფერი არ შეცვლილა".
მატარებლიდან ჯორჯი პირველი ჩავიდა. მეგობრებს არც დალოდებია. სკოლაში მისვლისას, ჰოლში ნაცნობი სილუეტი შენიშნა და ჯორჯმა მოწოლილი სიხარულისგან ამოიოხრა.
- სემ, - ბიჭი მომენტალურად მივარდა და ძლიერად ჩაიხუტა, - როგორ ხარ? წერილებზე რატომ არ მპასუხობდი? - გოგონა დუმდა, - მე ხომ ვდარდობდი, - ჯორჯს ლაპარაკი უადვილდებოდა, რადგან სემისგან არანაირ რეაქციას არ ღებულობდა.
- ჰო, რა ვიცი, - უპასუხა სემმა გულგრილად. ჯორჯმა წყენით შეხედა და დიდ დარბაზში წაიყვანა.
სემი იჯდა. ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. "შავი მაგიისგან თავდაცვის" ახალ მასწავლებელსაც კი, რომელიც სამინისტროდან იყო მოგზავნილი.
მიუხედავად ყველაფრისა, სემს შხამ-წამლები არ მიუტოვებია და კვლავ ბეჯითობდა მაგ საგანში. ყველაფერს იტანდა და ითმენდა, მაგრამ აი ამბრიჯის ტყუილს ვეღარ გაუძლო.
- ...და თუკი ვინმე, მისტერ პოტერის შეცდომას გაიმეორებს, გაკვეთილების შემდეგ დარჩება და გარკვეულ სასჯელს მიიღებს. თუ ვინმე იტყვის, რომ ბნელი ლორდი დაბრუნდა და უბედური დიგორი ზუსტად მან მოკლა...
- სედრიკი ვოლდემორმა მოკლა, - ნელა და გარკვევით წარმოთქვა სემმა. თავიც არ აუწევია. თვალებით აგრძელებდა მოპირდაპირე კედლის ბურღვას. ანჯელინამ სემს ფეხი დააბიჯა, ჯორჯმა კი უკმაყოფილოდ დახედა მერხს.
- ჰმ, მის პეის, კეთილინებეთ აბრძანდეთ და თქვენთვის არ ბუტბუტებთ რაღაც უაზრობებს, - სწრაფად მიახალა ამბრიჯმა დაშაქრული ხმითა და ტკბილი ღიმილით. სემი ადგა.
- ბოდიში მოუხადე... - გადასჩურჩულა ანჯელინამ.
- სედრიკ დიგორი ვოლდემორმა მოკლა, - გაიმეორა თავდაჯერებულმა სემმა.
- ეს ვინ გითხრათ? აჰ, გამახსენდა, პოტერმა და დამბლდორმა. და თქვენც ისეთი ჭკუათხელი ბრძანდებით, რომ ამ სისულელეს ასე მშვიდად იმეორებთ, - ამბრიჯი შესამჩნევლად აწითლდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ საფრთხე მოახლოვდა.
- არ ვიტყუები, - მკაფიოდ წარმოთქვა სემმა და დაჯდა.
- რადგან ასე დარწმუნებული ხართ, მის პეის, და ბედავთ, პედაგოგთან შეკამათებას ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს საღამოს ჩემს კაბინეტში გელოდებით. მისტერ პოტერის შემდეგ, თქვენ მოიხდით სასჯელს, - თქვა ამბრიჯმა და ჩაიკისკისა.
- ეს რა გააკეთე? - თავი გაიქნია ჯორჯმა, მაგრამ სემს ხმა არ გაუცია. სულ არ აინტერესებდა, რა სასჯელი ელოდა. არავის მისცემს უფლებას, სედრიკის ხსოვნა შეურაცხყოს!
- არსადაც არ წახვალ! - განუცხადა ჯორჯმა გაკვეთილის დასრულებისას.
- მაკგონაგელს უთხარი, - მხარი აუბა ფრედმა ძმას.
- არა, ეგ არაფერი. წავალ, - უპასუხა სემმა.
სემს არ აინტერესებდა ამბრიჯი თავისი სასჯელითურთ. ის ფარსი, რომელიც მის დათაფლულ ხმაში იგრძნობოდა, ისედაც უკვე ყველაზე დიდი სასჯელი იყო.
გოგონამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ამბრიჯმა უბრძანა, სანამ ხელზე ძლიერი ტკივილი არ იგრძნო. სემი ხელის ზედაპირს დააკვირდა, რომელზეც ამოკაწრული იყო "მე არ უნდა მოვიტყუო". თუმცა როგორც ჭრილობა გაჩნდა, ისევე მალე შეხორცდა.
- გააგრძელეთ მანამ, სანამ ეს აზრი ჭკუაში არ ჩაგიჯდებათ, - დაამატა დოლორესმა.
სემს ცხოვრებაში პირველად შესძულდა ადამიანი ასე უცბად.
გამოსვლისას სემს ხელით ეჭირა თავისი ნატკენი ხელი. მისკენ მაკგონაგელი მიიჩქაროდა.
- რა გჭირს? ოჰ, მერლინ! ეს როგორ გაბედა! - შესძახა მინერვამ. - საავადმყოფო ფლიგელში ადი, სასწრაფად! - პროფესორმა საჩქაროდ შეაღო კაბინეტის კარი.
- არა, თვითონ მოვუვლი ამას, - ჩაიბუტბუტა სემმა.
- დოლორეს, ეს რა სიგიჟეა! როგორ ბედავთ ამგვარი გზით სტუდენტების დასჯას, მითუმეტეს კი გრიფინდორელების?! ეს ხომ ჩემი კლუბია, მე რატომ არაფერი მკითხეთ? - ისმოდა კაბინეტიდან მაკგონაგელის გაოგნებული ყვირილი.
- სემ! - ეს ჯორჯი იყო. - რატომ წახვედი? ხომ გთხოვეთ, მაკგონაგელთან წასულიყავი, მე კი დავაგვიანე, უფრო ადრე უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში, - ბიჭმა სემის ხელს მოჰკრა თვალი. - ეს რა უქნია? - ამოიოხრა მან. - უნდა გაჩუმებულიყავი, ვიცი, ძნელი იყო, მაგრამ... - ჯორჯმა აღარ გააგრძელა და სემი ჩაიხუტა. გოგონას კი თითქოს არც შეუმჩნევია ეს.
- იცით მაინც, როგორი სულიერი ტრავმა მიიღო? ის მისი საუკეთესო მეგობარი იყო და ვინ იცის, იქნებ შეყვარბეულიც კი! ის გარდაიცვალა! ზეწოლას რატომ ახდენთ საბრალო გოგონაზე და რატომ უმძიმებთ სულს უარესად! - აგრძელებდა ყვირილს მაკგონაგელი. ჯორჯს სურვილი გაუჩნდა, მისთვის ყურებზე ხელი აეფარებინა, ეგ სიტყვები რომ არ გაეგონა.
- წამოდი, შენს ხელს უნდა მივხედოთ, - დაარწმუნა ჯორჯმა და საერთო ოთახში წაიყვანა. საჭირო მალამო მოიტანა და ჭრილობაზე დაიტანა. სემი არ ინძრეოდა. მხოლოდ ხელს ატოკებდა შიგადაშიგ, როცა ტკივილი განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობოდა. - თავს როგორ გრძნობ? - ჰკითხა აღელვებულმა ჯორჯმა, სემმა თავი დაუკრა. - ილაპარაკე მაინც.
- ყველაფერი რიგზეა, - ცივად მიუგო გოგონამ. ჯორჯმა სახეზე ხელები აიფარა. აღარ ჰქონდა იმედი, რომ სემს ხალისი დაუბრუნდებოდა.
- წადი, დაიძინე, გვიანია უკვე, - შეწუხებული ხმით წარმოთქვა ბოლოს. - ძილი ნებისა.
სემი ადგა და კიბეებისკენ წავიდა, მაგრამ შეჩერდა, ჯორჯს მიუბრუნდა და უთხრა:
- ძილი ნებისა, ჯორჯ, - და ოთახში ავიდა. ბიჭს ჩაეღიმა. ეს უკვე პროგრესი იყო.
ერთი კვირის შემდეგ ამბრიჯმა სემი დატუქსა, თმები რატომ გაქვს ჩემს გაკვეთილზე გაშლილიო. შემდგომ იმიტომ ასწია ერთი ამბავი, რომ სემმა თემას ორი წინადადება მოაკლო. ბოლოს კი დასაჯა კიდეც, რადგან გაერთიანებულ გაკვეთილზე რეივენქლოელი ბიჭი სემს გამოესარჩლა, რამაც ამბრიჯი წყობილებიდან გამოიყვანა.
ამჯერად სემმა გადაწყვიტა მაკგონაგელისთვის (და ასევე მეგობრებისთვისაც) არაფერი ეთქვა. პროფესორს ისედაც ბევრი საზრუნავი ჰქონდა. სემი კი ამ რეგულარული, ფიზიკური ტკივილის ულუფებს თვითონაც გადაიტანდა.
ჯორჯს ერჩივნა სემს ისევ სხვა ბიჭთან ესეირნა და კვლავ ისეთი ხალისიანი ყოფილიყო, როგორც ადრე, ვიდრე მის გვერდით მჯდარიყო და ასე გაუბედურებულისთვის ეყურებინა.

***

ჯორჯმა ანჯელინა ძლივს გამოტეხა და როცა გაიგო სადაც იმყოფებოდა სემი, იმავე წამს ამბრიჯის კაბინეტთან გაჩნდა. ცოტა ხანში კარი გაიღო და კაბინეტიდან დაღლილ-დაქანცული სემი გამოვიდა. ჯორჯი არც შეუმჩნევია, ისე გაემართა გრიფინდორის საერთო ოთახის მიმართულებით.
- სემ! - დაუძახა ჯორჯმა და გოგონას გაჰყვა. ხელი სისხლიანი ჰქონდა და ნაკაწრები უფრო გაღრმავებულიყო. - ხელი მომეცი, - ჯორჯმა ხელი მალამოთი დანამული ბინტით სწრაფად შეუხვია.
- მადლობა, - თავი დაუკრა სემმა.
- რატომ გვიმალავდი?
- არ იყო საჭირო გცოდნოდათ.
- რატომ? - გაიოცა ჯორჯმა.
- და რა შეიცვლებოდა რო? ეს ჩემი პრობლემებია და თვითონ მოვაგვარებ, - ხმადაბლა მიუგო სემმა.
- მაგრამ ვერ აგვარებ.
- როგორც შემიძლია, - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - წითელი მზე, - დაასახელა პაროლი და პორტრეტი განზე გაიწია. ჯორჯი და სემი ხვრელში შეძვრნენ და ცარელა ოთახში აღმოჩნდნენ. სემი დივანზე დაჯდა და ბინტი მოიხსნა.
- რატომ იხსნი? ჯერ ადრეა, - გააპროტესტა ჯორჯმა და ხელი დაუჭირა.
- რომ რამე მეხება, უფრო მტკივა, - წაიბუტბუტა სემმა, ჯორჯს ხელი გამოსტაცა და საქმე გააგრძელა.
სიჩუმე ჩამოწვა. სემს თვალები დახუჭული ჰქონდა, თუმცაღა ძილი არ უნდოდა. ჯორჯმა სახე ხელებში ჩარგო. ყველაფერი მისი ბრალია. ძალიან სუსტია და არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
- სემ, - ძლივს გასაგონად დაიწყო ჯორჯმა. - სემ, ბოდიში, გთხოვ, ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი. მე... არ ვიცი რატომ, მაგრამ... - ბიჭმა სემის სახე თავისკენ მიიბრუნა და ფრთხილად აკოცა.
ჯორჯს უყვარდა სემი, მაგრამ ეს ძალიან გვიან გაიაზრა. წამით სემმა თვალები დახუჭა და გრძნობებს მიეცა, მაგრამ მეორე წამს მის ტუჩებს დასცილდა, წამოხტა და შეშინებულმა შეხედა.
- ჯორჯ, ახლა არა, - თავი გაიქნია სემმა და უკან დაიხია.
- მიყვარხარ, - ყური არ ათხოვა ჯორჯმა, სემი ოდნავ შეცბა. ბიჭი წამოდგა და გოგოსკენ გადადგა ნაბიჯი: - ერთი წელია მიყვარხარ, ვეჭვიანობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი. არ გაფასებდი, მეგონა, სულ გვერდით მეყოლებოდი და სხვისკენ არ გაიხედავდი. მაგრამ როცა გაქრი და ჩამომცილდი, მივხვდი, ვიგრძენი, რომ უშენოდ არ შემიძლია. სპინეტი უბრალოდ შემცვლელი იყო...
- რას ბოდავ? - წაიჩურჩულა სემმა, თუმცა ყველაფერი მშვენივრად ესმოდა.
- ...დარწმუნებული ვიყავი, რომ სულ გვერდით მეყოლებოდი. მაგრამ როცა გაქრი... სპინეტი სულ არ მჭირდებოდა. დავუშვი, რომ გვერდი სხვისთვის დაგემშვენებინა, - აგრძელებდა ჯორჯი, სემი ზურგით კედელს შეეხო. ბიჭმაც ისარგებლა ამით და უფრო ახლოს მივიდა. - სემ, მაპატიე, ვერ ვხვდებოდი, თუ რამხელა ტკივილს გაყენებდი. შენზე სულ ვეჭვიანობდი, მაგრამ არ მინდოდა იმის აღიარება, რომ მიყვარდი! შენ შენი ცხოვრება გქონდა, მე - ჩემი, თუმცა ორივე მაინც ერთმანეთის ძიებაში ვიყავით. უკანასკნელი იდიოტი და არარაობა ვარ. ბოდიში, მე ვარ ყველაფერში დამნაშავე. არ შემიძლია გიყურო და ამბრიჯის საქციელი ავიტანო!.. თავს ინადგურებ, სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლე. მაშინ, ისეთ რთულ მომენტში მიგატოვე... იმის მაგივრად, რომ მომეპოვებინე, სპინეტთან ერთად ვატარებდი დროს...
- რას ბოდავ? - გაუმეორა გაურკვევლობაში მყოფმა სემმა. არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა. გული უფრო შეეკუმშა.
- შენგან არ ვითხოვ საპასუხო გრძნობებს. მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ იგივეთი მიპასუხებ... სემ, არ გატყუებ, მართლა მიყვარხარ, და...
სემი დუმდა. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ, ჯორჯმა კვლავ წამოიწყო:
- სემ... მაპატიე, მე... - მზრუნველი ხმით სთხოვდა პატიებას ჯორჯი.
- ჩუმად, - გამოსცრა სემმა. ორიოდე წამი არაფერი უთქვამს, შემდეგ წინ, ძალიან ცალსახად და მომენტალურად აღუდგა მომღიმარე სედრიკი, მისი ოდნავ მოწყენილი თვალები, რომლებიც მეჯლისის დროს, მასთან ცეკვისას იხილა, მესამე დავალების წინ მისი აღელვებული გამომეტყველება, გაქვავებული, ყინულივით ცივი სახე და ბოლოს მისი სურნელით გაჟღენთილი შარფი. - მე უკვე შევეჩვიე უშენობას და შენი გრძნობები სულ აღარ მჭირდება. - მკაცრად მოუჭრა გოგონამ, ოთახში ავიდა და განადგურებული ჯორჯი თავის თავთან მარტო დატოვა.

პ.ს. ეს მეცხრე თავია. წინა მერვე იყო... შემეშალა და შემთხვევით მეშვიდე დავაწერე წინა თავს. :დ "პარდონ".



№1  offline წევრი Mkitxveli

მშვენიერ!
ჩემი გულჩვილობისა რა ვთქვი, ჯორჯი რომ შემეცოდა :დ
მაგრამ არაუშავს, მოუხდება.
ძალიან საინტერესოდ წერ! რაღაც გარკვეული ფრაზები წკაპწკაპ უცბად გონებაში მებეჭდება,მომწონს.

 


№2  offline წევრი Skellington

MonsTer №13
draco male gamochndeba ? <3 <3

კი. <3 ჩემი ლამაზი ბიჭი ძალიან მალე გამოჩნდება. :3 :დდდდ

Mkitxveli
მშვენიერ!
ჩემი გულჩვილობისა რა ვთქვი, ჯორჯი რომ შემეცოდა :დ
მაგრამ არაუშავს, მოუხდება.
ძალიან საინტერესოდ წერ! რაღაც გარკვეული ფრაზები წკაპწკაპ უცბად გონებაში მებეჭდება,მომწონს.

აუ, ჰო. ჯორჯი ძალიან ცოდოა. რა მოვუხერხო, კი არ ვიცი.)) :დ

 


№3  offline წევრი Skellington

MonsTer №13
ise ki girsia djordji cota daitandjos :D ai fredis da semis urtiertobaze ki nervebi momeshala wina tavshi

უი, რატომ? ._. :დ გარყვნილი ავტორი ვარ, რა ვქნა. კიდევ ბევრ რამეს არ ვწერ. ;( :დდდდ

 


№4  offline წევრი Skellington

MonsTer №13
eee araa garyvniloba ra shuashiaa :D ubralod suleluri saqcieli iyo mati mxridan :D

Mati ara, misi. :3 Fredis. :D

 


№5  offline წევრი mariamii))

შემდეგს როდის დადებ???? ძალიან მაგარია love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent