შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩახშობილი გრძნობები არ კვდება (სრულად)


9-04-2015, 18:15
ავტორი მელანქოლია
ნანახია 5 376

ასე მარტივად, მშვიდად და წყნარად.
2წელი.
ყურებამდე შეყვარებული ნინი,მაგრამ ერთხელ უბრალოდ აირია ყველაფერი.
საერთოდ ყველაფერი.
როცა ადამიანს არ ხედავ, არ ეხუტები, ძნელია ფიქრით შეინარჩუნო ის.
არავინ იცის,რატომ ან რისთვის.
უბრალოდ და ძალიან ბანალურად:- ნინი, კარგად.
ნინიც უბრალოდ ადგა და წავიდა რადგან მას ასე უნდოდა. ბევრი ტირილის,ისტერიკების გარეშე.
2წელი ნინი და უცებ ვიღაც მარი. ვიღაც.
აირია ყველაფერი.
ნინი არსად ჩანდა. სოციალური ქსელიც გააუქმა,არანაირი ტელეფონი,უნივერსიტეტი, მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი დაიკიდა და ცივილიზაციას მოწყდა,არა ყველაფერი არა,იოანე არა, უბრალოდ არა, არ შეეძლო.
ნინი ზედმეტმა სიყვარულმა წალეკა, თუმცა არაფერს ნანობდა, ან რაუნდა ენანა.
მთელი თბილისი მათზე ლაპარაკობდა: იოანე და ნინი.
უამრავი ჭორი, თუმცა არცერთი მართალი.
რეალურად არავინ იცოდა რატომ მოხდა ასე. არც იოანემ ან იცოდა მაგრამ აღიარება არ უნდოდა.
რამდენჯერაც ძმაკაცებთან ნინიზე ჩამოვარდა ლაპარაკი იმდენჯერ გააწყვეტინა.
-ეს თემა დახურულია, მე და ნინი არ ვართ ერთად და ვსო. არ არის ამდენი ლაპარაკი ამ თემაზე ხო გაიგეთ?
-კაი სხვები ფეხებზე გკიდია და ეგ ყველამ იცის, მაგრამ ჩვენნ მაინც გვითხარი რა ხდება?
-არაფერი
-და რო გიყვარს არაუშავს?
-ხო ზუსტად ეგაა შუაში, მაგრამ ამას აზრი საერთოდ არ აქვს.
-და წარსული?
-რა მნიშვენელობა აქვს რა იყო ადრე..მაგ წარსულის ოდნავი პატივიცემაც არ დარჩენილა.
-ვერ გავიგე
-არაფერი, მოვჩეთ ამაზე ლაპარაკს. სიგარეტი არავის გაქვთ?
-ბოლო ღერი იყო, გეთქვა და მოგცემდი
-კარგი ჩავალ მაღაზიაში
და უცებ ცრემლი მის თვალზე.სიყვარული არ შეიძლება უცრემლოდ არსებობდეს. რაღაცა ტკიოდა,შიგნიდან რაც ანადგურებდა. რა იყო ეს?
ალბათ ის რომ ნინის უკვე არანაირი რექაცია აღარ ქონდა. ეს ეტკინა, იმის მიუხედავად რომ იცოდა ნინის ისევ ისე უყვარდა როგორც ადრე, არა როგორც ადრე არა უფრო მეტადაც. მისი დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ეშინოდა.
შევიდა მაღაზიაში, ათასი აზრით გაბრუებული იოანე.
ჩასისხლიანებული,ჩაბნელებული,ჩამქრალი თვალები.
-ერთი Winston
-შვილო, რა გჭირს?
-არაფერი, მომეცით
-დარწმუნებულიხარ რომ რამით ვერ დაგეხმარები?
-თქვენ რითი უნდა დამხემაროთ
იოანე ვერ იტანდა მომაზრებელ ადამიანებს, ალბათ ამიტო შეუყვარდა ნინი, ის ხო ყველაზე საყვარელი, გაწონასწორებული, უემოციო იყო, ზოგისთვის მიუღებელიც. ალბათ დამოკიდებულებიდან გამომდინარე.
ღამის 2 საათი.
იგრძნო მარტოობა იოანემ, საკუთარ თავს გაურბოდა. თვითონაც არ იცოდა რატო. უბრალოდ არ აეწყო,მაგრამ იმ მომენტში ნინი, მისი ჩახუტება, მეტი არაფერი.
მთელი სამყაროსგან მიტოვებული...მოხეტიალე იოანე სამყაროს ძებნაში.
ტელეფონზე ზარი: მარი
ოღონდ ახლა არა.
მარტო იყო, და როცა მარის გამოტებეულ ზარებს დახედა უფრო მარტოსულად იგრძნო თავი.
3 საათი ხდებოდა, სახლში წასვლა დააპირა.
იქ თავს უფრო მშვიდად გრძნობდა. მარტო იყო მაგრამ ეს ამშივდება და იმდენად ვერ გრძნობდა სიმარტოვეს.
მეორე დღეს უბრალოდ ისე არაფრის გამო გადაწყვიტა უბრალოდ მისულიყო უნივერსიტეტთან,შორიდან მაინც ენახა ნინი. მარი და ნინი ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა.
ეს არც ახსოვდა იაონეს, მარტო 1 აზრი უტრიალებდა თავში:
ნინი.
გაგიჟებული მარი, ეგ სიტყვა უფრო მსუბუქია, გაცოფებული.
ისტერიჩკა.
იაონეს დანახვაზე ისე გაცოფდა და ისეთი სიტყვები ეძახა ყველა შოკში ჩააგდო მისი ქაჯობით.
ირონულად ჩაეცინა იქვე მდგარ ნინის.
მაგრამ მის გონებაში ყველაფერი ბრუნავდა, არ იმჩნევდა, ან ცდილობდა არ შეემჩნია რომ მის დანახვაზე ისევ ცუდად ხდებოდა, მდოლოდ იოანე. მის გონებაში ჩაიარა ყველა ბედნიერმა წუთმა. მთელი რუსთაველი მათზე რო ლაპარაკობდა, ეს მაინცდამაინც არ მოწონდა მაგარამ უსაზღვროდ ბედნიერი იყო.
ეგ ირონია და ღილიმი წაეშალა როცა იოანეს ნათქვამი გაიგო.
თან სახალხოდ.
-მარი უნდა დავშორდეთ
ნინიმ უცებ გაიფიქრა გონებაში: მოიცა თქვენ ერთად იყავით? კიდევ უფრო გაეცინა ნინის.
-რატომ, გაისმა მარის ისტერიკული კივილი
-არ მიყვარხარ, უბრალო გატაცება, შეიძლება ეგეც არ იყო.
ამას მოყვა გულის წასვლები, ისტერიკები.
ნინი ცუდად იყო ამდენი სიცილისგან,ხვდებოდა როგორ უახლოვდებოდა ნაცნობი მზერა და გადაწყვიტა იქაურობას მოშორებოდა.
-ნინი
იძახის ვიღაც.
ნინიმ გზა გააგრძელა, თითქოს არც გაუგონია.
-ნუ ბავშვობ, დამელოდე და ახსნა დამაცადე
-რა ახსნა იოანე?
ვეღარ მოითმინა ნინიმ
-შეცდომა იყო რაც გავაკეთე, ბოდიში.
-ახლა კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე: შენ საბოლოოდ დაუსვი ჩვენს ურთიერთობას წერტილი, და როცა ამას აკეთებდი შედეგებზეც უნდა გეფიქრა. თან ვინ? ვიღაც მარი. ვიღაც. ძალიან ამაზრზენი ბიჭი ხარ, მეტი არაფერი და თან კიდე ბედავ მოდიხარ ჩემთან და მეუბნები ნინი ეს შეცდომა იყო. წარმოუდგენელია, არ მჯერა. შენს სითავხედეს საზღვარი არ აქვს, თავი დამანებე, კარგად იყავი.
უსიტყვოდ წავიდა იოანე, სათქმელი რამდენი რამ ქონდა, უბრალოდ საჭირო მომენტში ვერ თქვა.
რა სასიამოვნოა 4:21 წუთზე აივანზე გასვლა და წვიმაში... თითების გარეთ მოქცევა.
ამინდი მთლიანად გამოხატავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას.
სიცარიელე.
თანდათან ცარდიელდებოდა მისი სული და კვდომას იწყებდა. შეუძლებელია ადამიანი საკუთარმა სიყვარულმა მოკლას. მაგრამ შეუძლებელიც არაფერია.არ შეეძლო ეს ყველაფერი უბრალო წარსულში მოესროლა რომელსაც არც გაიხსენებდა,არ იცოდა რა ექნა ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა და სიმშვიდე უნდოდა.
შეეცადა არაფერზე ეფიქრა მაგრამ იფიქრა ყველაფერზე, ყველა წუთზე, დეტალზე.
როგორ ძალიანს უყვარს და როგორ ვერასდროს გამოხატა მისი სიყვარული, ისე როგორც საჭირო იყო.ალბათ მისი სიცივე მშობლების ადრე დაღუპვის ბრალია. თუმცა მშობლები ეს უკვე სულ სხვა თემაა, რომელსზეც იოანე თითქმის არ ლაპარაკობდა, არ უნდოდა წარსულის გახსენება.
თენდება
წვიმის წვეთები ცის თაღიდან
მიწას ეხება
ჰაერი , ჰაერში წვიმა ნარევ მიწის სუნს ატრიალებს
გენიალურია
გენიალურია ამ სუნის შეგრძნება
წარმოსახვა, ამოცნობა.
სიმარტოვის განცდას ტოვებს,
წვიმის სურნელება.
ასე გავიდა 3 თვეც.
იოანე არ იშლიდა მის ასეთ ხასიათს, არც ერთხელ დაურეკია, არ მიუწერია, არც ერთხელ უნახავს ქუჩაში, არსად, საერთოდ აირ-დაირია ყველაფერი.
ნინიმ გადაწყვიტა პარასკევ საღამოს მის დაქალ ანისთან დარჩენილიყო.
-გოგო იოანესთან რა ხდება?
-რამე უნდა ხდებოდეს?
-თავიდან ნუ დაიწყებ ნინი, ამიხსენი ნორმალურად
-არაფერი საერთოდ, იმედია არც არასდროს შემეხმიანება.
-კაი რა
-ამის გამო ამომიყვანე? ჰო მართლა ნიკა ხოიცი ლევანიკოს ძმაკაცი
-კი, მერე?
-გუშინ შემხვდა, მშვენიერი ბიჭია
-გაგიჟდი? ეგ რო იოანემ გაიგოს ხოიცი კაი არაფერი მოხდება
-ვაბშე მაგას ვინ კითხავს მე ვისთან გავივლი და ვისთან არა, დააყენოს და თავის მარის მიხედოს
-ეგენი დაშორდნენ
-ნაკლებად მაინტერესებს
ჩააქრო ნინიმ შუქი და გაბრაზებულმა დაიძინა.
ეს ამბავი იოანემდეც მივიდა.
აი მაშინ დაიწყო რაც დაიწყო.
მეორე დღეს, ძან გალამაზებული და ნაცემი დახვდა ნინის ნიკა და ისიც უთქვამთ მეორეჯერ რომ განმეორდებოდა ასეთი რამ, მერე თვითონაც იცოდა რაც მოხდებოდა.
ესეც ასე.
ერთი შეხვედრა მეტი არაფერი. ისიც მეგობრული
ქუჩაში ნახა, იოანე იყო.
რამდენი ხანია თვალითაც არ ენახა
ბრაზმა აიტანა ნინი როცა იოანეს მომღიმარი სახე დაინახა.
სიგარეტს ეწეოდა.
უნდოდა სიგარეტი პირდაპირ სახეზე მიეწვა
-ნიი, შეიძლება დავილაპარკოთ?
-არა
-უკვე მელაპარაკები
-აუტანელი ხარ, კარგად
-მოიცა მოიცა, ყვირის ვიღაც, იოანეს ძმაკაცი ყოფილა
-ნინი დღეს რაღაც ფართი ეძრობა და ხო არ წამოხვიდოდი?
-არა
-რატომ
-ეს ნაგავიც იქ იქნება და არმინდა
-კაი რა
-არა და ვსო
-კაი 9ისთვის გამოგივლი
ერთს ფიქრობ
მეორეს ამბობ
მესამეს აკეთებ.
ადამიანს მხოლოდ საკუთარი მწუხარების დათვლა უყვარს, თავის ბედნიერებას კი არ ითვლის.
როგორც საჭიროა ისე რომ დაეთვალა, ნახავდა, რომ ყოველგვარი ტკივილის გადატანის უნარიც აქვს დარჩენილი.
9ხდებოდა.
ნინის არ ჩაუცვია, გადაწყვეტილი ქონდა არ წასულიყო.
უცებ კარზე ზარი
სრულად წამოუდგენელი იყო რაც მან ნახა, არც მეტი არც ნაკლები იოანე.
-აქ რაგინდა?
-დღეს ხომ მოდიხარ?
-ხომ ვთქვი არ მინდათქო, ან შენ რატომ მომაკითხე
-ჩაიცვი, გელოდები
-იმ იმედით იარე რო მე შენთან ერთად წამოვალ
-ნინი ნუ ქაჯობ, ძალიან გთხოვ, ჩაიცვი და წავიდეთ, თუ არ მოგეწონება იქაურობა წამოგიყვან
ნინიმ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ჩასხდნენ მანქანაში
იოანე მათ საყვარელ სიმღერას უსმენდა.მუსიკას შეუძლია შენი პიროვნების სრულიად ამოცნობა
ოდნავი, მკრთალი ღიმილი გაჩნდა ნინის სახეზე, მაგრამ უცებვე წაეშალა.
-ნუ გიყვარვარ ასე ძალიან. თქვა იოანემ
-უკაცრავად?
-ასე ძალიანაც ნუ გიყვარვართქო
-იუმორის გრძნობა არ დაგიკარგავს
-როგორც ჩანს
-სიამაყეც და სითავხედეც
გაეცინა იოანეს.
-ვერ გიტან, ტირილი დაიწყო ნინიმ, სახლში წამიყვანე
-რა გატირებს, მოდი ჩემთან
-თავი დამანებე არაადმიანო
-დამშვიდდი ნინი
ვეღარ მოითმინა.
მეტი არ შეეძლო
უყვარდა.
ჩაეხუტა, თითქოს ყველაფერი გაქრა მის გარშემო
მარტო იოანე.
ტირილს აგრძელებდა ნინი,
-რა დაგამშვიდებს ახლა ყველაზე ძალიან მითხარი და გავაკეთებ
-ზღვაზე წამიყვანე
-ახლა?
-ჰო
-ცივა
-წამიყვანე
-კარგი
ზღვა ყველაფერია.
თავისუფლება.
სიმარტოვე.
მელანქოლია.
ბედნიერება.
სამოთხეში მხოლოდ ზღვაზე საუბრობენ.
-დროს გადის. ყველაფერი იცვლება.ყველაფერი , სიყვარულის გარდა.
შენი სიყვარულის გარდა.
-იოანე გეყოფა, არგინდა
-ნინი
-გისმენ
-არ მინდა ასეთი სისულის გამო დაგკარგო
-შენ უკვე დამკარგე იო. ახლა სახლში მინდა, წამიყვანე რა
-მოიცადე
-კაი თქვი კიდე თუ დაგრჩა რამე სათქმელი
-არა, არაფერი აღარ დამრჩა
-მაშინ წავიდეთ
მთელი გზა ხმა არ ამოუღია არც ერთს.
მიაცილა.
და თითქოს რაღაც ჩაწყდა, რაღაც რისთვისაც ცხოვრობდა.
ხვდებოდა რომ დიდი შეცდომა დაუშვა,არაფერს არ ნანობდა, მაგრამ ახლა, ყველაზე მეტად ამას ნანობდა, მაგრამ რაღა აზრი ქონდა ასეთ სინანულს, თუმცა აზრი მაინც ყველაფერს აქვს, უმეტეს შემთხვევაში.
ლოგინზე დაემხო ნინი.
ტიროდა
არაადმიანურ ტკივილს განიცდიდა რომელიც არ ჩანს დღისით, ღამით კი ყველაფერი თავიდან იწყება. ჩაბნელებულ ოთახში დუმილი და მეტი რა...
5ასო. ერთი ბიჭი და მილიონი გრძნობა.
უნდოდა დავიწყება, ყველაფრის, მაგრამ ვერ. არის რაღაცები რასაც ვერ ვცვლი და ვერ შლი ან ვერ დაივიწყებ.
ნეტა ყოველთვის ასე ხდება როცა, მართლა უყვარს 2 ადამიანს ერთმანეთი?
არვიცი,
ალბათ.
ძნელია შენ თავთან ბრძოლა,მაგრამ ეს უნდა შეძლო და დაივიწყო ან იმ სიცარიელით უნდა იცხოვრო რასაც იოანე ქვია.
ნინი ძლიერი გოგო იყო სანამ იოანეს შეხვდებოდა, იოანემ რადიკალურად შეცვალა ის. ნინიმ იცოდა იმ სიცარულით უნდა ეცხოვრა, სხვანაირად როგორ?
ვერ პატიობდა.
არ შეეძლო, ამას არასდროს იფიქრებდა რომ იოანე, არა არა ის ასეთს არ იცნობდა.
ნინიც საკმაოდ ამაყი იყო, ყოველ ტელეფონის დარეკვაზე ეგონა იოანე,მაგრამ არცერთხელ, უკვე შეუძლებელი იყო ამის ატანა, რამდენჯერ აკრიფა ნომერი, ისევ წაშალა.
საღამოს ყველაფრისგან დაღლილს ვიღაც ურეკავს. უღიმღამოდ აიღო ყურმილი. დაქალი იყო
-რას შვები ნი?
-არაფერს, ამოდი ჩემთან ისედაც მარტო ვარ
-კარგი მოვდივარ
2საათიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა
-გოგო
-ხო
-იოანეს ახალი შეყვარებული ყავს?
-მე რავიცი, ან რაში მაინტერესებს, ყავს ეჭვიც არ მეპარება
-გიყვარს ხო
-არ მე აღარ, მაგრამ მას კი
-რატომ დაშორდით?

-ზედმეტად გამოხატული გრძნობების შეეშინდა.

-ახლა?

-ახლა ამ გრძნობებზე ოცნებობს
-როგორი დარწმუნებული ხარ ნი შენს თავში
-ხო აბა როგორ
გაეცინა ორივეს
ვეღარ მალავდა უკვე ნინი მის გრძნობებს, თენდებოდა ისე გააღვიძა ანი, ერთადერთი იყო ვისთანაც სრეულიად გახსნილი იყო, იოანეს შემდეგ, თუმცა სადღაა იაონე?
-ანი გაიღვიძე
-ძილსაც არ მაცდი, რაგინდა?
-მენატრება
-რაა?
წამოვარდა ანი
-რა იყო, რატო გაიკვირვე. ისე ამბობ თითქოს არ იცოდე
-ვიცოდი, უბრალოდ შენგან ამის მოსმენა ცოთა არიყოს გასაკვირია
-ჰო, კარგი დაიძინე ხვალ ვილაპარაკოთ ამაზე
მისი თავის აღარ ჯეროდა უკვე ნინის. საკუთარ თავთანაც დაიწყო ლაპარაკი:
შენ გძინავს, მე მახსოვხარ. იცი რა ძნელია შენი დატოვებული მოგონებების შენახვა?მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი სიყვარულის მერე ყოველი ურთიერთობით იმედგაცრუებული დარჩები რადგან მასში ვერ იპოვე ჩემი თვისებები...გაგიჟება შეიძლება როგორ შეიძლება ასე გჭირდებოდეს ის ადამიანი.ჩამეხუტე კვლავ და მივხვდები,რომ ერთ წლიანმა განშორებამ სიყვარული ვერ გააქრო.
მაგრამ ეს ყველაფერი საკუთარ თავთან, ნეტა იოანესთვის ეთქვა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ყველაფერი.
ერთ-ერთის სულში სიამაყის გრძნობა გამქრალიყო, რა იცი რა იქნებოდა.
მაგრამ ორივე ერთმანეთზე მეტი ამაყები იყვნენ.
მაგრამ ეს ღალატთან რა შუაშია?
მთელი რუსთაველი კიარა მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა, გოგო რომელიც იყო საშინლად ამაყი, იოანეს გამო დაიკიდე ფეხებზე და ყველაფერი უთხრა რასაც გრძნობდა, საერთოდ ყველაფერი, თუმცა საპასუხოდ რა?
-უკვე გვიანია
ეს ნინისთვის სრული შოკი იყო
ერთ დღეს შენს ცხოვრებაში გაჩნდება ახალი სახელი,რომელიც ყველა დანარჩენს ფერფლად აქცევს და გახდება შენი სამყარო.
ნინის აღარაფერი ახსოვდა, თვალები რომ გაახილა საავადმყოფოში იწვა და ფანჯარასთან იოანე იდგა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? თქვა ნინიმ და სიგარეტს გაუკიდა
-მახსოვს ჩვენი ერთად ყოფნის დროს ჩემი დანახვისას სიგარეტს მაშინვე აგდებდი,დღეს ერთად აღარ ვართ მაგრამ ეს ჩვევა კვლავ შეგრჩა
-ეს აქ რა შუაშია?ნეტავ არ გამეცანი ... ვიქნებოდი კვლავ ის უდარდელა გოგო რომელსაც ღამის ცრემლები არ უნახავს
-მეგონა არაფერს არ ნანობდი
-არც
-აბა რას ნიშნავდა რაც თქვი?
-გთხოვ თავი დამანებე, ხო გვიანია უკვე და წადი რა და აღარასდროს შემეხმიანო
-ნინი
-კარები შენს წინაა
ტირილი დაიწყო, საკუთარი ფიქრები კლავდა, ნუთუ მართლა არ ვუყვარვარო? არადა სინამდვილეში იოანეზე მეტად ვერავინ ვერასდროს ვერ შეიყვარებდა. ძველი ბედნიერება ყველაზე უბედურს ხდიდა.
1თვეც არ იყო გასული.
იოანე ქალაქიდან მიდის.
უბრალოდ ისე, ალბათ ასე უფრო კარგად იქნებოდა.
-გოგო ნინი, გაიგე იოანე რომ თბილისიდან მიდის?
-კი
-მერე?
-რა მერე? რა ჩემი საქმეა
ასე არუნდა მომხდარიყო, არაფერს არ ქონდა აზრი აწი ის მიდიოდა, თუმცა აზრი მაინც ყველაფერს აქვს,
საერთოდ ყვეალფერს.
არანორმალური ტკვილი, სიცარიელე და იმედგაცრუება იგრძნო. იმით მაინც იყო მშვიდად ათაში ერთხელ ქუჩაში სრულიად შემთხვევით რო ნახავდა, ან მის ძმაკაცებთან რომ იყო და ისიც მოვიდა, იცოდა ეს ბედნიერებაც აღარ ექნებოდა. ვერ თმობდა, რანაირად დათმობდა უყავრდა.
5 დღეში მიფრინავდა.
წასვლამდე ძმაკაცის სახლში ნახა, სრულიად შემთხვევით. მათ ხომ ბევრი საერთო მეგობრები ყავდათ, ფაქტიურად ერთად გაიზარდნენ.
-გავიგე წასვლას აპირებ, მიხარია
ვერ მოითმინა ნინიმ.
-გიხარია?
-რატო, არუნდა მიხაროდეს?
-რავიცი აბა
-კარგი უნდა წავიდე, კარგად
-კარგად ნინი
კარებთან იდგა როცა იოანემ უთხრა თუგინდა სახლამდე მიგაცილებ
-არა
მოუჭრა ნინიმ
-კარგი, როგორც გინდა.
ხვალ მიფრინავდა, არ ჯეროდა არც ნინის და არც იოანეს.
4საათი იქნებოდა, აეროპორტში წასვლის წინ ნინის სადარბაზოში მივიდა, კარებზე დაკაკუნება ვერ გაბედა, ნახევარი საათი იდგა წასვლას აპირებდა ისე გააღო კარები ნინიმ. იცოდა რო იქ იქნებოდა, მანქანა იცნო.
-უბრალოდ წასვლის წინ მინდოდა მენახე
-უკაცრავად და კარზე დაკაკუნებას ნახევარი საათი ჭირდება?
ხმა არ არმოუღია.
-ან საერთოდ რატო მოხვედი
ნერვები მოეშალა ნინის
-უბრალოდ,
არვიცი.
კარგი, წავედი.
ნინის ხმა არ ამოუღია ისე უყურებდა მის ერთადერთ ბედნიერებას როგორ მიდიოდა, გაჩერება ვერ შეძლო, მოგონებებით ცხოვრება არჩია.
წავიდა.
მისი წასვლის შემდეგ იყო ბევრი „ნინი მიყვარხარ“, „შემხვდი“, „იოანემ როგორ დაგკარგა“, მაგრამ მაინც არა, ვერ თმობდა,არ შეეძლო.
ის ფიქრობდა ალბათ უკვე ცოლიც ყავს და შვილიც.
მისგან არაფერი არ ისმოდა.
არც მეტი არც ნაკლები 4 წელი.
უცებ ჩამოდის იოანე.
პირველ რიგში ძმაკაცები ნახა, გაიკითხა ამაბი
-იო, მგონი არ ღირს რამდენი წელი გავიდა
-4 წელი
-არამგონია შენთან დაბრუნება გადაწყვიტოს, აზრი არ აქვს
-აზრი ყველაფერს აქვს
-შეხედე რა ბედნიერია, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ნელ-ნელა ავიწყდები,ის შენთვის მაინც კვლავ მიუწვდომელი დარჩება
-მნიშვნელობა არ აქვს რა იყო ..მნიშვნელოვანი ის არის რა დარჩა.
-მეგონა გადაგიყვარდა
-გადაყვარება?? როგორ შეიძლება ის ბედნიერი წამები გადავიყვარო
მოკლედ,
ნინი.
ერთხელ აირია ყველაფერი და ხოხედავთ როგორ გამაუბედურა არ მინდა იგივე განმეორდეს, 4წელი გავიდა და მაინც, არ შეიძლება ნინი არ მიყვარდეს არა.
-ხო მართლა რა რიცხვია დღეს?
-20
-21ში გელოდებით ჩემი და ნინის ქორწილში
იმ საღამოს ყველასთვის მოულოდნელი რამ მოხდა.
12საათი იქნებოდა, ნინისთან ვიღაც მოვიდა, როგორც წესი ეს მისი დაქალი უნდა ყოფილიყო ანი, მაგრამ როცა კარები გააღო და იქვე გაშეშდა.
იოანე.
4წელი, და საერთოდ არ გამქრალი გრძნობები.
გაშეშებეული იდგა ნიინი და უსმენდა იოანეს
-იცი როგორიც ვარ, ალბათ კიარა საერთოდ არ მელოდი ჩემი სიამაყის გამო, ეს 4წელი არც იყო ჩემთვის, შენ ერთადერთიხარ რომელსაც უთქმელად ესმის ჩემი და ისიც იცი რო მე ყველაზე მეტად მიყვარხარ
ატირდა ნინი.
-ჰო და ბოლოს რაუნდა მეთქვა,ნი გამომყვები ცოლად?
ნინი სიტყვებს ერთმანეთზე ვერ აბამდა. არ იცოდა რა ეთქვა, გაშეშებეული იდგა და მხოლოდ „კი“ თქვა,სხვა ვერაფერი.
ყველაზე ბედნიერები, ამდენი ხნის შემდეგ, წარმოუდგენელი იყო.
21.
და მაინც, ჩახშობილი გრძნობები არ კვდება.



_____________________________________________
პირველი იყო და ძანაც ნუ გამაკრიტიკებთ :D



№1  offline წევრი Heartbeat

მომეწონა თან ,როგორ...რაღაცას გაგიმხელ ასემგონია ჩემზე დაწერეს მეც ასე ვარ ერთი განსხვავებით..ძალიან მომეწონა...❤️❤️❤️ ამიეტიდან შენს ერთგულ მკიყხველად მიგულე...❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№2  offline წევრი მელანქოლია

ვაიმეე ძან დიდი მადლობა,მიხარია თუ მოგეწონა❤❤❤

 


№3  offline წევრი EiLuL♥

პირველი თუ ასე კარგი იყო მომავალში ხომ საერთოდ :** იმედიაა მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით ❤
--------------------
elene

 


№4  offline წევრი მელანქოლია

არ ვიცი რა ვთქვა❤❤❤მადლობა

 


№5  offline წევრი ana 11

ძალიან მაგარი ისტორიაა მართლა პირველი და ასეთი კარგი .... წარმუოუდგენელია ძალინ კარგია მომეწონა ყოჩაღ მართლა კარგი იყო !!!

 


№6  offline წევრი მელანქოლია

როგორი პოზიტიურები ხართ❤❤❤❤ვგიჟდები უკვე თქვენზე!!!❤

 


№7  offline წევრი anoo

მეგონა უკვე "სტაჟიანი წევრის" ისტორიას ვკითხულობდი.❤კარგი იყო,კარგი გოგო ხარ ❤

 


№8  offline წევრი მელანქოლია

მადლობა დიდი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent