შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება..... (თავი 2)


10-04-2015, 10:34
ავტორი Gvantsa23
ნანახია 1 683

აბა გამოიცანით ვის დავეჯახა?! იმ იდიოტს დილით რომ ნერვებზე ამშალა.
-ფრთხილად შე იდიოტო,გაცოფებულმა ვუყვირე
-ფრთხილად შენ იყავი მე კი არა შენ თვითონ დამეჯახე მახინჯო და ხარბად დამაკვირდა ტანზე
-მახინჯოო?! ბატონო?
-რა ბატონო რაც გაიგე ეგ,ისე კაი ტანი გაქ
-გამატარე ერთი რა შენნაირი იდიოტებისთვის არ მცალია,კრეტინი
-გზა თავისუფალია ირონიულად მითხრა და გაიწია
როგორ ვერ ვიტან,მძულს უკვე ერთი დღეა არც ვიცნობ და მძულს.მეორე მემ ისევ არ დააყოვნა და მითხრა ხომ იცი სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო და მაშინ მთლად გადავირიე რა სისულელეა ეს შემიყვარდება მეე??! ეს იდიოტი? გამორიცხულია მკაცრად ვუთხარი ჩემს თავს და ნაპირისკენ გავცურე.მარიკა და თამთას ეს ყველაფერი არ გამორჩენიათ და კვდებოდნენ სიცილით.
-რა არის აქ სასაცილო ვკითხე ორივეს
-რა და რა იყო რა როჟებს კერავდი იმ ბიჭთან საუბრისას? მეკითხება მარიკა
-ეგ ბიჭი კი არა იდიოტი და კრეტინია გაბრაზებულმა ვუთხარი მარიკას
-თამთამ დაანებე თავი თორე შენც აგიშარდებაო უთხრა მარიკას და ზღვაში შეცურეს.
გაბრაზებული ავედი ნაპირზე და გასარურჯად დავწექი,ყურსასმენები გავიკეთე და ამოვიხვნეშე რადგან დამცავი კრემის წამსმელი არავინ მყავდა ყველანი ზღვაში იყვნენ შესულები.რას ვიზამდი ზურგზე დავწექი და თვალები დავხუჭე.უცებ ვიღაცა კენჭებს მესვრის ზღვიდან,თვალები გავახილე და მამაჩემი,ისეთი სახით გავხედე მე თვითონაც ძვლივს შევიკავე სიცილი.ისევ გავაგრძელე გარუჯვა ცოთახანში ვიღაცის ფეხის ნაბიჯები მესმის ნაპირზე მაგრამ ყურადღება არ მივაქციე,შემდეგ ვიღაცა წვეთებს მაწუწებ აი მაშინ კი წითელი ამენთო ისევ მამაჩემი მეგონა და შეწუხებულმა ავხედე მაგრამ გიორგი აღმოჩნდა
-აუ ზღვაში ყოფნა ხო არ მაცალე და ახლა კიდე ნაპირზე გარუჯვასაც არ მაცლი რა,დავიწუწუნე მე
-აუ რა უჟმური გახდი რა იყო ტო
-კაი კაი მოდი აქ და ესკრემი წამისვი ვუთხარი და მივაწოდე,გიორგიმაც არდ აყოვნა და ზურგზე კრემის წასმა დამიწყო ამ დროს იმ იდიოტის მზერას შევეჩეხე ზღვიდან რო დებილურად მიყურებდა გაღიზიანებული.გიორგი წასმას რომ მორჩა ლოყაზე ვაკოცე მადლობის ნიშნად და ისევ ზღვაში დაბრუნდა.ახლა კომფორტულად მოვეწყვე და ისევ განვაგრძე ჩემი საქმე.ნახევარი საათი ეგრე ვიწექი და ისევ ვიგრძენი წყლის წვეთები ჩემს ზურგზე.
-აუ აი ახლა ნამდვილად მოგკლავ გიორგი დავიყვირე და თვალები გავახილე და რას ვხედავ ისევ ის იდიოტი
-აუ ბოდიში შემთხვევით მომივიდა და ცალყბად ჩაიღიმა.
არადაძალით გააკეთა ზუსტად ვიცი და ისეთი სახით შევხედე მეტი არ შეიძლება.გზა განაგრძო და მომაძახა
-ეგრე კიდე უფრო მახინჯი ხარო,ნერვებზე კიდევ უფრო ავიშალე და ყველაფრის გაკეთების სურვილი დამეკარგა,წამოვჯექი და ჩემიანებს გადავხედე.დედ-მამა პატარა ბავშვებივით ერთობოდნენ წყალში,გიორგი გოგოებს აწვალებდა.ნაპირთან მივედი და დედას ვუთხარი მე ავალთქო მანაც თავის ქნევით მიპასუხა წადიო.ჩემი ნივთები ავიღე და კიბეებისკენ გავეშურე როცა ისევ იმ იდიოტის მზერას გადავაწყდი :3 ხარბად მაკვირდებოდა,ადამიანს ეგონებოდა შენს თითოეულ ნაკვთს სწავლობსო.კიბეებზე ავედი სახლში შევედი და წყალი გადავივლე.მოკლე შორტები და ბრეტელებიანი მაიკა ჩავიცვი და "კაჩალკაზე" მოვთავსდი.ფეისბუკზე შევედი და სიახლეების თვალიერება დავიწყე.შემდეგ ჩემი დაქალები მოვიკითხე და ტელეფონის ეკრანი ჩავაქრე,ამასობაში ამოსულან ჩემებიც ზღვიდან.საჭმელი ვჭამეთ და ჯოკრის თამაში გადავწყვიტეთ მე და გიო, თამთა და მამა ასე გადავნაწილდით პარებში.მე და გიომ თავიდან პირველი ხელი მოვიგეთ მაგრამ მეორე მამამ და თამთამ მოგვიგეს და ბარიბარში ვიყავით.გიო ისევ გვაწვალებდა გოგოებს,გვიღუტუნებდა მე ღუტუნზე საშინელი რეაქცია მაქვს სიცილიდან ტირილამდე მივდივარ :დდ საღამოს ბავშვები ბულვარში გავედით იმათმა ნაყინები ჭამეს მე კიდე შეიკი დავლიე ვგიჟდები ისე მიყვარს ^^,ფეიქრიშვილებიც(მეგობრები,თიკო და დათა) ვნახეთ და ბევრი გავერთეთ.შემდეგ სიმართლე და მქმედებას ვთამაშობდით როდესაც ისევ ნაცნობ მზერას გადავაწყდი.
-ფუ იდიოტი ჩავიბურტყუნე ჩემთვის და ვერც კი შევამჩნიე რომ ჩემსა და თიკოს შორის იყო ჯერი.თიკოს ისეთი გიჟური იდები მოდის ხოლმე თავში რო ხანდახან მეშინია და ძაან უხერხულ მდგომარეობაში ვარდები მაგრამ ყოველთვის ვასრულებ.
-სიმართლე თუ მოქმედება მეკითხება თიკო.
-მოქმედება არა არა სიმართლე..
-ოო ეგ რა წესია შენ მოქმედება თქვი პირველი და მოქმედებაა.
-კაი ხო ჯანდაბას გისმენ უკმაყოფილომ ვუპასუხე.
-ნახე აი იქ სასტავი რო დგას და აქეთ მხარეს ბიჭი იმასთან მიდი და ლოყაზე აკოცე.
-ჰაა???? რაა ?? შენ ხო არ გაგიჟდი ვის უნდა ვაკოცო და რომელს??!!! სხვა რა გზა მქონდა ხო და წავედი იმ იდიოტისკენ.
-გამარჯობა იდიოტო.
-გაგიმარჯოს მახინჯო გაკვირვებულმა მიპასუხა.მე კიდე მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.ამან ხო მთლად გამოაშტერა წამოსვლა დავაპირე მაგრამ ხელი დამიჭირა.
-ცოტა აცდი ცინიკურად მითხრა. დავინახე გიირგი როგორ წამოვიდა ჩვენკენ და სწრაფად გავეცალე იქაურობას.გიორგიც შემოვატრიალე და ბავშვებისკენ წავიყვანე.
-თიკომ ტაში შემოკრა აი ეს მესმისო ჩემო გოგოო და ჩამეხუტა.
-აუ მოგკლავთ რა ეს რა გამიკეთეთ ვბუზღუნებდი მე.
-ისე რას ერჩი მშვენიერი ბიჭია.თიკოს ისეთი სახით შევხედე ყველას სიცილი აგვიტყდა.იმ იდიოტის მზერას მთელი საღამო ვგრძნობდი,თან ესენიც ვერ წამოვიყვანე იმ ადგილიდან და ისევ ნერვებ აშლილი დავბრუნდი სახლში.თიკო და დათა ჩვენთან დარჩნენ რადგან გვიანი იყო და ბათუმში ვერაფერს წაყვებოდნენ მე კი შევთავაზე მე გაგიყვანთქო მაგრამ მშობლებმა არ დაგვანებს.თიკო და დათა ერთი დღით ჩემს ოთახში დავაბინავეთ მე კიდე გიორგის შევუვარდი ოთახში.
-გიუშ შეიძლება?
-არა არ შეიძლება მკაცრი ხმით მითხრა და გაეცინა,შეიძლება აბა არ შეიძლება ჩემო ჩერჩეტო.გიოსთან მივედი და გადასაფარებელში შევუგორდი.
-მიყვარხარ ვუთხარი და გულზე მივეხუტე.
-მე უფრო მითხრა და უფრო მაგრად მიმიხუტა .ასე ჩაგვეძინა და თურმე თამთა და მარიკას სურათები გადაუღიათ და აუკლიათ მთელი ფეისბუქი ჩვენი სურათებით.

დილას ცოტა გვიან ავდექი,მაგრამ მაინც წავედი სავარჯიშოდ.ვიღაცის მზერას ისევ ვგრძნობდი მაგრამ უკან,რომ ვიხედებოდი არავინ იყო.ცოტა არ იყოს გული დამწყდა,უცნობ ბიჭს მოულოდნელად ლოყაზე ვაკოცე და იმის მაგივრად,რომ რამე ინიციატივა გამოეჩინა პირიქით მთელი დღე არსად მინახავს.თიკო და დათა ამ საღამოსაც ჩვენთან რჩებოდნენ ჩვენი დიდი თხოვნით.საღამოს ცოტა გავმხიარულდი ბავშვებთან ერთად და მე და გიო დასაძინებლად წამოვედით. დილით ისევ ადრე ავდექი,დავრბოდი და თან იმ იდიოტზე ვფიქრობდი,რა გამიკეთა ასეთი,რატომ ვერ ვიგდებ მასზე ფიქრებს თავიდან??!! და ამ ფიქრებში გართული გავიდა ერთი საათი,უკან ვრუნდებოდი როცა ვიღაცამ მკლავში მომკიდე ხელი, ნაძვენში შემიყვანა და ხეს ამაკრო..ის იდიოტი იყო.
-რას შვრები შე დეგენერატო?
-მე რას ვშვრები თუ შენ?
-იდიოტი ხარ.
-გუშინდელი შენი უცაბედი კოცნა რას ნიშნავდა?
-არაფერს.
-რას ნიშნავს არაფერს?
-არაფერი ნიშნავს არაფერს, ყრუ ხარ?
-ნერვებს მიშლი.
-ვაიმე რა დამთხვევაა,მეც.
-გუშინ არ გეტყობოდა ეგ ყველაფერი.
-გუშინ მე და ჩემი მეგობრები სიმართლე მოქმედებას ვთამაშობდით და მაგიტომ გაკოცე ახლა კმაყოფილი ხარ?
-არა თქვა და ჩემს ბაგეებს დაეწაფა.ხელებს და ფეხებს ვურტყამდი მაგრამ ვერაფერს გავხდი,თან ისე ვნებიანად მკოცნიდა.როგორც იქნა მოწყდა ჩენს ბაგეებს და კმაყოფილმა ჩაილაპარაკა
-აი ახლა კმაყოფილი ვარ.
-იდიოტი ხარ გაბრაზებულმა ვთქვი და ისეთი ვხიე მე თვითონ მეტკინა ხელი.ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდა და ისევ კოცნა დააპირა რომ არა მისი სატელეფონო ზარი.
-კიდევ შევხვდებით თქვა და მომშორდა. სახლში დაბნეული,თან გახარებული და თან გაბრაზებული დავბრუნდი.სააბაზანოში შევედი და ფიქრი დავიწყე იმ იდიოტზე.ნუთუ შემიყვარდა? არა არ არსებობს.არ ვაღიარებდი სიმართლეს.ფიქრებიდან კარზე კაკუნის ხმამ გამომიყვანა.
-მალე გამოხვალ? შეწუხებული ხმით მეკითხებოდა მარიკა.
-კი კი გამოვდივარ.ჩემი გამოსვლა და მარიკას შევარდნა ერთი იყო საბაზანოში.ამაზე სიცილი ამიტყდა.ვისაუზმეთ და ზღვაზე წავედით.შემდეგ ჩემი X6 გამოვიყვანე და თიკო და დათას სახლისკენ დავიძარით.
-აუ მაგარი მანქანაა წამოიძახა დათამ.
-თან რა კარგად ატარებ ვიიიკ.
-მადლობა,მადლობა.ფეიქრიშვილები სახლში მივიყვანე და ქობულეთში რო შემოვედი გაზის სადგურისკენ გავემართე.როგორც იქნა ჩემი ჯერიც მოვიდა და ისევ ნაცნობი მზერა.ისევ ის იდიოტი.მესიამოვნა და თან მეწყინა მისი დანახვა.მომიახლოვდა და ყელში სველი კოცნა დამიტოვა.
-აი ხო გითხარი კიდევ გნახავთქო.მითხრა და ჩემს მანქანას მიაშტერდა.მგონი დროა ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.
-მაგის უფლება ვინ მოგცა?
-რისი?
-რისი და აი მაგ კოცნის?
-ოხ კაი ერთი იმ საღამოს შენ ვინ მოგცა მაგის უფლება?
-მე უკვე გითხარი .
-მეც გეტყვი თუ გინდა რა პრობლემაა.
-იდიოტო.
-მახინჯო. ისე კაი მანქანა გყავს .
-მადლობა.
-ხო გამასეირნებ ხოლმე?
-კი აბა რაა,მაგას ვფიქრობდი ახლა ცინიკურად ვუთხარი.
-კაი კაი რა გქვია?
-მანონი. გაბრაზებულმა ვუთხარი და სანამ გაზს მივსებდნენ იქვე მაღაზიაშ შევედი და ის იდიოტი იქ დავტოვე.

იმედია მოგეწონათ და გაითვალისწინეთ რომ ეს ჩემი პირველი მოთხრობაა.ალბათ ხუთშაბათამდე ვერ დავდებ არ ვიცი რადგან სოფელში მივდივარ და ბედნიერ აღდგომას გისურვებთ.სწორედ ამიტომ დავდე ასეთი დიდი თავი რომ არ ვიცი როდის დავდებ შემდეგს.გთხოვთ თქვენი აზრი აუცილებლად დააფიქსიროდ გთხოვთ რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent