შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო გაღიმება (თავი 1)


10-04-2015, 19:29
ავტორი AnnMadridista
ნანახია 1 867

-ადექი ანა რა და ჩამო სადარბაზოსთან გელოდებით მე და მაგდა!
-კაი რა ელე მეზარება თან ხომ იცი...
-არაფერიც არ ვიცი ჩაიცვი და ჩამო 5 წუთი გაქვს. არ გვალოდინო რაა.. სწრაფად უთხრა სათქმელი ელენამ და ტელეფონი გათიშა.
-არ ვიცი რა რა ეშველება ამ გოგოს ... დაიწყო საუბარი მაგდამ და იქვე ბარდიურზე ჩამოჯდა. ხო კარგი ვიცი რომმ...
-არა გთხოოვ ხომ შევთანხმდით არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, თქვა ელემ და თვალებში ოქროსფრად მომდგარი ცრემლი აუბრჭყვიალდაა
10 წუთის შემდეგ სადარბაზოდან ლამაზი, გამხარი გოგონა გამოვიდა და ეზოშიი მოთამაშე ბავშვებს მიესალმა; შემდეგ კი ისიც ბარდიურზე ჩამოჯდა და მეგობრებს გაუღიმა.
-აბა რას ვაპირებთ?
-არ ვიცი ან, სადაც შენ გინდა იქ წავიდეთ, თქვა მაგდამ და მეგობარს ძალიან ძალიან მაგრად ჩაეხუტა!
-კაი რა პეპი ნუ გამჭყლიტე კი არ ვკვდები... ჯერ...
‘ჯერ’ ამ სიტყვის გაგონებაზე სამივე მეგობარი შეკრთა მაგრამ არცერთმა არაფერი შეიმჩნია.
-კაი მაშინ რადგან მე ვწყვეტ მოდი მთაწმინდაზე ავიდეთ და ბავშვობა გავიხსენოთ კაი?
-კაი ოღონდ ეშმაკის ბორბალზე ისევ ტირილი არ დაიწყოო. გადაიხარხარა ელემ.
-ოო კაი რა მაშინ 5 წლის ვიყავი, ღიმილითვე უპასუხა ანამ...
-მორჩით ახლა ლაქლაქს და ასწიეთ თქვენი სიმპატიური უკანალები, თორემ ხომ ხედავთ იღრუბლება და ვეღარაფერს მოვასწრებთ... თქვა მაგდამ და მეგობრებს ხელი გადახვია.
გოგონას ამ რეპლიკაზე სამივემ გულიანად გადაიხარხარა და გზას გაუყვნენნ. ერთ საათში უკვე მთაწმინდის პარკში სეირნობდნენ, იცინოდნენ, ცანცარებდნენ, ერთი სიტყვით კი ცხოვრებით ტკბებოდნენ...
მართლაც რამდენი რამ ჰქონდათ ერთად გადატანილი ამ სამეულს პირველი გაცნობიდან დღემდე... თუმცა მოდი გაცნობით დავიწყოთ; ერთ მშვენიერ დღეს გოგოების მშობლებმა გადაწყვიტეს რომ თავიანთი შვილები ბაღში შეეყვანათ და აი სწოორედ ამ ბაღიდან დაიწყო მათი ურთიერთობა. ბავშვები გაცნობიდან მალევე დამეგობრდნენ და სულ მალე ისე შეეჩვივნენ რომ უერთმანეთოდ ვერც კი ძლებდნენ. ამის შემდეგ იყო უკვე სკოლა, ერთი კლასი და ერთად გატარებული უამრავი ბედნიერიი წამი. თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა მაგრამ ცნობილია რომ ცხოვრება დიდხანს ბედნიერებას არავის დააცდის; სკოლის ბანკეტი იყო როცა ანამ მოულოდნელად გონება დაკარგა, ვერავინ მიხვდა რამოხდარადგან გოგონა ჩვეულებრივ არ ავადმყოფობდა. საშინელი 2 საათი გადაიტანეს ელემ და მაგდამ საავადმყოფოში, როდესაც არ იცოდნენ რა მათ მეგობარს რა სჭირდა, ანას მშობლებზე შეტყობინებასაც არ აპირებდნენ რადგან ეგონათ რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გადაღლილობის შედეგი იყო და მალე გაივლიდა. მაგრამ სამწუხაროდ შეცდნენ...
მრავალი გამოკვლევის და ანალიზების შემდეგ გოგონას დიაგნოზი დაუსვეს: სიმსივნე!
ექიმები,
საავადმყოფოს აუტანელი სუნი.
წამლები.
და რაც მტავარია სიკვდილი ანას ცხოვრებას მუდამ თან სდევდა... ამის შემდეგ უკვე აღარაფერი იყო კარგად, ყველა კარგად ხვდებოდა რომ მას დიდხანს სიცოოცხლე არ ეწერა, მაგრაამ ამის გააზრება და რაც მთავარია დაჯერება არავის სურდა. განსაკუთრებით მძიმე ეს ყველაფერი რა თქმა უნნდა ანას მშობლებისთვის და მისი საუკეთესო მეგობრებისთვის აღმოჩნდა. მითუმეტეს მაშინ როდესაც ექიმები საბოლოოდ გამოჯამრთელების იმედს ვერ იძლეოდნენ, მათ მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლოთ. ვინ იცის რა ძნელი იყო ეს ამბავი ელეს და მაგდასთვის, ვინ მოსთვლის რამდენჯერ უტირიათ მათ ჩუმად, ისე რომ ცრემლები არავისთვის დაენაცვებინათ. მათ უფლება არ ქონდათ ანასთვის დანებების უფლება მიეცათ, ამიტომ ყოველთვის ცდილობდნენ სისუსტე არ გამოემჟღავნებინათ და გოგონასთან ყოველთვის მხნედ ყოფილლიყვნენ...
ანა თავის ავადმყოფობაზე მეტად იმაზე ნარვლობდა თუ როგორ შეძლებდნენ მის გარეშე ცხოვრებას მისი საყვარელი დედა და მამა. რა თქმა უნდა იმის ილუზია არ ჰქონდა, რომ ისინი ერთადერთი შვილის დაკარგვას ადვილად შეეგუებოდნენ და სწორედ ეს ტანჯავდა... ენანებოდა მშობლები ამხელა ტანჯვისთვის და ყველანაირად ცდილობდა გამოჯამრთელებულიყო, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ორი ადამიანი ბედნიერიები ყოფილიყვნენ. რომ არა ისინი და ანას მეგობრები ალბათ ამხელა ტანჯვის გადატანას ვერ შეძლებდა და მალე დანებდებოდა. მაგრამ არა! უნდა ეცოცხლა! მხოლოდ მათთვის უნდა ეცოცხლა! თუმცა ეს სიცოცხლე არ იყო მარტივი!
სიკვდილი! ვინ მოსთვლის რამდენჯერ გაუთევია ანას სიკვდილზე ფიქრით, რამდენჯერ უფიქრია რომ ეს საღამო უკანასკნელი იყო მისთვის. ამითომ დაწოლის წინ მშოობლებს დიდხან უყურებდა, რომ მათი სახეები წაეღო იქ.. შორს.. უსასრულობაში... საავადმყოფოში მწოლიარესაც ბევრჯერ უფიქრია იმაზე, რომ აპარატი რომელზეც შეერთებული იყო როგორმე მოქმედებიდან გამოეყვანა და თავისი ხელით მოესპო სიცოცხლე... მაგრამ ყოველთვის როდესაც ამას დააპირებდა დედის თვალცრემლიანი სახე მოელანდებოდა ხოლმე მის საფლავზე და განზრახვაზე მაშინვე ხელს აიღებდა...
აი ასე მიდიოდა დღეები, კვირები, თვეები! ავადმყოფობიდან 2 წლის თავზე ანამ მდგომარეობის გაუნჯობესება იგრძნო, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავდა საბოლოო გამარჯვება სიმსივნეზე, მაგრამ უდიდესი იმედი იყო მათთვის ვისაც ანა ძალიან უყვარდა; გოგონა ნელ ნელა მოძლიერდა, ძალა და სიცოცხლის ხალისი დაუბრუუნდა! ორი წლის თანჯვის შემდეგ თითქოოს კიბოსთან ერთად ცხოვრება ისწავლა. ექიმებსაც ამბობდნენ რომ დაავადების მართვა უკვე შეიძლებოდა და ანაა კიდევ რამდენიმე წელი შეძლებდა ცხოვრებას . „რამოდენიმე წელი“! ალბათ მხოლოდ დაავადებულმა ადამიანმა თუ იცის როგორია როდესაც შენი სიცოცხლის ყოველი წუთი დათვლილია, როდესაც იცი რომ გადარჩენის შანსი არ გაქვს, როდესაც სიკვდილი სულ მუდამ უკან დაგყვება, ის ისე ახლოსაა რომ მისი ნაბიჯების ხმაც კი გესმის და არასდროს იცი როდის მოგკიდებს ხელს და მასთან წაგიყვანს.
ასე თუ ისე ცხოვრება მოჩვენებით,მაგრამ მაინც თითქოს ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა. ანა სტუდენტი გახდა და დიდი მონდომებით შეუდგა სწავლას. მეგობრებიც მარტო თითქმის არასდროს ტოვებდნენ, ამიდომ მას სიკვდილის და ავადმყოფობისთვის უბრალოდ დრო აღარ რჩებოდა. ყველამ დიდად გაიხარა როდესაც გოგონას ქიმიო თერაპიის შემდეგ თავზე თმა წამოუვიდა, ეს თითქოს ნიშანი იყო იმის რომ ცუდმაა დღეებმა ჩაიარა და აწი ყველაფერი კარგად იქნებოდა... ალბათ ბევრს ეგონა რომ განვლილი დღეები მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო და საბედნიეროოს ყველამ გამოიღვიძა, მაგრამ ისინიი ხომ ისევ სიზმარში ცხოვრობდნენ რადგან ამ საშინელ დაავადებას ნებისმიერ დროს შეიძლებოდა თავი გამოემჟღავნებინა და გოგონა ისევევ ცუდად გამხდარიყო.
***
მზიანი დღე იყო, ამიტომაც ბაღის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს ბავშვები ეზოში სასეინოდ გაეყვანათ. დანარჩენ ბავშვევში ერთი ლამაზი და საყვარელი გოგონა გამოირჩეოდა, რომელისთვისაც რიჟა თმები ორ ნაწნავად ჩაეწნათ, ჭორფლები ისე ლამაზად დაჰყროდა სახეზე რომ ამ ბავშის შემხედვარე იფიქრებდი რომელიღაც ზღაპრიდან გადმოვიდაო. გოგონა ბაღში მუდამ თავისი თოჯინით დადიოდა, რომელსაც ფიფქიას ეძახდა. მიუხედავად მისი სილამაზისა მას დანარჩენ ბავშვებთან ურთიერთობა არ ჰქონდა. მათთან საერთოს ვერ პოულობდა და ამიტომაც მუდმივად მარტო ყოფნას არჩევდა. ამ მზიან ლამას დღესაც გოგონა რომელსაც მასწავლებლები „პეპისაც“ ეძახდნენ მარტო იჯდა საქანელაზე და თავის ფიფქიას რაღაცას ეტიტინებოდა, ამ ლაპარაკში გართულს არც კი შეუმჩნევია როგორ მივიდა მასთან ერთი პატარა გოგო და მის გვერდით საქანელაზე ჩამოჯდა.
-რა ლამაზი თოჯინა გაქვს, რა ქვია? ჰკითხა ახალმოსულმა პეპის რომელმაც მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ფიფქიასთან ლაპარაკი.
- ამას ფიფქია ჰქვია, შენ არ გაქ თიჯინა?
-კი მაქვს ოღონდ დედიკო არ მატანს ბაღში, ასე მეუბნება მერე სხვა ბავშვესაც მოუნდებაო.
-ეს ფიფქია შემი საუკეთესო მეგობარია და სახლში ვერ დავტოვებ, მოუტყენს უჩემოდ. თქვა მაგდას და ტვალებ დაჭყეტილ თოჯინას ლოყაზე აკოცა.
-მეტი მეგობარი არ გყავს? გინდა მეც ვიქნები შენი საუკეთესო მეგობარიი.
-კი მინდაა. მე მაგდა მქვია შენ?
-მე ანა...
-შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ დღეიდან, თქვა მაგდამ და გოგონას ხელი ჩამოართვა. მაგრამმ... ჩემს გარდა გიდე გყავს მეგობარი?
- კი მყავს ელენე ქვია, ისიც ამ ბაღში დადის, ოღონდ დღეს არ არის ხვალ რომ მოვა გაგაცნობ და ისიც ჩვენი საუკეთესო მეგობარ იყოს.
-კარგიი წამოიყვირა მაგდაამ და სიხარულისგან საქანელიდა წამოხტა. მასაც ბევრი თოჯინები აქვს?
-კი კი ძალიან ბევრი. თქვა ანამ და გოგონას თოჯინას ცხვირზე მოეფერა.
ეს იყო გოგონების დიდი მეგობრობის დასაწყისი, ამ ამბის შემდეგ მრავალმა წელმა განვლო; მაგდას სამუდამოდ შერჩა სახელი „პეპი“, ანასაც მოფერებით ანიკა შეარქვეს, მხოლოდ ელე დარჩა ზედმეტ სახელის გარეშე მაგრამ ამ ამბავზე დიდად არც წუხდა. ბაღში და მერე უკვე სკოლაში ყოველთვის გამოირჩეოდნენ, სამაგალითო მეგობრობა ჰქონდათ, ყოველთვის მოწესრიგებულები და კარგი მოსწავლეები იყვენ, და ამ გამორჩეულობის გამო ბევრ ბავშვებს თვალში არ მოსდიოდათ მეგობრების სამეული, ამიტომაც ცდილობდნენ რამე ისეთი გაეკეთებინათ რომ გოგოები ერთმანეთს დაშორებოდნენ, მაგრამ ყველა ასეთი მცდელობა საბედნიეროდ უშედეგოდ სრულდებოდა. მათმა მეგობრობამ დროს გაუძლო და სავარაუდოდ კიდევვ დიდი ხანი გაგრძელდებოდა.



№1  offline წევრი Green eyes

კარგია გააგრდზელე რა <3

 


№2  offline წევრი AnnMadridista

Green eyes
კარგია გააგრდზელე რა <3

maadloobaa <3 daidoo ukve axali taavi :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent