შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (3)


10-04-2015, 21:47
ავტორი Green eyes
ნანახია 2 087

როდემდე გაგრძელდება ასე?
კიდევ დიდიხანი მომიწევს ასე ყოფნა? ყოველ წინ გადადგმულ ერთ ნაბიჯზე უკან 3ით ვბრუნდები. კიდევ რამდენი გამე უნდა დავიძინო ისე რომ ტირილით ბალიში დავასველო? თუმცა ერთი კი ვიცი, მამიდა უნდა გადავარჩინო, რადაც არ უნდა დამიჯდეს. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა ექიმმა კვლავ განაგრძო:
-ქალბატონი ნატალია, ჯერ პირველ სტადიაშია ამიტომ მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შეგვიძლია. და რაც მთავარია მისი სიმსიმნე ავთვისებიანი არაა თუმცა უახლოეს მომავალში თუ უფრო გაღიზიანდა შეიძლება ავთვისებიანად გადაიქცეს. ამიტომ სასწრაფოდ ოფერაცია უნდა გავუკეთოთ.
-და რამდენი დაჯდება ეს ოპერაცია?
როცა მან პასუხი გამცა ჩემი სახე კვლავ გაოცებას მიეცა. ამხელა თანხა როგორ უნდა მეშოვა? ერთადერთი გამოსავალი კი ის იყო, რომ ბანკიდან უნდა გამომეტანა ფული. ამ ვალს გადახდაც დასწირდება ამიტომ უნდა ვიმუშაო. 17 წლის ვარ და სად ვიმუშოა ან ვინ ამიყვანს სამუშოად? ამას ვფიქროობდი და თან გაზეთს ვფურცლავდი. (ვაკანსიას ვეძებდი). აი როგორც იქნა ვიპოვე. მისამართი ფურცელზე გადავიწერე, იმის გამო რომ სრულწლოვანი არ ვარ, ბანკში ანგარიში არ მაქ და ფულსაც არავინ გამომატანს. ამჯერად დახმარება მეზობელს ვთხოვე მანაც უარია არ მითხრა. ხოდა სწორედ მან გამოიტანა ბანკიდან ფული, მე კი ისღა დამრჩენოდა რომ ბანკისთვის ფული დამებრუნებინა.
___________________________________________________
ალბათ გაინტერესებთ სად უნდა დავიწყო მუშაობა, მოახლეთ, აბა კიდე სად წავიდე? სხვა ხელობა არ მაქვს ვალი კი გადასახდელია. და აი მეც აქ ვარ უზარმაზარი სახლის წინ. ირგვლივ ყველაფერი ძალიან ლამაზია სახლს გარშემო ბაღი აქვს გაშენებული ერთ-ერთ ხეზე კი თეთრი საქანელა კიდია. ზარი დავრეკე კარი საშვალო სიმაღლის, ხანში შესულმა ქალმა გააღო. მე გავუღიმე და მივესალმე:
-გამარჯობათ! ვაკანსიის თაობაზე გაწუხებთ.
-შემოდი.-სახლში შევედი და განაგრძო-სრულწლოვანი ხარ?
-არა, 17 ვარ.
-მაშინ შეგიძლია მიბრძანდე-მითხრა ეს და თითი კარისკენ გაიშვირა.
-არა, ძალიან გთხოვთ ეს სამუშაო ძალიან მჭირდება,მამიდაჩემს კიბო აქვს. მე კი მის გარდა არავინ მყავს, გთხოვთ უარს ნუ მეტყვით.
-კარგი მაგრამ მერე სკოლა?
-ერთი კვირა სააღდგომო დასვენება მაქ და შემიძლია ვიმუშაო. მერე კიდევ ან შაბათ-კვირას ვიმუშავებ ან კიდევ გავაცდენ სკოლას.
-კარგი შეგიძლია დარჩე, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით სადღეღამისოზე უნდა იმუშაო, სახლის პატრონი მე არ ვარ და მე არ ვადგჰენ ამ წესებს-მითხრა და თვალი ჩამიკრა-მე ზედამხედველი ვარ. აბა რას იტყვი?
-დიდი დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ,ნამდვილი ანგელოზი ხართ! ამ ამაგს არასდროს დავივიწყებ
-კარგი წამოდი შენს ოთახს განახებ!
ოთახი პატარა მაგრამ მყუდრო იყო.ფანჯრის გვერდით საწოლი იდგა, კედელთან კი კომოდი.
-ეს შენი ოთახი იქნება ახლა კი წამოდი და საქმეს შეუდექი.
ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც მანანამ მითხრა(მას ასე ერქვა). საღამოს როცა უკვე დაბნელდა, გამახსენდა რომ საღამურები არ მქონდა. რით უნდა დამეძინა? ოთახიდან გავედი გზად მანანა შემხვდა
-მანანა დეიდა, შეიძლებასახლში გადავიდე? საღამურებს გადმოვიტან და გადმოვალ!
-ამ შუაღამეს სად უნდა წახვიდე? ხვალ წამოიგე კარგი?
-მაგრამ....
-არავითარი მაგრამ, ოთახში დაბრუნდი!
ოთახში შევედი. ფიქრებში ვიყავი გართული როცა კარადა გამოვაღე. სულ ბიჭის ტანსაცმლით იყო გატენილი.აი ეს გამოდგება, ვთქვი და მაისური გადავიცვი. თეძოებს მიფარავდა. შევწექი ლოგინში. ღამე წყურვილმა გამომაღვიძა, ავდექი და წყლის დასალევად გავედი. სამზარეულოში ჩასულს უცნობის ხმა მომესმა:
-შენ ვინ ხარ?
შევტრიალდი და ჩემს პირისპირ მდგარი ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, მუქი მწვაბე თვალებით, ამ დროს მხოლოდ თვალებს ვამჩნევდი.
-მიპასუხებ ბოლობოლო?
-მე...მე... ახალი მოსამსახურე ვარ.დღეს მოვედი-ლუღლუღით ვუპასუხე და თავი დაბლა დავხარე.
-და ჩემი მაისური ჩაიცვი!-გაიცინა და თავიდა ფეხებამდე ამათვალიერა.
-არ ვიცოდი თუ თქვენი იყო-ისე გავწითლდი რომ ალბათ წარხალს ვგავდი ამ მომენტში.-მაპატიეთ, ბატონო!
-ირაკლი დამიძახე!-გამიღიმა და მითხრა
-კარგი, ირაკლი-ახლა მეც სულელურად ვუღიმოდი.
გამე ვერ დავიძინე ალბათ ყველაფერი იმ მუქი მწვანე, ხავსისფერ თვალებს ვერ ვივიწყებდი......



№1  offline წევრი Green eyes

გამარჯობათ, ესეც მე- 3 თავი მედია მოგეწონათ. გთხოვთ დატოვოთ კომენტარი

 


№2  offline წევრი black wolf

Kargiaa:)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent