შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთარიღო დღეები (4)


11-04-2015, 00:01
ნანახია 4 381

რამდენიმე დღემ ძალიან ჩვეუებრივად ჩაიარა.
თითქმის ერთი თვის ორსული ვიყავი, ტოქსიკოზი მქონდა საშინელი. თუ რამეს შევჭამდი, მეორე წუთში ტუალეტში გავრბოდი. მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემს თანამცხოვრებს არ გადავყროდი და ნაკლებად გამეღიზიანებია ისიც და ჩემი თავიც.
უნივერსიტეტში არ წავსულვარ, რამდენჯერმე დამირეკა სალომემ, მაგრამ გრიპი მაქვს-თქო, მოვატყუე და მანაც დაიჯერა, რა თქმა უნდა.

დეკემბრის პირველი კვირა იყო.
12 საათი სრულდებოდა, ძალიან მომშივდა და სამზარეულოში გავედი. ყურადღება არ მიმიქცევია მისაღებში მჯდარი თანამცხოვრებისთვის, თვალი მოვკარი მხოლოდ, რაღაც ქაღალდებს რომ ჩაჰკირკიტებდა თვალმოუშორებლად.
მაცივარი გამოვაღე და ქექვა დავიწყე, ბოლოს ისევ რძის პროდუქტის ჭამა გადავწყვიტე და ხაჭო გამოვიღე. ძალიან არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ ექიმმა მირჩია, აუცილებლად ჭამე, ბავშვი რომ ჯანმრთელი იყოსო.
ქილაში მოთავსებულ ხაჭოს კოვზი დავარჭვე და გემრიელად შევჭამე პირველი ლუკმა.
-შენ რა მადიანი ჭამა გცოდნია. - ცინიზმი გამოსჭვიოდა მისი ხმიდან. მისკენ მივიხედე და თვალი თვალში გავუყარე.
-ნამდვილად არ ვუჩივი მადას.
შემათვალიერა. აშკარად შეაჩერა მზერა მოღებულ დეკოლტეზე, ინსტიქტურად შემოვიხვიე ჟაკეტი მჭიდროდ. მას გაეცინა, მე - გავღიზიანდი.
-არც ისე მიმზიდველი ხარ, მაგის შემოხვევა რომ დაგჭირდეს, ჩემს გასაჩერებლად. - თვალი ჩამიკრა და სამზარეულოს მაგიდას მიეყრდნო. ჩიხში აღმოვჩნდი, უკან კედელი იყო, რომელსაც ვერ გავანგრევდი და წინ კი ბაჩო, რომელთანაც ძალიან ახლოს მომიწევდა გავლა, ამისგან კი თავი შევიკავე.
ვითომ უდარდელად ვაგრძელებდი ჭამას, არადა ვგრნობდი, რომ გული მიმდიოდა, კარადას დავეყრდენი და ღრმად ჩავისუნთქე. ეტყობა შეამჩნია ჩემი შეუძლოდ ყოფნა, ინსტიქტურად წამოვიდა ჩემკენ და მხარზე დამადო ხელი. გაოცებულმა ავხედე.
-ცუდად ხარ! - მტკიცე იყო მისი ხმა და აშკარად არ იყო კითხვა.
-არ ვარ. - გავჟიუტდი, არადა წამებს ვითვიდი, რამდენი ხანი გავძლებდი კიდე, სანამ იატაკზე გავიშოტებოდი.
ჩემი პასუხისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სკამზე დამსვა, თვითონ ონკანთან მივიდა, ხელი დაისველა და სახეზე მომისვა. მესიამოვნა... არვიცი რომელი უფრო: ცივის შეგრძნება თუ ის, რომ ვიღაც მაინც ზრუნავდა ჩემზე. ხაჭოს ქილა, რომელიც ჯერ კიდევ ხელში მეჭირა, გამომართვა და მაგიდაზე დადო. ჩემს წინ ჩაიმუხლა და ქვემოდან ამომხედა. ვიგრძენი როგორ წამოვწითლდი სახეზე. უცხო ადამიანთან ასეთი სიახლოვე, თანაც უკვე მეორედ, მეტისმეტი იყო ჩემთვის. ხელები ავიფარე სახეზე და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე. იმოქმედა მისმა ცივმა ხელებმა, აშკარად უკეთ ვიყავი. რამდენიმე წუთი ვიყავით ასე, ის ჩემს წინ იყო ჩამუხლული და მიუხედავად იმისა, რომ ხელები მიფარავდა სახეს, მაინც ვგრძნობდი მის მზერას, მე კი არ ვაპირებდი ან ხმის ამოღებას, ან რაიმე სხვა სახის ქმედებას.
-უკეთ ხარ? - დაარღვია ბოლოს სიჩუმე.
-კი, მადლობა. - წავიბუტბუტე.
-არაფერში მჭირდება შენი მადლობა! - უცებ შეეცვალა ხასიათი, ხმა მკაცრი გაუხდა და მივხვდი, რომ ფეხზე წამოდგა. - სულაც არ მსურდა, ჩემი წასაყვანი გამხდარიყავი საავადმყოფოში, ან სასწრაფოსთვის გამომეძახებინა.
-გასაგებია. - ძლივს ამოვთქვი იმედგაცრუებულმა, არადა მეგონა, რომ ჩვენ შორის არსებული დაძაბულობა და უთანხმოება, სულ ცოტათი მაინც შეიცვალა, უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა. მაგრამ, თურმე მხოლოდ მეგონა.
სიგარეტს მოუკიდა და ძლიერი ნაფაზი დაარტყა. ცხვირი შევიჭმუხნე უკმაყოფილოდ, რეაქცია არ ჰქონია. არც ფანჯარა გააღო და არც სამზარეულოდან გავიდა. ნერვები მომეშალა ძალიან. რა თავხედი ვინმეა!
-თუ არ გინდა შეტევა მქონდეს და შენი წასაყვანი გავხდე საავადმყოფოში, ან გადი აქედან და ან ჩააქრე სიგარეტი! ხომ გითხარი, შენს ოთახში მოწიე-თქო მარტო? - გაღიზიანება შემეტყო ხმაში.
-ეგღა მაკლია, შენი სურვილები ვასრულო! - ჩაიფრუტუნა და დივანზე ჩამოჯდა ჩემ წინ, ფეხები სკამზე გაშალა. ფაქტობრივად, გზა გადამიკეტა. ხომ არ გადავახტებოდი მის ფეხებს?! არადა ვგრძნობდი, რომ გული ამერეოდა მალე...
-ჩამოიღე ფეხები სკამიდან და გამატერე, თქვენის ნებართვით.
რამდენიმე წუთი ვიდექი ფეხზე და ველოდებოდი, როდის მოიფიქრებდა თანამცხოვრები, რომ ჩემი ნათქვამი შეესრულებინა. სიგარეტს ეწეოდა არხეინად და ირონიული ღიმილით მიცქერდა. ძაფები, რომელიც ჩემს მოთმინებას და ნერვებს ერთმანეთთან აკავშირებდა, ნელ-ნელა წყდებოდა..
მაგრამ არა! გადავრჩი მეც და ისიც, ჩემს რისხვას. გამატარა. ოთახში შევედი და დავიძინე...

***
დილიდანვე შევუდექი სამსახურის ძებნას, მაგრამ რას ვეძებდი მე თვითონაც არ ვიცოდი, როდესაც არც რამე განათლება მქონდა და ფიზიკურადაც ვერ ვიმუშავებდი დატვირთვით. შუადღემდე სულ ტყუილად ვათვალიერე ინტერნეტში ვაკანსიები, სასურველი კი იყო რამდენიმე, მაგრამ მე არ ვიყავი შესაფერისი კადრი და ფუჭ ოცნებას ვარჩიე, რეალურად შემეფასებინა ჩემი შესაძლებლობები, ასე რომ არც პრეტენზია მქონია მაღალანაზღაურებად სამსახურებზე.
შუადღისას ძლივს ავწიე ტანი სკამიდან და სამზარეულოში გავედი. მთელი ეს დრო არაფერი მეჭამა და ძალიან მშიოდა. ყავისთვის წყალი დავადგი და წინა დღის პური გამოვიღე კარადიდან. არაფრის მომზადების თავი არ მქონდა, ძალიან ვიყავი განერვიულებული და დაღლილი, ყავა გავაკეთე და პური მივაყოლე. ისე, სასაცილოსთან ერთად, კარგი ვარიანტიცაა ეს, კუჭიც კმაყოფილდება და თანხაც იზოგება ასე თუ ისე.
ჩემი ნერვებისმომშლელი არსად ჩანდა, ალბათ სამსახურში იყო, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი სად მუშაობს. არასდროს დავინტერესებულვარ და არც შესაძლებლობა მქონია, რომ მეკითხა. ჩვენი „საუბარი“ კინკლაობითა და პირიდან ძლივს ამოგლეჯილი ერთი-ორი „ტკბილი“ სიტყვით შემოიფარგლებოდა ძირითადად.
საღამოს ისიც დაბრუნდა, მისაღებში ვიჯექი დივანზე და ამჯერად გაზეთში ვნახულობდი ვაკანსიებს. ცალი თვალით ავხედე, ისიც რამდენიმე წამით და მალევე მოვაშორე მზერა, თუმცა ეს მოკლე პერიოდი ზუსტად ის დრო აღმოჩნდა, თვითონაც რომ შემომხედა და ისე მოხდა, რომ თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს. უხერხულობა ვიგრენი რატომღაც, მიუხედავად იმისა, რომ ის მობეზრებულად მიყურებდა.
-ძალიან მშია. - გამოაცხადა ომახიანად და ჩემს რეაქციას დაელოდა. გაოცებულმა ავხედე, მგონი პირიც კი ღია მქონდა, იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მისი სიტყვები, თუმცა მე არაფერი მითქვამს, ჩემს საქმეს მივუბრუნდი და საქმიანად გადავშალე ფურცელი. რამენიმე წამი ელოდა ჩემს პასუხს, მერე ამოიხვნეშა და გაზეთი გამომგლიჯა ხელიდან. ბრაზი მომერია.
-შენ გელაპარაკები, დაყრუვდი? - აგდებულად მკითხა.
-მეგონა საკუთარ თავს ელაპარაკებოდი და სულ მთლად გარეკე. - არც მე დავაკელი ირონია.
-ლაპარაკის ნაცვლად, რომ ადგე და მშიერი ადამიანი დააპურო არა?!
-ადამიანს ვერავის ვხედავ აქ, ჩემ გარდა, მე კი ნამდვილად არ მშია! - გამარჯვებულმა ვსტყორცნე მზერა და ჟურნალის მაგიდიდან ფეხები ჩამოვიღე. კარგად დავინახე მისი რეაქცია, ნესტოები დაებერა სიბრაზით და თვალები მოჭუტა, აშკარად არ ესიამოვნა და შემდეგი დარყმის მოლოდინში გავისუსე.
-ამ ერთხელ გაპატიებ, გოგონა, უტაქტოდ საუბარს ჩემთან, სხვა დროს კი, თუ იგივე განმეორდება, ჩათვალე, რომ ღამის გასათევი აღარ გექნება! - თვალი ჩამიკრა და ჩემკენ დაიხარა, დივნის საზურგეს ავეკარი, არ მესიამოვნა მისი სიახლოვე.
-ეს მუქარა იყო?
-დი-ახ! - ამჯერად ტუჩზე გადამისვა ცერა თითი. ჟრუანტელმა დამიარა მთელ ტანში, შეცბუნებულმა მოვკუმე ტუჩები.
-რას წარმოადგენ ან რა უფლებით მელაპარაკები ასე? - შეტევაზე გადავედი.
-მე უბრალოდ გირჩევ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს, თორე ჩემს რაობაზე ლაპარაკი გვიან იქნება შენთვის. – „საუბარი“ დაასრულა და ზურგი მაქცია. ბრაზით ვიყავი გაჟღენთილი, როგორ მინდოდა რამე ჩამერტყა მისთის თავში და მიმეჩინა თავისი ადგილი. ერთი ბავშვობაში გათამამებული კაცია, რომელსაც თავი ახლაც დიდი ვინმე ჰგონია!
რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე დასაწყნარებლად და ისევ გაზეთს ჩავაშტერდი, ეს კიდევ უფრო მიშლის ნერვებს, რადგან ვერაფერს ვნახულობ ჩემთვის სასურველსა და ხელმისაწვდომს. სამზარეულოდან რახუნის ხმა გამოდიოდა, უნებურად გამეცინა მასზე. რომ დავენახე, მასზე ვიცინოდი, ნამდვილად არ დამადგებოდა კარგი დღე, ამიტომ თავი დავიზღვიე და გაზეთი სახეზე ავიფარე.
გადავრჩი. ნახევარი საათი მაინც არ გამოსულა იქიდან.
-სამსახურს ვეძებ, რამე ხომ არ იცი, რომ დამეხმარო? - გაუაზრებლად წამოვისროლე წინადადება, როდესაც მისაღებში შემოსული დავინახე. გულიანად გადაიხარხარა, თუმცა კარგად იგრძნობოდა ირიონიაც. თავი დავიწყევლე. ტყუილად კი არაა ნათქვამი, ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო. ჯერ უნდა დაფიქრდე რას ამბობ და მერე თქვა!
-ძალიან თუ შემეხვეწები, შეიძლება დაგეხმარო კიდეც. - უცებ დასერიოზულდა, თუმცა ტუჩის კუთხეში მაინც უკრთოდა ღიმილი.
-შენ დაცინვას, მირჩევნია სულ არ გთხოვო არაფერი. რამ დამავიწყა, მეტი საქმე არ გაქვს, მე რომ დამეხმარო! - სარკასტულად წამოვიძახე ნაწყენმა.
მიუხედავად იმისა, მე და მას რომ კარგი ურთიერთობა არ გვქონდა, მაინც ვიმედოვნებდი, რომ შეიცვლებოდა მისი ჩემდამი დამოკიდებულება და ადამიანად ჩამთვლიდა და არა ხელწამოსაკრავ ნივთად, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია და სურვილისამებრ, რომელ კუთხეშიც გინდა მიაგდე, შეიძლება სანაგვეზეც კი.
-არ დაგცინი, მაგრამ თუ მთხოვ, ოღონდ ძალიან თუ მთხოვ, შეიძლება დაგეხმარო კიდეც! - კიდევ იღიმოდა, მზერას არ მაშორებდა და ნელ-ნელა მოიწევდა ჩემკენ.
-არ მინ-და! - დავუმარცვლე ჯიუტად და ხელები გულზე დავიკრიფე.
-ეს შენ ეძებ სამსახურს რამდენიმე კვირა უშედეგოდ, მე კი არა, ასე რომ მეეჭვება, დახმარება რომ არ გინდოდეს. - წარბები აწკიპა და კიდევ უფრო შეამცირა ჩვენ შორის მანძილი.
-კარგი, მაშინ დამეხმარე, თუ მეხმარები. - წამოვიძახე გაგულისებულმა და ადგილი ვიცვალე, ვეღარ ვუძლებდი მის სიახლოვეს, დამთრგუნველად მოქმედებდა ჩემზე,
-ხომ გითხარი, თუ ძალიან მთხოვ, იქნებ... - ისევ თავიდან დაიწყო.
ყელში ამომივიდა მისი საქციელი და ფეხზე წამოვხტი ხელების ქნევითა და ყვირილით, რომ სულაც არ მჭირდებოდა მისი დახმარება და ძალიან კარგს იზამდა, თუ უბრალოდ მოკეტავდა.
-კარგი, გაჩუმდი ახლა, თორე შენ რომ ატირდები,დედა მინდაო, რა გაგაჩუმებს მერე. -გაიცინა.
სუნთვა ჯერ შემეკრა, შემდეგ გამიხშირდა და ბრაზისგან წამოვწითლდი. დედაჩემიო! არაადამიანია ეს, ცხოველი და უგრძნობი არსება!
ჯერ ისედაც ლოდად მაწევს გულზე ის ამბავი, რომ დედაჩემი სამი წელია არ მინახავს და მერე კიდეც ის, რომ ბოლო რამდენიმე წელი „ბედნიერება“ მქონდა, დედინაცვალი მყოლოდა სახლში, რომელიც ჩემი თანამცხოვრების მსგავსად, არაფრად მთვლიდა და ყოველ წუთს დანებს მარსობდა გულზე, მერე ძლიერად სერავდა და ღრმა ჭრილობებს მაყენებდა.
თუმცა იმ განსხვავებით, რომ თამუნამ ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა, ამან კი არ იცის...
მაგრამ ამით არაფერი იცვლება, ორივე არაადამიანია და ორივეს ვერ ვიტან!
-მეორედ, დედაჩემი და საერთოდ ყველა და ყველაფერი ის, რაც მეხება მე, აღარ ახსენო, გასაგებია? ჩათვალე, რომ ამ ბინაში მხოლოდ შენ ხარ და მე არ ვარსებობ! თუ მაინც და მაინც, შეგაწუხებს ჩემი ულამაზო, მსუქანი ფიგურა, იფიქრე, რომ რომელიმე მკვდრის სულია, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა და ხანდახან სტუმრობს ხოლმე! - ემოციურად ვყვიროდი მე, ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი და მძიმედ ვსუნთქავდი. დავამთავრე „გამოსვლა“, თუმცა თქვენც არ მომიკვდეთ, მის სახეზე არანაირი ცვლილება არ ყოფილა, სულაც არ შეუწუხებია ჩემს სიტყვებს და სინდისს.
-შეგიძლია მშვიდად იყო, არც აქამდე ვანიჭებდი შენს არსებობას ყურადღებას, ასე რომ არც აწი გამიჭირდება. - მშვიდად ჩაილაპარაკა, ერთი შემომხედა არაფრისმთქმელი სახით, დივანში ჩაეშვა და ტელევიზორის პულტს დასწვდა.
ვერ აღვწერ, რა დამემართა. ფერები გადამდიოდა სახეზე, ძლივს ვსუნთქავდი დაა ამაოდ ვცდილობდი დაწყნარებას. ერთადერთი აზრი და სურვილი, რაც იმწუთას თავში მიტრიალებდა, მისს იქიდან გაქრობა იყო.
ვეღარაფერი ვუთხარი, ან რა მქონდა სათქმელი?! კაცმა ნათლად და გულწრფელად მითხრა ის, რასაც ფიქროდა ჩემზე და მაგრძნობინა, რომ არათუ გულზე არ ვეხატები, არამედ ჩემს არსებობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის.
თუმცა, ეს ხომ ისედაც ნათელი იყო ჩემთვის?!
ალბათ ამის მოსმენა და კიდევ ერთხელ გაანალიზება იყო მიზეზი..
ოთახში შევვარდი, ლოგინზე დავემხვე და შემაძრწუნებელი ხმა ამოვუშვი, რომელიც ჩემდა საბედნიეროდ, ბალიშშმა ცოტა მაინც ჩაახშო...
იმ ღამეს არ მიძინია.
ტირილსა და მოთქმაში გავათენე. გამთენიისას რომ მივხვდი, სუნთქვა მიჭრდა, ძლივს გავედი ოთახიდან, წყალი რომ დამელია და გადაევლო ნერვიულოის ტალღას... შუა მისაღებში ვიყავი, სისუსტე რომ ვიგრძენი, თავბრუ დამეხვა და ძირს დავვარდი, თავი მსუბუქად, თუმცა მაინც ჩამოვარტყი ჟურნალების მაგიდის კიდეს და გავითიშე...
ბუნდოვნად დავინახე, როგორ გააღეს ოთახის კარი და იქიდან წაშლილი სახით გამოვარდა ჩემი თანამცხოვრები...
ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა...
კარგი გრძნობაა, როდესაც აღარ გრძნობ გულის შეჭმამდე არსებულ მძლავრ ტკივილს და უბრალოდ ითიშები, ეთიშები რეალობას, რომელიც ძალიან მწარე და თითქმის გაუსაძლისია...
_______________
რა კარგები ხართ და როგორ მახარებთ!
სურათზე მარცხნივ გაბრიელია, შუაში ჯუნა და მარჯვნივ ლაზარე.



nino-28
Es juna nervebs mishlis :D rogor mainteresebs ra iqneba ^_^

ნერვებს გიშლის? no რეიზა? wassat

 


№2  offline წევრი Bero)))

მოსაკლავია ეს ბიჭი angry რას ერჩის ამ გოგოს რააა...

 


№3  offline წევრი Ananoo

აუუ ამ ბიჭსაც რა უნდა რა angry ისე როგორ მაინტერესებს შემდეგი თავიი....

 


№4  offline წევრი aDa

უკვე როგორ მიყვარს ეს ისტორია love ძალიან კარგი გოგო ხარ შენ love

 


№5  offline წევრი marisa

იდიოტია ეს ბიჭი რა.. რასაც ეს გოგო უძლებს. მე მასეთ სიტუაციაში ცრემლების ღვაღვარს დავიწყებ, დარწმუნებული ვარ :( არ ვიცი, ამ გოგოს რას უპირებ, ან საერთოდ გაბრიელი გამოჩნდება თუ არა.. განაგრძე, ველით ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent