უთარიღო დღეები (3)
დღეები ერთმანეთს მისდევდა. მე კი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ფაქტი ერთი იყო, რომ მე ორსულად ვიყავი და ეს აუცილებლად უნდა მეთქა მამაჩემისთვის, როგორ მიიღებდა ეს უკვე სხვა პრობლემა იყო. ზუსტად ვიცოდი, რომ დედინაცვალი თამუნა არ დამიჭერდა მხარს, მაგრამ ზურას იმედი მქონდა. გაბრიელს რომ არ დავუკაშსირდებოდი, ეს უკვე იმ წუთასვე გადავწყვიტე, რომ გავიგე ორსულად ვიყავი. მუცელი რომ გაზრდას დაიწყებს, მერე ხომ ვეღარ დავმალავ ამ ამბავს, ამიტომ სჯობს, რომ ახლავე ვუთხრა ზურას. ნოემბრის დასაწყისი. წვიმიანი დღე. მე ორი კვირის ორსული. ვდგავარ მისაღებ ოთახში, კედელთან. დივანზე მამაჩემი და დედინაცვალი სხედან. ზურა გამჭოლ მზერას მაპყრობს, თამუნა, როგორც ჩანს, ხვდება, რომ რაღაც ისე არა „ქე“ რომ უნდა და დაეჭვებული მიყურებს. ნერწყვს ძლივს ვყლაპავ და თიტებს ერთმანეთში ვხლართავ. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე, ძალები შეძლებისდაგვარად მოვიკრიბე და თავი ავწიე, თუმცა თვალის მამაჩემზე თვალის გასწორება ვერ გავბედე. საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობა მქონდა, მინდოდა ჩემს „მე“-ს გავქცეოდი, გამეხია ტყავი და მეგრძნო სრული თავისუფლება... თავისუფლება ხომ ისაა, საკუთარ თავს რომ ფლობ... მე კი ნამდვილად არ ვარ თავისუფალი. -მამა... - ხმა ჩამიწყდა, ვეღარ გავაგრძელე სათქმელი. ცრემლი მუჭით მოვიწმინდე და ნერვიულად ჩავიცინე. - მოკლედ...მე... -ნუ გეშინია, შვილო, მითხარი, რა გაწუხებს? - ზურამ გამიღიმა. „რომ იცოდე, რის თქმას ვაპირებ, არ გექნებოდა ასეთი მშვიდი სახე“- გავიფიქრე და ისევ გადავაჭვდე თითები ერთმანეთს. -მე...ყველაფრისთვის მზად ვარ! - არვიცი რამ, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცამ თუ რაღაცამ, ძალა მომცა და თამამად ავლაპარაკდი. ჩემს წინ მსხდომი „მშობლები“ აღელდნენ, აშკარად არ მოეწონათ საუბრის ასე წარმართვა. - ჰო, მზად ვარ, ყველაფერს გადავიტან ჩემი შვილისთვის! ჰო, ჰო, ჩემი შვილისთვის! - დავამატე მტკიდეც. წელში გავიმართე და მათ შევხედე. მამაჩემის თვალებში გაკვირვება, დაბნეულობა, იმედგაცრუება, ტკივილი... - ყველაფერი ერთად იკითხებოდა, თამუნა კი გააფთრებული წამოვარდა ფეხზე და ჩვენს შორის მანძილი თვალის დახამხამებაში დაფარა. წინ ამესვეტა, შეშლილის მზერით მიყურებდა, აელვებული თვალებიდან თითქოს ცეცხლს აფრქვევდა. დარწმუნებული ვარ, შეშურდა კიდეც ჩემი და იმიტომ გამწარდა ასე ძალიან. დიახ,დიახ, ჩემი დედინაცვალი გაბრაზებულს კი არა გამწარებულს ჰგავდა ყველაზე მეტად! -ამ სახლში გაჩერებული აღარ დაგინახო! წაეთრიე აქედან, წაეთრიე და აღარასდროს დაბრუნდე! გასაგებია? ქუჩის კახპავ! - ცოფების ყრას რომ მორჩა, ერთი ლაზათიანი სილა მითავაზა და ოთახიდან გავარდა. დავრჩით განადგურებული მამაჩემი და მე. არ ვიცი ჩემს მდგომარეობას რა ეპითეტი შეესაბამებოდა. ლოყა საშინლად მეწვოდა, უფრო მეტად და გაუსაძლისად კი გული. თვალებში მოწოლილი ცრემლი გაქვავებულიყო და გადმოსვლას არ აპირებდა, არადა შვებასაც მომგვრიდა ახლა ტირილი. ყოველთვის ძალიან განვიცდიდი ჩემსა და თამუნას შორის არსებულ დაძაბულ სიტუაციას, ეს კი პიკი იყო! „კომუნიზმის პიკი!“ ძალიან ცუდად გამხადა მისმა საქციელმა და სიტყვებმა, ყველაზე მეტად კი იმან, რომ შევზიზღდი, დარწმუნებული ვარ შევზიზღდი, რადგან მე მეყოლება შვილი და მას არა (ჯერ-ჯერობით მაინც). იმედით სავსე თვალებით შევხედე მამაჩემს. ის ხომ მაინცაა ჩემი ბიოლოგიური მშობელი და თუ არა მისმა მეორე ცოლმა, მან ხომ მაინც იცის შვილის ფასი. სავსე იყო მისი თვალები იმედგაცრუებით. ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა ჩემთვის. ამოვიგმინე. ბორძიკით წავედი ზურასკენ, მის წინ დავვარდი მუხლებზე, თავი მამაჩემის მუხლებზე დავდე და ავტირდი. არ შემხებია. არ მომფერებია, აღარ გადაუსვამს თავზე ხელი და აღარ უთქვამს „შვილო“. არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, მერე თავი და მის განადგურებულ მზერას წავაწყდი. გულში რაღაც ჩამწყდა... ორივე ლოყაზე ვაკოცე და მოვშორდი. ჩემს ოთახში შევედი, ერთი ხელის მოსმით გადმოვყარე რაც კი რამ მქონდა ტანსაცმელი იატაკზე და დაუკეცავად ჩავუძახე ჩემოდანში. მეორე ჩემოდანში ქურთუკები და ფეხსაცმელები ჩავდევი. სკოლის დროინდელ ზურგ ჩანთაში კი წიგნები. ბარგის „ჩალაგების“ პროცესში არ მიფიქრია იმაზე, თუ სად წავიდოდი. უნივერსიტეტში კურსის გასაგრძელებლად ჩასარიცხი ფული ავიღე და საიმედოდ შევინახე ჩანთაში, რომ არ დამკარგვოდა. ძლივს გავათრიე ჩემოდნები ბინიდან, კიდევ კარგი ლიფტი მუშაობს, თორემ ეს რომ კიბეებზე ჩასატანი მქონდეს, სავალალო შედეგიც მოჰყვება. როგორღავ გავიტანე ლიფტიდან ქუჩაში და ტროტუარზე გავშეშდი. ქურთუკი შევიკარი, რომ არ გავციებულიყავი, ბავშვისთვის სულაც არ იქნებოდა ეს კარგი. მუცელს მოვეფერე, სადაც ჩემი 2 კვირის შვილი იმყოფებოდა და გული, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ნაფლეთებად იყო ქცეული, გამითბა. ჩემდა საბედნიეროდ, კედელზე გაკრული განცხადება ვნახე, ოთახს რომ აქირავებენ ერთი ღამით, დავრეკე და თავისუფალი ჰქონდათ ზუსტად ერთი ოთახი. ნამდვილად გამიმართლა. ბინა მესამე სართულზე აღმოჩნდა და არც ლიფტი მუშაობდა. ტაქსის მძღოლმა გამოიჩინა გულისხმიერება და მან ამატანინა ჩემოდნები. დიდი ხნის გარემონტებულ ბინაში შევედი, ალბათ სამოთახიანი იქნებოდა, კარგად არ დავკვირვებივარ. ერთ-ერთი ოთახისკენ წამიძღვა დიასახლისი, ფული წინასწარ გამომართვა და კარი გაიხურა. დავრჩი საკუთარ თავთან და შვილთან. მიმოვიხედე, გახუნებული შპალერმა და ფარდებმა, ლოგინზე კი ნაცრისფერმა გადასაფარებელმა, რომელიც სიცივის შეგრძნებას ტოვებდა, საშინლად იმოქმედეს ჩემზე და გუნება სულ მთლად წამიხდა. ტანსაცმლიანად წამოვწექი ლოგინდა და ზემოდან კი ჩემი გრძელი ქურთუკი დავიფარე. გადავწყვიტე დილიდანვე შევდგომოდი ბინის ძებნას, რომელსაც იაფად დავიქირავდებდი, თორემ ეს ფული დიდხანს არ მეყოფოდა. ჯუნა გულბანო, დაემშვიდობე უნივერსიტეტში სწავლას. მოგიწევს აწი კაპიკების გროვება, შვილს რომ უზრუნველი მომავალი შეუქმნა. ან რა უზრუნველი მომავლის შემქმნელი მე ვარ?! სწავლა არ დამიმთავრებია, გამოვდილება არაფრის მაქვს და ან ვინ მიმირებს რამე სამსახურში?! *** -მოგწონთ? - მკითხა ბინის პატრონმა, რომლის დაქირავებასაც ვაპირები და გულზეხელდაკრეფილი წინ დამიდგა. -ჩემი ფინანსური შესაძლებლობები მეტს ვერ გასწვდება, ასე რომ კარგია. ე.ი. თვეში 100 ლარი? -დიახ. ზამთარში, უფრო რომ აცივდება, დაგიკლებთ 20 ლარს, რადგან იმ ოთახში, სადაც თქვენ უნდა იყოთ, გათბობა არაა. მეორე ოთახშია, მაგრამ ის უკვე გაქირავებული მაქვს, ასევე მისაღებ ოთახშია. სააბაზანოში თბილი წყალი არის, მაგრამ სამზარეულოში არა. მაცივარი და გაზქურა არის, ჰო, სარეცხის მანქანაც. ბინა დავათვალიერე, ნორმალური პირობები იყო ჩემნაირი ღარიბ-ღატაკისთვის. ერთი ეგ იყო, გამიჭირდებოდა ზამთრის გადატანა გაყინულ ოთახში, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ეს უკვე მეხუთე ბინა იყო და ჩემს მდგომარეობასთან შესაბამისი ხელსაყრელი პირობები მხოლოდ აქ აღმოჩნდა. ბინის მფლობელი აქ არ ცხოვრობს, თვითონ „კაი ფეშენი სახლი მაქვს მთაწმინდაზე, შვილები დავათავიანე და მე ასე მყოფნის ა“- ყელში გამოუსვა ხელი შუახნის ქალმა. „შვილები დავათავიანე“-ზე მოგუდულად გამეცინა, ხმამაღლა ვერ გავბედე, უზრდელობაში ჩამომართმევდა და სწორიც იქნებოდა. ბარგი ამოვალაგე და პატარა ხის კარადაში ჩავაწყვე, რომლის კარებსაც გაღებისა და დახურვის დროს ჭრიალი გაჰქონდა. არც ველოდი მამაჩემის ზარს და არც დაურეკავს. ბარგის ჩალაგებას რომ მოვრჩი, გარეთ გავედი და მაღაზიის ძებნა დავიწყე, პროდუქტები რომ შემეძინა და შიმშილით არ ამომხდენოდა სული. ორსულობის გამო დიეტას თავი დავანებე. ისედაც კმაყოფილი ვიყავი დაკლებული 8 კილოთი, ახლა კი ნელ-ნელა გავიბერებოდი და უნდა შევგუებოდი ამას. მაღაზია მალე ვიპოვნე, მადლობა ღმერთს ბოსტნეული, ხილი და სხვა სახის პროდუქტები, ერთად იყო ყველა. ხილვს ვარჩევდი, ვაშლი რომ ხელიდან გამივარდა და დაბლა დავიხარე მის ასაღებად, ადგომის დროს მხარი გავკარი ვიღაცას. მზერით გამანადგურა, ისეთი სახით შემომხედა ახალგაზრდა მამაკაცმა. -თვალები გაახილმე ხოლმე, უმჯობესი იქნება შენთვის! - დაისისინა. -ბოდიშს გიხდით, არ დამინახიხართ. - ამოვილუღლურე დარცხვენილმა და სწრაფად დავდევი ვაშლი სხვა ვაშლებთან. -მგონი შენზე პატარა არ უნდა ვიყო, რომ ვერ დაგენახე! -ბოდიშს გიხდით, კიდევ ერთხელ. - ჩავიბუტბუტე და სალაროსკენ წავედი. პროდუქტები ვიყიდე და მაღაზიიდან გამოვედი, ვეცადე ყველაფერი ნატურალური ყოფილიყო, ბავშვი რომ ჯანმრთელი დაბადებულიყო. კორპუსთან პატარა პარკივით იყო, გასეირნება გადავწყვიტე. არც მე მაწყენდა სუფთა ჰაერი და არც ჩემს პატარას. რაიმე სამსახური უნდა მეშოვნა, სანამ მუცელი გამეზრდებოდა და მოძრაობა გამიჭირდებოდა. ახლა თუ არ დავაგროვე ფული, ბავშვი რომ დაიბადება მერე საიდან გავაჩინო? ხომ უნდა ტანსაცმელი, საჭმელი, საწოლი, სათამაშოები... ბედნიერებისგან გამაკანკალა, რომ წარმოვიდგინე ჩემი ბუთხუზა ბიჭი ან გოგო, საყვარლად მომცინარი და ჩემი გულის გამხარებელი. ყველაფერს, ყველაფერს გავაკეთებ მის საკეთილდღეოდ და იმისათვის, რომ დაჩაგრულად არ იგრძნოს თავი. საუკეთესო ადამიანად აღვზრდი და ვიამაყებ მისით! ზუსტადაც, ვიამაყებ!!! რომ მოსაღამოვდა, კიდევ უფრო აცივდა და სახლში წავედი. ნელ-ნელა ავიარე კიბეები, არ მინდოდა თავი დავღლილიყავი სწრაფად სიარულით. გასაღები, რომელიც რამდენიმე საათის წინ მომცა ბინის პატრონმა, კარს მოვარგე და შიგნით შევედი. შესასვლელ კარებთან, კედელზე მიმაგრებულ საკიდზე, მამაკაცის ქურთუკი ეკიდა. თვალები გამიფართოვდა, რა, აქ ვიღაც კაცი ცხოვრობს? რა სულელი ვარ, რატომ წინასწარ არ ვკითხე იმ ქალს, ვინ იყო მეორე ბინაში? რაღა ვქნა ახლა? ვეცადე აღელვება დამეფარა და უდარდელი გამომეტყველებით შევსულიყავი მისაღებ ოთახში. დივანზე იჯდა, ტელევიზორს უყურებდა და სიგარეტს ეწეოდა. ხველება ამიტყდა, სიგარეტის კვამლი რომ შევისუნთქე. ხველების ხმაზე ჩემსკენ გამოიხედა. ო,ღმერთო, ეს ისაა მაღაზიაში რომ მიყვირა, თვალები გაახილეო, თუ მეჩვენება? მე ხომ არაფერში მიმართლებს რა. თვითონაც გაკვირვებული მიყურებდა და მეც ასე ვუყურებდი. -მოიცა, შენ... აქ რა გინდა? - ხმა ამოიღო ბოლოს და დივანზე წამოიწია, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და გამჭოლი მზერა მომაპყრო. -ოთახი ვიქირავე. - თითქოს რამეში ვეჯიბრებოდი, ნიშნისმოგებით გავუღიმე და სამზარეულოსკენ გავწიე. -ჰეი, ჰეი, მოიცა. - მომაძახა მან, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. შექმნილი სიტუაციის გამო ლოყები საშინლად მიხურდა და სუნთქვა გამხშირებოდა. არასდროს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, რომ არ მცოდნოდა გამოსავალი რა იყო. ან რა გამოსავალზე ვფიქრობ ახლა, როდესაც ის არ არსებობს? ამ ვიღაცასაც ოთახი აქვს ნაქირავები და მეც, ვერცერთი და არცერთი წავალთ აქედან და მოგვიწევს ერთ ბინაში ცხოვრება?! ვაიმე, შარში ვარ. რა მოხდებოდა გოგო ყოფილიყო ამ კაცის თუ ბიჭის ნაცვლად? რა მოხდებოდა და ის, რომ მაგ შემთხვევაში გამიმართლებდა, მე კი არაფერში მიმართლეს, ასე რომ არც ამაში უნდა მქონოდა იმედი. მაცივარი გამოვაღე, მაგრამ თითქმის სავსე დამიხვდა. რა გასაკვირია, ამასაც ხომ უნდა ჭამა?! ნახევარში მისი პროდუქტები ჩავალაგე, მეორე ნახევარში ჩემი. მერე ისევ მისაღებში გავედი, ცივილურად რომ დავლაპარაკებოდი თანამცხოვრებს. -მოკლედ, მოგწონს ეს შენ, თუ არა, მე აქ ვცხოვრობ და მოგიწევს შეეგუო. - ჩემს თავს ვეღარ ვცნობ, რას ამოვიდგი ენა და ავტლიკინდი?! 19 წელია ამხელა წინადადება გადაბმულად არ მითქვამს და... -კარგს იზამ, თუ იშვიათად დამენახვები, ნაკლებად მომიშლი ნერვებს და ნაკლებს ვიჩხუბებთ. -მკაცრად გადმომხედა. გაკვერვებისგან შუბლზე ამივიდა წარბები, არა, ეს ნორმალურია?! აშკარად არა,თორე ამას არ მოროშავდა. ესღა მაკლდა რა, რომ ეთქვა შენი სიფათის ყურება არ მსიამოვნებსო, თორე სხვას ყველას აქვს უკვე ნათქვამი ან ნაგრძნობინები. -ბოდიში მოგიხადო იმის გამო, რომ ლამაზი არ ვარ? - ცინიკურმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე. -მაინც ვერ გამოასწორებ მაგას, ასე რომ არაფერში მჭირდება შენი ბოდიში. - თითქოს ვეზიზღებიო, მზერა ამარიდა ტუჩაბზუებულმა. ძალიან გავმწარდი. ხელები მოვმუჭე და თვალები დავქაჩე, რომ არ ავტირებულიყავი. წარმოდგენა არ მქონდა რატომ მესაუბრებოდა, ან თუ საუბარი ჰქვია ამას, უცხო ადამიანი ასე ცუდად? რამე დავუშავე თუ რა?! ეს ვიღაც მაკლდა კიდე ნერვების მომშლელად და პრობლემად, თითქოს არაფერი მაწუხებდეს სხვა. წაბლისფერი თმა გაბურძგვნოდა და ლურჯი თვალებით კუშტად მიყურებდა. მე კი საცოდავად ვიჯექი მის გვერდით, დივანზე და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ან სად წავსლულიყავი. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ის სიგარეტს ეწეოდა, ტელევიზორზე ხმა გამორთული ჰქონდა და მე კი თვალმოუშორებლად მივშტერებოდი მის ეკრანს. საინფორმაციო გამოშვება იყო “Rustavi 2“-ზე. ჩემმა თანამცხოვრებმა სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩასრისა და გვერდულად გამომხედა. -რა გქვია? - მკითხა ბოლოს. -ჯუნა. -ჯუნა? სოფელში რომ ჩავდიოდი ადრე, მეზობელს ჰყავდა ძაღლი, ჯინა. - გადაიხარხარა. ენით აუღწერელი სიბრაზე ვიგრძენი. ძარღვები დამებერა და გულისცემა ამიჩქარდა. ფეხზე წამოვხტი გაღიზიანებული და ჩემი ოთახისკენ წავედი. -ჰეი, ვეტექიმო, სიგარეტს თუ არ მოწევ მისაღებში და სამზარეულოში, ძალიან დამავალებ. ასთმა მაქვს და ვერ გავძლებ მაგის კვამლში. - მოვატყუე და მის რეაქციას დაველოდე, მაშინვე გამოიღო სიგარეტის ღერი პირიდან და საფერფლეში ჩასრისა. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ინსტიქტურად გააკეთა და არა იმიტომ, რომ არ უნდოდა, თავისი საქციელით მე შემქმნოდა პრობლემები. კმაყოფილებისგან ჩავიცინე და ოთახაში შევედი. _______ მიხარია, რომ მოგწონთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.