შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელობა (4)


11-04-2015, 00:45
ავტორი niwa
ნანახია 2 332

კეთილთვალებიანმა ბიჭმა საჭმელი შეუტანა ელენეს..შევიდა მაგრამ ოთახში არ დახვდა...სააბაზანოში მიუკაკუნა პასუხი არ იყო, ფრთხილად შეაღო კარი და სისხლში მცურავი,ფერწასული ელენე ეგდო ძირს...გაგიჟდა ამის დანახვაზე ხელები წაიშინა თავში და უცებ ეცა ელენეს....

-ელენე რა გააკეთე ეს... საროჩკა გაიხადა მოახია ნაჭერი და გადაჭრილი მაჯა შეუხვია.... შემდეგ წამოვარდა და წამლებში სპირტს ან ნიშადურს ეძებდა..სპირტი იყო არაუშავს იმდროსითვის გამოდგებოდა მოხსნა თავი და ცხვირთან მიუტანა..პასუხი არ იყო არანაირი. შემდეგ თითები დაისველა სპირტით და ცხვირის ნესტოებზე მოუსვა, შეიჭმუხნა ელენე მაგრამ თვალები არ გაუხელია

-ნიკაა.. გასძახა ღრიალით ხმა არ იყო სამაგიეროდ მეორე ენატანია შემოვვარდა და ამის მნახველი გაშეშდა ერთიანად გაფითრდა არიცოდა რა ექნა...

-რას დგახარ ჩქარა სასწრაფოში დარეკე ან ექიმიმოიყვანეთ დროზე თორე ვეღარ გადავარჩენთ სისხლისგან იცლება... ენატანია მაინც თვალებგაფართოებული იდგა..

-ბიჭო დროზე მეთქი არგესმის?!!... უცებ გამოფხიხლდა და გავვარდა,ამ ხმაურზე ნიკაც შემოვიდა ოთახში და რო დაინახა ელენე ასეთ მდგომარეობაში ჩაიკეცა იქვე და ხელები თავში წაიშინა...ყვიროდა ღრიალებდა ელენეს სახელს

-ელენე...ჩემო პატარა რა გააკეთე ეს...ცრემლები წასკდა... კეთილთვალებიანი თმებზე ეფერებოდა და ჩუმად ყურში ეჩურჩულებოდა - გთხოვ ელე არ დამტოვო..არ მიმატოვო, მე შენ მჭირდები..ელენე გთხოვ იბრძოლე და გპირდები ჩემი ხელით წაგიყვან აქედან..გთხოვ ელე..იბრძოლე..გადარჩი...
ნიკა უცებ გავვარდა უკან და ენატანიანს დაედევნა - ეხლა მომისმინე სასწრაფო და მთლი ამბები არ მჭირდება აქ გასაგებია?ვინმე ექიმი მოიყვანე,გადაუხადე რამდენსაც მოითხოვს,ვერ დავუშვებ ვინმემ მოგვაგნოს გასაგებია?

-დიახ... და წავიდა მანქანით, ნიკა ისევ ელენესთან ავიდა, კეთილთვალებიანი კიდევ ნაჭერს უცვლიდა რადგან ის მთლიანად სისხლმა დასვარა...ამჯერად უფრო მაგრად მოუჭირა ბიჭმა მაჯაზე ნაჭერი რომ არ გამოსულიყო სისხლი,მაგრამ მაინც ჟონავდა..
.ხელში აიყვანა ფრთხილად და საწოლზე დააწვინა,თვითონაც არ მოშორებია გვერდზე ეჯდა და ხელი ეჭირა მისი... ნიკა მივვარდა ბიჭს და უხეშად გამოსწია
- გადი შენ აქედან და შენ საქმეს მიხედე,ელენესთან მე უნდა ვიყო..

-არსადაც არ გავალ! უკეთესად რომ მიგექცია ყურადღება ეს ყველაფერი არ მოხდებოდა,რომ არ დაგეძალებინა,კარგად იქნებოდა, არ უნდა მოგეტაცა ხომ ხედავ გააუბედურე იმის მაგივრად რომ ბედნიერი გაგეხადა... რატომ მოგვატყუე რომ მასაც უყვარდი? რატომ გვითხარი ტყუილი რომ მასაც უნდოდა შენთან ერთად ყოფნა?

-შენი ს საქმე არაა, რო გეუბნები გადი, მე მიყვარს და ესაა მთავარი,ბედნიერი იქნება ჩემ გვერდით

-არ იქნება ბედნიერი არ უყვარხარ და ჯობია გაუშვა სანამ ბოლომდე გაანადგურე,ხომ ხედავ სადამდე მიიყვანე... დახედა მშვიდად ელენეს უცებ შეამჩნია რომ მარჯვენა ლოყა წითელი და ოდნავ ფერშეცვლილი ჰქონდა,გამოაგდო ნიკა და ახლოდან კარგად დააკვირდა... ნიკა მიხვდა მაგრამ არ შეიმჩნია არაფერი...მხეცის თვალებით გახედა ბიჭმა

-შე არაკაცო ხელი როგორ დაკარე?! გეკითხები როგორ დააკარე ხელი მეთქი... მივარდა უცცებ და ტანსაცმელით დაიჭირა ნიკაზე ორმეტრიანმა ბიჭმა მიუხედავად იმისა რომ არც ნიკა იყო დაბალი და სუსტი.... - ამ გოგოს აქედან წაიყვან და უკან დააბრუნებ შენი ხელით გასაგებია? და მეორედ არ დავინახო რომ ხელით შეეხო ელენეს და საერთოდ გოგოს გასაგებია?

-რას ვიზამ ეგ ჩემი გადასაწყვეტია და შენ არავინ გეკითხება,სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფ ხომ გასაგებია? თუ გინდა რომ სამსახურის ძებნა დაიწყო? დაგავიწყდა რომ შენი ბოსის შვილი ვარ?

-მეგობარიც იყავი ერთ დროს..ისევე როგორც ბოსის შვილი და მამიკოს ამოფარებული ბიჭი, აღარ გაეკარო ამ გოგოს თქო!
ამასობაში ენატანია დაბრუნდა ვიღაც ქალთან ერთად... ნიკასა და ბიჭის სცენას რო შეხედა გაუკვირდა ვერ გაეგო რა ხდებოდა.. ქალიც დაიბნა,ბიჭმა ხელი შეუშვა ნიკას და ექიმისკენ დაიძრა

-ექიმო,ვენები გადაიჭრა, ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა...

-გასაგებია,მიმიშვით....

ექიმმა გასინჯა.. გამოუცვალა ნაჭერი და ამჯერად სტერილური ბინტითა და ბამბით შეუხვია...ნიშადურიც თავთან დაუდო ყოველი შემთხვევისთვის
-როგორაა?
-ბევრი სისხლი დაკარგა და ვფიქრობ ჯობია გადავიყვანოთ საავადმყოფოში, გადასხმას გაუკეთებენ და უკეთ იქნება,აქ ვერ გამოჯანმრთელდება...

-არავითარი საავადმყოფო! მკაცრი ტონით თქვა ნიკამ
-როგორ არა,ექიმო გამოგვყვებით? მე წავიყვან საავადმყოფოში
-კი ბატონო... ბიჭმა ელენე ფრთხილად აიყვანა ხელში და კარისკენ დაიძრა მაგრამ ნიკა გადაუდგა წინ
-უკან დააბრუნე ელენე საწოლზე,აქ დაისვენებს და აქ გაიკეთებს გადასხმას
-არავითარ შემთხვევაში...დროზე გამატარე შენი ნებით...ამ სიტყვებს ნამდვილად არ უმოქმედია ნიკაზე... ბიჭმა ერთი წიხლი ჩაარტყა მუცელში და მოკეცილი ნიკა გვერდზე გააგდო თვითონ კი ექიმთან ერთად მანქანისკენ წავიდა...ჩასვა ელენე ფრთხილად მანქანაში და უახლოესი საავადმყოფოს გზისკენ დაიძრა....
სწრაფად მართავდა მანქანას რომ დრო არ დაეკარგათ..მალევე მივიდნენ საავადმყოფოში, გოგონა გასინჯეს სხვა ექიმებმაც და სისხლისა და სხვადასხვა წამლების გადასხმა დაიწყეს,როგორც კი საბუთები მოაგვარა კეთილთვალებიანმა პალატაში შევიდა ელენესთან და საწოლის გვერდზე მიუჯდა მისი ხელი დაიჭირა,ეფერებოდა ეჩურჩულებოდა და ბოლოს თავი დაადო მის ხელს...
მალევე მოვიდა ელენეს გონს,თვალებია გაახილა,მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ლოდი ადევს ზევიდანო,სხეულიც ტკიოდა მთლიანად..მიიხედ მოიხედა და ვიღაც დაინახა მის ხელს ჩახუტებული,სახე ვერ დაინახა ვერც იცნო..
დაიბნა უარესად,ხელის აღება სცადა მაგრამ ისე მაგრად ჰქონდა ჩაბღაუჭებული ოდნავ გაანძრია ხელი...ამაზე უცებ წამოყო თავი ბიჭმა და რომ დაინახა ელენეს გაეღვიძა თბილი თვალებით შეხედა და გაუღიმა

-გამარჯობა მძინარე გოგო... ელენემ ნაძალადევად გაუღიმა რაც ბიჭს არ გამოჰპარვია..

-ხელი...ძლივს გააღო მშრალი და ფერდაკარგული ბაგეები,ბიჭი ვერ მიხვდა..- მეტკინა.. უცებ გაუნთავისუფლა ხელი ბიჭმა

-რამოხდა? აქ რატომ ვარ და რატომ არ მოვკვდი?

-ელე გთხოვ ნუ იძახი ამას..

-რას მთხოვთ რა გინდათ ჩემგან?არმინდა იმისი ცოლობა...გაუწყდა ხმა და ყელში

-ვიცი ელენე...

-გთხოვ წამიყვანე აქედან,უკან დამაბრუნე..აღარ შემიძლია... ბიჭი მივიდა და შუბლზე აკოცა, შემდეგ შუბლი მიადო მისას და ჩუმად უთხრა
-აუცილებლად,გპირდები უკან დაგაბრუნებ..გთხოვ მაპატიე რომ მოგიტაცე, არვიცოდი თუ არ გიყვარდა თორემ ხელსაც არ დაგაკარებდი დამიჯერე გთხოვ... ელენეს ეუცხოვა ასეთი სითბო და მზრუნველობა სრულიად უცხოსგან..არიცოდა რა ეთქვა

-ესეიგი გითხრათ რომ მე ის მიყვარს?

-ხო.გვითხრა რომ შენი მშობლების გეშინოდა თორემ შენც გინდოდა მასთან ერთად გაპარვა და რომ ძალიან გიყვარდა,ამიტომაც ვითომ უნდა გაგეთამაშებინათ რომ მოგიტაცეს,მაგრამ.. მე არ მეგონა თუ არ გიყვარდა..კი გამიკვიდა მანქანაში წინააღმდეგობა რომ გაგვიწიე და ტიროდი მაგრამ მეგონა სპეციალურად აკეთებდი ამასაც და ამიტომ აღარ გითხარი არაფერი

-რა სისულელეა როგორ უნდა შემყვარებოდა ადამიანი რომელიც ცხოვრებაში არ მინახავს არასდროს? ელენე საოცრად მშვიდი იყო,მგონი ეს ბიჭი მოქმედებდა მასზე ასე კარგად... სხეულში სიმშვიდე ჰქონდა და არ აღელვებდა რომ საავადმყოფოში იყო რომ სცადა - შენ გადამარჩინე ხო?

-კი, საჭმელი შემოგიტანე მაგრამ ოთახში არ დამხვდი შემდეგ კაიხანი სააბაზანოს კარზე გიკაკუნებდი,იქაც რომ არ გამეცი ხმა შემოვედი,კიდევ კარგი კარი არ ჩაგიკეტია...

-მადლობა.. - რა გქვია?

-რატი.. ელენემ გაუღიმა....

-ის სად არის? ელენეს მის გახსენებაზე კოპები შეეკრა..

-ბოლოს სახლში დავტოვე ყველანი და ექიმთან ერთად აქ წამოგიყვანე,არიცის რომელ საავადმყოფოში ვართ,მაგრამ არ გაუჭირდება გაგება...

-გთხოვ მალევე წავიდეთ რა აქედან..

-როგორც კი უკეთესად გახდები,გპირდები... ახლა გავალ ცოტახნით

-აუ არა მარტო არ დამტოვო გთხოოვ, რომმოვიდეს.. და უკან დამაბრუნოს? გთხოვ ჩემთან დარჩი რა.. ისეთი თვალები ჰქონდა ელენეს რატი კი არა ვერავინ ვერ ეტყოდა უარს,ისე ძაალიან სასაცილოები იყვნენ ეს პატარა სუსტი და წერტილი გოგო და ეს ორმეტრიანი და თანაც ძლიერი ერთად...

-კარგი ელენე... ოღონდ იმ პირობით რომ შენზე მომიყვები უფრო მეტს..

-უფრო მეტს რატო რამე იცი?

-კი ბევრი რამ, ნიკა გვავალებდა შენ უკან დევნას და ასეა თუ ისე ვიცი რაღაც-რაღაცები..ელენემ წარბი აწია

-კარგი მაგრამ შენც მომიყვები რამეს შენზე.. გაეცინა რატის და მიუჯდა გვერდით......

******
მიშო დამშვიდდა რადგან 10 წუთში კამერების ჩანაწერი უნდა ენახათ..წავიდნენ ოფიცერთან ერთად გოგოებიც მათთან ერთად იყვნენ, რაღაც ჩამუქებულ ოთახში შევიდნენ, პოლიციელმა წარუდგინა საბუთები და სთხოვა რომ ამა და ამ დღის ამ საათზე და ამ მონაკვეთზე ჩანაწერი ენახებინათ მისთვის...მანაც შეასრულა ბრძანება....
ჩანაწერში ჩანდა გოგოები რომ იდგნენ გაჩერებაზე, ელენეც ჩანდა ძალიან კარგად თან მხიარულად რომ იყო, მიშოს დეიდაშვილის ნახვისას უნებურად გაეღიმა,მაგრამ სახე და მთლიანად ტანი დაეძაბა როდესაც ნახე თუ როგორ ჩასვეს ელენე შავ ბეემვეში და წაიყვანეს,თითქოს გულში ნემსები ერჭობოდა ისეთი გრძნობა ჰქონდა,თითქოს მისი ნაწილიც წაიღეს თან ელენესთან ერთად, კარგად არ ჩანდა ნომერი,მაგრამ სხვა კამერებიც ნახეს და აფთიაქის ჩანაწერში კარგად ჩანდა მანქანის ნომერი.
პოლიციელმა ელენეს სურათი მოატანინა ოჯახს და დაიწყო სამძებრო სამუშაოები, ყველა კუთხეში გადასცეს ინფორმაცია ამ მანქანასა და ელენეზე....

აბაა როგორი იყოო?ველი შეფასებაას,რაც შეიძლებოდა დიდი დავწერე მგონიი,გელოდებით



№1  offline წევრი ruti

vauuuu ... magari iyooo.... male dade shemdegi tavii ♥♥

 


№2  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარია ეს რატი კაი ბიჭია მომწონს მალე დადე

 


№3  offline წევრი SaLoOme

Raatii ra sayvareeliiia ❤❤❤❤❤ nika kide idioti :D kargi iyoo ase gaagrdzeele ❤❤❤

 


№4  offline წევრი Ananoo

აუუ ძაან მომწონს...მალე დადე რა შემდეგი თავიი. ისე ეს რატი კაი ბიჭია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent