შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქიმიის მასწავლებელი


11-04-2015, 05:50
ავტორი annabelle
ნანახია 2 159

2 თავი
ჩუმად ვიჯექი და ისევ დანას ვათამაშებდი.თვალი ერთი წამითაც არ მომიშორებია გოგოსთვის,რომელზეც ეს გაბერილი გომბეშო გვიცხადებს რომ ჩვენი მასწავლებელია! როგორ შეიძლება სიმართლე იყოს/ წარმოუდგენელია! და თუ სიმართლეა ნერვები მეშლება იმის გამო,რომ ახლა მას ,,განვიხილავ'', მასზე ვფიქრობ.საერთოდ,რატომ უნდა ვიფიქრო იდიოტ მასწავლებელზე,რომლის ბოროტმა სულმა მშვენიერ სხეულში დაიდო ბინა.
არა! ვიცი რომ ხუმრობაა!
დღეს პირველი აპრილია?
თუ ეს მახინჯი არსება სკოლის დირექტორი,რომ არის ხუმრობის ხასიათზეა:/
-იმედია კარგად გაუგებთ ერთმანეთს და წინა 3 დამრიგებელივით მანანაც არ მოინდომებს ადგილის დატოვებას-უმწეოდ იხუმრა დირექტორმა.ბავშვებმაც ნაძალადევი სიცილით უპასუხეს.თვალები გადავატრიალე. რა საცოდავები არიან!
-დაგტოვებთ!-ამოიროხროხა ბოხი ხმით და კარს მიღმა გაუჩინარდა.ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ ჩემი დანის ჩხრიალი არღვევდა ამ საზიზღარ დუმილს.ვგრძნობდი როგორ აცეცებდნენ თვალებს ჩემსკენ და სხეული მეძაბებოდა.ვერ ვიტან როცა ყურადღების ცენტრში ვექცევი!მაგრამ მაინც არ გავჩერებულვარ.მანანას გავხედე. თავი თითქოს უკმაყოფილოდ გააქნია და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. არვიცი რატომ მაგრამ სულ ცოტა იმედი მაინც მქონდა,რომ ცარიელ მერხზე დაჯდებოდა,ჩანთიდან-მკლავზე რომ ჩამოედო-ქიმიის წიგნს ამოიღებდა ,,მოსწავლეებთათვის'' და არა სპეციალურად მასწავლებლებისთვის დაბეჭდილს.იმედი გამიცრუვდა,როცა დაფასთან მივიდა,შავი მარკერი აიღო და მასავით ლამაზი ასოებით დაწერა რაღაც,შემდეგ კი გაკვეთილი დაიწყო...
მთელი დღე მხოლოდ ამ სიახლეზე ვფიქრობდი.არ მინდოდა სიმართლე ყოფილიყო. საშინელებაა! რაც მინდა მხოლოდ ის არის,რომ ჩემი ბრაზი გადმოვანთხიო.მინდა ისე გავამწარომ,როგორც სხვა ყველა მაგრამ ისეთი უმწეო ჩანს.ფაიფურის თოჯინას მაგონებს,რომელიც ერთი უხეში შეხებით შეიძლება ნამსხვრევებად იქცეს!
გაკვეთილების ბოლოს იმ ბარში წავედი ირაკლის,რომ უნდა შევხვედროდი,ცოტა ადრე იყო მაგრამ იქ ყოფნა ვარჩიე სკოლაში დარჩენას.მაცოფებდა იმაზე ფიქრიც კი,რომ მანანა,გოგო რომელზეც უამრავ გეგმას ვაწყობდი მასწავლებელი იყო! ამის დედაც! თანაც ქიმიის მასწავლებელი!
-რას შვები ძმა?-მომესმა ირაკლის წვრილი ხმა.რამდენიმე წამში კი მისი მუშტიც ვიგრძენი მკლავზე.სკამი ხმაურით გასწია და კომფორტულად გადაწვა საზურგეზე.
-არაფერს-მოკლედ ვუპასუხე-დავლიოთ!-უემოციოთ ვთქვი და ოფიციანტს დავუძახე.
-გამარჯობათ.მე ნათია ვარ.დღეს თქვენს მაგიდას მოვემსახურები-წარმოთქვა გოგონამ დაზეპირებული,ალბათ მეათასეჯერ ნათქვამი სიტყვები,როცა მოგვიახლოვდა-რას შეუკვეთავთ?
-ერთი ბოთლი არაყი და ორი,დაჭრილი ლიმონი-ალმაცერად გავუღიმე და თავიდან ფეხებამდე ავათვალიერე.მშვენიერი იყო. მოკლე უნიფორმა მხოლოდ უკანალს უფარავდა.თავლი ჩავუკარი. სანამ მიბრუნდებოდა შევამჩნიე ვარდისფრად როგორ შეეფაკლა ლოყები.გამეცინა და ირაკლის გავხედე.
-გამოუსწორებელი ხარ-ჩაიხითხითა და ორივე ხელით სამარილე შეათამაშა.
-შეიძლება-მხრები ავიჩეჩე.ფანჯარაში ვიხედებოდი და თითებს მოუთმენლად ვაკაკუნებდი მაგიდის ზედაპირზე.ლამის ვენებში სისხლი ამიდუღდა,როცა მიმტანი კვლავ მოვიდა ლანგრით ხელში და თითქოს შემთხვევით მუხლით შარვალზე გამეხახუნა. ენა ტუჩებზე გადავისვი და გოგონას ავხედე.მინდოდა გამეცინა მაგრამ ეს თავს ცუდათ აგრძნობინებდა,ამიტომ მხოლოდ გავუღიმე, მთელი ჩემი მომხიბვლელობით. მივხვდი გაება! ვიცოდი მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაკლდა იმისთვის,რომ ,,მომენადირებინა''. მაგრამ არა! მინდა ეს მან გააკეთოს! მინდა იქამდე დაეცეს,რომ ჩემით შებყრობილმა ინიციატივა მთლიანად მან გამოიჩინოს!
0,5 ლიტრიანი,არყით სავსე ბოთლი,ჭიქები და ორ თეფშზე გადანაწილებული თხლად დაჭრილი ლიმონი მაგიდაზე დააწყო და მკვეთრი მოძრაობით მიბრუნდა. ვაღიარებ! მომხიბვლელია.მაგრამ სულელი!
-გიო!-სიცილნარევი ხმით დაიწყო ირაკლიმ.ბოთლს თავსახური მოხსნა და ჭიქებში ჩამოასხა-ნახე ქიმიის ახალი მასწავლებელი?-გაიცინა-ის გოგო და მასწავლებელი?! არადა მომწონდა-ირონიული ღიმილი მოეფინა სახეზე. თავი გავიქნიე. სწრაფად გადავკარი არაყი და ლიმონი მოვწუწნე. გამაჟრჟოლა.
-ჩემი დამრიგებელია. ნუღა განვიხილავთ-თვალები გადავატრიალე და ხელი ჰაერში გავასავსავე.ირაკლიმ გაიციან და ერთ წამში მისი ჭიქა გამოცალა.
დიდხანს ვსვამდით და ვლაპარაკობდით.ვიცინოდით ხალხზე ჩვენს გარშემო რომ ისხდნენ. წასვლისას ნათია მოგვიახლოვდა ანგარიშით ხელში.ტუჩზე იკბინა,როცა ისევ თვალი ჩავუკარი.ჩავიცინე.
-კალამი მომაწოდე თუ შეგიძლია-ვეცადე მომნუსხავი ვყოფილიყავი.ვხედქავდი როგორ იცვლებოდა ემოციები მის სახეზე და მომწონდა ეს.წინსაფრის ჯიბიდან კალამი ამოაცურა და მომაწოდა.წიგნაკი გამოვართვი, ჩემი ნომერი ფურცლის კუთხეში მივჯღაპნე და ფულიც იქვე დავდე.მისთვის აღრ შემიხედავს. დარწმუნებული ვიყავი მომწერდა. ყოველთვის ასე ხდება...
წამოსვლის შემდეგ მთელი დღე მხოლოდ ტელევიზორის წინ ვიჯექი და ,,ბოროტების სავანეს'' ვთამაშობდი. ჩემი ოთახი ერთადერთი იყო სადაც მშვიდად ყოფნა შემეძლო. სახლის 0 სართული მთლიანად ჩემს საძინებლად მოეწყოთ. მე კი იქ ის ,,სამყარო'' შევქმენი სადაც მხოლოდ მე შემიძლია ბედნიერი ვიყო...
მეორე დილით სკოლის გაცდენას და გამოძინებას ვაპირებდი მაგრამ დედაჩემის მოთხოვნით წასვლა მოიმწია.არ მინდოდა მასთან ჩხუბი.ბოლო დროს თავს ცუდად გრძნობდა მე კი არმინდა ჩემს გამო უარესად გახდეს. როცა მივედი ზარი დარეკილი დამხვდა. გაკვეთილები დაწყებული იყო მაგრამ არ მანაღვლებდა.ჩემი საკლასო ოთახის კარი ხმაურით შევაღე და არც შემიხედავს მასწავლებლისთვის ისე წავედი ჩემი მერხისკენ. რვეულები ჩანთის სათავსოში შევყარე და საზურგეზე გადავწექი.სხეული დამეძაბა როცა მანანა დავინახე.უცნაურია მაგრამ თავი უხერხულად ვიგრძენი.ოდნავ წამოვიწიე სულმთლად თავხედობაში რომ არ ჩამთვლოდა და ჩუმად ჩავახველე.ორი თითი შუბლთან მივიტანე და ,,ჯარისკაცულად მივესალმე''. ცდილობდა ღიმილი დაეფარა მაგრამ ვერ შესძლო.თავი ძვლის შესამჩნევად დამიქნია და თავისი საქმე განაგრძო.სიის ამოკითხვის შემდეგ გაკვეთილი ახსნა.
,,ალკანები''
ნამდვილად არ შემეძლო ამის მოსმენა. კატასტროფაა როცა რაღაცაზე ლაპარაკობენ შენკი ყველაფერი ისე გესმის როგორც ჩინური! ჯიბიდან დანა ამოვიღე და მერხზე ხაზვას შევუდექი.
-გიორგი!-ჩავიცინე როცა მანანამ ჩემი სახელი წარმოთქვა. გონებაში იმ წინადადებების სიას ვადგენდი რითაც შეეძლო მას ,,შევემკე''...

===============================================
მოოკლედ დავწერე მაგრამ არვიცი როგორ :დ მაგრამ იმედი მაქვს თქვენ მეტყვით როგორიც არის. დაწერეთ თქვენი აზრი,შენიშვნები,რჩევები,რავიცი ყველაფერი რასაც ფიქრობთ საერთოდ ამ ისტორიაზე. ან როგორ გგონიათ როგორ განვითარდება მოვლენები...ან საერთოდ გავაგრძელო??? პ.ს.მადლობა იმათ ვისაც პირველი თავი მოგეწონათ და დააკომენტარეთ



№1  offline წევრი Goldhanded

Me momwooons ,male dade da tavebi gazarde love

 


№2  offline წევრი tamooo

კარგია საინტერესოა განსხვავებული უფრო დიდი თავი დადე ჯობია

 


№3  offline წევრი ninonino7500

კაია დზ მალე დადე რა შემდეგიც :*

 


პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას... არ მომეწონა როდესაც პირველი თავის ბოლოს დაწერე წინა ისტორიაზე, რომ არ აგრძელებდი (იმიტომ რომ ხალხს არ მოწონდა და უფრო მეტად არ მომეწონა ის რომ არავინ არ გამოგეხმაურა რომ გაარძელე და არ მიაგდო-ო) ...
იცი, რამდენია ისეთი ვინც არ(ც) არის დარეგისტრირებული მაგრამ საათობით ზის და კითხულობს აქ ისტორიებს... (?!)
ანდაც რამდენი ელოდება ახალ თავებს... პირველ რიგში საკუთარ თავს და (შენს) ისტორიებს ეცი პატივი და შუა გზაში არასდროს (აღარასდროს) მიატოვო ნაწერი...
რაც შეეხება ხალხის აზრს... გეთანხმები, ყველანაირ მოტივაციას კარგავ როცა ვერ გრძნობ ხალხის თანადგომას... ვერ ხედავ რომ მათ მოწონთ ეს... და ბუნებრივია მიდიხარ საპირისპირო აზრისკენ რომ არავის არაფერი არ მოწონს (შენი)...
ახალ-ახალი თავები მალე დადე, (ბევრჯერ მითქვამს და ახლაც დავწერ) რაც არ უნდა საინტერესო სიუჟეტი ქონდეს ისტორიას, როდესაც უსაშველოდ იწელება დრო ახალი თავის მოლოდინში მერე აღარ გაინტერესებს... გავიწყდება რა იყო წინა თავებში და ლამის თავიდან გადაკითხვა გიხდება, ამას ჯობია საერთოდ ჩაიქნიო ხელი და ასეც იქცევი(ან) ...
ასე რომ ამ ყველაფერს მიაქციე ყურადღება...
ჯერ მხოლოდ ორი თავი დევს ასე რომ ვერაფერს ვიტყვი ისტორიაზე... იმედია ამ ორის (ალბათ ადვილი მისახვედრია ვინ "ორი") შესახებ თანდათანობით ბევრს გავიგებთ... (მათ ცხოვრებაზე, პიროვნებაზე, თვისებებზე, სიყვარულზე...)
წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent