მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი X)
ამბრიჯმა მასწავლებლების შემოწმება დაიწყო. სემის კურსს პირველი შხამ-წამლები შეხვდა. ამბრიჯმა სნეიპი დაკითხვა, ის კი ცივად ჩაშტერებოდა ერთ წერტილს, და ზიზღით პასუხობდა კითხვებზე. მოსწავლეებს ამორტენტია უნდა მოეხარშათ. - პროფესორო, შეიძლება..? - ხელი ასწია სემმა. - დიახ, მის პეის, - ნება დართო სნეიპმა. - რა შეიძლება? - მაშინვე დაინტერესდა ამბრიჯი. - შხამების რეცეპტებში ცვლილებების შეტანა, - ცივი ტონით მიუგო სნეიპმა. - ის, რაც სახელმძღვანელოშია მოცემული, არ არის ვითომ საკმარისი? რატომ მაინცდამაინც პეისი, სევერუს? - წიგნის მასალა ყველა დონის მოსწავლეზეა გათვლილი, მის პეისმა კი საკმარისზე მეტი იცის და სრული უფლება აქვს, ცვილებები შეიტანოს. მისი ცოდნა ბევრჯერ შევამოწმე, - სნეიპი შეეცადა რაც შეიძლება თავაზიანად აეხსნა, მაგრამ მის ტონში მაინც გაჟონა სიძულვილის ნოტებმა. - თქვენ ყველა სტუდენტისადმი ერთნაირი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ და არ უნდა არჩევდეთ. - ეს გამორჩევა არ არის. მე ცოდნას ვაფასებ და არ ვმალავ, რომ პეისი საუკეთესო მოსწავლეა. ვფიქრობ, სრული უფლება მაქვს ჩემს საგანსა და გაკვეთილებზე თვითონ მივიღო გადაწყვეტილებები. სხვისი დახმარების გარეშე... - მოჭრით უთხრა სნეიპმა და მახვილი ბოლო სიტყვებზე დასვა. ამბრიჯმა რაღაც ჩაიბუტბუტა და გამწარებულმა ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა. სემი და ჯორჯი პროფესორების კამათს ისმენდნენ. მათ ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს. სემს სულ არ უნდოდა, რომ რომელიმე მასწავლებელს გამოერჩია. - არა, ასე არა... - გადასჩურჩულა სემმა ჯორჯს, ინგრედიენტი გამოსტაცა და გაფუჭებული სითხის გამოსწორება დაიწყო. როდესაც ჯორჯის ამორტენტიაც დამზადდა, ქვაბიდან ვარდისფერმა ორთქლმა იფეთქა. სემმა ღრმად ჩაისუნთქა და იგრძნო... გრიფინდორის საერთო ოთახის სუნი, სედრიკის შარფისა და... კიდევ რაღაცის, მაგრამ ვერ გაერკვია, რისი და ვერც ის გახსენებია, სად და როდის მოასწრო არომატის შეყნოსვა. თითქოს მესამე სურნელში სამი არომატი შეზავებულიყო ერთმანეთში. ფრედმა სემს იდაყვი წაჰკრა, რითაც ანიშნა, სნეიპი და ამბრიჯი მოდიანო. - აბა, აქ რა გვაქვს? - ამბრიჯი ქვაბისაკენ დაიხარა, მაგრამ მალევე გასწორდა წელში. - შეამოწმეთ, სევერუს, გეთაყვა. - შეუდარებელია. როგორც ყოველთვის, მის პეის, - თავი დაუკრა სნეიპმა მოწონების ნიშნად. - ჰმ, თმები შეიკარით, მის პეის, გაკვეთილზე ბრძანდებით ბოლოს და ბოლოს, - ცოტაც და ამბრიჯი მალე სუნთქვასაც აუკრძალავდა. ყოველთვის ეძებდა მიზეზს საყვედურის მისაცემად და, ყველაზე უაზრო და უმნიშვნელო წვრილმანებზეც კი სასჯელით ემუქრებოდა. სემმა ვერ გაუგო, თმა ხომ ისედაც შეკრული ჰქონდა. უბრალოდ რამდენიმე ღერი თმა ჩამოჰყროდა წინ და ამბრიჯმაც ალბათ ზუსტად ეს იგულისხმა. - პეის, გიკრძალავთ უისლის დაეხმაროთ, - მკაცრად უსაყვედურა სნეიპმა, როცა ამბრიჯი წავიდა. - დანარჩენებმა ხელახლა დაიწყეთ ხარშვა. სემმა თავი დამნაშავედ დახარა. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. მას მაინც მოხვდა ამბრიჯისგან მის გაკვეთილზე. - ის ფაქტი, რომ გრიფინდორის კლუბის ხელმძღვანელს თქვენი აღზრდა თავის თავზე აქვს აღებული, არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ასე უსაქმურად იჯდეთ, - მიუახლოვდა ტკბილად მომღიმარე ამბრიჯი სემს. ასეთმა სანახაობამ გოგონას ლამის გული აურია. - მე ყველაფერი შევასრულე. - თქვენ თვლით, რომ ბატიფეხურით მიფუჩეჩებული ნამუშევარი - ღირსეულად და პატიოსნას შესრულებული დავალებაა? არა. ამიტომ ახლიდან დაიწყეთ, - განაჩენი გამოუტანა ამბრიჯმა. ყველა ამთავრებდა, სემს კი თავიდან უნდა დაეწყო შრომა. "ნეტავ რა დაგიშავე ამისთანა, შე ვარდისფერო გომბეშო?!" - გაიფიქრა სემმა, თუმცა აზრის ხმამაღლა გაჟღერება ვერ გაბედა. *** გრიფინდორის ქვიდიჩის გუნდის ახალი კაპიტანი ანჯელინა გახდა და რადგანაც ის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ამ საქმეს, ვარჯიშებს ვუდზე ხშირად ატარებდა. მეკარედ რონი დანიშნეს. სემი ტრიბუნაზე იჯდა. მის მოპირდაპირე მხარეს სლიზერინელები მოკალათებულიყვნენ სალაზღანდაროდ. ბავშვები კარგად თამაშობდნენ. მხოლოდ რონი ვერ უმკლავდებოდა საქმეს და სირცხვილისგან იწვოდა. ჰოდა სლიზერინელებსაც მეტი რა უნდოდათ... - გრიფინდორი ყველაზე საშინელი კლუბია! გარდა ამისა, ქვიდიჩშიც არარაობები არიან. მეტისმეტად ბევრი უისლია ერთ კვადრატულ კილომეტრში! - ყვიროდნენ ისინი. სემი ბოროტად იყურებოდა მათკენ. ხვდებოდა, რომ რონი ზუსტად მათი უხამსი შეძახილების გამო იბნეოდა. სემი ამას ასე ვერ დატოვებდა და გადაწყვიტა, სლიზერინელებისთვის შეელოცა. ეს რომ გაეკეთებინა, მათ შორის მანძილი უნდა შეემცირებინა, ამიტომ პირველ ტრიბუნაზე გადაინაცვლა. - დანტისიმუს! - პირველი შელოცვა პენსი პარკინსონს მოხვდა, რომელმაც მომენტალურად წამოიყვირა, ხელი პირზე აიფარა, წამებში გაზრდილი კბილების დასაფარად და ტრიბუნიდან მოკურცხლა. სემმა დამალვა მოასწრო და შეშინებულმა სლიზერინელებმა, მისი დანახვა ვერ შეძლეს. - როლაშიო! - შემდეგი შელოცვა სკამზე ამძვრალ კრაბსა და გოილს მოხვდა, რომლებიც ყველაზე მეტს ხვიხვინებდნენ. მათი ფეხები სკამს მიეწება და ძირს ვეღარ ჩამოდიოდნენ. მალფოიღა დარჩა, რომელიც მგონი მიხვდა, რაშიც იყო საქმე, სემი თვალებით მოძებნა და ეჭვით შეხედა, მაგრამ გოგონამ დროულად მოასწრო გახედვა და თავი ისე დაიჭირა, ვითომ ვარჯიშს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ეს იყო და ანჯელინამ ვარჯიშის დასასრულის შესახებ გამოაცხადა. სემი აღარ დალოდებია მეგობრებს, ტრიბუნიდან ჩავიდა, მოედანს გაეცალა და ციხე-კოშკისკენ მიმავალ ბილიკს დაუყვა. - პეის, შენზე გავიგე, ქვიდიჩის მოთამაშეები იზიდავენო, მართალია? - ექიდნურად მიაძახა უკან დადევნებულმა მალფოიმ. გოგონა შეჩერდა, მისკენ მიბრუნდა, მაგრამ როგორც კი იხილა ამ სიტყვების პატრონი, თვალები დააბრიალა, გზა განაგრძო და ნაბიჯებს აუჩქარა. - თუ შენ საკუთარ კანდიდატურას მთავაზობ, გამოგიტყდები, რომ შენზე გული მერევა! - ცივი წყალი გადაასხა სემმა. - ფუ, იოცნებე, შე მუქსისხლიანო! - დაგესლა მომღიმარე მალფოიმ. - თუმცა... - გაახსენდა უცბად რაღაც და სახეში ცოტა შეიცვალა, - მამამ მითხრა, რომ შენი მშობლები წმინდასისხლიანები იყვნენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არანაირი პრივილეგია არ გენიჭება, რადგან სისხლის წამბილწველი გამოდიხარ! ამ დროს სემი უცბად შეჩერდა, მისკენ მიბრუნდა და გეზაღებული მალფოი პირდაპირ შეეჯახა. სურნელი!.. ზღვის ქაფის, გრეიპფრუტისა და ამბრის! ზუსტად ეს სურნელი იგრძნო ამორტენტიაში! მალფოიმ მოვლილი, გრძელი და არისტოკრატული თითებით მანტიის საყელო გაისწორა და გოგოს ზევიდან ქვევით, ამრეზით დახედა. - ისა... - ენა დაება სემს. - ასე გადარდებს სისხლის სიწმინდე? - სისულელე კი ჰკითხა, რადგან მალფოების ამბავი ყველამ იცოდა. - უისლებზე რაღას იტყოდი? ამბობენ, ორივესთან აქვს რომანიო. არჩევ მაინც?! ბარემ სხვა უისლების ქვეშაც დაწექი! მაგრამ დიგორიც ხომ... - მოკეტე! - წამში გამოერკვა სემი და კბილებში გამოსცრა. მალფოი დიდად ნასიამოვნები დარჩა ხასიათის ასეთი უცაბედი ცვალებით და მოგრძო, ფერმკრთალ, ლამაზ სახეზე თვითკმაყოფილი ღიმილი მოეფინა. - დიგორიმაც არ იცოდა თამაში, - ცეცხლზე ნავთს ასხავდა მალფოი, - საერთოდ ძალიან უნიჭო იყო, ჰოდა მიიღო კიდეც თავისი! შენ კი როგორც ვხედავ, უნიჭოები, საცოდავები და გაღლეტილები გიზიდავენ! - იცოდე, ინანებ! - კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს სემმა. როგორ ბედავს სედრიკის ხსოვნის შეურაცხყოფას და ამგვარ თემებზე ასე თავისუფლად და მშვიდად ლაპარაკს?! - ვაიმე, - შეჰკივლა მალფოიმ, - როგორ შემეშინდა! - და დემონსტრირებულად ხელები მოიხვია, თითქოს თავს იცავსო, თან ტუჩის ბოლო გაურბოდა. როგორც ჩანს, ეს წარმოდგენა ძალიან ახალისებდა. - ყოველთვის ვიცოდი, რა გველიც ხარ, მაგრამ ასეთების თქმას როგორ ბედავ?! - წაუსისინა სემმა და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა. - რას მიზავ, საწოლში შემაგორებ? ეს, მართლაც რომ, ყველაზე დიდი სასჯელი იქნებოდა ჩემთვის, - ნაცრისფერი თვალებით სემი თავიდან ბოლომდე ჩაათვალიერა, ეშმაკურად გაიღიმა და პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ამის მაგივრად გოგოსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მისმა მანტიამ სემს კვლავ ის სასიამოვნო სურნელი შეაფრქვია. მგონი ეს თავხედი მალფოი თვითონ იყო მოსიარულე ამორტენტია. - რას გაჩუმდი? ესეიგი მართალი ვარ? საინტერესოა, დღეში რამდენჯერ დნები ჩემზე ოცნებით! - სემ! - გაისმა ჯორჯის ხმა. მალფოიმ სწრაფად შებრუნდა, - მალფოი? - რა თქმა უნდა, უისლი. ვერ მიცანი? მე ვარ - მალფოი, შენ კი... უბრალოდ უისელი, - გვარი დაუმახინჯა და მხრები აიჩეჩა დრაკომ. - სემისგან რა გინდა? - წაუყრუა ჯორჯმა. - ჩემს გულის ტკივილს ვუზიარებდი... - მალფოიმ სასწაულად თეთრი და სწორი კბილები დაკრიჭა, - ყოველთვის მეშინოდა, რომ უისლები გამრავლებას დაიწყებდით, - და ჯორჯიდან მზერა სემზე გადაიტანა, - პეის, ფრთხილად, გმირი-დედის წოდება არ მოგენიჭოს, როცა ერთგვარ სისხლის შემარცხვენლებს გააგდებ. და შეეცადე, ასე გააგრძელო... - მალფოიმ გოგონა მტაცებელივით ჩაათვალიერა, თითქოს მისი მსხვერპლი ყოფილიყოს და აკვირდება, სხეულის რომელი ნაწილი მოაგლიჯოს პირველ რიგშიო, - ...თორემ მათ დედას დაემსგავსები: გასივდები, დამახინჯდები და... - აქედან გაიძურწე, ლაწირაკო, სანამ საავადმყოფო ფლიგელში არ აღმოჩენილხარ! - შეწყვიტა ეს მარაზმი ჯორჯმა. მალფოის ღიმილი სახიდან წაეშალა, თვალები მოწკურა, საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიდო, დაატრიალა, თითქოს ეუბნებოდა, შენ ხომ არ გაგიჟდიო და წელში გამართულმა შეაბიჯა ციხე-კოშკის ტერიტორიაზე. - ეს ნეხვის ჭია, - უცბად შეამკო ჯორჯმა, - სემ, არ ვიცი რაზე გელაპარაკა, მაგრამ სერიოზულში მისი არცერთი სიტყვა არ მიიღო. მის ნასროლ ფრაზებში, შხამის მეტი არაფერია. დაივიწყე, - დაამშვიდა ბიჭმა და მისკენ ხელი გასწია, თუმცა დროზევე მოეგო გონს და თავი შეიკავა. მაგრამ სემს მისი ამგვარი მანერვი არ შეუმჩნევია. ახლა გაცილებით სერიოზული აზრები აწუხებდა, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდა და მგონი, კიდევ კარგა ხანს ვერ დააღწევდა თავს ახალ პრობლემას, სახელად "მალფოი". *** გაირკვა, რომ ამბრიჯი ჰოგვორტსის გენერალური ინსპექტორი გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახლა უფრო დიდი წესრიგი დამყარდებოდა. მრავალი ახალი წესი გამოიცა, რომლებსაც სემი, რა თქმა უნდა, არ არღვევდა, მაგრამ ამბრიჯი, - ამბრიჯი არ იქნებოდა, ასე ადვილად რომ დანებებულიყო. ყველაფერთან ერთად გოგოსა და ბიჭს შორის მანძილი შვიდი დიუიმი უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა ხელჩაკიდებული სიარული, კოცნაზე კი ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ამბრიჯმა ინსპექციის წევრებად სლიზერინელების გარკვეული ნაწილი დანიშნა. სტუდენტებს ფილჩის წინამძღვრობით სკოლის წესრიგი უნდა ეკონტროლებინათ და რომელიმე წესის დარღვევის შემთხვევაში, გარკვეული მეთოდებისთვის მიემართათ. სლიზერინელებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და გაათმაგებული ძალებით დაიწყეს დანარჩენების შევიწროვება. - პროფესორო, უკაცრავად, - ხელი ასწია სემმა. - გადავწერე პარაგრაფი, მაგრამ პრაქტიკაზე როდის გადავალთ? - გამოცდების ჩასაბარებლად თეორიაც საკმარისია. მის პეის, თქვენ მეორე ხართ, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიებს მიყენებს. თუ დისკუსიის გაგრძელება გაქვთ განზრახული, თავს ნუ შეიწუხებთ. შეგიძლიათ, პირდაპირ მის ჰერმიონ გრეინჯერს შეეხმიანოთ და ის გაგცემთ კითხვებზე პასუხს, - უპასუხა ამბრიჯმა. - მაგრამ პროფესორო... - და თუ მაინცდამაინც თქვენსას მიაწვებით რქებით, სასჯელს დაგინიშნავთ! - დასჩხავლა ამბრიჯმა. - მე უბრალოდ მსურდა... - იმეორებდა სემი. - ჩემს კაბინეტში! დღეს საღამოს! სასჯელი, პეის! - დაიჭყავლა ამბრიჯმა. *** სნეიპის კაბინეტიდან გამოსული სემი "დ.ა"ს გაკვეთილზე მიდიოდა. "დ.ა" ანუ "დამბლდორის არმიის" ჩამოყალიბება ჰერმიონ გრეინჯერის იდეა იყო. რადგანაც ამბრიჯი მხოლოდ თეორიას ითხოვდა, ბავშვები იძულებულები გახდნენ დამოუკიდებლად გამკლავებოდნენ პრაქტიკას. გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდებოდა მიშველე-ოთახში და სტუდენტებს ჰარი პოტერი ასწავლიდა ამა თუ იმ შელოცვებს, რომლებიც მისი აზრით ბრძოლაში აუცილებლად გამოადგებოდათ. - ო, ეს ხომ ნერვიული და ისტერიული პეისია, კლონირებული უისლების დაქალი, - სიტყვების წელვით დასცინა მალფოიმ. სემს კუჭმა მალაყი უქნა და დარცხვენილმა, ძლივს ასწია თავი. - მარტო რატომ ხარ? სად არიან დანარჩენები? - მაგრამ პასუხის გაცემის ძალა კი ჰპოვა თავის თავში. - ყველას სხვადასხვა რამ გვევალება, ჰოდა, რადგანაც ამ კორიდორის პატრულირება მე მევალება, მინუს ათი ქულა გრიფინდორს... წესების არ გაცნობისთვის, - მეტი ჭკვიანური მიზეზი ვეღარ მოიფიქრა მალფოიმ და დამცინავად დახედა ზევიდან ქვევით. - ჰო, მიხედე შენს საქმეს, ქულები დაგვაკელი, ოღონდ არ დაიხრჩვე, ფრთხილად, - ხელი ჩაიქნია სემმა და წასვლა დააპირა. - მართალია, რომ შენი წყობილებიდან გამოყვანა ძალზედ ადვილია? - გესლიანად ჩაეღიმა მალფოის. სემი წამით შეჩერდა, მაგრამ იმის გააზრების შემდეგ, რომ სლიზერინელი პრინცი ყველაზე დიდი პროვოკატორი იყო მთლიან ჯადოქართა სამყაროში, ნაბიჯი გადადგა. - როგორ მოკლეს დიგორი? შენ ალბათ გეცოდინება, ასე არ არის? მომიყევი, მაინტერესებს. მინდა ვიცოდე, როგორ მოკვდა, ძალიან გაწვალდა თუ არა? როგორ ადვილად გაცვალე უისლიში. ცოცხალში. - იკბინებოდა თვითკმაყოფილი მალფოი. სემს ტუჩები აუთრთოლდა. - შენ, - წაისისინა მალფოის სიავეთი გაოგნებულმა გოგონამ, - არ გაბედო-მეთქი, ხომ გითხარი!? - თორე რა? რას იზავ, ტირილს დაიწყებ და ცრემლებში დამახრჩობ? - მალფოიმ ტრადიციულად ზედა ტუჩი ზევით აზიდა და ზიზღისგან დაიჭყანა, - შენც კაი კახპა ხარ, მინდა გითხრა. ჯერ სისხლის შემარცხვენლობა არ გყოფნიდა და ახლა ჰოგვორტსის ბიჭებსაც დაერიე. ჯერ დიგორიო... მკვდარი დიგორიო, - სხვათა შორის ჩაურთო მალფოიმ, - რომელიც სიკვდილის წინ ალბათ, მუხლებზე ხოხავდა ხვეწნა-მუდარით არ მომკლათ, არ მომკლათო, მერე უისლებიო... თან უისლი კი არა, უისლები!.. - ზუსტად ამ დროს სემმა ხელი მანტიის ჯიბისაკენ წაიღო. ცოტაც და ცრემლების ღვარღვარს დაიწყებდა, მაგრამ მალფოის წინაშე ამ დონემდე დასვლას, არ აპირებდა. სლიზერინელმა პრინცმა შენიშნა ეს ჟესტი, მაჯაში სწვდა და სემის ჯადოსნური ჯოხი ძირს დააგდო. თან სპეციალურად ფეხქვეშ მოიქცია. - ახლა რას იზავ, ძალიან მაინტერესებს. გაიქცევი? - მალფოი ჯოხს დააწვა, რომელმაც საფრთხის მომასწავლებლად გაიტკაცუნა. თან ნაცრისფერ, სიგიჟისგან გაფართოებულ თვალებს გოგონას არ აცილებდა. - მოდი ერთი, მეც გაგსინჯავ, რა აზრის ხარ? - მალფოი სემს იდაყვებში სწვდა და ერთი უცაბედი მოძრაობით, თავისკენ მიიზიდა. ისევ ეს თავბრუდამხვევი სურნელი, რომელიც ღვინოსავით ათრობს. თითქოს თავიდან არც იგრძნობა მისი "სიმაგრე", მაგრამ მერე თანდათან გაგიჟებს, ბოლოს კი საერთოდ გთიშავს... - თვალებში მიყურე, როცა გელაპარაკები! - ხმამაღლა უბრძანა მალფოიმ და სემი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დაემორჩილა. გოგონას ახლა უფრო შესძულდა თავისი თავი. ადამიანს, რომელმაც მრავალჯერ შეურაცხყო სედრიკის ხსოვნა, უსიტყვოდ ემორჩილებოდა. მგონი, სულიერად დაეცა და მისთვის სულ ერთი გახდა, რა მოხდებოდა მომავალში... მალფოის ტუჩების ორივე მხარე ზევით აიწია. სემს, როგორც კურდღელს, გველივით შემოხვეოდა და მისი მზერით თუ ვიმსჯელებდით, მსხვერპლს ფერფლად ქცევას ჰპირდებოდა. მალფოი მზერით ჩაბღაუჯებოდა და მისი სახის თითოეულ დეტალს დიდი ინტერესით ათვალიერებდა. ყურადღებას მაინც მის ტუჩებზე ამახვილებდა, რომელიც გრიფინდორელს ოდნავ გაპობოდა. სემი სხეულით გრძნობდა, როგორ თანაბრად ფეთქავდა მალფოის გული. მისგან გამოსული სითბო მას ჭკუიდან შლიდა. სურნელი კი - ასუსტებდა და ადუნებდა. სლიზერინელი მის სახეს მიუახლოვდა და ქვედა ტუჩი, გოგონას ზედა ტუჩს გამოსდო. შემდეგ თავი ოდნავ ასწია და ტუჩები დააცილა. სემს ბუსუსებმა დააყარა და ოდნავ გააჟრჟოლა. მუცელში სასიამოვნო გრძნობა უვლიდა, რომელიც უღიტინებდა და უფრო მეტს ითხოვდა. მალფოიმ წეღანდელი მოძრაობა კიდევ ორჯერ გაიმეორა. ნეტავ გცოდნოდათ, როგორ სიამოვნებდა ამგვარი გზით სემის მასხრად აგდება. - რაო, მოგწონს? - ბიჭმა წარბები შეათამაშა და ტუჩებით ახლა მის ყურს შეეხო. თან შიგნით ასუნთქავდა და პირით ხმამაღლა ყლაპავდა ჟანგბადს. - ესეიგი ჩემი მოლოდინი გამართლდა, ასეა? - წასჩურჩულა ყურში. სემს სიტყვები განსაკუთრებით მკაფიოდ ესმოდა. კანი ეწვოდა, თვალები უნებურად ეხუჭებოდა და ქვედა ტუჩს ნერვიულად იკვნეტდა. - ჩემზე გიჟდები! - უკვე ხმამაღლა დაასკვნა მან და მშიერივით ეცა მის ტუჩებს. სემმა ინიციატივა თავის თავზე გადაიტანა და მომთხოვნად დაუწყო კოცნა. აი, ის მომენტიც, რომელიც ბოლო რამდენიმე წუთი ასე წყუროდა. - პეის! ბიჭებს რყვნით?! ეს რა სიბილწეა! - არსაიდან გამოჩნდა ამბრიჯი. მალფოიმ სემს ხელი უშვა, შეშინებულმა გოგონამ კი უკან დაიხია. - მერამდენედ არღვევთ წესებს!? სასჯელიც არაფერს არ გასწავლით! ჩემთან წამობრძანდით, - დაუცაცხანა გომბეშომ, სემს მანტიის ბოლოში სწვდა და თავის კაბინეტში წაათრია. ნუთუ ეს ყველაფერი სპეციალურად მოაწყეს?.. ნუთუ მალფოიმ უბრალოდ თავისი როლი შეასრულა? - დაბრძანდით, სამანტა, - ამბრიჯმა სკამზე მიუთითა, სემი დაჯდა. - ჩაის ხომ არ მიირთმევდით? - ექიდნურად შესთავაზა დოლორესმა, სემმა თავი გაიქნია. - მიირთვით! - უცბად იწივლა ამბრიჯმა და სემს ფინჯანი შეაჩეჩა. გოგონას ეს ამბავი არ მოეწონა. ფინჯანი მუხლებზე დაიდო და თავი ისე დაიჭირა, ვითომ სვამდა. ჯოხი! ჯოხი დაავიწყდა! მალფოიმ თუ ნივთი ამბრიჯს გადასცა, ამბრიჯმა კი ბოლოს გამოყენებული შელოცვები შეამოწმა, ყველაფერს ადვილად მიხვდება, - მითხარით, რატომ ეცით მისტერ მალფოის? - არ ვეცი. თვითონ მაკოცა, - ცოტა კი ეუხერხულა ამის აღიარება. - გვერდიდან კი პირიქით ჩანდა, - ტუჩები მოკუმა ამბრიჯმა. - ჰო, მართლა! სად იკარგებით ხოლმე საღამოობით? - მე... პროფესორ სნეიპთან ვიყავი. - მე ვიკითხე სად მიბრძანდებოდით და არა საიდან მობრძანდებოდით-მეთქი, - მშვიდი ხმით დააზუსტა ამბრიჯმა. სინამდვილეში სემი მშვენივრად მიხვდა, რა იგულისხმა ამბრიჯმა, უბრალოდ დროს წელავდა, რათა პასუხი მოეფიქრებინა. - საბუეში მივდიოდი. წერილი უნდა გამეგზავნა... - ქალბატონო! - კაბინეტში გააფთრებული ფილჩი შემოვარდა. სემს არასდროს ეგონა, თუ მისი დანახვა ასე გააბედნიერებდა, - პივსი!.. - სულს ძლივს ითქვამდა ყბააკანკალებული ფილჩი. - არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ჯილდოების ოთახში... მ-მაგრამ იქაურობას ანგრევს!.. სემმა მომენტით ისარგებლა და ჩაი, ძირს მდგომ ქოთანში მოთავსებულ ყვავილს დაასხა. ამბრიჯმა მუშტები შეკრა, ცხვირის ნესტოები გაუფართოვდა და სემს მიუბრუნდა: - სანამ აზრი ჭკუაში არ გაგიჯდებათ... - და ხელით მერხისკენ ანიშნა, რომელზეც პერგამენტი და მოჯადოებული ბატის ფრთა მოთავსებულიყო. ამჯერად სემს ხელი ისე ძალიან აღარ სტკენია. როგორც ჩანს, შეეჩვია. თან სულ სხვა რამეზე ფიქრობდა... მიურბენინებს ფინია მალფოი ამბრიჯს სემის ჯოხს თუ დაუბრუნებს? როგორ უნდა მოაწყოს სემმა მათი შეხვედრა?.. P.S. ძალიან გთხოვთ, დაწერეთ, როგორ გინდათ მოვლენები განვითარდეს, თორემ ცოტა არ იყოს, დავიბენი. რამდენიმე თავიღა დამრჩა და ვამთავრებ. :დ ამიტომ იდეები მომაწოდეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.