შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბანში [2]


11-04-2015, 16:34
ავტორი MIMI10
ნანახია 1 836

* * *
დღე იყო ასეთი მაგნიტური, თუ რატომ ჩამოგვტიროდა ყველას ერთად თავ-პირი, არ ვიცი.
ჩვენი განწყობა გარკვეულწილად დამოკიდებული რომ იყო ერთმანეთის ხასიათზე, ეს ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გავაანალიზე, მაგრამ რაც იმ დღეს ხდებოდა სამზარეულოში, ეს არაფერში არ ეწერა.
დიდი, მრგვალი მაგიდის გარშემო ვისხედით.
მე ყურსასმენები მეკეთა და ამ ქვეყნად არ ვიყავი. ამ ქვეყნად კი არა, საერთოდ არსად არ ვიყავი.
წამი იყო რაღაც ისეთი, უცნაური ... ყველაფერზე რომ გეფიქრება ერთდროულად და საფეთქლებთან მოწოლილი ტკივილი ჩაქუჩს რომ გიბრახუნებს, სუსტ წერტილებზე.
არ ვიცოდი, თუ შეიძლებოდა ჩემი ხასიათის კიდებ უფრო დამძიმება.

–რომელ პლანეტაზე ხარ? – ყურსასმენი "გამომდღლიზა" თამთამ და ნაძალადევად გამიღიმა. სახეზე ეტყობოდა, არც ის არ იყო ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში. ხმა არ გამიცია, მობეზრებული გამომეტყველებით გავირჭე ისევ ყურში და თავი უკან გადავაქნიე.

ასეთი ხასიათები – ჩვენგან ძალიან შორს. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაც უკანასკნელ პერიოდში თავზე ქარბორბალასავით დაგვატყდა, ჩვენი პოზიტივის უკვალოდ გაქრობა მაინც ვერ მოხერხდა. ახლა კი ვიჯექი და მეფიქრებოდა ყოველგვარ საშინელებაზე, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა და რაც სავარაუდოდ წინ მელოდა.

–ანა, დაგველაპარაკე?! – ახლა მეორე მხარე გამომიძრო ნიკომ და ძალით გამეკრიჭა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მე საერთოდ არ მქონდა ლაპარაკისა და ემოციების გამომჟღავნების თავი.

–აუ, რა გინდათ? – ხმა ვერ დავიმორჩილე და ისეთი ტონით ვთქვი, მეც კი მომხვდა გულზე. სახეზე ნერვიულად მოვისვი ხელი და ვეცადე ჯავრი ჩემს უდანაშაულო მეგობრებზე არ მეყარა. – ვინმემ ყავა გამიკეთეთ, რა? – საცოდავი მზერა მოვავლე გოგოებს.

–მეც მინდა და გავაკეთებ, ბარემ. – წამოიზლაზნა ქეთო და გაზქურამდე მიბობღდა. რამ იმოქმედა ასე ძალიან თითოეულ ჩვენგანზე, არ ვიცი. რამ დაგვძაბა ასე ერთდროულად ...

–როდის დავბრუნდეთ ქალაქში? – ყოყმანით წარმოთქვა ვაკომ მაშინ, როცა მიხვდა, რომ ოთახში ჩამოწოლილი დუმილი გაუსაძლისი ხდებოდა. სხვა ვერაფერი მოიფიქრა ამ ბიჭმა?! თუ მაინც და მაინც ურესად უნდა დაგვიმძიმოს ისედაც ტალახში აზელილი განწყობა.

–არასდროს. – ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის, ვიდრე მათ გასაგონად. არც არავის გაუგონია ... ან, უბრალოდ არ შეიმჩნიეს.

ვაკომ პასუხი ვერ მიიღო.
არავის სიამოვნებდა ამ საჭირბოროტო თემაზე საუბარი მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ვიცოდით, თბილისში დაბრუნება გადაუდებელი იყო.

–სერიოზულად, როდის წავიდეთ? – ამჯერად ელენემ მოგვმართა კითხვით და ყავა მოსვა.

–არასდროს ... – სახეზე ხელები ავიფარე და ჩემთვის ამოვიფრუტუნე. უარესად მომაწვა ემოციები, თვალები ამემღვრა და მაგიდას გავუშტერე. საკუთარ თავზეც ვბრაზდებოდი, რა მანერვიულებდა ასე, ან რატომ ვიყრიდი ჯავს ამ ბავშვებზე.

ლევანი მეჯდა გვერდით, ამიტომ ჩემი თითოეული სიტყვა გარკვევით ესმოდა. არ ამბობდა არაფერს, არ უნდოდა ალბათ, რომ ჩემი აჩუყებული გული უარეს მდგომარეობაში ჩაეგდო და ჩემი ქვითინი მთელ მესტიას გაეგონა. მხოლოდ თანაგრძნობის თვალებით გადმომხედა და ისევ თომასთან განაგრძო საუბარი.

–რა მოხდება, იქ რომ ჩავალთ?!

–რა უნდა მოხდეს, ელენე?! – გადავირიე მე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიყვირე. ისეთი სახით გადმომხედა დაქალმა, რომ აუცილებლად უნდა მიმეტრიალებინ თავი. რა მექნა, არ მინდოდა ახლა ამ საკითხის განხილვა. ვხვდებოდი, ზედმეტი რომ მომდიოდა და ისიც კარგად ვიცოდი, ეს დიალოგი ყვირილით რომ დასრულდებოდა, საბოლოოდ.

–როგორც არ უნდა გვემძიმებოდეს, მაინც რომ მოგვიწევს, ხომ იცით. – განაცხადა ქეთომ და ჩემი წილი ყავა წინ დამიდო. ყავა კი არა, დარიშხანს დავლევდი ახლა, სიამოვნებით!

–ამაზე ახლა უნდა ვისაუბროთ, აუცილებლად? – თვალები მობეზრებულად გადავატრიალე მე და საზურგეზე გადავწექი.

–აბა როდის ვისაუბროთ, ანა?! ოდესმე ხომ მაინც მოგვიწევს. – განაცხადა ქეთომ და ისედაც დაგლეჯილი ნერვები, კიდევ უფრო დამაწყვიტა.

–ოდესმე ჰო, მაგრამ ახლა არა. – ჩემსას არ ვიშლიდი მე და ჩხუბამდე რომ მივიდოდით ბოლოს, ეს ფაქტი იყო. ასე მემართებოდა მუდმივად. ვიცოდი, უაზროდ რომ ვბუზღუნებდი, მაგრამ უკან ვეღარ ვიხევდი და სავალალო შედეგსაც ვიღებდი, უმეტეს შემთხვევებში. მეგობრებთან არა, მაგრამ მანჩოსთან მუდმივად ამაზე მქონდა ჩხუბი.

აღარაფერი უთქვამთ, ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ისე მჭირდებოდა ახლა სიწყნარე, რომ ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. საოცრად ესიამოვნა ჩემს ფიქრისგან გადაღლილ, ნატანჯ გონებას სიმშვიდის შეგრძნება და ჩემდა უნებურად მიმელულა თვალები.

–ჩვენს ქუჩაზე სხვების ხმა რომ ისმის, ამის ატანა არ მაქვს. – გაეცინა ნიცას – ეგოიზმი მჭირს, სერიოზული.

–რა ამბიციური ხარ, ნიც?! – ჩამეცინა მე და მივხვდი, რომ აშკარად ზედმერი მომივიდა.

–რა გჭირს შენ, ანა? – ვეღარ მოითმინა თამთამ და თვალებმოჭუტულმა გადმომხედა. ამის პასუხი რომ მცოდნოდა, თავადაც ვუშველიდი თავს.

–მჭირს რამე? – პოზიცია არ დავთმე მე და თვალი თვალში გავუყარე დაქალს. თამთა გაჩუმდა, როგორც ჩანს ჩემს გარდა ყველა ერიდებოდა ჩხუბს და უაზრო ბუზღუნს.

–გჭირს,ანა! – ვეღარ მოითმინა ქეთომ და სასიამოვნო დუმილი, ისევ მან დაარღვია. ღმერთო, რატომ არ შეიძლება, რომ უბრალოდ გაჩუმდნენ და გონება ცოტა ხნით მაინც შეასვენონ?! დაძაბულობა და ქალაქის ამბების განხილვა მერეც მოუწევდათ, თბილისში რომ დაბრუნდებოდნენ და ისევ მესტიაში გამოქცევას ინატრებდნენ.

–არ მჭირს, არაფერი ... – თავი დავხარე ბუზღუნისგან გადაღლილმა და მოდუნებულმა. მშვიდად წამოვდექი და სახლი დავტოვე.

არა ხომ ვამბობ, მაგნიტური დღე იყო მეთქი. გაბრაზების მიზეზი არ მქონია, მგონი ძილში საწოლიდან გადმოვვარდი, ან მარცხენა ფეხზე ავდექი, რა ვიცი. გამოვედი თუ არა გარეთ, მაშინვე ყველაფერი ამინდს გადავაბრალე. დღე იყო ნაცრისფერი, უჟმური და ჩაჟამული. საერთოდ, ადამიანები ბუნებაში ვეძებთ ხოლმე ნავსაყუდელს და ისიც ისე ეხამება ჩვენს გუნებას, რომ გვიკვირს. არ ვიცი, ამ შემთხვევაში ბუნებამ მითანაგრძნო მე, თუ პირიქით, მაგრამ თვალები ცრემლით რომ მქონდა გამოტენილი, ეს ფაქტი იყო. ყველას ცხოვრებაშია მომენტი, როცა ეტირება, ოღონდ თავადაც არ იცის რატომ. მერე ცდილობს მიზეზები გამოძებნოს, აბა ისე გიჟი ხომ არაა, უმიზეზოდ იტიროს?! ზუსტად ასე დამემართა მეც. გულამოსკვნილი ვქვითინებდი, უმიზეზოდ. იწვიმებს მეთქი, გავიფიქრე და იმ წამსვე დამეცა წვეთი. ისე სწრაფად დაუშვა წვიმამ, რომ მეგონა ვიღაცამ სავსე ვედრო გადამასხა თავზე. თბილისში რომ ვყოფილიყავი ახლა, ნეტარებისგან ასფალტზე მიმეძინებოდა, მაგრამ მესტიაში ისე ნამდვილად არ ცხელოდა, რომ თავსხმა წვიმა სასიამოვნო ყოფილიყო.
კარგა ხანს ვიჯექი მდინარის პირას, მუხლებზე მედო თავი და ხელებს მხრებზე ვიჭერდი.
მანქანა რომ გაჩერდა ჩემს უკან, აზრზე მაშინ მოვედი, მაგრამ არც შევბრუნებულვარ. ვინ მომაკითხავდა ამ თავსხმაში, თუ არა ჩემი ბავშვები. არც თავი ამიწევია, არც გავტოკებულვარ.
ხმა რომ არავინ ამოიღო, თავი მერე ავწიე და ჩემს წინ დაყუდებული, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, მომღიმარი დონღვანი დავლანდე.

–რატო ინერვიულე? – ეღიმება ლევანს და მზერას მარიდებს.

სასაცილო ნამდვილად ვიქნებოდი, გაპუტულ ქათამს ვგავდი სავარაუდოდ. დავლპი თავიდან ფეხებამდე. ასე მანქანაშიც ვერ ჩავუჯდებოდი, მაგრამ არც თვითონ ვარდებოდა უკეთეს მდგომარეობაში.

–ჩაჯექი მანქანაში ლევან, სველდები. – ჩაჯდა კი არა, გგვერდით მომისკუპდა. სიცილი ამიტყდა ისტერიული. ასეთი წვიმა არ მახსოვდა, საერთოდ. წვიმაც აღარ ერქვა, ცუნამი დაგვატყდა თავს:)

–რატო ინერვიულე, ანა? – კითხვა გამიმეორა და კვლავ გაეღიმა.

–არ მინდა თბილისში დაბრუნება ლევან და იმიტომ. – პატარა, ჭირვეული ბავშვივით გამომივიდა მე და ისევ საკუთარ თავზე გამეცინა.

–გაასწორებდა ისე, მესტიაში ცხოვრება. – გარემოს მოავლო თვალი და ქვებზე გაიშხლართა ორ მეტრიანი დონღვანი.

–ძალიან! – დავეთანხმე მეც.

–ცოლად გამომყევი ანა და ვიცხოვროთ მესტიაში. – სრული სერიოზულობით განმიცხადა ბატონმა ლევანმა. მე ისევ ისტერიული სიცილი ამიტყდა და მხარზე მივარტყი ხელი. მან ისევ გამიღიმა და ჯიბიდან მობილური ამოაცურა.

–გაგიფუჭდება ეგ ტელეფონი! – ისე შემეცოდა ის საცოდავი მობილური, გული დამეწვა. თქეშში ისე ამოაცურა ჯიბიდან, ვითომც აქ არაფერი.

–ბავშვები მოვლენ, ახლა. – უდარდელად ჩაილაპარაკა და კვლავ ჯიბეში ჩაიტენა ტელეფონი. მე გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე აკივლდა ჩვენს უკან ხალხის მასა.. სულ ღრიანცელით გამოექანნენ მდინარისკენ და გარშემო შემოგვისხდნენ მთლიანად გალუმპულ მე და დონღვანს.

–ვლპებით! – გამეცინა მე და ბავშვებს მოვავლე მზერა. ბედნიერი სახეებით იყურებოდნენ, დილანდელი დაძაბულობა ჯანდაბაში მოესროლათ და იღიმოდნენ, უდარდელად. ან, რა გვქონდა სადარდებელი ამ კონკრეტულ მომენტში?! ვისხედით მესტიაში, მდინარის პირას, წვიმაში და რაც მთავარია – ერთად.

–ასწორებს! – ქვებზე გაწვა თომა და ორ მეტრიანი ფეხები მომღიმარ ქეთოს გადაალაგა ზედ. სხვა შემთხვევაში ჭკუიდან გადავიდოდა ალბათ ქეთო, მაგრამ ახლა ისე იყო გართული გარემოს თვალიერებით, რომ მგონი ვერც შეამჩნია მასზე გადაწოლილი იოსებიძე.

–რა ლამაზია აქაურობა, იდიოტივით მეღიმება. – საკუთარი მდგომარეობა განგვიმარტა ქეთომ – რომ შემეძლოს აქაურობას ისე გავაკეთებდი, გადახვიდოდით ჭკუიდან. – ისე სასაცილოდ გამოგვიყო ენა, რომ სავარაუდოდ წიწაკის ფერი მივიღე, სიცილისგან.

–მე კიდევ ყველაფერს დავანგრევდი, რაც გაკეთებულია! – ცალყბად გაგვიღიმა დუდამ და აკოს მიუწვა გვერდით. ისეთი თვალებით გადახედეს ბავშვებმა, სახე გაატრიალა.

–ეს ვერ არი. – მხრები აიჩეჩა თამთამ.

–რატო ვერ არი? – გადაირია ლევანი – მეც ზუსტად ეგრე ვიზამდი, რად უნდა სვანეთს შელამაზება? – ისე გაიკვირვა დონღვანმა, რომ ქეთოს ავტომატურად აგრძნობინა თავი დამნაშავედ.

–ისედაც სასწაულია! – დავეთანხმე მე და უკვე კარგად შესწავლილი გარემო კიდევ ერთხელ მოვათვალიერე. არა ხომ ვამბობ, არ არსებობს ამაზე ლამაზი ადგილი!

–ყველანაირად. – მხარი აგვიბა ნიცამაც. კუთხეში მივიმწყვდიეთ ჩემი საწყალი ქეთო

–ხო კარგი, კარგი. გნებდებით! – ხელები მაღლა ასწია და ისე გადაიკისკისა, მოსასულიერებელი გაგვიხდა.

არაფრის დიდებით არ აპირებდა წვიმა გადაღებას. სეტყვაც რომ წამოსულიყო, გასაკვირი არ იქნებოდა. შემოდგომის ამინდი დაგვიდგა, ივლისის შუა რიცხვებში. ათრთოლებულ კიდურებს ძლივსღა ვაჩერებდით ერთ ადგილას.

–არ წავიდეთ? – ძლივს გასაგონად ამოიკნავლა თამთამ და ისეთი საწყალი სახით გადმოგვხედა, გული დამეწვა.

–მეღადავებით?! ესეთ ამინდში სახლში რა უნდა ვაკეთოთ?! – ისე გაიკვირვა ნიკომ, თითქოს რაღაც საოცრება ეთქვას თამთას. არა და, მართლა ისე ციოდა, რომ მოკლე მაისურებში და შორტებში გამოწყობილი გოგონებისთვის, აქ გაჩერება ნელ–ნელა შეუძლებელი ხდებოდა.

–ხვალ ფილტვების ანთებით რომ გაიშოტები საწოლში, ხმა არ ამოიღო! – გაღიზიანდა თამთა და სასაცილოდ დაიკრიფა ხელები. ეს გოგო ისეთ ელემენტარულ რამეებზე ბრაზდებოდა, რომ ჩაბჟირდებოდით სიცილით. ისე, მე ვიზე რას ვამბობ?! დილით ავიკელი სახლი წუწუნით და უაზრო მოთქმა–გოდებით.

–არ ამოვიღებ! – გაეცინა ნიკოს და ოდნავ წამოიწია.

–ხო, მერე თვითონ იქნება კაჟივით და მე ჩავკვდები საწოლში, 40 გრადუსი სიცხით. – ისე კანკალებდა, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა თამთა.

–კარგი ხო, წავიდეთ! – აკანკალებული მეგობრების დანახვისას, ნიკოც მოლბა და სწრაფად წამოიჭრა ფეხზე.

ყველა რომ წამოიშალა და ასეთი გაწუწულები, ძალიან ამაყად რომ წამოვიჭიმეთ, ერთმანეთის დანახვისას ისტერიული სიცილი აგვიტყდა. ამას სისველეც აღარ ერქვა!

–რას გავხართ, თქვე უპატრონოებო! – თანაგრძნობის თვალებით შეგვათვალიერა ვაკომ და დაჭმუჭნული მაისურის შესწორება სცადა.
სანამ სახლდამდე მივღოღდით, ცხოვრება გაგვიმწარდა. მანქანა აქ დავტოვოთო, ავიტეხეთ და სახლდამდე ფეხით გადავწყვიტეთ გასეირნება. გათბობის მიზნით, საიმპერატორო პინგვინებივით ვეკვროდით ერთმანეთს. ნისლი იყო, საშინელი. გზას ძლივსღა ვარჩევდით, ენგურში რომ გადავცვენილიყავით ყველანი, გასაკვირი არ იქნებოდა.

–ნიკო, თუ არ გაიწევი, ეგურში მოგისვრი! – მოთმინების ფიალა აევსო ელენეს და მასზე აკრულ, სველ, გაყინულ, გალურჯებულ ნიკოს მუშტები დაუშინა.

სულ ბუზღუნით მოშორდა მეგობარს და წინ წავიდა ვაჟბატონი. რა სასაცილოები არიან, ღმერთო! ბავშვობიდან ასეთი წუწუნები, ბუზღუნები, გიჟები და ცოტა დარტყმულები. მე ჯერ კიდევ ნიკოს ქცევებს განვიხილავდი და უაზროდ მეღიმებოდა, ხელში რომ ამიტაცა ვიღაცამ და კისერზე ძალიან კომფორტულად გადამიკიდა.

–ლევან! – ავკივლდი მე – ლევან გადაირიე?! – მუშტები დავუშინე დონღვანს იმ იმედით, რომ ნებას ინებებდა და მიწაზე დამაბრუნებდა – დავსვი! – ვწიოდი ბოლო ხმაზე და სიცილს ძლივს ვიკავებდი. დონღვანმა გზიდან რომ გადაუხვია და მას დანარჩენებიც რომ მოყვნენ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიკრო ინფაქტი მივიღე – დონღვანო, რა ჯანდაბას აკეთებ? – ვეღარ ვხედავდი ვერაფერს, ერთადერთი მდინარის დაგუბებულ ნაწილს და დონღვანის კმაყოფილ გამომეტყველებას ვარჩევდი. გაყინულ წყალში რომ გავადინე ზღართანი და დანარჩენებიც რომ გადმომყვნენ, იქვე მოვკვდი! ფილტვები შემეკუმშა და სანამ აზრზე მოვედი, ცოტა დრო დამჭრდა. – ავადმყოფო შენ! – წყალს ხელის გულები დავარტყი და ლევანს შევუბღვირე.

–ავადმყოფო მე! – ჩემი სიტყვები გაიმეორა და ისტერიული სიცილი აუტყდა. არ არის ეს ბიჭი ბოლომდე დაწყობილი მეთქი, რომ ვამბობ ვინმემ დამიჯეროს, რა?!

წვიმა, სიცივე, გალურჯებული, აკანკალებული სხეულები, ჩაშავებული თვალები და ენგური. მშვენიერი ფერთა გამაა! „სიცივე“ – ეს სიტყვა ბოლომდე ვერ აღწერს იმ შეგრძნებას, რასაც ჩემი აკანკალებული ორგანიძმი მოეცვა. ხომ გავიყინე, ლამის მოვკვდი, მაგრამ მაინც უზადოდ კმაყოფილმა შევაბიჯე სახლში და თვალებგაფართოებულ დედაჩემს ავესვეტე წინ.

–მანჩიიი! – გაექანა მთლიანად გალუმპული თომა და მანჩოს ისე ჩაეხუტა, ქალმა აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო. დაახლოებით წარმოგიდგენიათ ალბათ, რა სახით იდგა დედაჩემი და როგორ გაჭირვებით ცდილობდა მომხდარის გააზრებას.

–თომა, ახლავე მომშორდი! – დაიკივლა დედაჩემმა და ახარხარებული იოსებიძე წვალებით „აიგლიჯა“ სხეულიდან. აზრი აღარ ჰქონდა, ისედაც მთლიანად დაასველა დედაჩემი, ამიტომ მომენტით ვისარგებლეთ და ყველა ერთად გავექანეთ მანჩოსკენ.
–ვეღარ გაიზარდეთ! – გადაიხარხარა დედაჩემმა და ეცადა ყველას ერთად მოგვფერებოდა. ძალიან ბევრი ვიცინეთ და ბევრი ვიმხიარულეთ. ჩვენ დავსველდით და აბა, მანჩოს მშრალს ხომ არ დავტოვებდით?! საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ის ჩავარდა.

გაყინულ სხეულებს სახლის სითბო ისე ესიამოვნა, რომ სავარძლებზე მიწოლილებს, წამიერად მიგველულა თვალები. ხმის ამოღების ენერვია აღარ გვქონდა, გაყინულ ენგურში ბანაობას შეეწირა, ამიტომ მილულული თვალებით გადავწექით ერთმანეთზე.

–ჩაი ვის გინდააააათ?! – სამზარეულოდან დაიკივლა დედაჩემმა. ამის თქმა იყო და თითქმის ჩაძინებული ბიჭები ისეთი სისწრაფით წამოფრინდნენ ფეხზე, მეგონა მესამე მსოფლიო ომი დაიწყო.

–როგორ აკლიათ! – სიცილით ამოილაპარაკა ნიცამ და მარცხენა მხრიდან ამეკრო.

დღე იყო საოცარი.
ჩაჟამული, მოღრუბლული, ნაცრისფერი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც უსაზღვრო პოზიტივითა და გალურჯებული სხეულებით დასრულებული.

* * *
ერთადერთი იმედი გამომძიებლისთვის, თამთა აღმოჩნდა, აკობია.
ეს გოგო ბავშვობიდან გამოირჩეოდა ყველას მიმართ კეთილგანწყობითა და სითბოს უანგაროდ გამოხატვით. მისთვის არც გაბღენძილი, სკამზე გადაფენილი გამომძიებელი ყოფილა გამონაკლისი, რომელიც წუთში ასჯერ ისწორებდა დიდ, გამჭვირვალე სათვალეს. მანაც კი მარტივად მოიპოვა აკობიას კეთილგანწყობა, საქმე თავის სასარგებლოდ შემოატრიალა და გოგონა აალაპარაკა.

–მაინტერესებს, როგორ ხედავთ თქვენ, ლევან დონღვანის მეგობარი, მის ხასიათსა და თავისებურებებს?! – მზერა თამთას გაუსწორა და ამბის მოსასმენად, კომფორტულად გადაწვა სავარძელზე.

–არ ვიცი, ლევანზე უარყოფითი რა უნდა ვთქვა. დაბადებიდან ერთად მოვდივართ ჩვენ ყველა და ჩვენზე კარგად, ალბათ არც არავინ იცნობს. ცოტა ფიცხია ლევანი, ცოტა გაუწონასწორებელი და ფეთქებადი, მაგრამ იმდენად მაგარი ვინმეა, რომ წარმოდგენაც გაგიჭირდებათ, თუ არ გაიცანით. – რაღაცები გაახსენდა თამთას და თავისთვის, გიჟივით გაეცინა. როგორც ყოველთვის, თვალები მოჭუტა გამომძიებელმა და შემდეგი კითხვისთვის მოემზადა.

–კარგი, თამთა. უყვარდა ვინმე?!

–ძალიან გთხოვთ წარსულში აღარ ისაუბროთ, თორემ მგონია, რომ ლევანი გარდაიცვალა. – სახეზე ხელი მოისვა აკობიამ და განაგრძო – ვერ გეტყვით, ამაზე საჯაროდ არასდროს საუბრობს დონღვანი, მაგრამ ანა კანდელაკთან აქვს რაღაც სხვანაირი ურთიერთობა. არ ვიცი, ერთად არასდროს ყოფილან, მაგრამ მაინც ერთად არიან. – აზრები ვერ დაალაგა და საკუთარ თავზე გაეცინა – ვერ ვხვდები როგორ აგიხსნათ. აი, იცით როგორ არიან?! ანა ვერავის რომ ვერ შეხედავს სხვანაირად, ლევანიც ვერავისთან იქნება, იმიტომ, რომ აფრენენ ერთმანეთზე. ოფიციალურად „წყვილი“ არ არიან, არც „ტკბილი“ ურთიერთობა აქვთ. ანა რომ ვინმესთან დაინახოს, ჭკუიდან გადავა ალბათ, ცოტა ფიცხია ლევანი ... – რაღაცაზე ჩაფიქრდა თამთა და თვალები თითით მოისრისა – ერთხელ გადავიდა კიდეც.

–უფრო დაწვრილებით, თუ შეიძლება?! – ჩაეძინა გამომძიებელი და დაინტერესებული თვალები მიანათა აკობიას.

–მესტიაში ვიყავით მაშინ, ჩვენი თბილისელი, ცოტა არასასიამოვნო ნაცნობი რომ დავლანდეთ , შორიდან... მიშკა ეგაძე. გიჟდება ის ბიჭი ანაზე, თან ისეთი ტიპია, აზრზე მოსული და აქტიური. თბილისშიც ჰქონდათ უთანხმოება მიშკას და ლევანს, მერე დანარჩენებთანაც იჩხუბა ეგაძემ...

–დანარჩენებში ვის გულისხმობთ?! – წინადადება გააწყვეტინა გამომძიებელმა.

–ჩვენს ბიჭებს, რა. – მხრები აიჩეჩა აკობიამ. – ლევანის და ანას პრობლემა, ჩვენი ყველას სადარდებელია და სადაც ისინი არიან, იქაც ჩვენ ვართ.

–გასაგებია, განაგრძეთ. – თბილად გაუღიმა და კმაყოფილება სახეზეც დაეტყო. აშკარად მოსწონდა ამ კაცს ეს ახალგაზრდობა:) მიუხედავად მათი სიუხეშისა და სიფიცხისა.

–ნუ, მესტიაში ეგაძის დანახვა რათქმაუნდა არავის ესიამოვნა და ისე დაიძაბნენ ბიჭები, ცოტაც და კანიდან ამოხტებოდნენ. მიშკას სცოდნია, ჩვენ რომ ვიყავით სვანეთში და საძმაკაცოსთან ერთად ჩამოსულა ისიც.

–მიზეზი?!

–ანა, რათქმაუნდა.

–გასაგებია, განაგრძეთ. – კვლავ გაუღიმა გამომძიებელმა და პირგამშრალ თამთას წყალი მიაწოდა.

–ანა საერთოდ ისეთი გოგოა, ტიპია რაღაცნაირი, გინდა თუ არ გინდა, მაინც მაგრად რომ მოგწონს, აი ეგეთი. – გაეცინა აკობიას – არც ეგაძე ყოფილა გამონაკლისი. იცით რა?! ვერც ვამტყუნებ მიშკას. გიჟდებოდა ანაზე და რა ექნა?! ყველანაირად ცდილობდა აქტიურობას. აბა, რა გაეკეთებინა, ლევანის შიშით ხმა აღარ ამოეღო?! უყვარდა კანდელაკი და თავის მხრივ ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო... ზედმეტებში კი გადადიოდა, მაგრამ მაინც. ეს აგიჟებდა ლევანს და დაინახავდა თუ არა ეგაძეს, კონტროლს კარგავდა ყველანაირად!

–მიშკა ეგაძემ მიაყენა ლევან დონღვანს სამი ჭრილობა მუცლის არეში?! – როგორც იქნა, ერთ კითხვაზე მიიღო პასუხი ბატონმა გამომძიებელმა და ისეთი კმაყოფილი გაიჯგიმა, თამთა ოდნავ შეკრთა.

–დიახ, მაგრამ მიშკამ ოთხი ჭრილობა მიიღო სამაგიეროდ და ღუდუშაურის მერე, ეგრევე ტრამვატოლოგიურში გაეფინა. – გადაიხარხარა აკობიამ და წყალი მოსვა. – ნუ, არ არის ცუდი ბიჭი მიშკა, მაგრამ ლევანი ისეთი გიჟია, მიშკა კი არა, ვერავინ ვერ მოვა დონღვანთან.

–მართალია, რომ ლევან დონღვანმა სკოლაში, სადაც ანა კანდელაკი სწავლობდა, გამოცდის დღეს ყველა პროგრამა წაშალა? – გაეღიმა გამომძიებელს და პასუხს მოთმინებით დაელოდა.

–კი, ყველა პროგრამა წაშალა. – თვალწინ წარმოუდგა თამთას ყველაფერი და ისე გადაიხარხარა, გამომძიებელსაც ავტომატურად აუტყდა სიცილი.

–რატომ, ვერ იყო? – ბუნებრივად, თავისდა უნებურად აღმოხდა კაცს და საკუთარ თავზე გაბრაზდა მერე, ამდენი რომ გაბედა. შეუძლებელია ახსენო ლევან დონღვანი და ეს კითხვა შენდა უნებურად არ დაგებადოს.

–შეიძლება... – გაეღიმა აკობიას – კიკეთში გვინდოდა იმ დღეს წასვლა, ანას კიდევ კატის გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი, ვერ მოდიოდა და ჩვენც ცოცხალი თავით არ ვტოვებდით. ლევანი გადაირია, რას ქვია გამოცდებიო და ყველა პროგრამა გაანადგურა. როგორ მოახერხა ასე შეუმჩნევლად ასვლა, ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ იმ დღეს კიკეთში ჩვენთან ერთად ანა კანდელაკიც წამოვიდა. – დაასრულა აკობიამ და გაინაბა. ძალიან უნდოდა ახლა, აქ ჯდომის მაგივრად, ისევ მეგობრებთან ყოფილიყო, კიკეთში. დადუმდა გამომძიებელიც, მხოლოდ მისი მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა პატარა, ჩახუთულ ოთახში. – არ ვარ იმდენად უნამუსო, რომ ვთქვა ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი ბიჭია დონღვანი მეთქი ... გიჟია ლევანი, ცოტა ფიცხიცაა და გაუწონასწორებელიც, მაგრამ ყველა გამოხედვაში ეტყობა რას გრძნობს მეგობრების, ოჯახის და ანას მიმართ. ჰო, ცუდი ურთიერთობა აქვს მამასთან, მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის ფიქრის საბაბს, რომ მას შეეძლო საკუთარი ოჯახი სასიკვდილოდ გაეწირა. უბრალოდ არ შეიძლება, ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ ლევანი დამნაშავედ სცნოთ. – დუმილი ისევ აკობიამ დაარღვია. ყველაფერი თქვა, რაც უნდოდა, რაც გულს უღრღნიდა და გადაღლილ გონებას უსერავდა. სხვა, აღარაფრის თქმა აღარ ჩათვალა საჭიროდ. რაღა უნდა ეთქვა?! მშვიდად წამოდგა ადგილიდან და ოთახი ულაპარაკოდ დატოვა. არც გამომძიებელს გაუჩერებია, არ ჰქონდა აზრი და იმიტომ ... ძალიან დიდხანს დასთამაშებდა გაურკვეველი გრძნობით გამოწვეული ღიმილი , პუტკუნა, გაბღენძილ, ოდნავ ფერმკრთალ,ფიქრისგან დანაოჭებულ სახეზე.

____________________________________________________________

მართლა არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ:)
ერთ დღეში მოახერხეთ და ისე შემაყვარეთ თავი, რომ ზუსტად ვიცი, ამ საიტის გარეშე ვეღარ გავძლებ და ვეღარც მოგშორდებით. ძალიან, ძალიან გამახარეთ!
მეც მეცდები არ დავაგვიანო და ყველაიარად გასიამოვნოთ <3
თქვენ ხომ აზრზე არ ხართ რამდენს ნიშნავს თქვენი ერთი სიტყვაც კი:))



№1  offline წევრი Mkitxveli

ძალიან მომწონს ისტორია. საყვარელი ხარ:*

 


№2  offline წევრი MIMI10

dzaan mixaria!!!<33

 


№3  offline წევრი DaaDaa

ცოტა გაურკვევლობაა მაგრამ მაინც მომწონს მესამე თავი გვინდა ეხლა ჩვეენ

 


№4  offline წევრი MIMI10

awmko arc erti araa chemo kargebo, orive carsulia :D gaerkvevit cota xanshi

 


№5  offline წევრი lizi chachua

Martla kai xar sheni istorianad.

 


№6  offline წევრი შიკალატკა

Sheudarebeli xar. Piradad me vgijdebi aset gaurkvevel istoriebze, rom ver gaarchev awmkosa da warsuls ❤️ uuuumagresi xar uuuumagresi istoriit! ❤️

 


№7  offline წევრი MIMI10

didi madloba!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent