შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფეხსაცმელი [4]


12-04-2015, 19:43
ავტორი შამანი
ნანახია 4 952

ვახშამმა სასიამოვნოდ ჩაიარა. ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და საუბრობდნენ, ძირითადად _ გიგის გასართობ ინდუსტრიაზე.
_ ნია, დიდი ხანია, თბილისში ცხოვრობ? _ მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა მამაკაცმა.
_ არც ისე, ხუთი წელი იქნება.
_ საიდან ხარ?
_ გურიიდან. სკოლა იქ დავამთავრე, ინსტიტუტი _ აქ. მერე ისევ სოფელში დავბრუნდი, რამდენიმე წელი იქ დავყავი, მაგრამ არაფერი გამომივიდა და კვლავ აქეთ წამოვედი.
_ მერე? აქ გამოგივიდა რამე? რამ ჩამოგიყვანა? თუ შვებულებით ჩამოხვედი და ისე მოგეწონა აქაურობა, დარჩენა გადაწყვიტე? _ გაიხუმრა გიგიმ.
_ ჰო, რაღაც ამდაგვარი… მე… მე ერთ ადამიანთან ერთად ჩამოვედი… მერე კი… დავრჩი.
_ და სად არის შენი თანმხლები?
_ ახლა მარტო ვარ, _ ნიამ მზერა აარიდა.
მაგიდა სავსე იყო ზღვის დელიკატესებით, მაგრამ ნიამ გემო ვერაფერს გაუსინჯა, ლუკმა არ გადასდიოდა ყელში. ალბათ ნერვიულობისგან. შინაგანად გრძნობდა, როგორი დაძაბული იყო.
_ გიგი, გამარჯობა, _ გაისმა უცებ წკრიალა ხმა.
ნიამ მათ მაგიდასთნ მოახლოებული მაღალი, შესაშური აღნაგობის ქერათმიანი ქალი დაინახა. ასე, 35-37 წლის იქნებოდა, მაგრამ ზედმიწევნით მოვლილი. ერთი შეხედვით, ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა. ცისფერი, საოცრად ჰაეროვანი კაბა ეცვა, გრძელი, ტანზე მომდგარი. ბრილიანტის ყელსაბამი და საყურე სასიამოვნოდ უბრწყინავდა მზემოკიდებულ კანზე. უცნობი სრულიად ურცხვად დაიხარა და გიგის ლოყაზე აკოცა.
_ როგორ დამეკარგე, _ ნაზად თქვა.
_ გამარჯობა, ნანა, _ თავდაჭერილად შეხვდა მამაკაცი. მის ხმაში ცივმა ნოტებმა გაიჟღერა, თუმცა ნანას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
_ შენი ნახვა მინდა, იქნებ გამონახო დრო და დავსხდეთ სადმე, _ გაიღიმა ქალმა და ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები გამოაჩინა, _ გავიხსენოთ ძველი, ლამაზი დრო.
_ ახლა ცოტათი დაკავებული ვარ, ნანა.
ქალმა ირიბად გახედა ნიას.
_ კარგი, საყვარელო, სანამ აქ ვარ, იფიქრე ამაზე, თორემ მერე მივემგზავრები, _ ორაზროვნად წარმოთქვა, გიგის მხარზე დაადო ხელი და კვლავ ნიას გადახედა, ამჯერად ნიშნის მოგებით.
ახვლედიანმა უხერხულად დააქნია თავი და წამოდგა, რათა იგი კარამდე მიეცილებინა. როცა უკან დაბრუნდა, უხერხულად ჩაახველა და თქვა.
_ ბოდიშს გიხდი.
ნიამ მსუბუქად შეათამაშა მხრები.
_ არა უშავს, რა პრობლემაა.
_ ნანა ძალიან განებივრებული ქალია, _ დაიწყო გიგიმ თვის მართლება, _ ასაკოვანი, მაგრამ მდიდარი ქმარი ჰყავდა, რომელიც შარშან გარდაეცვალა და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი დაუტოვა. იმდენი ფული აქვს, რა ქნას, არ იცის. ყოველ წელს საზღვარგარეთ სამოგზაუროდ დადის.
მისი სიტყვები ცინიკურად ჟღერდა, მაგრამ ნია მიხვდა, რომ გიგის მასთან რაღაც იდუმალი აკავშირებდა. შეიძლება არა ახლა, მაგრამ წარსულში _ აუცილებლად. ამას წყალი არ გაუვიდოდა, მამაკაცი ისე იყო დაბნეული, არ იცოდა, თვალები სად წაეღო. ნიამ ღიმილი ვერ შეიკავა… ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გოგონა ემადლიერებოდა განგებას, ასეთი გარეგნობით რომ დააჯილდოვა.
_ ცოდოა… _ უნებლიეთ აღმოხდა.
_ რა? _ ახვლედიანმა გაოცებით აზიდა წარბები.
_ არა მგონია, ბედნიერი იყოს, ამიტომაც მოგზაურობს ალბათ ამდენს.
_ რა გითხრა… უამრავი ქალი შურის თვალით შეჰყურებს. არაჩვეულებრივად გამოიყურება, მდიდარია და თანაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა.
შეიძლება გიგის ნათქვამში იყო სიმართლის მარცვალი, მაგრამ განა ბედნიერებაა, გამუდმებით იარო მსოფლიოს გარშემო მხოლოდ იმის გამო, რომ მდიდარი საქმრო იპოვო? _ გაიფიქრა ნიამ, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს, არ უნდოდა, საღამო დისკუსიებით გაეფუჭებინა. ფანტაზიები უცებ მოაწვა. წამით გიგის გვერდით, ბნელ ოთახში წარმოიდგინა თავი. თითქოს ნათლად ხედავდა, როგორ ხდიდა მამაკაცი სამოსს, როგორ უკოცნიდა შიშველ მხრებს…
_ რაზე ფიქრობ? _ დაინტერესდა გიგი, თუმცა ეს კითხვა სრულიად უადგილო იყო, მან უკვე იცოდა პასუხი…
და მამაკაცმა იგრძნო, რომ ქალის გამოწვევას პასუხს სავსე გზნებით სცემდა. ამწუთას სიგიჟემდე მოუნდა მთელი საღამოს განმავლობაში მოძალებული სურვილის დაკმაყოფილება, მაგრამ აქ ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ ბრძოლა უწევდა თავის თავთან. თუმცა ეს ბრძოლა სიამოვნებასაც ანიჭებდა. იცოდა, საკმარისი იყო, გოგონა თავის ოთახში აეყვანა და… ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც მას სურდა. ქალს უკვე აღარ შესწევდა ძალა, მისი სურვილის წინააღმდეგ წასულიყო.
კაზინოს თანამშრომლების გაფრთხილება უკვე მოასწრო, ამ საღამოს არ უნდა შეეწუხებინათ იგი, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის გამო.
ნიაც ფიქრობდა იმაზე, რაც მათ შორის ძალიან მალე უნდა მომხდარიყო. ღაწვები შეეფაკლა, სუნთქვა გაუხშირდა, ყელის მიდამოში მაჯისცემის დარტყმები ადვილი შესამჩნევი გაუხდა.
თვითკმაყოფილმა ღიმილმა ისევ გადაურბინა გიგის ტუჩებზე. «საწოლში ნამდვილად ზღაპრული იქნება». _ გაიფიქრა და ხარბი მზერა შეავლო მის ათრთოლებულ ტუჩებს.
ნიამ სწრაფად დახარა თვალები, უნდოდა, აღელვება დაეფარა… მამაკაცმა ხელი მისკენ გაიწვდინა და გრძელი თითები ლოყაზე ჩამოუსვა…
_ შენ ერთადერთმა მაიძულე, ქალის წინაშე თავი უმწეოდ მეგრძნო, _ მსუბუქად წარმოთქვა, _ ასეთი მომაჯადოებელი მზერა ადგილზე მაქვავებს…
ნიამ ნერწყვი ძლივს გადააგორა. ასე ეგონა, მოზღვავებული ვნებათაღელვისგან დახრჩობა არ ასცდებოდა. უნდა წავიდეს, ახლავე, ამწუთას! ეს ყველაფერი დასაშვებ საზღვრებს სცდება. …თუმცა, რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო სუსტდებოდა მისი წინააღმდეგობის უნარი… მაგრამ, მისდა გასაოცრად, მოულოდნელად მამაკაცმა სრულიად სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
_ ყავა ხომ არ მოვატანინო? ან იქნებ, ჩაი გირჩევნია? კარგი ინგლისური ჩაი გვაქვს.
ნიამ ნაძალადევად გაიღიმა.
_ ყავა მირჩევნია…
მამაკაცი ფეხზე წამოდგა.
_ არ გეჩვენება, ნია, რომ საღამო ბევრად რომანტიკულია იმისთვის, რომ აქ ვისხდეთ, გამოკეტილ ოთახში? ხომ არ გავსულიყავით სუფთა ჰაერზე?
_ მაგრამ სად? _ ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ნიამ.
_ მე ვიცი, სადაც… წამოდი, გაჩვენებ, _ თქვა მამაკაცმა და ლიფტისკენ დაიძრა. ნია მორჩილად მიჰყვა უკან, როგორც ყოველთვის, _ ახლა ბოლო სართულზე ავიდეთ და ტერასაზე დავსხდეთ. იქიდან მართლაც რომ სასწაული ხედი მოჩანს.
არა, უნდა თქვას, რომ წასვლის დროა! უბრალოდ თქვას, «დიდი მადლობა, უკვე დამიგვიანდა, მშვენიერი საღამო იყო, მაგრამ მეჩქარება, ნახვამდის». ეს სიტყვები ენის წვერზე უტრიალებდა, თუმცა, ლიფტის კარი გაიღო თუ არა, ისე შევიდა კაბინაში, კრინტიც არ დასცდენია.
რამდენიმე წუთიც და… ნიას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. ეგონა, სასტუმროს ჰოლში მოხვდა, რადგან ტერასა აქ არსად ჩანდა… ეს აშკარად გიგის აპარტამენტები იყო. მდიდრული ავეჯით გაწყობილი სასტუმრო ოთახი ჰოლიდან პირდაპირ მოჩანდა. მის გვერდით კიდევ იყო ერთი კარი, ოღონდ დაკეტილი. ნიას ვარაუდით, იქ მოსასვენებელი ოთახი თუ საძინებელი უნდა ყოფილიყო. ამის გაფიქრებაზე ჟრჟოლამ აიტანა.
_ ტერასა აქეთაა, ზამთრის ბაღით, _ ხმადაბლა თქვა მამაკაცმა და წელზე ფრთხილად შეახო ხელი, მსუბუქად უბიძგა წინ.
გიგი ყოველ წამს ელოდა, როდის იტყოდა გოგონა, ჩემი წასვლის დროაო. მისი შეშინებული მზერა ართობდა.
სენსორებზე დამაგრებული კარი ავტომატურად გაიღო და ორივემ ულამაზესი მცენარეებით მორთულ მინებიან ბაღში ამოყო თავი. აქედან მართლაც საოცარი ხედი იშლებოდა. ღამის ჰაერი ყვავილების მათრობელა სურნელით იყო გაჟღენთილი. აქამდე არც კაზინოს ხმაური აღწევდა და არც სხვა რამ ხმა არღვევდა ღამის მყუდროებას.
მოულოდნელად კარი ისევ გაიღო და მამაკაცი გამოჩნდა სინით ხელში, მას ორი ფინჯანი ყავა მოჰქონდა.
_ გმადლობთ, ნიკო, _ თქვა გიგიმ და იქამდე არ მოუცილებია მზერა ოფიციანტისთვის, სანამ მან ფინჯნები მაგიდაზე არ დააწყო და არ გავიდა.
«როდისღა მოასწრო მისი გაფრთხილება?» _ გაუკვირდა ნიას, მაგრამ არ შეიმჩნია.
_ მოდი, დავლიოთ.
ჰო, ახლა ყავა მისთვის სწორედ რომ მისწრება იყო. ცხელი სასმელი ცოტათი მაინც გამოაცოცხლებს. გიგი მის წინ მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ფინჯანი ოსტატურად დაიჭირა ხელში. ამწუთას არაჩვეულებრივი სანახავი იყო. ნიას სიამოვნების ტალღამ დაუარა სხეულში. გიგი ძალზე ელეგანტურად და სექსუალურად გამოიყურებოდა. გოგონამ მზერა აარიდა მამაკაცს და სასმელი მოსვა. რამდენიმე ხანს უსიტყვოდ ისხდნენ და ყავას შეექცეოდნენ.
ესეც ასე, უკვე წასვლის დროა, რახანია, შუაღამეს გადაცდა… მაგრამ ნიას არ შეეძლო წასვლა. გული ემუდარებოდა, დარჩენილიყო… კიდევ ცოტა ხანს, ძალიან ცოტა ხანს… თანაც, გიგი ისეთი ინტერესით ყვებოდა იტალიაში თავის მოგზაურობაზე, ვერ გააწყვეტინებდა. ნია შეგნებულად ნელა სვამდა ყავას, რომ დრო გაწელილიყო და რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ჯადოსნური საღამო… მაგრამ…
_ უნდა წავიდე, _ მაინც თქვა და წამოდგა.
ახვლედიანი ფეხზე წამოიჭრა და მიეახლა.
_ რატომ? რამე არ მოგეწონა? _ ჰკითხა და მის წინ გაჩერდა.
_ იმიტომ.
_ იმიტომ, რომ ერთი ღამის სექსი არ გაწყობს, არა? გამოვიცანი?
_ ჰო, გამოიცანი.
_ კი მაგრამ, საიდან მოიტანე, რომ ეს მხოლოდ ერთი ღამის სექსი იქნება? _ იკითხა მამაკაცმა და ხმა საოცრად ნაზი და მსუბუქი გაუხდა.
ნიას შეაკანკალა. გიგიმ ხელი თმაზე შეახო და მერე ზურგზე ჩამოუსვა.
_ შენ ძალიან ლამაზი ხარ, ნია… და ეს ღამეც ლამაზი იქნება. მალე მიხვდები, რომ შენს სიტყვებში ერთი მარცვალიც არ ღაღადებს სიმართლეს. ეს ღამე ლტოლვისა და სურვილებისთვისაა შექმნილი, ჩვენ კი ორივეს გვღელვებს ეს მშვენიერი გრძნობები. იმედია, ამას არ უარყოფ, ასე არ არის? ნუ მოატყუებ საკუთარ თავს. თვალებში შემომხედე და მითხარი, რომ არ თრთიხარ ჩემს შეხებაზე, _ მამაკაცი მის თითებს დაწვდა და ტუჩებთან მიიტანა.
_ არ გინდა, გთხოვ… _ ნიას ხმა დაურწმუნებლად ჟღერდა. გოგონა გრძნობდა, თანდათან როგორ კარგავდა წინააღმდეგობის უნარს.
_ გემუდარები… _ მისი ხმა უფრო და უფრო სუსტად ისმოდა.
_ ნურაფრის გეშინია, დარჩი ჩემთან, გააკეთე ის, რაც გსურს, იმიტომ, რომ ახლა ასეა საჭირო… ახლა სხვანაირად არ შეიძლება… ეს დანაშაული იქნება…
მოეჩვენა, რომ მთელი სამყარო სადღაც გაქრა. მამაკაცმა თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დაეკონა. ცხოვრებაში ასე დაუცველად თავი არასდროს უგრძნია, თვალებდახუჭული მორჩილად დაჰყვა მამაკაცის ნებას…
მერე ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი… მისი სხეული საოცარ სიმხურვალეს გამოსცემდა. სადღაც, სულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ ხელი უნდა ეკრა გიგისთვის, მერე კი აეღო თავისი ჩანთა და გაქცეულიყო, გაქცეულიყო, გაქცეულიყო… აქედან შორს, თავის სახლში…
მაგრამ არა ახლა…
გიგი მთელი გზნებით კოცნიდა. ნიასთვის იგი ძლიერი ცდუნება იყო, ცდუნება, რომელსაც ვერა ქალი ვერ გაუძლებდა, მათ შორის თვითონაც…
და ვეღარ გაუძლო…
8 8 8
ფანჯრებიდან შემოჭრილმა მზის მცხუნვარე სხივებმა გამოაღვიძა. გარხევის შეეშინდა, რათა მძინარე მამაკაცი არ გაეღვიძებინა. ქალს თავი მის მკერდზე ედო და მის თბილ, თანაბარ სუნთქვას ძალიან ახლოს გრძნობდა…
დიდხანს იწვა ასე და გიგის სიახლოვით ტკბებოდა. ღმერთო, რატომ არ შეიძლება ჯადოსნური გაელვების ეს წამები სამუდამოდ გაგრძელდეს? არ შეიძლება და იმიტომ. ახლა დროა, ჩაიცვას და თავის გზას გაუდგეს… მაგრამ როგორ არ უნდა, უფერულ, მკაცრ რეალობას დაუბრუნდეს. სიგიჟე იყო ღამით აქ დარჩენა. ამას მაშინვე მიხვდა, როგორც კი მის ძლიერ მკლავებში აღმოჩნდა…
ეს რა ჩაიდინა, რა სულელი აღმოჩნდა! ღირდა კი? ერთი ღამისთვის გაწირა ის, რასაც წლების განმავლობაში სათუთად უფრთხილდებოდა. რაც არის, არის, არაფერსაც არ ნანობს. ეს ყოფილა მისი ბედისწერა. სამაგიეროდ, სასიამოვნო მოგონებები დიდხანს გაჰყვება. მსგავსი ბედნიერება არასდროს განუცდია… ან კი საიდან? გიგი ხომ მისი პირველი მამაკაცი იყო. ის, რაც თექვსმეტი წლის ასაკში დაემართა, მხოლოდ შეცდომა იყო და სხვა არაფერი. მაშინ ადვილად დაიძვრინა თავი, რომ ოსტატურად დაგებულ მახეში არ გაბმულიყო… როგორ არ უნდა ამის გახსენება… ამდენი წელი გავიდა და მაინც ტკივილს აყენებს… ამას კი არ ნანობს, არც ტკივილს აყენებს ის, რაც გიგისთან განიცადა. ეს ღამე მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამახსოვრდება, მიუხედავად იმისა, რომ გულ-მუცელი ეწვის, თითქოს რაღაც შანთავს შიგნიდან.
როგორ ეძნელება მასთან განშორება… ეს აუტანელია… მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. დადგა დრო, სამუდამოდ გაქრეს მისი ცხოვრებიდან და დაივიწყოს ის, რაც წუხელ მათ შორის მოხდა.
ფრთხილად მოიშორა გიგის ხელი და რაც შეიძლებოდა, ნელა წამოიმართა. არ უნდოდა, ძილი დაეფრთხო მისთვის. ცოტა ხნით გაირინდა, დააკვირდა მძინარეს და საწოლიდან მსუბუქად გადმოვიდა. ოთახს თვალი მოავლო და სკამზე გადაკიდებული კაბა შეამჩნია. ფეხის წვერებზე მიუახლოვდა სკამს, ტანსაცმელს ხელი დასტაცა და სწრაფად დაიწყო ჩაცმა.
უცებ გიგი შეიშმუშნა. თითქოს იგრძნო, რომ მის გვერდით სიცარიელე გაჩნდა. ზანტად გაახილა თვალები. ნია მისკენ ზურგშექცევით იდგა, გრძელი, ბზინვარე თმა მხრებზე ჩამოშლოდა და კაბის ღილებს იკრავდა. როგორც ჩანს, გაქცევა განიზრახა, მისი მიტოვება უნდა. ჯანდაბას! რატომ? ეს ღამე ხომ ისეთი ლამაზი იყო…
არა, უნდა გააჩეროს, რადაც უნდა დაუჯდეს, უნდა გააჩეროს, რადგან მას ისევ სურს იგი…
ნია სკამზე ჩამოჯდა და ფეხსაცმლის ჩაცმას შეუდგა. გიგი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს მის ყოველ მოძრაობას, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
დილის შუქზე მისი შიშველი მხრები და მკლავები უფრო სასურველი ჩანდა, ვიდრე ღამით. კაბის შიგნიდან მადის აღმძვრელად იკვეთებოდა ქალის მრგვალი თეძოები.
_ ეს დროის ფუჭი კარგვა იყო, პატარავ, _ თქვა გიგიმ, გადმოტრიალდა, ბალიში აიმაღლა და თავი ხელზე დაიყრდნო.
ნიას შიშისგან კინაღამ გული წაუვიდა. აჰა, მოხდა ის, რასაც ასე გაურბოდა. სწორედ ამ სიტყვების გაგონების ეშინოდა. რა თქმა უნდა, სხვა უკეთესი რა უნდა მოესმინა? მდიდარ ბიზნესმენს რომ იგი ერთი ღამისთვის უნდოდა და რომ ეს ღამე მისთვის ფუჭად დაკარგული დრო იქნებოდა, განა არ იცოდა? იცოდა, თავიდანვე იცოდა!
_ ახლა კი, _ გააგრძელა ახვლედიანმა, _ შეგიძლია ეს ყველაფერი გაიხადო და საწოლში დაბრუნდე.
ამის გაგონებაზე გოგონას სუნთქვა შეეკრა.
_ გიგი…
_ გისმენ…
_ ეს… ეს… არცთუ კარგი იდეაა, მე უნდა წავიდე.
_ იცი, რა-ა? _ მამაკაცმა მომნუსხველად გაიღიმა, _ ზუსტად იმავეს ამბობდი წუხელ, მაგრამ არ წახვედი და არც ახლა წახვალ.
_ ვფიქრობ, აჯობებს, წავიდე… ამწუთას ყველაზე კარგი ეგ იქნება.
_ აჯობებს?.. ნია, პატარავ, მე გეტყვი, რა არის ყველაზე კარგი, უფრო სწორად _ ვინ. შენ ხარ ყველაზე კარგი. და თუ გგონია, რომ წასვლის ნებას დაგრთავ, ცდები. სულაც არ ვაპირებ, ასე ადვილად გაგიშვა. მოდი ჩემთან, _ ვნებიანად დაიჩურჩულა და მკლავები მისკენ გაიშვირა…
ნია იმწუთას თავს დაქირავებულ მეძავად გრძნობდა, მაგრამ ახლა იმდენად სიამოვნებდა ეს მდგომარეობა, ძალა არ ჰყოფნიდა, უარი ეთქვა ასეთ ნეტარებაზე… და მივიდა…


_________________________________________
ქრისტე აღსდგა!
ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
პ.ს.ეს თავი კი სპეციალურად talaxadze133-თვის.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ,რომ ეს ისტორია ჩემი არ არის.



№1  offline წევრი talaxadze133

Chemo skavarelo mikvarxar meshen dzalian <33 didi amdloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent