შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთარიღო დღეები (6)


13-04-2015, 00:06
ნანახია 4 487

არა და არ დამეძინა. შუაღამე იყო, ლოგინიდან რომ ავდექი და სალომეს ხალათით გავფრატუნდი გარეთ. საძინებლიდან გასული, პირდაპირ შევეფეთე განრიელს, უკვე მერამდენედ დავიწყევლე თავი და თვალებმოჭუტულმა ავხედე.
-შენ რა, არ გეძინა? - წარბაწეულმა ჩამომხედა.
-არა.
-წამო, აივანზე გავიდეთ.
არც დამლოდებია, ისე წავიდა. რა დროს აივანია დეკემბერში, ვერაა ეს, გავიყინები ახლა იქ და კიდევ ეს მინდა მე?!
ძლივს დავეწიე, იმხელა ნაბიჯებს ადგამდა, რომ...
აივანი დახურული აღმოჩნდა და სითბოც იყო.
ხალათი მჭიდროდ შემოვიხვიე და სავარძელში ჩავჯექი. რიჟვაძე ჩემ პირდაპირ იჯდა. არცერთი ვიღებდით ხმას. თავს სუსტად ვგრძნობდი, ცალკე უძილობით და ცალკე - ტოქსიკოზით. თავს შემოვუძახე, რომ გული არ წამსვლოდა მის წინ. გაბრიელი ხოტა ხანში ადგა და სახლში შევიდა. გაკვირვებულმა გავაყოლე თვალი. მალევე დაბრუნდა, კონიაკის ბოთლითა და ორი ჭიქით. ამას თუ ჰგონია, რომ კიდევ დავთვრები და მეორედაც სულელურად მოვიქცევი, ძალიან შემცდარა!
სასმელი ჩამოასხა და მომაწოდა, პატარა მაგიდაზე დავდგი. ნამდვილად არ ვაპირებდი დალევას, ჯერ ერთი ბავშვის გამო და მერე მეორე, გაბრიელთან ყოფნის გამო, თუ პირველ შემთხვევას გავითვალისწინებდი.
რიჟვაძე ცოტ-ცოტას სვამდა. მე მხოლოდ ერთი ყლუპი მოვსვი, გაეცინა ჩემს საქციელზე. ალბათ, ფიქრობს, რომ ვფრთხილობ. მართალიცაა!
ჭიქა სავარძლის სახელურზე დადო და მომაშტერდა. უხერხულად ვიყავი, სად წავსულიყავი არ ვიცოდი, მგონი გავწითლდი კიდეც სახეზე.
-რაო? - თავი გვერდზე გადახარა და ალმაცერად მომაჩერდა. იღიმოდა. ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს, უნდა ვაღიარო.
არაფერი მიპასუხია. კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი. სასიამოვნოდ ჩამეღვარა სითხე სხეულში.
-არაფერს იტყვი? - ისევ იღიმოდა.
დავდნი ლამის.
-რა მაქვს სათმელი?! - თვალი გავუსწორე დიდი ძალისხმევის ფასად.
-ფიქრობ, რომ არაფერი?!
ნაბიჯების ხმა მომესმა. აივანზე გამოსასვლელი კარებისკენ გავიხედე, სალომე მოსულიყო, თმა გაწეწილი ჰქონდა და ნამძინარევი ამთქნარებდა.
-ოჰ, ვაჟბატონი დროს არ კარგავს. - ჩაიცინა მან. - მეგობარსაც მილოთებ? - წარბები აწკიპა.
-ნგელოზი მესაუბრება? - გაეცინა გაბრიელს.
-მიდი, მეც მომიტანე ჭიქა. - დაიჭყანა ჩემი მეგობარი.
-ურიდია, ჩემზე იტყვი მერე, ლოთი ხარო! -სიცილით წამოდგა რიჟვაძე და სახლში შევიდა.
-არ გეძინა შენ? - მომიბრუნდა სალომე.
-ვერაფრით დავიძინე.
-აი, მეც მოვედი.- ომახიანად შემოიჭრა გაბრიელი, ჭიქა და ტკბილეული მაგიდაზე დადო და თვითონ ურიდიას გვერდით ჩაეკვეხა სავარძელში. სასაცილოები იყვნენ, ძლივს ეტეოდნენ ერთ სავარძელში, დათმობით კი არცერთი თმობდა.
უეცრად, ცუდად ვიგრძენი თავი, სწრაფად წამოვდექი ფეხზე, თავბრუ დამეხვა და სახელურს ჩავეჭიდე დივნისას, რომ არ წავქცეულიყავი. გაბრიელი და სალომე გვერდით ამომიდგნენ და კითხვები დამაყარეს, თუ რა მჭირდა და ა.შ. არაფერი მითქვამს მათთვის. გავჯიუტდი კარგად ვარ-მეთქი და სააბაზანოში შევედი. გული ამერია. ჯანდაბა, როდის გადამივლის ეს ოხერი ტოქსიკოზი.
სააბაზანოს კართან ასვეტილები დამხვდნენ, გამეცინა მათზე. ოთახში შევედი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ისევ აივანზე გავედით. ახლა გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს.
რიჟვაძე და ურიდია სვამდნენ, მე აღარ დამილევია. მათი ყურებით ვირთობდი თავს. გაბრიელი შიგადაშიგ გამომხედავდა ხოლმე და მიღიმოდა. ერთდროულად სასიამოვნოც იყო ეს და უხერხულიც.
აზრები ერთმანეთში მერეოდა და გადაწყვეტილება ვერ მივიღე - მეთქვა თუ არა მისთვის, რომ სულ რაღაც 6 თვესა და 2 კვირაში მამა გახდება!?
უფლება კი აქვს იცოდეს, მაგრამ მისი რეაქციის მეშინია...
ალბათ, ვეტყვი კიდეც, ოღონდ ახლან არა. ცოტა მერე..
უნივერსიტეტში გაბრიელმა წაგვიყვანა. სალომეს შესასვლელში დავემშვიდობე, რადგან პირველი ლექცია მასთნ ერთად არ მქონდა.
მოსაწყენი აღმოჩნდა შუადღემდე მაღლივის კორპუსში ყურყუტი, ლექციებიც და სემინარიც. როგორ არ ეცადა კურსელი ბაჩო, ჩემი ხასიათის გამოკეთებას, მაგრამ სულ ტყუილად. მასხარა კია, მაგრამ ჩემზე ვერ იმოქმედა.
ძალიან დაძაბული ვიყავი მთელი დღე, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო.
საღამო იყო, სახლში რომ წავედი. გზაში სალომემ დამირეკა, კი გამიკვირდა რა უნდა-მეთქი და ვუპასუხე.
-აუ, ჯუნა, გაბრიელი ძლივს დავითანხმე მცხეთაში წაყვანაზე და წამოდი რა შენც, გთხოვ. სად ხარ ახლა? გამოგივლით 5 წუთში. - აწუწუნდა ურიდია. გაოცებისგან გამეცინა კიდეც. სალომე მცხეთაში მიდის, მერე მე რა?! რატომ უნდა გავყვე მას, თან გაბრიელთან ერთად როდესაც მიდის?!
-სალო, რავიცი... გუშინაც არ ვყოფილვარ სახლში... გამოცვლა მინდა, თან სასწავლი მაქვს ხვალისთვის რაღაცები..- რა არ მოვიგონე, უარი რომ მეთქვა, მაგრამ არ გაჭრა. ქვა აადო და თავი შეუშვირაო, ამაზეა ნათქვამი. ბოლოს დავთანმდი, თან იქ წასვლის დადებით მხარეებზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ნამდვილად ღირს.
ლაზარეს აღარ ვნახავ არც დღეს და ნერვებიც ნაკლებად მოგვეშლება ორივეს.
მაგარია რა!
დაპირებისამებრ, მალე გამომიარეს და მცხეთაში წავედით. სალომე აქაც გაჯიუტდა და წინ მე დავჯექი, არ მსიამოვნებდა გაბრიელთან სიახლოვე. ძალიან სიმპატიური იყო და ძალაუნებურად, ჩვენი ერთად გატარებული ღამის წუთები მახსენდებოდა. ღიმილი გადამეფინა სახეზე, ტუჩი მოვიკვნიტე, რომ არ გამცინებოდა. რიჟვაძემ ჩემი ქმედება შენიშნა და გვერდულად გამომხედა, კითხვის ნიშნით სავსე თალებით. ვითომც არაფერი, მისი მზერა დავაიგნორე და მუსიკები ჩავრთე. ოჰო, კარგი გემოვნება კი ჰქონია, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. მანქანაში Janis Joplin – Maybe-ს მელოდია გადმოიღვარა. თვალები დავხუჭე ნასიამოვნებმა.
ურიდია ტელეფონზე ლაპარაკით იყო გართული, გაბრიელმა მუსიკას ხმა დაუწია.
-რამდენი წლის ხარ, ჯუნა? - ისევ გვერდულად გამომხედა.
-19-ის, შენ? - მეც არ ვიცი სად წავიდა ჩემი მორცხვობა, ან შეიძლება უბრალოდ მაინტერსებდა მის შესახებ რაღაცები და ამიტომ „გავაძევე“.
-23-ის.
აღარაფერი გვითქვამს, ისე ჩავედით მცხეთაში. არვიცი, რატომ მოაფიქრდა ურიდია ამ სიცივეში მცხეთაში გასეირნება, მაგრამ ფაქტია ახლა მეც აქ ვარ, მათთან ერთად და ერთად მივდივართ სვეტიცხოველში.
სალომეს ფოტოაპარატი პამოეღო და სურათებს იღებდა, მე და გაბრიელი კი გვერდიგვერდ მივდიოდით მცხეთის ქუჩებში.
-მეჩვენება, თუ დაძაბული ხარ? - უცებ მკითხა მან.
-დაძაბული? - თავი გამოვიშტერე.
-ჰო. - ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სვლა შეანელა. - ასე არაა?
-რავიცი. - უაზროდ გავიღიმე.
-რას საქმიანობ?
-ვსწავლობ, უნივერსიტეტში. შენ?
-ამ ეტაპზე არეულ ცხოვრებას ვაწყობ. - ჩაიცინა.
-წარმატებები. - ძალიან უაზროდ გამომივიდა.
-ნანობ იმ ღამეს? - გავშრი ამ კითხვის მოსმენისას. ადგილზე გავხევდი და ნაბიჯიც ვერ გადავდგი. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი. ასე პირდაპირ, ნანობ თუ არაო და მეც ასე უნდა ვუპასუხო, კი ან არა. შარში ხარ, ჯუნა მაისურაძე.
ვნანობ?! რა მაქვს სანანებელი, როცა იმ ღამის შედეგს - ბავშვს, შვილს, ჩემსა და გაბრიელის შვილს ვატარებ მუცლით?!
-არ მიპასუხებ? - წინ გადამიდგა რიჟვაძე.
-ბოდიში, ჩავფიქრდი. - ნერვიულად ჩამოვისვი სახეზე ხელი.
-ასე რთულია პასუხის გაცემა? - თვალები მოჭუტა.
-არა.
-რთული არაა, თუ?!
-თუ.
-ე.ი. არ ნანობ?!
-არა.
აღარაფერი უთქვამს. სალომე აღარ ჩანდა. ძალიან გაიტაცა ალბათ ფოტოგრაფობამ. კანკალი დავიწყე, ისე შემცივდა. მანქანაში დავბრუნდით ორივე. მესიამოვნა იქ გამეფებული სითბო.
დეკემბრის სუსხიანი საღამო.
ჩვენ - მანქანაში.
სითბო.
გაბრიელი.
მე.
ჩვენი ბავშვი.
ჩვენ...

მანქანაში დაგდაგანის მუსიკა ისმოდა.
“მარი, არ მოკლა შენში ჩემი სიყვარული.
მარი, მე მოგიტანე ალკოჰოლური სიხარული…”

-მგონი სალომე არ აპირებს მოსვლას. წამოდი, კაფეში წავიდეთ. - ისე,რომ ჩემს პასუხს არც კი დალოდებია, მანქანიდან გადავიდა, ჩემი მხრიდან მოუარა და კარები გააღო. თვალები გადავატრიალე. იქნებ არც მივყვებოდი?! იდიოტია გაბრიელი... და მასთან ერთად, მეც!
ცოტა ხანში კაფეში ვისხედით. რიჟვაძე ყავას სვამდა, მე კი ჩაის, ვაშლისა და ასკილის არომატით.
ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა ურიდიასგან, მატყობინებდა, რომ ისევ სურათებს იღებდა და არ გვენერვიულა.
-მიყვარს მცხეთა, ხშირად დავდიოდი აქ მსობლებთან ერთად. - დანაღვლიანებულმა ჩავილაპარაკე მე.
-რატომ ასეთი ტონი? - იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას გაბრიელი და წინ გადმოიხარა.
-ახლა ერთი ოჯახი აღარ ვართ და საერთოდ, ოჯახი აღარ მაქვს. - სიმწრით ჩამეცინა.
მე თვითონაც არ ვიცოდი, რატომ ვიჯექი გაბრიელ რიჟვძის გვერდით მცხეთის კაფეში და დაუფარავად ვესაუბრებოდი ჩემს ბავშვობასა თუ ოჯახზე.
ადამიანები აფრენენ.
მათ შორის, მეც.
ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მჭირდებოდა ვინმე, ვისაც ჩემს ტკივილზე ვესაუბრებოდი, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ეს „ვიღაც“, მაინც და მაინც ჩემი შვილის მამა, რომელთანაც საერთო გარდა შვილისა, სხვა არაფერი მაქვს.
განა, შვილი ცოტაა?!
ნამდვილად არა.
-მაგ საკითხში მეც გამოცდილი ვარ. - სივრცეს გახედა მან. - თან, საკმაოდ სტაჟიანიც. მაგრამ ეს არაფერია.
-არაფერი? - აღვშფოთდი მე.
-დიახ, არაფერი. უარესებიც ხდება.
-მერე რა, რომ უარესებიც ხდება, განა ეს კარგად უნდა მივიჩნიო იმის გამო, რომ უარესებიც ხდება?! - ხმას ავუწიე.
-ჩშშშ! - გაეცინა. - ჩუმად ცოტა, საყვირალი არაფერი აქ.
-ისევე, როგორც იმაში, რომ ოჯახები ინგრევა?!
-არასწორად გაიგე.
-კარგი, არ აქვს მნიშვნელობა. შენ შენთვის, მე - ჩემთვის.
დაღამდა.
სალომემ რიჟვაძეს დაურეკა და მანქანასთან შეგვხვდა.
რესტორანში გამოვიარეთ. ძალიან გვშიაო, დაიჟინეს რიჟვაძემ და ურიდიამ. სხვა გზა არ მქონდა, მეც მათთან ერთად შევედი რესტორანში.
კარგი მამა-პაპური და „ხოშიანი“ საჭმელები შეუკვეთეს. მეცინებოდა მათზე. სალომე ისე გამალებით ჭამდა ოსტრს...
-რატომ არაფერს ჭამ? - მკითხა პირგამოტენილმა გაბრიელმა.
-თქვენ დანაყრდით ოღონდ და.. - გამეცინა.
-არც ისე ღორები ვართ, ეს საჭმელები რომ არ გვეყოს. - ამოილუღლუღა ჩემმა მეგობარმა.
-გიყურებთ და სხვა შთაბეჭდილება მრჩება, რატომღაც. - არ ვწყვეტდი სიცილს.
გაბრიელმა ჩემი თეფში აიღო და რამდენიმე ნაჭერი მწვადი გადმომიღო.
გამიკვირდა. ვერ გავიგე, რა უნდა. და საერთოდ, რანაირი ბიჭია?!
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მეთამაშება თითქოს.
არადა, თან არც ცდილობს ჩემ „შებმას“ და აშკარად არ ეტყობა, რომ ჩემზე ცუდს ფიქრობდეს, ზოგადად.
ნამდვილად არ უნდა მთვლიდეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალად, რომელიც დათვრა და ლოგინში ჩაუგორდა.
ანდაც, რა მნიშვნელობა აქვს, რას იფიქრებს ჩემზე?!
არც არაფერი, გარდა იმისა, რომ მერე უფრო შეეცვლება შთაბეჭდილება, რომ გაიგებს მისი კშვილის დედა ვიქნები.
იმედია კარგისკენ. ნამდვილად არ მინდა ვინმე ცუდ ფიქრობდეს ჩემზე, მით უმეტეს, შვილის მამა.
რა არეულ-დარეული ცხოვრება მაქვს. ის არ მეყოფოდა, ბავშვობიდა რომ ვიტანჯები ჩემი მშოლების ცალ-ცალკე ყოფნის გამო? ამას კი დედინაცვალის მობრძანებაც დაემარა, მერე დედაჩემი თურქეთში წავიდა და..
არა, შეშურდება კაცს ჩემი ცხოვრების, უეჭველად შეშურდება.
ცინიკოსიც გავხდი.
ეს სულაც არაა კარგი.
ისევ არაფერი მიჭამია. გაბრიელმა რამდენჯერმე მანიშნა ჭამეო, სულ ცოტა შევჭამე მერ. არ ვიყავი რაღაც ხასიათზე.
ღამის პირველი საათი სრულდებოდა, თბილისში რომ ჩავედით. ჩემი და ლაზარეს ბინიდან შუქი გამოდიოდა.
-კარგად იყავით, კარგი დრო გავატარე თქვენთან ერთად. - დავემშვიდობე მანქანიდან გადმოსვლისას.
-კარგად, ჯუნ. ხვალ ხომ მოხვალ უნივერსიტეტში?
-ხვალ შაბათია, სალომე. - გამეცინა.
-უი, ხო. კაი აბა, კარგად იყავი.
გაბრიელიც გამოვიდა. კორპუსს ავხედე და ამოვიოხრე. ახლა ლაზარემ რომ რამე მითხრას, როგორც სჩვევია ხოლმე, გავაფრენ.
ნელა ავუყევით კიბეებს. ისედაც დაღლილს, კიდევ დაღლა აღარ მინდოდა. ბინის კარებთან მყოფმა, აღმოვაჩინე, რომ გასაღები არ მაქვს.
ჯანდაბა, დამრჩა ალბათ ოთახში.
კარზე ზარი დავრეკე. არ გამიღო. გავბრაზდი. არადა, არ სძინავს, ხომ ვიცი, არა?!
-ვისთან ერთად ცხოვრობ? - მკითხა რიჟვაძემ. მარჯვენა მხრით კედელს მიყრდნობოდა და მიღიმოდა.
დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა.
ბედი და იღბალიც ესაა რა, ზუსტად მაშინ, როდესაც პირი გავაღე და ტყუილის თქმა დავაპირე, ლაზარემ კარი გააღო.
ლურჯი, თავისი თვალებისფერი მაისური ეცვა. ძალიან უხდებოდა.
-ოჰ, მოაგენი სახლს?
მორიგი ირონია.
-გაგიკვირდება და კი. - არც მე დავაკელი ირონია.
მოჭუტული თვალებით შემომხედა გაბრიელმა, წარმოდგენაც არ მაქვს, რა იფიქრა. გაბრიელი არ ვიცი, მაგრამ დადეშელს კი აშკარად დაეტყო უკმაყოფილება სახეზე. ცალი წარბი ასწია, ჯერ რიჟვაძე შეათვალიერა დაკვირვებით, მერე ჩემზე გადმოიტანა მზერა და რომ იტყვიან, თვალებით გამბურღა.
ამას რაღა უნდა, რა.
დაძაბული ატმოსფეროს განსამუხტავად, ნაძალადევად გავიღიმე და გაბრიელს შევხედე, მერე კი, ლაზარეს მსგავსად, მასზე გადავიტანე მზერა და თვალები დავუქაჩე, იმის ნიშნად, რომ რამე არ ეთქვა.
ერთმანეთს მიშტერებოდნენ რიჟვაძე და დადეშელი...
-მადლობა, რომ მომაცილე. - რიჟვაძეს მივუბრუნდი ისევ. საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა, შებრუნდა და კიბეებზე ჩაირბინა.
ძალაუნებურად ამოვისუნთქე. ნამდვილად არ მინდოდა უხერხულ სიტუაციაში მოხვედრა, თუკი რომელიმე ხმას ამოიღებდა.
დადეშელს ხელები გულზე დაეკრიფა, კარებში ჩამდგარიყო და დაძაბული მიყურებდა.
-არ გამატარებ? - ვკითხე ნერვებმოშლილმა, არაფრის დიდებით რომ არ მოიფიქრა ადგილიდან დაძვრა.
იმის მაგივრად, რომ სახლში შევეშვი, ხელები კარების ჩარჩოს მიაყრდნო.
ნერვები დაწყდომას მქონდა.
-2 დღეა სახლში არ მოსულხარ.
„შემახსენა“ ვაჟბატონმა.
-ეჭვიანი ქმრის ამპლუაში ხარ? - გადავიკისკისე. - არ გიხდება, ისე, რომ იცოდე. ახლა კი გამატარე, დაღლილი ვარ.
-გელაპარაკები მგონი. - ხმა გაუმკაცრდა.
-მართლა?! კი არ მესმოდა.
-მეგონა მოკვდი. - გაეღიმა.
-ვერ მოგანიჭებ მაგ ბედნიერებას, ლაზარე! - მისი სახელი განსაკუთრებით ცინიკურად წარმოვთქვი. ერთხანს ჩუმად ვიყავით, თვალმოუშორებლად მიყურებდა, მე მზერას ვარიდებდი...
მერე, როგორც იქნა, მოტვინა და სახლში შემიშვა. ძალიან დაღლილი ვიყავი და გაყინულიც. სახლში რომ სითბო იყო, მერეღა მივხვდი, მე რომ სულ გათოშილი მქონდა კიდურები.
თვალები საცრისოდენა გამიხდა, მისაღები თავდაყირა რომ დამხვდა. ლუდისა და მიწის თხილის ქილები, პიცის ყუთი, კარტოფილი ფრისა და ჰამბურგერის ქაღალდები მაგიდასა და იატაკზე ეყარა.
ღრმად ჩავისუნთქე დასაწყნარებლად. თავი ძლივს კოვთოკე ბოლო ხმაზე რომ არ მეყვირა ლაზარესთვის. ესენი მაინც მიელაგენიბა, უსაქმური და ბინძური, ჰმ!
-ეს ხელოვნების რომელი სფეროს შესანიშნავი ექსპონანტია? - მისკენ შევბრუნდი და ჯიქურ შევხედე.
-ეს შედევრი, დიდ ხელოვან ლაზარე დადეშელთან ერთად, კიდევ რამდენიმე სხვამ შექმნა. გაგვიმართლა და ჩვენ შორის, ერთ-ერთი ფოტოგრაფიც იყო, საკონკურსოდ გზავნის ამ ექსპონანტის სურათებს. ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ გაიმარჯვებს?!
სერიოზული სახის დაჭერას ცდილობდა დადეშელი, მაგრამ ბოლოს მასაც გაეცინა და მასთან ერთად მეც. თუმცა, სიბრაზეს მაინც არ გადაუვლია.
-კი გამეცინა, მაგრამ აზრი მაინც არ შემცვლია შენზე.
-რა აზრი აბა? - წინ გადამიდგა.
-ბინძური, უსაქმური, უვარგისი და გამაღიზიანებელი ხარ! - გავაცანი მისი თავი დადეშელს.
-ვაა, რა საინტერესოა, ასე პირდაპირ არავის უთქვამს ჩემთვის, თუ რას ფიქროდა. -წვერზე ხელი ჩამოისვა მან და ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო.
-ხო? მით უკეთესი. დაგამახსოვრდება მწარე კომპლიმენტები და მისი ავტორიც! ახლა კი მომწყდი თავიდან, სახლი უნდა დავალაგო. - შევუბღვირე ლაზარეს.
-მე მივხედავ ამათ.
-შენ რომ რამის გამკეთებელი ყოფილიყავი,ესენი ასე არ დამხვდებოდა. ასე რომ, მომწყდი-მეთქი თავიდან!
-ოო, ეგეთი ცუდი ბიჭიც კი არ ვარ, მართლა დავალაგებ. - გაეღიმა.
ამოვიოხრე. ქურთუკი და ჩანთა სკამზე მივაგდე.სამზარეულოდან პარკი გამოვიტანე და ლუდის ქილების ჩაყრა დავიწყე შიგ. დადეშელი ჩემს ქცევებს აკვირდებოდა, მერე პარკი გამომართვა და დარჩენილი ნაგავი თვითონ აიღო. მეღიმებოდა მასზე, როგორ გულმოდგინედ ცდილობდა ყველაფრის მოწერიგებას მისაღებში.
სამზარეულოში გავედი. აქ დასარეცხი ჭურჭელი დამხვდა, ნიჟარაში ჩაყრილი.სამზარეულოს მილაგებას რომ მოვრჩი, პროდუქტებისგან დაცარიელებულ მაცივარს წავაწყდი.
მაღაზიაში ჩასვლა და რაღაცების ყიდვა გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ ღამის ორი საათი იყო.
ისევ მისაღებში დავბრუნდი. დადეშელი დივანზე იჯდა ჩაფიქრებული, ქურთუკი ჩავიცვი და ჩანთიდან საფულე ამოვიღე.
-მე მაღაზიაში ჩავდივარ. სახლში რომ მოვალ, თუ ისევ აქ არ დამხვდები, კარგს იზამ. ნაკლებად მომიშლი ნერვებს.
-რაო? - ფიქრებიდან გამოერკვა ის.
-მაღაზიაში ჩავდივარ-მეთქი, რამე ხო, არ გინდა?!
მეც არ ვიცი რატომ ვკითხე ეს, არადა სულ რამოდენიმე წამის წინ, მწარე-მწარე რაღეცებს ვეუბნებოდი.
-მოიცადე.
თავის ოთახში შევიდა, რამდენიმე წუთში კი ქურთუკითა და კაშნეთი ხელში გამომეცხადა.
ჩემ წინ დადგა, ჩვენ შორის მანძილი ალბათ ორი სანტიმეტრი იქნებოდა, არც კი. გამიკვირდა მისი ქცევა, უფრო მეტად კი დისკომფორტს განვიცდიდი.
ქურთუკის ჩაცმის დროს, ხელი შემთხვევით მოუხვდა ჩემს მხარზე.
ჟრუანტელმა დამიარა.
მერე კაშნე მოიმარჯვა ხელში. გაოცებულს გაურკვეველი ბგერები აღმომხდა, როცა თავისი კაშნე მე მომახვია ყელზე. მგონი ენა გადავყლაპე. ჯერ კაშნეს დავხედე, ლამაზად რომ დაეწყო ბოლოები ჩემს მკერდზე, მერე დადეშელს ავხედე. ვერაფრის თქმა შევძელი. წარმოუდგენელი იყო ასეთი საქცელი მისი მხრიდან ჩემთვის.
ხომ არ გაგიჟდა ნეტა?!
აბა სხვა რა უნდა იყოს, ჯერ ჩვეულებისამებრ, ნერვებს მიშლის და მერე თავის კაშნეს მახვევს.
-რა სახე გაქვს, ეგრე მოღლეტილი რომ მიდიოდი, არ გაცივდებოდი?! - გაეცინა.
-ჰო, რავიცი... - ძლივს ამოვთქვი ორი სიტყვა, სწრაფად შევბრუნდი და სახლიდან გავედი.
ლაზარეც სწრაფად გამოვიდა. კარები დაკეტა და კიბეებზე ჩავედით.
-მართლა, სად იყავი ეს ორი დღე? - მკითხა, როცა სადარბაზოდან გავედით. გვერდიგვერდ მივდიოდით. ციოდა ძალიან.
-მეგობართან.
-ის ბიჭი, მეგობარია შენი? - თავი ჩემკენ მოაბრუნა.
არადა, მე სალომე ვიგულისხმე, მაგრამ ამან რა იცის?!
-დაახლოებით.
მე თვითონაც გამიკვირდა ჩემი ნათვქვამის.
-აჰა, გასაგებია. - ისეთი ხმა ჰქონდა, ან იფიქრებდით სულ არაა გონებით აქ, ან მოვალეობის მოხდის მიზნით თქვა რაღაცო.
კიდევ კარგი, სარეღამისო მაღაზია ახლოსაა ჩვენს კორპუსთან. პროდუქტები ვიყიდე, ვეცადე რაც შეიძლებოდა ნაკლებად კალორიული და ნაკლებად შხამ-ქიმიკატებით გატენილი ყოფილიყო.
-მე გადავიხდი. - სალაროს მაგიდაზე მედო ხელიდა ფული, ლაზარემ რომ ხელზე ხელი დამადო შეჩერების მიზნით.
თბილი ჰქონდა თითები.
მესიამოვნა.
მით უმეტეს, რომ მე მციოდა.
მორიგი ჟრუანტელი მთელ ტანში.
კი შევეწინააღმდეგე, მაგრამ ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, რომ მე მომიწია პოზიციის დათმობამ.
სახლამდე უხმოდ მივედით. ძალიან დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ მაინც მოვამზადე ბოსტნეულის სალათი.
სამი სრულდებოდა, ძლივს რომ გავაღწიე სამზარეულოდან. დადეშელი ისევ დივანზე იჯდა და ისევ რაღაც ქარალდებს ჩაჰკირკიტებდა.
-ჯუნა, შენი ნომერი დამიტოვე. - მითხრა უკვე ჩემი ოთახის კარებთან მისულს.
თავი მისკენ მივაბრუნე. არაფერი მითქვამს.
-კიდევ რომ გადაიკარგო, ხომ უნდა ვიცოდე, ცოცხალი ხარ თუ არა?!
მიღიმოდა.
მეც გამეღიმა.
ჩანთიდან პასტა ამოვიღე და კალენდარზე დავწერე. ოთახში შესვლა დავაპირე.
-ჯუნა.
ისევ მისკენ მივბრუნდი. ღიმილს ვერ ვიკავებდი. რამდენჯერ უნდა გამაჩეროს კარებთან მისული?!
-შენ რომ წეღან სასიამოვნო კომპლიმენტებით ამავსე... - ორივეს გაგვეცინა ამის გახსენებაზე.
-ისევ არ შემცვლია აზრი შენზე. - ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით.
-ისედაც დადამახსოვრდება მაგ კომპლიმენტების ავტორი, თანაც ძალიან კარგად და არც ცუდ კონტექსტში. - მომაძახა ოთახში შესულს.
რაო?!
_________
პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ წინა თავში შემეშალა ერთგან ლაზარეს სახელი. ანუ მასზე ვამბოდი და ბაჩო მეწერა. ბაჩო ჯუნას კურსელია და საიდან „ჩაეკვეხა“ ჩემს აზრებს მისი თავი, არვიცი. ასე რომ, თუ დაგაეჭვათ იმ უზუსტობამ, იცოდეთ, რომ ჩემი ბრალია და ჯუნას თანამცხოვრები არის ლაზარე დადეშელი.
ჰომ. ასე თუ ისე, გაგაცანით უკვე გაბრიელიც და ლაზარეც. ძალიან მაინტერესებს, რომელი უფრო მოგწონთ?
ველოდები შეფასებას სულმოუთქმელად. ძალიან მიყვარხართ ყველანი, კარგები ხართ, კარგები და ჩემი სტიმულატორები, რაც მთავარია!
პ.ს. ეს ყველაზე დიდი თავია მათ არსებულ ექვს თავს შორის. მისურვეთ, რომ ასე გავაგრძელო ხოლმე, მაგრამ მეეჭვება. (სიმწრისსიცილისსმაილი), დრო არ მაქვს ხოლმე და იმიტომაა ასე.



№1  offline წევრი Bero)))

მე პირადად ლაზარე უფრო მომწონს request წარმატებებს გისურვებ და ასე გააგრძელე love

 


№2  offline წევრი casas

Rom vkitxuloobdi zustad magaze vfiqroovdii romeli joobstqoo..maagraam shen warmoidginee da orivee dzaan momwooons..magraam tu archevanze midga saqme alaabat ufro laazaree :-D

 


Nino, junas kiara me romeli momewoneba, imazea eg damokidebuli :D gaachnia, rogor moiqceva an erti, an meore :D

 


№4  offline წევრი mari_shavidze

Vimedovneb gabrieli mogewoneba...me piradad gabrielis mxardamcheri var

 


№5  offline წევრი Ananoo

მე ამ შემთხვევაში გაბრიელი უფრო მომწონს მეც მისი მხარდამჭერი ვარ.

 


№6  offline წევრი Svvaaaniii

მე ლაზარე დადეშელი უფრო მომწონს თან ძალიან! გაბრიელი ჩემთვის დადეშელთან არაფერიც არა, ნულია! winked (მაგრამ, რატომ არ ვიციი)
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№7  offline წევრი USAXELOPISUNIA

ძალიან მომწონს ეს ისტორია და მინდა ისე განვითარდეს მოვლენები რომ მკვახე მეზობელთან დარჩეს ^_^ მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტია ისტორია უნაკლოა

 


გავიბღინძე სიხარულით <3 <3 ვაიმე, ვაიმე, რა კარგები ხართ love

 


№9  offline წევრი marisa

ვაიჰ, უკვე გადაწყვეტილი იქნება და ვნახოთ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent