მან საკუთარ თავს გადააბიჯა... (ნაწილი XI)
სემი მერვე სართულის გრძელ კორიდორში მისეირნობა. "დ.ა"-ს გაკვეთილს ვეღარ დაესწრო, რადგან ჯოხი არ ჰქონდა, არადა ეს ბოლო გაკვეთილი იყო. მალე ხომ არდადეგები იწყებოდა. გოგონა ძირს იყურებოდა ავტომატურად უფრო მიდიოდა წინ, ვიდრე გააზრებულად. უცბად ვიღაცას შემთხვევით მხარი გაჰკრა, თავი არ აუწევია, ისე მოიბოდიშა და გზას გააგრძელებდა, პენსი პარკინსონი უჩვეულოდ გამკივან ხმას რომ არ დაეყრუებინა: - ბოდიში რას უშველის ჩემს დრაკოშას? - და ბიჭს მხარზე ხელი მოუთათუნა, - შეგეძლო მოგეკლა! - დაწყნარდი, რა, პარკინსონ! - თვალები დააბრიალა მალფოიმ და სემის მზერას თვალი რომ მოჰკრა, კორიდორის სიღრმისაკენ უბიძგა მეგობარ გოგონას. - მე მივხედავ ამას... - და სემი ზიზღით ჩაათვალიერა, - საერთო ოთახში დამელოდე. - როგორც მიბრძანებ! - კმაყოფილოდ დაიკრუტუნა პარკინსონმა, ფეხის წვერებზე აიწია და მალფოის ფერმკრთალ, გამხდარ ლოყაზე აკოცა. სემს გული მტკივნეულად შეეკუმშა. წყალი არ გაუვიდოდა იმ ფაქტს, რომ ის კოცნა დადგმული იყო. ამ დროს გოგონამ სლიზერინელი პრინცისადმი უსაზღვრო სიძულვილი იგრძნო. პარკინსონი ხტუნვა-ხტუნვით გაუყვა კორიდორს, დრაკო კი სემს მიუბრუნდა: - შენ რა, მითვალთვალებ, არა? - ივარაუდა თავდაჯერებულმა მალფოიმ. - მე კი პირიქით მგონია. - ცივი წყალი გადაასხა სემმა. მალფოიმ სემი უცერემონიოდ მიიმწყვდია კედელთან და წაუსისინა: - გადმოალაგე! - რა? - ვერ გაუგო სემმა. - თავს ნუ იკატუნებ, - დაუწვრილდა მალფოის ნაცრისფერი თვალები, - რა ჩაიფიქრა პოტერმა? - არაფერი, - საგრძნობლად დაიძაბა სემი და ურცხვად მოიტყუა. მალფოი უფრო ძლიერად მიეწვა, მთელი სხეულით მიეკრო და ახლა სემს რომც სდომოდა, ვერ გაიქცეოდა, რადგან ყველა გზა მალფოითი იყო "გადაკეტილი". - თქვი! - ბოროტად ჩაილაპარაკა სლიზერინელმა, - თორემ... - თორემ რა? - არ აცალა სემმა, - ქულებით დამაჯარიმებ?! მალფოიმ მუხლი სემის ფეხებშუა გააძვრინა და ბრაზნარევი ცნობისმოყვარეობით დააკვირდა მის რეაქციას. სემს ტანში გააჟრჟოლა, თითქოს დენმა დაარტყაო და თვალები წამით მიხუჭა. მალფოიმ დამცინავად ჩაიფრუტუნა: - ერთი ჩემი შეხება და ფეთიანივით ხტები! პროფესორი ამბრიჯი მართალი იყო... - ამბრიჯი?! - პირი დააღო სემმა, - ესეიგი ის კოცნა... - გოგონას ყელი დაუშრა იმედგაცრუებისგან. - აბა, შენ რა გეგონა? არა, ისე, ცეცხლოვან ვისკიზე წახვალ, - გუნება მოუშხამა მალფოიმ და მუხლი ასწია, თან გოგონას ქვედა ტანს ააჭირა და სევდანარევ ვნებიან თვალებში ჩახედა. - ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია!.. - ბოლოში სემს ხმა აუკანკალდა და ქვედა ტუჩზე იკბინა. - და ყველაზე სასურველი, არა? - ბიჭს თვითკმაყოფილი იერი დასთამაშებდა სახეზე. - მიდი ერთი იმ შენს კობრა პარკინსონს მიხედე, რა, შე ამბრიჯის ფინია ძაღლო! არაფერს არ მოგიყვები და ვერ დამაძალ... - აზრის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ მისი ტუჩები მალფოის ტუჩებმა გადაფარა. ისე კოცნიდნენ, თითქოს დიდი ხნის უნახავები, როგორც იქნა, ერთმანეთს ძუნწად დაეწაფნენო. ბრაზი, იმედგაცრუება და სიძულვილი, რომელსაც სემი რამდენიმე წამის წინ გრძნობდა, უაღრესმა სიამოვნებამ და მწველმა სიმხურვალემ შეცვალა. მალფოი თავხედურად დაასრიალებდა ხელებს მის სხეულზე. ზედმეტის უფლებას კი აძლევდა თავის თავს, რასაც სემიც აღიარებდა, მაგრამ არ შესწევდა უნარი იმისა, რომ მისთვის რაიმე აეკრძალა ან რაიმეზე უარი ეთქვა. მაშინ, როცა ორივეს სუნთქვა შეეკრა ჩამოწოლილი სითბოსაგან და იძულებულნი გახდნენ კოცნა გვერდზე გადაედოთ, მალფოიმ ქვედა ტუჩზე მწარედ უკბინა, და ხელები თეძოებზე მოუჭირა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ თავის თავზე ბრაზობდა, ნეტავ ასე რამ გამაგიჟაო. ისინი ხომ ასე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან... - საშობაო საჩუქარი გავუკეთე ჩემს თავს... - ჩასჩურჩულა გაღიზიანებულმა, უცბად გაშორდა, ჯიბიდან სემის ჯოხი ამოიღო, ხელში უხეშად შეაჩეჩა და მანტიის ფრიალით გაუყვა დერეფანს. ესეიგი მალფოის არ მიუტანია ჯოხი ამბრიჯისთვის, თორემ ახლა უკვე მის კაბინეტში იჯდებოდა... როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, ამბრიჯიც არსაიდან არ გამომხტარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამჯერად ეს სცენა დადგმული არ ყოფილა და ეს ყველაფერი მხოლოდ მალფოის სურვილისამებრ მოხდა. ვინ იცის, იქნებ სლიზერინელი პრინცი მალფოი არც ისეთი უგრძნობი და ცივია?.. *** არდადეგები დაიწყო. ტყუპები სემს ეხვეწებოდნენ, "ბუნაგში" წამოდი, გავერთობითო, მაკგონაგელიც რთავდა ნებას, თუმცა სემს ახლა ყველაზე მეტად საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურდა. მაგრამ საჩუქრების ამბავი, რა თქმა უნდა, მოაგვარა. ჰერმიონს სქელი, ოქროსფრად მოხატული, წითელი წიგნი უყიდა. ეს ბერნი ორუელის "ჯადოქრობის ხელოვნება იყო", რომელიც ჰერმიონს დიდი ხანია უნდოდა, მაგრამ ფასის გამო, ვერ ყიდულობდა. ჰარის დამცავი ამულეტი უყიდა, თუმცა კი ეპარებოდა ეჭვი მის მოქმედებაში. ფრედისთვის შეიძინა გამოგონება "ანტიხმაური", რომლის ეტიკეტზე ეწერა: "თუ გინდა ვინმეს მოაკეტინო, უბრალოდ დააჭირე ღილაკს". გამოგონება მართლაც მოქმედი იყო და სემმა იფიქრა, ჩემთვისაც ხომ არ ავიღო, მაგრამ ეჭვი მეპარება, ამბრიჯზეც გაჭრასო. ჯორჯისთვის უჩინმაჩინის ფხვნილი შეარჩია, რომელიც ზუსტად ისევე მოქმედებდა, როგორც უჩინმაჩინის მოსასხამი. რონს ქვიდიჩის ახალი მანტია. რადგანაც ბიჭი ახლა ქვიდიჩზე იყო ჩაციკლული, სემმა იფიქრა, გაუხარდებაო. მისტერ და მისის უისლებს კი მაგლური გამოგონება - წვენსაწური. სემი საქმის კურსში იყო, რომ მისტერ უისლი გიჟდებოდა მაგლურ სამყაროზე და დიდადაც ინტერესდებოდა. საჩუქრები "ბუნაგში" ისე გაგზავნა, რომ შობის დილას უკვე იქ ყოფილიყო. ჰარიმ, რონმა და ჰერმიონმა სემს შხამ-წამლების ახალი ენციკლოპედია და წიგნი "შხამ-წამლების ანატომია" აჩუქეს. მისტერ და მისის უისლებმა ხელით ნაქსოვი, გრიფინდორის ფერებში გაწყობილი ჯემპრი (სემის გვარის პირველი ინიციალით "P" ), შარფი და ქუდი. ფრედმა პატარა მოწყობილობა, რომელზეც სხვადასხვა ხილის სურათები იყო გამოსახული. აირჩევდი ერთ-ერთს და ოთახში სასურველი არომატის სურნელი დგებოდა, თან სასურველი ხილის ფერის, საპნის ბუშტებს უშვებდა. ჯორჯმა ძალზედ საინტერესო ყელსაბამი გამოუგზავნა. წარმოიდგენგი სასურველ ადამიანს და ცრემლის ფორმის კრისტალი ფერებს, მისი ხასიათისამებრ იცვლიდა. თუ ადგილმდებარეობის დადგენა მოგინდებოდა, კრისტალიც იმ მიმართულებით დაიწყებდა მოძრაობას, საითკენაც ადამიანი წავიდა და ბოლოს დანიშნულ ადგილზეც მიგიყვანდა. ყველა ფერს თავისი დანიშნულება ჰქონდა: წითელი - სითბო და სიყვარული, ვარდისფერი - წყენა, თეთრი - მეგობრული დამოკიდებულება, შავი - ბრაზი და გაღიზიანება, ცისფერი - თავისუფლების შეგრძნება, ნაცრისფერი - იმედგაცრუება და უიმედობა, იასამნისფერი - ავადმყოფობა; ხოლო თუ კრისტალი არ ანათებს - სიკვდილი ან სიკვდილის პირას ყოფნა. სემმა ყელსაბამი მაშინვე კისერზე დაიკიდა; ანჯელინამ ტყავის შავი ხელთათმანები, რომლის გაკეთებაზეც სითბო მთლიან სხეულზე ვრცელდებოდა და რამდენი თოვლიც არ უნდა შეეყარათ კისერში, სიცივეს მაინც ვერ იგრძნობდი. საჩუქრები დამთავრდა, თუმცა იყო კიდევ ერთი ამანათი. ინიციალები მითითებული არ იყო, თუმცა კონვერტი უბრალო არ ყოფილა და მდიდრული შესახედაობისა იყო. წერილში ეწერა: "შეგიძლია საჩუქარზე არ იფიქრო, ის უკვე მივიღე." ასეთი უბრალო, მაგრამ როგორი მრავლისმთქმელი წინადადება... ანონიმმა ვერცხლის ყელსაბამი გამოგზავნა, რომელზეც გულის ფორმაზე გათვლილი, ორი, ერთმანეთში გადახვეული გველი ეკიდა. თვალების ადგილას ძვრიფასი, მწვანე თვლები ჰქონდათ ჩასმული... სემი მიხვდა... მალფოი. მხოლოდ ის თუ გამოგზავნიდა ასეთ საჩუქარს. სემმა არ დააყოვნა და გაბადრულმა ყელსაბამი კისერზე გაიკეთა. რადგანაც მალფოის ნაჩუქარი ძვირფასეულობა უფრო მოკლე ცეპზე იყო, ვიდრე ჯორჯის კრისტალი, ორივე ნივთი ერთმანეთს რაღაც ძალიან ჰარმონიულად ეწყობოდა... თავიდან სემი ძღვენის უკან გაგზავანაზე დაფიქრდა, მაგრამ ეს უზრდელობაში ჩაეთვლებოდა. მიწერაც ვერ გაბედა, დარცხვენილს თითქოს რაღაცა აკავებდა, ასე რომ, მადლობას პირადად გადაუხდიდა, როცა პრინცი ციხე-კოშკში გამოცხადდებოდა... *** - აბა, როგორი ვარ? - კეკლუცად ააფახურა თვალები სემმა. - ჯორჯ! - ბრაზი მოასწვა ფრედს. - რა დაამატე?! - მე რატომ მახტები? - აენთო ჯორჯი. - როგორც მეუბნებოდი, ისე ვაკეთებდი! - რა მჭირს განა ამისთანა? - გაუბედავად იკითხა სემმა. - არა, რა. არ ღირდა უჩემოდ რაიმეს გაკეთება. - ჯობია არ ჩაიხედო სარკეში, - კატეგორიულად განუცხადა ფრედმა. - რატომ? - დაეჭვდა სემი. - რაღაც პატარა შეცდომა დავუშვით, - დაიძაბა ჯორჯი. - არადა თვითონ შეეშალა... - გადაულაპარაკა ფრედმა სემს. - ყველაფერი მესმის! - წაიბუტბუტა წამოჭარხლებულმა ჯორჯმა. "ნუთუ ყველაფერი ასე ცუდადაა?" - გაიფიქრა სემმა და ჯიბიდან პატარა სარკე ამოიღო. რაც სემმა იქ დაინახა, ცუდი კი არა, საშინელება იყო... - ეს... ეს რა... ეს რა გამიკეთეთ?! - ინტონაციით გამოყო ყოველი სიტყვა სემმა. სარკიდან გოგონას პენსი პარკინსონი უცქერდა. - ხომ გითხარით, - თავის გამართლება დაიწყო ჯორჯმა, - პატარა შეცდომა დავუშვით-თქო. - პატარა?! - იღრიალა პანიკაში ჩავარდნილმა სემმა. - ამას პატარა ჰქვია?! - დაწყნარდი, - ხელი მხარზე მოუჭირა ფრედმა, - რამეს მოვიფიქრებთ. - დააიმედა მან. - რამდენი ხანი უნდა ვიყო ამ კობრას ტყავში?! - სახე მოებრიცა სემს. - ოღონდ ერთი ამბავი არ ატეხო, კარგი? - მრავლისმეტყველად გააფრთხილა ჯორჯმა. - მაქვს მიზეზი რო? - გაიკვირვა სემმა, რადგან იცოდა, რომ მრავალწვნიანი სასმელი მხოლოდ ერთი საათი მოქმედებდა. - ავერტია დავამატეთ! - მიახალა ფრედმა, მომენტალურად მიყუჩდა, სახე მობრიცა და სემის ყვირილის მოლოდინში მყოფმა, ყურებზე ხელები აიფარა. ავერტია - გარეული ლურჯი ყვავილი, რომელიც შხამის მოქმედების დროს ზრდის. - მოიცა... თქვენ რა?! - ყბა ჩამოუვარდა სემს და თვალებზე ხელი თეატრალურად აიფარა, - ჩათვალეთ, რომ ეს არ გამიგია... რამდენი ხანი ვიქნები ასე? - ორი საათი. - უპასუხა ერთ-ერთმა ტყუპმა; ძმებს ერთნაირი ხმები ჰქონდათ და მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. - მაგარია. - უხალისოდ მიუგო სემმა. - შევეცდები, არავინ დამინახოს. უისლებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, "მის წმინდასისხლიანი 1996"-ის ტყავგადაცმულმა სემმა კი თავისი გზა განაგრძო. "ახლა სად წავიდე?" - ფიქრობდა დიდი დარბაზის კართან მისული სემი. აბა, გრიფინდორის საერთო ოთახში ხომ არ წავიდოდა? წარმოიდგინეთ, მიდის სლიზერინელი გოგონა ფუშფუშა ქალბატონის პორტრეტთან, უსახელებს პაროლს, შედის საერთო ოთახში და გრიფინდორელები ისე აშტერდებიან, თითქოს გაჰკიოდნენ: "ეს რა სიგიჟეა?!" სემიც დიდი სიამოვნებით დაუსვამდა იგივე კითხვას ტყუპებს. - პენსი! - სემთან შავგვრემანმა სლიზერინელმა გოგონამ მიირბინა, რომლის სახელიც სემმა არ იცოდა. - მეგონა, ხვალ ჩამოდიოდა. - ჰო, ცოტა გეგმები შემეცვალა. - საკუთარ თავში დარწმუნებულმა უპასუხა სემმა. - ჰმ, რაღაც უცნაურად ლაპარაკობ... - ეჭვით შეატყო გოგონამ. სემმა, ცოტა ტონი ხომ არ შემეცვალაო და სახე დაჯღანა: - გაციებული ვარ, შე გამოჩერჩეტებულო! სლიზერინელს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ტუჩები ეშმაკურ ღიმილში მოებრიცა: - აი, ახლა გცნობ, - ჩაიხითხითა მან, დაქალს მაჯაზე ხელი ჩაავლო და ჯურღმულების მიმართულებით წაიყვანა, - წავიდეთ! - სად? - დაიბნა სემი. - საერთო ოთახში, მეტი სად, სულელო? - მხიარულად მიუგო სლიზერინელმა. სლიზერინის საერთო ოთახი ერთი გრძელი, მიწისქვეშა სარდაფი იყო, გაუთლელი ქვის კედლები და ჭერი ჰქონდა, ზედ ჯაჭვებით მომწვანო ლამპები ეკიდა. უცნაურად მოჩუქურთმებულ ბუხარში ცეცხლი ენთო. ასევე მოჩუქურთმებულ სავარდძლებში რამდენიმე სლიზერინელი იჯდა. - ისე მიეყინე ერთ ადგილს, თითქოს აქ პირველად იყო, - გოგონას სახეს ღიმილი არ შორდებოდა. ასეთი პოზიტიური განწყობა სემსაც გადაედო. ის, სლიზერინელებს ყოველთვის პატივმოყვარე, უჟმურ, ცბიერ და არა სთუმართმოყვარე ადამიანებად თვლიდა, მასთან საუბარი რომ წამოეწყო და რაიმეზე ელაპარაკა, - უი, ნახე ვინ მოდის! - ჰო, - წაილუღლუღა სემმა, - ძნელია არ შეამჩნიო... ფერმკრთალი, წაგრძელებული სახე, წაწვეტებული ნიკაპი, ცივი, ნაცრისფერი თვალები და ქერა თმები... ეს თვით დრაკო მალფოი იყო. - მე წავედი, - თქვა გოგონამ და ბუხართან მჯდომი სლიზერინელებისკენ წავიდა. სემმა მოწყენილი მზერით გააცილა. - ხვალ არ უნდა დაბრუნებულიყავი? - გულგრილად შენიშნა დრაკომ. - და რა, უკვე სხვისი პოვნა მოასწარი? - არ დაიბნა სემი და პარკინსონის ენაზე ალაპარაკდა. თუ ეს ეჭვიანობის ფაქტორი იყო და მართლა სურდა ამის გაგება?.. - საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას აძლევ, პარკინსონ! - მოჭრით უსაყვედურა მალფოიმ. - იმაზე მეტს არა, ვიდრე შენ, - ჩაიქირქილა სემმა; მგონი როლებში შეჭრა დაიწყო. და ის მართალიც აღმოცნდა... მალფოიმ ჩაიფრუტუნა და საერთო ოთახის სიღრმეში გავიდა. არა, ასეთ შანსს სემი ხელიდან არ გაუშვებს! - მოიცა, სად მიდიხარ? - შესძახა უკნიდან. ბიჭი არ გაჩერებულა, - რას მაიგნორებ?! - ისევ სიჩუმე, - გამოშტერებულო იდიოტო! - სემი რაღაც უცნაურმა ბრაზმა აიტანა, - ერთ კარგს გხევდი! - იცი, - შეჩერდა მალფოი და ჩაიცინა, - ასეთი რამ შესაძლებელი რომ იყოს, ვიფიქრებდი, გრიფინდორელი გადაყლაპა-თქო. - რა?.. - ხმა ჩაეხლიჩა სემს. - რას გულისხმობ?.. - ხასიათი გამოაჩინე, - თავხედური ტონით ჩაილაპარაკა, უცაბედი მოძრაობით მიუბრუნდა და პირდაპირ თვალებში ჩახედა, - საინტერესოა, სად მალავდი ამდენ ხანს? მალფოი ნელა უახლოვდებოდა, თითქოს მისი დაფრთხობის ეშინიაო. მის სიარულში იყო რაღაც დასაჰიპოზნებელი. თავი პატარა ბაჭია ეგონა, რომელსაც მოწამვლას შხამიანი, ულამაზესი გველი უპირებდა. - არ მომიავლოდე, - გააფრთხილა სემმა და დემონსტრირებულად, მარჯვენა ხელი გასწია წინ. - არავის არ ვეტყვი, - ნაზი ხმით თქვა მალფოიმ. - რაზე ამბობ? - ვერ მოასწრო ვერაფრის გააზრება გოგონამ. მალფოიმ სემი, უფროსწორედ კი პენსი, თავისკენ მიიზიდა და აკოცა. დრაკოს სემითვის ასე არასდროს უკოცნია. ახლა კი ამ კოცნაში სინაზის მეტი არაფერი იყო. თითქოს გოგონა ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო და მისი დაზიანება არ უნდოდა. "ეს კოცნა შენ არ გეკუთვნის, სემ" - წაიჩურჩულა შინაგანმა ხმამ. გაიაზრა თუ არა ეს, სემმა მალფოის ხელი ჰკრა. - არ ღირს... - ძლივს წაიბუტბუტა დაცარიელებულმა და მწარე რეალობისგან დაზარალებულმა, და საერთო ოთახიდან გავარდა. სემი აკრძალული ტყისკენ გაიქცა. ეს ხომ ერთადერთი ადგილი იყო, სადაც სემი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობდა. მდელოზე გავარდა და დიდი ხის ქვეშ მუხლებზე დაემხო. უცბად გაახსენდა, მეხუთე კურსზე, როგორ იჯდა ჰიპოგრიფების გარემოცვაში, ზუსტად ამ ხის ძირას... როგორ მიეპარა ჯორჯი და სხვადასხვა ფერის ფოთლებით მორთო... როგორ გაუკეთა კომპლიმენტი, ძალიან ლამაზი ხარო... როგორ წამოვიდა პირველი თოვლი... როგორ იბლანდებოდნენ ფიფქები მათ თმებში... როგორი ზღაპრული იყო ეს ყოველივე... როგორ იკავებდა სემი თავს, რომ ბიჭისთვის არ ეკოცნა... ...და სემი მწარედ ატირდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.