დღე არ გასულა არ მომნატრებოდი, მე უშენობით ვიტანჯებოდი. მინდოდა მოსვლა, მოგფერებოდი. მაგრამ მე მოსვლას, ვეღარ ვბედავდი. მე მინდა გნახო გახარებული, ბედნიერების ცრემლი გდიოდეს. მაგრამ მე ვერ ვძლებ რომ არ გიხილო, ამიტომ კარგო ერთად ვიტიროთ. ერთად ვიხაროთ. ერთად ვიცხოვროთ. ერთად ვიყოთ და ერთად ვიტანჯოთ...
მენატრები, უსაშველოდ მენატრები, ჩემი გული უშენობით ჩუმად კვდება. სასწაულს ვარ დაჩვეული... მენატრები, მაგრამ ჩემთვის სასწაული აღარ ხდება! სად მიდიხარ?! რატომ მტოვებ?!... გევედრები, უშენობას ნუ მომისჯი განაჩენად,