ხელმოჭრილი
როგორც ბავშვობაში ჩვევა იყო ჩემი სხვისი წაქეზება, ისე საკუთარ თავს ვაქეზებ და ფურცლებს დავტრიალებ, თუმცა არ ვეწევი, ეგეც დამწყებივით შიგნით ვახველებ და ძლიერ მონატრებას, ყოველ ერთ საათში, ყოველ ერთ საათში ვანიავებ. ალბათ პროპელერი ზურგზე მიმაგრებით ძლიერ მომიხდება, რადგან კარლსონივით მსუყე შოკოლადებს ისევ მივეძალე, იქაც მნახავდიო,თუკი მოგენატრე, მიჭირს მოფიქრება, ტყვიანასროლივით სუნთქვას ვიჩერებ და თითებს ვამოძრავებ. თავისუფლებაა იმის გარანტია, შენთან რომ მოვიდე, მაგრამ ამისათვის ნამდვილ მიზეზებად რაღას ჩამოგითვლი, და თუ დმაინახავ,ისე მერწმუნები,რომ თვალს ამარიდებ, თითქოს შემიძულე,თითქოს შემიძულე ხელმოჭრილი დანაპირებები ყველა გაიფანტა,არაჯეროვანი, როგორც შემიძლია, ახლა ისე მიწევს ყველას შესრულება, ალბათ პატარაა ჩვენთვის,ორივესთვის ჩემი აივანი, რადგან დაგვასწრეს და ბდუე აიშენეს უკვე ბეღურებმა. ჩემი ოთახები,ჩემი ტანსაცმელი,ჩემი რასაც ქვია, სხვისი ხმა არ მიყვარს,სხვისი გამოხედვა, სხვისი ნეაბრთვები, თავისუფლებაა ჩემთან შეხვედრისთვის შენი გარანტია? როცა ყოველ ლექსში,როცა ყოველ სტროფში მემართები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.