წუმპე
მშვიდობასა და მშვიდობას შორის ყოველთვის არის ომი იდეალურ სამყაროებს შორის კი მხოლოდ - სიბინძურე. ფიქრები მუნჯდება აზრების გარეშე სიზმრები დროებს უხელენ თვალებს, დრო მეორდება როგორც ანარეკლი სარკეში, ცხოვრება ატარებს ვარდისფერ სათვალეს და ვნება ჩემი სიგიჟით ცხადყოფს ფურცლებს, დაჯღაბნილს, სიცოცხლის ფერით თავის დაღწევა მინდა წუმპედან, მე ამ წუთიდან! იქნებ გამიღო სასახლის კარი სულაც დამჭირდეს შორით გაგნება, იქნებ სიცოცხლის მოვნახო ზღვარი შევძლებდი, სიზმრის გადმოლაგებას. თავის დაღწევა მინდა წუმპედან, მე ამ წუთიდან! ოქროს გალია დღეს უფრო ფასობს ვიდრე მშიერი, რომელიც არაფერს არ გთხოვს. თავის დაღწევა მინდა წუმპედან, მე ამ წუთიდან! მწარე ხველება ახრჩობს შურით ბევრს ზიზღი მწამლავი, ხელებს სულ იქნევს, ერთმანეთს ხვრეტენ, ფულს დამშეულნი დაფლეთილი ჩანს მთელი სხეული. იწყება ომი, შემდეგ მშვიდობა თითქოს ყველაფერს ბურუსში ახვევს, მოვარდება დიდი წყალდიდობა ყველას უმოწყალოდ უგებს მახეს. ისევ მშვიდობა... ვხედავ გოგონა ლამაზი კაბით, როგორ დამდგარა ყვავილთა დახლთან მოჭიდებულან უფერო ძაფით დაბადება სურს სიცოცხლის ახლად, (ანუ იმ ყვავილის მოპარვა, რადგან დაჭკნობას გადაერჩინა) პოლიციელი იყენებს ფარად, თავის საამაყო ნიშანს, სხვა რას? და რომ გონია ის აძლევს ძალას ალბათ პირიქით - ღირსებას ფარავს. თავის დაღწევა მინდა წუმპედან, მე ამ წუთიდან! სისაძაგლით, რომ გიმზერს თვალებში მოჰბეზრებია შენი ყურება, დროზე გიშორებს, გაგდებს ვალებში მაგრამ ვერავინ დაემდურება. ეს არის მისი პროფესია და მას ხომ ღირსება აქვს მიმალული. ნატრობ სიყვარულს, როგორც ყოველთვის, მაგრამ შურით აგივსია სული ვერ გიპოვნია საშენო გრძნობა, სიყვარულივით იდეალური. ამბობთ ერთს, თუმცა მეორეს ფიქრობთ თითქოს სხეულში ვერ გრძნობთ მდინარეს ზიზღის, შურის ცეცხლს თქვენ რა ჩაგიქრობთ ჯობია გნახოთ კაცმა მძინარე. სიკვდილის ხეს კი კვებავთ და კვებავთ სიცოცხლის ყვავილს წყალსაც არ უსხამთ, ერთმანეთს იყენებთ საჯიჯგნ-საკვებად მუდამ აპკურებთ სიძულვილს უხვად. გინდათ უყვარდეთ, თქვენ კი არ გიყვართ დავიფიცებდი საქმე თქვენშია, გადარჩენის და თავგანწირვის გზა, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეშია. არ გსურთ გაიგოთ? არ გაძღა კუჭი? ამდენი სიტყვა, ფიქრობთ იყო ფუჭი? თავის დაღწევა მინდა წუმპედან, მე ამ წუთიდან! მშვიდობასა და მშვიდობას შორის ყოველთვის არის ომი იდეალურ სამყაროებს შორის კი კაცთა სიბინძურე. მხოლოდ ვარსებობთ, ერთმანეთსა ვჭამთ იდეალურ სამყაროს კი ვერ ვხედავთ. ვერ დავინახავთ, რადგან არ გვინდა ვიცხოვროთ ტკბილად, არაფრის შიშით, და დავიღუპოთ სიმშვიდით დაღლილებმა, თუმცა არ გვინდა ამბობენ: - მოსაწყენია. გვიწევს შეგუება იმის, რომ სიტყვა „იდეალური“ ჩვენ მოვიგონეთ და არ არსებობს, მოვიგონეთ, რომ გვქონოდა მიზანი გვქონოდა იმედი გვქონოდა ოცნება, სადამდეც მივალთ, მაგრამ ვერ მივედით და როგორც ომამდე და ომის შემდეგ, სუფევს მშვიდობა უდავოდ გვჯერა, სიბინძურემდე იყო სამყარო, სადაც ყველა ბედნიერი იყო და ეს სამყარო გამეორდება. თავის დაღწევა მინდა წუმპედან, მე ამ წუთიდან! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.