მოგზაურობა
მ ო გ ზ ა უ რ ო ბ ა ყოფილა ერთი ლამაზი გრძნობა, მას რა ვუწოდო არ ვიცი ჰოდა, გადავიკარგე უკვალო გზაზე, დიდი ხნის შემდეგ აღმოვჩნდი მთაზე. იქ, სადაც თოვლი არასდროს დნება, და გაყინული გულები ლღვება, სადაც სიყვარულს ასე ელიან, სადაც ჯანსაღი სულით მღერიან. მეც გადავწყვიტე მემღერა ასე, მზეს გამოვყევი სამღერად ზღვაზე, ზღვამ გამომრიყა, მეჩხუბა თითქოს, თან მახსენებდა დაწყევლილს იმ დროს. ყურს ვარიდებდი, თვალებს ვხუჭავდი, ზღვას ბნელ ნაპირებს,ფრთხილად ვურთავდი, მინდოდა მალე წავსულიყავი, ისევ ჩემს მთაზე ავსულიყავი. მე მაწყენინა ზღვამ და ცხელმა მზემ, გზებს გავიყევი, ჩემს გულს მივენდე, გული სხვას ამბობს, გონება სულ სხვას, გულს უნდა დგძნობას რაღაცა უთხრას. რას დავუჯერო, რომელს მივენდო? საით წავიდე, საით ვიმღერო? მთაზე ავიდე, აი მაღალ მთაზე? ზღვისკენ წავიდე? და გადავწყვიტე...∞ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.