შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოთახში სადაც მარტოობა კედლებსაც არ სურთ....


24-08-2015, 12:03
ავტორი MyLove
ნანახია 3 008

ქალაქში სადაც მარტოობა არავის არ სურს,
და მაინც არსად, სიყვარულის არ ჩანს მისხალი,
წამოდი გავქრეთ, შევეხიზნოთ მე და შენ წარსულს,
თორემ ლანდებიც სილამაზის ფორმას ისხამენ.
მსგავსად სიძველით გახუნებულ წიგნსა თუ ქაღალდს,
მკაფიო, მაგრამ სასურველი შენი სუნი აქვს,
მე დღესაც ხელში ამოჩრილი, სინდისი დამაქვს,
(როგორც ქუჩაში უსინდისო ყველა სულიერს).
ქარი კი აქვე გაბრუებულ ნარცისებს აწყობს,
როგორც ცრემლის და სიამაყის ერთი ნაზავი,
წამოდი გავქრეთ, დავემალოთ მე და შენ აწმყოს,
თორემ ქუჩები ირგვლივ ყველა ურდულს რაზავენ.
თუ სიყალბეა, ესეიგი არაფერს არ გრძნობ,
იმ ყველაფრიდან ირგვლივ რაც კი არაფერია,
და თვალებიდან საკუთარ თავს იმდენად მაცნობ,
რომ მარტო ყოფნაც უსუსური განაჩენია.
ოთახში სადაც მარტოობა კედლებსაც არ სურთ,
და სახურავმა შეიმოსა შავი სამოსი,
წამოდი გავქრეთ, შევეხიზნოთ მე და შენ წარსულს,
როგორც ერთ წუთმა შეიხიზნა წამი სამოცი.



შენ იცოდი რომ ჩემი წასვლა შენი სახლიდან,
სიცივეს გავდა, მწარეს თუმცა მაინც უხილავს,
მე კი ვზივარ და ჩემს ცხოვრებას ვფურცლავ ახლიდან,
რომ იქნებ სადმე უშენობა ამოვიხიო.
ერთხელ გითხარი რომ კიბეებს ვუსმენდი ადრე,
შენ გაგეცინა, მე იმედი არც მქონდა მეტის,
და როცა ახლა უჩემობა პირელად ცადე,
ჭრიალით კიბე ოთახიდან ჩემს წასვლას გეტყვის.
მე ჩაი მიყვარს ბნელ ოთახში კლასიკის ფონზე,
და უშენობა არის ჩემი ლექსის ყალიბი,
ვზივარ და ჩაის ჩავამატე სულ ერთი კოვზი,
შაქარი და თითქოს ტკივილს მოვუძებნე ამით ალიბი.
თუ დღეს ვიღაცას სიცოცხლისთვის ასე ერჩია,
რომ ჭრიალისთვის დაძველებულ კიბეს იმეტებს,
არაფერს ვამბობ, ან ვამბობ და ან სულ ერთია,
სხვები საქციელს ამართლებენ და მე იმედებს.



ეს ცხოვრება იმას გავს,
ჩემს ერთ წუთში არეული ოთახის
დალაგებას,
დედაჩემი მთელ დღეს რომ ანდომებს.
მერე მოვა,
თავზე ხელს გადამისვამს
მაკოცებს შუბლზე
და მეტყვის,
შვილო დღეს რა აკეთე,
ჰო არ დაიღალეო.
იმ წუთას,
წყალში რომ ჩამაგდო
ვერც კი ჩამძირავს,
საკუთარი სინდისის ქენჯნა,
ისე მამძიმებს
ან უკვე ისე ღრმად ვარ ჩაძირული
დედაჩემის შავ - თეთრ თვალებში.
...
და ეს ცხოვრებაც,
გამოჩნდება ისეთი ვინმე.
მოვა და გირევს მთელ ცხოვრებას
არ გეტყვის სიტყვას.
შენ კი ალაგებ მის არეულს
მთელი სიცოცხლე.
საზიზღრობაა,
წასვლის წინ რომ გეკითხება,
თანაც ღიმილით
ჰო არ დაიღალეო?!
დახმარების ხელსაც გაგიწვდის.
ეს კი იმას გავს,
ორმოში რომ გდიხარ გულაღმა
და ამოყავხარ იმისთვის რომ
უფრო ღრმაში გიბიძგოს ხელი.
არაო შენთვის უპასუხებ
და გააგრძელებ,
სველ თვალებში შეშრობას ოფლის.



ხელებში შენი დეკემბრის სუსხი,
თოვლივით ჩუმად მიყინავს თითებს,
ღმერთი მპატიობს და არც კი ვუწყი,
თუ მერამდენე გოლგოთას მითმენს.
რომ ჩემი ადრე სიკვდილი არ სურს,
რომ ადრე ჩემი არ უნდა ხილვა,
და თერმომეტრი ოცდახუთ გრადუსს,
სიცხის მაგივრად უჩვენებს ყინვას.
და მიზის თავთან ღმერთივით დედა,
მიზილავს ყინვით გათოშილ მაჯებს,
რომ სახლში ლექსის შემოდის ბნედა,
შემოდის და ჩემს ტერფებთან ვაჯენ.
და უნგრევს ქარი ბეღურებს ბინას,
და ქარი ზოგჯერ ფრჩხილებსაც მამტვრევს,
მე ზოგჯერ ჩიტის ბუდეშიც მძინავს,
მე ვიღაც ზოგჯერ ჩრდილივით დამდევს.
და დედა, ჩემი ღმერთივით ღმერთი,
ტრიალებს თავთან მაძალებს წამლებს,
ზის ცაზე მთვარე და ისიც კენტი,
ერთი სული აქვს თუ როდის დამლევს.
გულიდან სისხლი ილეწავს თავ-პირს,
გამოდის გარეთ და ბერავს ძარღვებს,
მე შენი სუნთქვა ფილტვებში დამჭრის,
ეს ყველა წესს და კანონებს არღვევს.
რომ ვხატავ შენი თვალების პორტრეტს,
და მცივა მხრებზე და ცივა ნახატს,
და რეკავს კედლის საათი თორმეტს,
და ვიხდი შენით შეჩენილ სახადს.
ოთახში ისევ თუთუნის კვამლი,
ცხელი ცრემლების ორთქლივით დგება,
თავს მაგ თვალების კაპიტნად ვამხელ,
და არასოდეს დავტოვებ გემბანს.
შავ სისხლში ჩემი ლექსების თავსხმა
დაღლილი გულის სივრცეებს ავსებს,
და უშენობით დამტვრეულ სახსარს,
მოვაბამ ღუზად იმედის ხავსზე.
რომ სახლში რითმის შემოდის ბნედა,
მოდის და ისევ ტერფებთან ვაჯენ,
და მიზის თავთან ღმერთივით დედა,
მიზილავს ყინვით გათოშილ მაჯებს.



№1  offline წევრი maridb

კარგია მომეწონა ძალიან<3 love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent