შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარ განვიცდი...


31-08-2015, 22:02
ავტორი თათო
ნანახია 2 921

აღარ განვიცდი, აღარ დაგიცდი
თუ კი წახვედი გრძნობაც გაივლის.
როგორ არ ვიცი, წარსულს დავცინი
ნუთუ დასასრულს არც კი განიცდი?!
არცერთი სიტყვა არ გითქვამს მაშინ
უთქმელად, ჩუმად წახვედი დარში.
არც აგიხსნია ქცევის მიზეზი .
მაგ ნაბიჯებით აიღე გეზი,
სულ სხვა მხარისკენ და მეც არ გელი.
სულ რაღაც წუთში გაქრა ყოველი:
ოცნება, ფიქრი, დარდი ცხოველი...
მოგონებები დაგღლიან მარად,
უთქმელი სიტყვა დაგრჩება დამღად.
გაურკვევლობა იკავებს ადგილს
გულის კუნჭულში სიყვარულს წაშლის.
ცრემლის მოწყენის დარდის მიზეზად
იცი? წამსვლელი არასდროს არ ღირს!
აღარ განვიცდი, ახლა დავფიქრდი
მოგონებებით თავს არ დავიღლი
თუ კი წახვედი ნუ დაბრუნდები
მე უშენობას გავუმკლავდები.
უარვყოფ ფიქრს და ოცენას შენზე.
მალე მიხვდები ვერ მპოვებ გზებზე,
როცა ნაბიჯებს დაუწყებ დათვალს
ნუღარ იფიქრებ , რომ გყავარ სადღაც..!
აღარ განვიცდი, აღარ დაგიცდი
საკმარისია ლოდინის ფაზა
ვისაც უყვარხარ, ვისაც სჭირდები
ის ესე უბრალოდ არასდროს წავა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent