ერკე მიდასი - ტყუილი
ტყუილს ტყუილი ცვლის ახალი დაპირებები და შენც იქცევი იმ თოვლის ბაბუად, რომლის დანაპირებსაც ვერ შეასრულებ და არყის ჭიქას ყოველთვის გულმოდგინედ ცლი. ტყუილს მორიგი ტყუილი ავსებს, და ემსგავსება იმ საღეჭ რეზინს, დაძველებული რომ მოგეკრობა და ვეღარსაიდან ვეღარ იცილებ, დაგრჩება მუდამ და გაგახსენებს, საშინელ და შენს მტკივნეულ წამებს. შენ ქარაგმებით დასდევ სიცოცხლეს, გინდოდა გაგეგო რა ფასი ჰქონდა სიყვარულს, მაგრამ ვერ შეძელი შენ მხოლოდ ძალგიძს ანგრიო, და აყვავებულ ყვავილს დააჭკნობ, მთელი სიცოცხლე. ტკივილს გაყენებს ჭრილობა ხალხის, მწარედ დაგცინის ბედი, რომელშიც მტკივნეულია შენი წარსული, და ეს წასული დრო გარდასული, ავსებს ბოლომდე ამ ჭრილობას, მაგრამ კვლავ სისხლის სუნი ასდის. ყელში მომიჭირა სიტყვებმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება და ამ ქვეყანას ეპატრონება მისი სიკვდილი, მისი წამები, სადღაც ნახშირად ქცეული ფიფქი, ლამაზ სხეულში, ლამაზი სულიაო თქვა ერთმა ჯადოსანმა თუ ბრძენმა მაგრამ, მას მერე ის ბრძენი, ტრიბუნასთან მდგარი არავის უნახავს მიხვდა რომ შეცდა და შეცდომისთვის, თავის საფასურს გადაიხდიდა და გაიხდიდა, სამყაროს მიწად, ზეცას სამყაროდ წინ გაიწვდიდა, ყოველ ლამაზმანს სული როდი აქვს, ის ამახინჯებს ზუსტად არსებას ბრმა სვლებს ვერ ვიტან, მაცდურ გარეკანს, სილამაზე კი აკრავს, თუმცაღა შიგნიდან ლპება, მისი დროც დგება. ტყუილის გარეშე კაცი ვერ ცოცხლობს, ტყუილს აჯერებს თავს, რომ მასშია, მისი ტყვე ხდება, და ემონება, არ შეუძლია მომავლის შენება გამოსავალი სიმართლეშია, ტყუილს დაჰყვება შავი აურა, სიმართლე მეფობს მუდმივად მარად, ტყუილს კი დააქვს ფარსი ნათება გამოსავალი, საკუთარ თავშია, ფიქრობ იმარჯვე, რადგან დროებით, შენ მოიპოვე ძალაუფლება ერთი წამით და ხელი გამითბა სიმდიდრე მოაქვს, თითქოს ნამდვილი, მაგრამ მას მოაქვს, უღირსი ოქრო! და როცა ფიქრობ ამ ცხოვრებაზე გაგახსენდება მამის სიტყვები, რომ ამბობდა რომ ცხოვრება ომია ან გადარჩები, ანდაც მოკვდები რომ ამბობდა რომ უნდა იბრძოლო, და რაც გეკუთვნის ძალით მიიღო, ეს ყველაფერი ტყუილი როდია, მას ჰქვია რაღაც რაც არ იძლევა რაც დაამარცხებს, ჩვენში გოლიათს, რაც დაგვავიწყებს, ოცნებებში ბოდიალს და მიგახვედრებს, რომ დააბიჯებ მხოლოდ მიწაზე. ერთხელაც ყველა შეგაქცევს ზურგს რადგან იცხოვრე ტყუილში სულ, არ გახსენებდა, არავინ კარგად გრძნობდი, რომ იყავი, ფაქიზად მარტო და დაგავიწყდა სახლის კარიც კი არაფერი დაგრჩა, რაზეც კვლავ შეგიძლია იდარდო ვერ დაამარცხებ შენში გოლიათს და ტყუილების მწარე თავსატეხს, მაინც სულ მუდამ თავს შეგახსენებს შენი გრძნობები, გულსაც გასატეხს. გასაღები გაქვს ხელთ, მაგრამ არ იცი რას აღებს დაეუფლები ცოდნას ბრძნულს და ფრთებს გაშლი ფრთებს, ყველა სიცოცხლე ერთში თავსდება, როგორ მინდოდა ფიქრებში ყოფნა ვინც ვერ გადადის შემდეგ ეტაპზე და სიცოცხლეს კი თავსაც ვერ აღწევს, ერთადერთია რაც იწვევს სიკვდილს, ერთადერთია, რაც ადევს შენს სიცოცხლეს და ტყუილს შორის ზღვარს ფონად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.