შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ასეთი ვარ


1-11-2015, 03:48
ავტორი gubeladze
ნანახია 2 292

მე ასეთი ვარ მე არ მომწონს ჩვენი ცხოვრება
მე ვერ ვიპოვე სამყაროში ჩემი ადგილი
მერე რა უკანა რიგებზე თუ ჩხუბსაც ავტეხავ
მთავარია ხომ თქვენს წინ იყოს ფარდა გახსნილი

მე ასეთი ვარ ბევრჯერ მთვრალი უფრო მტვერისგან
რომელიც თქვენი ფიქრებიდან ჩემთან ჩამოდის
მე არ მოველი უკეთესის რამეს მკვდრებისგან
ისიც ბევრია თქვენთვის მაინც მზე რომ ამოდის

მე ასეთი ვარ მე არ მიყვარს თავის მართლება
ჩემთვის ერთია სიბნელეში მზის სხივს ვეძებდე
მე აღარ ვიცი ბრალი კიდევ რაში მედება
მაგრამ ჯანდაბას თქვენ არ შეწუხდეთ მე დამაწერეთ



№1  offline წევრი zak

ბოლოს ძალიან მომეწონა,რაღაც თავისუფლად ნათქვამ წინადადებას გავს,აი ასეთი...ხო,ხო მიდი,რა გენაღვლება...ისე ლექსი ძალიან მომეწონა.ყველა ლექსი საინტერესოა,რაღაც ფარული ხიბლია მათში,და ის გავიწყებს რითმის უზუსტობას.ისეთი ლექსები გაქვს ერთხელ წაკითხვით რომ ვერ დაკმაყოფილდები.კიდევ და კიდევ რომ გინდა წაიკითხო. smile წარმატებებს გისურვებ.მაგრამ დიდად ა გჭირდება,დარწმუნებული ვარ.

 


№2  offline წევრი gubeladze

მადლობა <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

სრული სიმართლით გაჟღენთილი ლექსია... დასველებული პოზიტივით მაინც ალბათ, და დაბინძურებული პესიმისტური გრძნობით. ორივე თანაბარი დოზით არის და მომწონს.. მშვენიერია...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№4  offline წევრი gubeladze

როგორ არის ნათქვამი :D ლექს მე არ ვწერ ლექსი თვითონ მწერს wink

 


№5 სტუმარი aravin

Ha ha Kai Ito momowona dzalian..gansakutrebit"მე ასეთი ვარ ბევრჯერ მთვრალი უფრო მტვერისგან
რომელიც თქვენი ფიქრებიდან ჩემთან ჩამოდის"magram danarchenic kargi iyoooo ratqmaunda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent