შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ვიცი ახლა რა უნდა გითხრა


13-11-2015, 01:33
ავტორი თამუნა
ნანახია 2 437

არ ვიცი ახლა რა უნდა გითხრა,
თავს ვეღარ ვართმევ სიტყვებით სათქმელს,
და მაინც არის ამ ქვეყნად ვიღაც,
ღიმილს რომ გჩუქნის და გულს რომ გართმევს...
იქნებ და სხვა გზა არ გქონდა მაშინ,
გული წამართვი და განზე გადექ,
შენ შეიძლება მადლობდე შენს ბედს,
მეკი მას შემდეგ ვემდური გამჩენს!
იქნებ და გული წაიღო დარდმა,
და შენ უბრალოდ გამოჩნდი იმ დღეს...
ეჰ, როგორ მინდა უფრო რეალურს,
უფრო მიწიერს ვპოვებდე მიზეზს...
არ ვიცი ახლა რა უნდა გითხრა,
თავს ვეღარ ვართმევ აბურდულ რითმებს,
და მაინც არის ამ ქვეყნად ვიღაც,
შენ რომ ეძახი და სხვას რომ მისდევს!



№1  offline მოდერი ლილიანა

მომეწონა ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline ადმინი შამანი

კარგი ლექსია ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent