შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*უსათაუროდ*


13-11-2015, 13:40
ავტორი გიო უკლება
ნანახია 1 707

ალბათ სჯობია აქვე დამთავრდეს,
რეალურია დღეს ეს ოცნება,
ჩემი სხეული ცოცხლად დამარხეს,
რაც კი არ მინდა ახლა მოხდება.

ვინ იცის საით მივდივარ ახლა,
ანდა ვინ იცის რომ მტკივა გული,
ჰეი შენ, გულო არ იცი დაღლა,
მაგრამ მაშფოთებს დღეს ჩემი სული.

არ ვიცი ვინ ვარ, არ ვიცი სად ვარ,
ან აქ რა მინდა - მითხარი ბრძენო,
შენ მე მიყურებ იქ სადაც არ ვარ,
ახლა კი გინდა რომ მწარედ მგვემო.

მითხარით ვინმემ რა გსურთ მიიღოთ,
გული მისკდება თქვენ რომ გიყურებთ...
ღმერთმა გონებაც, სულიც წაიღო,
საკუთარ სულსაც ზევით ვუყურებ...

ვისმენ ათასგვარ ნაომარ სიტყვას,
ამ ფურცელს დავხევ, განა ვთაკილობ,
ყველამ გაიგოს, ბრძენმაც და ბრიყვმაც,
ჩემ გულის ტკენას ყველას გპატიობთ...



№1 სტუმარი black

Mec gapatieb amdeni xani ro ar chandi:Dshemovedi da ro damxvda sheni niki dzaan gamikvirda
..sagoool kaia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent