შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექსები


16-11-2015, 22:24
ავტორი nuki-nuka
ნანახია 2 751

მიყვარს.

მე ცაში მინდა
და
ცაზე მაღლა
ალბათ ღმერთები არიან მხოლოდ,
მივდივარ გზაზე,
არავინ მახლავს
და
ჩემს ნაკვალევს არ უჩანს ბოლო.

საკუთარ თავზე ნაბიჯით წინ ვარ,
საკუთარ ღმერთზე ნაბიჯით უკან
და
ვგრძნობ,
რომ
ახლა ვიღაცას სცივა
და
იმ ვიღცას არა აქვს ლუკმა...

წვიმის წვეთები ღრუბლებზე სხედან,
ქარმა ვერაფრით გაფანტა ნისლი,
მოვათრევ შენსკენ საკუთარ ცხედარს
და
უნებურად ნაბიჯებს ვითვლი.

და
თითქოს რაღაც მთლიანად არ მაქვს
და
თითქოს რაღაც მეტი აქვს წვრილმანს
და
თითქოს ღრუბლებს გაასწრო ქარმა
და
თითქოს წვეთებს ჩამორჩა წვიმა.

ისე შემაშრა სისხლი შიგნიდან
მხურვალ ვენებზე ცივი ოფლივით,
როცა
დატოვე ყველა რიგი
და
მარტში მერცხლებზე ადრე მოფრინდი.

მე შენთან მინდა
და
შენზე მაღლა,
ჩემთვის ღმერთები არიან მხოლოდ,
მოვდივარ შენთან,
არავინ მახლავს
და
ჩემს ნაკვალევს არ უჩანს ბოლო.....

ლაშა მარგიანი.

მე მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვინც ადრე კვდებიან,
შველას არ ითხოვენ ხვეწნით და მუდარით,
მადლობა უფალს, რომ ეს ჩემი ბედია,
რომ არც მე აღვმოვჩნდი, თქვენსავით უკვდავი.

რა ვუყო, ცოტა მეც ამემღვრა გონება,
ასეთ დროს, ვიცი თავს არავინ მიყადრებს
და სისხლში სათქმელი იმდენი გროვდება,
მსურს ყელი კბილებით რომ გამოვიღადრო.

სხვას არ გთხოვ, იესო მასწავლე მოთმენა,
იქამდე ჯერ შორს ვარ, მტრები რომ მიყვარდეს,
ჯვარი ჩამომხსენი, სანამ გავლოთდები,
სანამ თვითონ გაცვამ, ამ ჯვარზე იქამდე.

არ ისმის აქ ჩემი ნერვების ღრიალი,
არ ესმით აქ ჩემი უნერვო სიჩუმე,
ცოცხალი თვითმკვლელად უკვე მაღიარეს,
მაგრამ დასამარხად ჯერ ვერ მომირჯულეს.

არ ვიცი, ვინ როგორ, ან საით შებრუნდა,
არ არის ძვირფასო აქ ჩემი ადგილი,
მე ისევ ვუბერავ, ჩემსას ძველებურად,
და ვცდილობ ბოლომდე, რომ დავრჩე ნამვდილი.

ჰო, მაშინ გტოვებენ, როცა ვერ გაუძლებ,
აქ მხოლოდ ტკივილებს სჩვევიათ დარჩენა,
ასეა, შეშლილებს არავინ არ უსმენს,
გიჟების არასდროს არავის არ სჯერა.

ავტორი/ლაშა მარგიანი


ფიქრები
აღარ მძალუძს ლექსის წერა,
უკვე აღარც ფიქრი მაცდის.
მე არა ვარ მეოცნებე
მაგრამ ფიქრში წლებიც გადის...

დრო მცნებაა ძალზედ ცუდი,
ხან ნელია, ხანაც ჩქარი,
ხან წამები მოგერევა,
ხანაც მიჰქრის როგორც ქარი,

მე კი მინდა რომ გაჩერდეს,
რომ შევავლო თვალი ყველას,
ვის ნიღაბი უკეთია
ვისი გული მართლა ღელავს...

არც პოეტი არ გახლავართ
მხოლოდ ლექსის მიყვარს წერა,
ყველა ლექსი მიყვარს ძალზედ
მათი: აზრი, რითმა, ბგერა.

წვიმის ფონზე სანთლის შუქთან
ხოდა ვცდილობ მეც დავწერო
ცხოვრება და მისი გზები
მელნით ფურცლად რომ აღვწერო,

მაგრამ ალბათ არ გამომდის
ცხოვრებაში რითმის ათვლა,
ცხოვრება ხომ გამოცდაა
განა ყველას ააქვს ჩათვლა

ყველაფერს აქვს დასასრული
ტკივილს, სიხარულსაც სადღაც
მე უკვე ორივე ვნახე
წასვლის დროა ალბათ მართლაც

თან სანთელიც ჩაქვრა უკვე
შუქი სადგაც მიიმალა
მთვარეც თითქოს იძინებს და
წვიმაც ჩუმად მიინაბა...

ნ.შუბითიძე


გიჟად შერაცხილი სულის აკორდები
ისევ პოეზიის მწვავე არითმია,
სასმელს აყოლილი,ლექსად ნაბოდები
ახლა ვაღიარებ,ის რაც არ მითქვია!

მარტოდ დარჩენილი სევდას ჩავეხუტე
მწარე რეალობა არსად გამითვლია.
სითბო დამაკლო და ღამეს გავებუტე
წუთის არსებობა წამად დამითვლია.

სიტყვებს გაურითმავს ზიზღი მოვაშორე
მუზამ აუხსნელად ხელი ჩაიქნია.
მიდი ბედისწერევ მღვარე მოაგორე
მაგრამ არ არსებობ,რადგან არ გიქნია...

ასე ანაბარა ზეცას ვეჭიდები
ჩემი კაროლები დამებს არ მიჭრიან.
სათნო მოხუცივით ასაკს ვეჯიბრები
პასუხს ველოდები:წლები სად მიდიან?

გაურკვევლობაში ვეძებ გამოსავალს
დროს ვინ გააჩერებს,მარდად ჩაივლიან.
შვილებს დავუტოვებ ბილიკს, ღვთისკენ სავალს
საფლავს შემყურე კი ცრემლებს დაითვლიან!

ლექსად ვიღვენთები,რითმი განაბული
ისევ პოეზიის მწვავე არითმია.
ალბათ მომეძალა გიჟი სინანული,
ახლა ვაღიარე,ის,რაც არ მითქვია!
------------------------------------------------------
ავტორი:გიორგი აბუაშვილი.



№1  offline წევრი თამუნა

ძალიან მომეწონა, განსაკუთრებულად ლამაზია. love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent