ჩემი თვალით დანახული
ჩემი თვალით დანახული ცხოვრება, წამიერად, წუთიერად ორთქლდება, სიგარეტის ნამწვავივით ბოლდება, ბოროტება ჩვენს გულებში გროვდება. აბსურდული სიტყვებით დავიწყოთ, ცხოვრება თავიდან ავიწყოთ, ეს გრძნობა შუაზე გავიყოთ, სიკეთე გულებში ჩავიწყოთ. შემდეგ გავაგრძელოთ უბრალოდ გავრითმოთ, დამნაშავეა,მერე რა დავინდოთ, მერე რეალობა გულებში ავინთოთ, ოღონდ არ შეცდეთ,ტვინში არ გაივლოთ. ჩემი თვალით დანახული სიმართლე, მე ბოროტმა,თავი ღმერთან ვიმართლე, არ დავნაბდი დავიბრალე სიმხდალე, ჯოჯოხეთში ეშმაკიც კი დავღალე. და თქვენს მიერ დახატული ოცნება ერთმანეთს არაფრის ემსაგვსება, ღმრთის წინაშე კი ერთნაირად გვემართება. ყველაფერი ალბათ ჯაჭვის ხიდია, ცოდვებიც კი ჩვენზე ბევრად დიდია, ეშმაკი ხომ ამ ცხოვრების ბინდია, სიტყვებიც კი ლექსებისთვის ფლიდია. მე რომ წავალ,არ მჭირდება ცრემლები, თქვენს გულებში სანთელივით ვენთები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.