შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ძახილი


21-11-2015, 00:36
ავტორი flightless bird
ნანახია 2 297

იცი ახლა სად მინდა ვიყო?
კლდის პირზე, არწივის ბუდესთან ახლოს...
იცი ახლა რა მინდა ვიყო?
ფრინველი, უსაზღვრო ზეცასთან ახლოს.
მე გავფრინდები უღრმეს ზეცაში,
წავშლი ზღუდეებს, ოდესღაც დადგენილს.
და შენი ხორცი, სადღაც, მიწაში
ინატრებს შენს სულს, ზეცაში აფრენილს...
მე გადმოვკივლებ , მთებიდან ბარში,
და ფრთებს შევასხამ თავისუფლებას,
შენი ძვლები კი, სადღაც მიწაში
ვეღარ იყენებს, ამის უფლებას...
მე კვლავ ზეცაში ვნავარდობ კარგო,
შენ კი ქვესკნელის დილეგში დარდობ,
მიწა გიფარავს მოღეღილ გულ–მკერდს,
მე კი, კვლავაც ვშლი უაზრო ზღუდეს...
კვლავ გადმოვკივლებ, მთებიდან ბარში,
კვლავ ფრთებს შევასხამ თავისუფლებას,
მე ვერ დამიჭერთ ზეცაში აჭრილს,
ვერ შემიზუღუდავთ, მე ჩემს უფლებას!!!



№1 სტუმარი black

Kai xar da kaia sheni leqsic rogorc shen....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent