ღმერთო გელაპარაკები სიყვარულის მათხოვარი!
ღმერთო გელაპარაკები, მინდა სევდა გაგიმხილო იცი როცა დაღამდება, მკვდარ გულს ისევ დარდი იპყრობს მინდა შენთან საუბარმა, ჩემი გული კვლავ დამიტკბოს შენ აწესებ სიყვარულს და სიკეთესაც შენგან ვითხოვ. გიკვირს ალბათ ლოთი კაცი, როგორ ვბედავ შენთან მოსვლას ან ასეთი უპატრონო, როგორ ვითხოვ შენგან შველას სულს რა ვუყო მთელს სხეულში, რომ გეძახის სულის მკვებავს რომ არ მაცდის უშენობას და სიცოცხლეს ურჩად ბედავს! უკვე ვიცი წელიწადში,უსიცოცხლო წამებია ცისარტყელას ფერებში კი მუქი, შავი ლაქებია ქალს დავაკვდი ჩემი ცოდო დიდზე დიდი ამბოხია მაგრამ იცი სიყვარულიც როგორი ღრმა ჭაობია. ქალის ბაგეს რომ შევეხე, მაშინ მივხვდი მე ჩემს ყოფას მეგონა რომ სიყვარული გვაჩუქებდა ერთად ყოფნას! ქალის თვალებს რომ ჩავხედე,წავიკითხე მისი აზრი გულში ფრთხილად ჩავიხუტე, სასურველი დედოფალი. შევიგრძენი მისი სუნთქვა და მას ყველა სახის ნაქვთი დავუკოცნე სათითაოდ და ღიმილით ვუთხარ მაშინ ბოდიშს ვეტყვი უფალს რადგან მასზე მეტად შეგიყვარე არ დამტოვე არასოდეს, ქალო მე შენ შეგიყვარე! თავი მორცხვად დახარა და გაიღიმა კვლავ ბავშურად ჩვენი გულიც გაამთელა,რომ მაკოცა მაშინ ჩუმად სიყვარული შემომფიცა და სიცოცხლე გამირთულა რადგან მივხვდი ჩემი გრძნობა, იცოცხლებდა სულ სულ მუდამ! უფერული წამებიც, რომ ბედნიერად გეჩვენება მაშინ დაგკრავს ბოროტება და დაგტოვებს მარტო სულად უმიზეზოდ მტოვებს ქალი სხვაგან მიდის თავისუფლად იშველიებს ტყუილ მიზეზს ვერ ვუგებდი თურმე მუდამ. წუთისოფლის არსი მესმის,მართალია ჩვენი ყოფა როდის იყო უკეთესი ,ჩერდებოდა სულით ლოთთან როდის იყო კაცი ქალს რომ ღმერთზე მეტად იყვარებდა როდის იყო ფულზე მეტად,სიყვარული რომ ფასობდა! ღმერთო გელაპარაკები, სიყვარულის მათხოვარი დამავიწყე ჩემი ქალი, ჩემი გულის დედოფალი მაპატიე ცოდვილი რომ შენზე მეტად შევიყვარე გეხვეწები ჩემი სევდა,შენი ტკბობით შემიცვალე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.