შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო


11-12-2015, 20:41
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 879

უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . .
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხარ. . . თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს ქალბატონო. . .
მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ,
რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . . მენანებით. . .
ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . .
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!..
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ;
სინანული გვიანია ქალბატონო. . .
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ბევრი დადის,
ლუკმას ეძებს სამათხოვროს,
არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . .
დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ,
გახსოვთ? მაშინ. . .თვალს, რომ ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო. . .
თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ,
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო, მომიტევეთ. . .
ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . .

............................................

გემუდარებით ნუ დადებთ ყურმილს...
ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას..
ნუ ახსნით ცუდათ პოეტის სურვილს
რიმელსაც ისევ უყვარხართ დღესაც...
იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი..
შვილების დედას რას გკადრებთ აბა???
მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი, გაშლილი თმები და ჩითის კაბა.
ახლა ძნელია დაბრუნდეს ისევ...
აპრილის სუნთქვა.. იების ფერი....
გამწირეთ რისთვის??? დავეძებ მიზეზს...
და სიყმაწვილე შორიდან მღერის...
ოოო ქალბატონო.... გეძებეთ დიდხანს,
გახსოვთ?? მჯეროდა მუდამ იმ ხატის...
მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა...
მართლა გიყვარდით?? თუ არ გიყვარდით???
... ახლა კი დადეთ თქვენი ყურმილი,
რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ...
მე ვიცი ფასი თქვენი დუმილის...
და... პატიებას გთხოვთ, ქალბატონო....


პ.ს.

ჩემო მკიტველო არ დამვიწყნიხართ,ჯამრთელობის პრობლემების გამო აქაურობისათვის ვერ მოვიცალე ,გაკოცეთ ყველას.
აუცილებლად გავაგრძელებს ორ-სამ დღეში. <3



№1  offline წევრი aleksandre

love ძაან მააგარიაა ყოჩაღ

 


№2  offline მოდერი ლილიანა

aleksandre
love ძაან მააგარიაა ყოჩაღ

love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი სტუმარი მ

ვაუუუ რა კარგი იყოოოო...


მეგონა მე მეძღვნებოდა ...

 


№4  offline მოდერი ლილიანა

სტუმარი მ
ვაუუუ რა კარგი იყოოოო...


მეგონა მე მეძღვნებოდა ...

❤❤❤❤❤ რატომაც არა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი Diosa Dela Tristeza

რა კარგი ლექსი იყო

 


№6  offline მოდერი ლილიანა

love love love
gvanciko_gvancunia
რა კარგი ლექსი იყო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent