შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩამოფრენილო ციდან!


21-12-2015, 22:38
ავტორი ერკე
ნანახია 2 619

ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალე, შენ ერთი ციდამ
ადამიანსაც დაემსგავსე, ჩამოფრენილო ციდან
აწ შთაგონების წყარო ხარ, და შენთან მე ყოფნა მინდა,
იქნება დამრთო ნება შენ, ჩემთვისვე ნათლით წმინდა.

ანგელოზობა მომინდა და შენთან ერთადაც ფრენა,
სხივივით მტყორცნი სინათლეს, მაბრმავებს ზეაღმაფრენა,
ამიერიდან აღარ ხარ, მარტო შენივე ნაჭუჭში
იბრძოლე ისევ, რადგანაც ბედნიერებას ჰპოვ გულში.

ჩემი ცხოვრება არიე სრულიად, შენ ერთი ციდამ,
აქედან გასვლა მარტივი, ჩამოსვლაა რთული ციდან
შენ ეს შეძელი მშვენივრად, ჩემთვის შექმენი სამყარო
და უცხოთაგან მარჩიე, მშვიდობა გსურს დაამყარო.

შენ ამოზარდე ტყეები, შენში შეიქმნა მიწები
და გადავცურავთ ლამაზო, ზღვას, ავმღერდებით მითებით
ეს სილამაზე შენა ხარ, როგორც არ უნდა დაგტიო
ტკბილთა მზეს გააფერადებ, რომ თვით სამყარო არწიო.

სახებაგადრულს შეგშვენის, ამ სილამაზის ხატება
გაღიმებისას სამყაროს, სინათლე შეემატება,
ხმა მზის სადარო, საითაც აკლდა იქ მიემართება
უბრალო გაფიქრებისას ჩემ გულში ისევ გათბება.

მთვარის ბილიკი მიცქერის და შენ სახებას ამძაფრებს
თბილი თოთხმეტი სიტყვა და ტკბილი სამოთხის სავანე,
ახლა მზეც თვლემს, თუმც სამოთხე, ურყევლად აჭერს მზისა დარს
მე სიცოცხლესაც კი დავთმობ, ისევ შენსა თავს ვფიცავარ.

და ეს სიცოცხლე შენია, უკვე ნამყოდან ნამყოფი
სიყვარულს სითბოს და ჩემ გულს, მაგრამ შენ თავს არ დავთმობდი!
ჩემი ცხოვრება მთლიანად, შეცვალე შენ ერთი ციდამ
ჩემში მთლიანად შემოჭრილო, ჩამოფრენილო ციდან.
ე.მ.
21 დეკემბერი 2015 17:55

"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალე, შენ ერთი ციდამ" ეს არ არის უბრალო სიტყვები, რომელიც ლექსს მოუხდებოდა, რადგანაც მინდა გითხრათ, რომ აი ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა გოგონამ, ვისშიც მე ანგელოზი დავინახე, ფრთაშესხმული, მთლიანად შემიცვალა ცხოვრება... უფრო მეტი რამ ვისწავლე მისგან, მეტად დავაფასე ჩემი თავიც და მისი სიტყვებიც, ყველაზე მნიშვნელოვანი რომ გახდა ჩემთვის ესეც ფაქტია! ჩემი წარმოდგენებისთვის სხვაგვარი თვალით შემახედა, თვალი გადავავლე და უფრო მნიშვნელოვან რამეებს მივაქციე ყურადღება, რაც ჩვენ სამყაროში ბლომად არის და რაც მთავარია, ის რომ არა... არ დაიწერებოდა "ესმერალდა"...
რაღაცით მიბიძგა, მისმა შინაგანმა და საოცარმა სამყარომ მიბიძგა ამისკენ და ყველაფერზე მეტად შემაყვარა ის, მისეული სამყარო, როგორიც იყო, ზუსტად ისეთი...
ეს ლექსიც გონებაში ბევრი ორომტრიალის შემდეგ, შეიქმნა, დაიწერა და მთავარი სათქმელი ვთქვი... ვფიქრობ, რომ ვთქვი. მაგრამ რავიცი, ვთქვი?
ესმერალდა, ჩემთვის აი, ზეციდან ჩამოფრენილი ანგელოზია, რომელმაც გონებაში და მთელ ჩემ არსებაში, სრულიად შემიცვალა ყველაფერი...
სასწაული გოგოა ^^ საოცარი! (გასაჩივრებას არ ექვემდებარება).



№1  offline წევრი EmyLee

gio cremlic ki momadga tvalze.. arvici ver gadmogcem ras vgrdznob.udidesi madloba,rom ase manebivreb tbili sityvebit.. shen shecvale chemshi bevri ram, sheni damsaxurebaa merom axla vighimi.udzvirfasesi adamiani xar chemtvis.sityvebi armyofnis martla.saocreba xar chemi :*:*:*:* miyvarxar
--------------------
Rain Of Native Girl

 


№2 სტუმარი black

Sg sg dzma kaia bravowinked

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
gio cremlic ki momadga tvalze.. arvici ver gadmogcem ras vgrdznob.udidesi madloba,rom ase manebivreb tbili sityvebit.. shen shecvale chemshi bevri ram, sheni damsaxurebaa merom axla vighimi.udzvirfasesi adamiani xar chemtvis.sityvebi armyofnis martla.saocreba xar chemi :*:*:*:* miyvarxar

მადლობებს არ ვიყოთ! ამიერიდან love მე შენი გაცნობის დღიდან, ძალიან მინდოდა გაღიმებული, ბედნიერი მენახე და მაშინვე ეს დავისახე მე მიზნად, მიზანს კი ყოველთვის ვაღწევ ხოლმე ^_^ (ნამდვილი ბიზნესმენის სიტყვები :დ) მმმ... ჰოდა, იმ დღიდან, რაც გაგიცანი ჩემ მთავარ ამოცანად შენი გაბედნიერება იქცა. მინდოდა უფრო მეტად გაღიმებული მენახე, ხშირად ყოფილიყავი უფრო ბედნიერი (რადგან ადამიანი მაინც ყოველთვის ბედნიერი ვერ იქნება, მაქსიმალურად ხშირად მაინც მსურდა ბედნიერება მომენიჭებინა შენთვის)... და ეს გახდა ჩემი ერთ-ერთი ოცნება, რომლის ასრულებაც ნელ-ნელა ეტაპობრივად დავიწყე <3
ჩემო ესმერალდა... მეც მიყვარხარ love
წკაპუნა მატატა
პირველი ვაარ *-* მაგარია ლავ უ ^___^

აბა აბა :დდდ
სად ხარ პირველი?! ნუ ასწრებთ ჩემ გოგოს! :D :D უტუტუტ... მისთვის იყო ეს ლექსი <3 :D
black
Sg sg dzma kaia bravowinked

გაიხარე ძმაჯან <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent