შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ვქნა რომ მიყვარს?!


21-12-2015, 22:57
ავტორი ელლ
ნანახია 2 054

ვარდს შეჰღაღადა ბულბულმა:
ისმინე ჩემი გალობა
და პასუხ მიეც ჩემს გრძნობებს,
შენ შთამაგონებ სიმღერას
და შენით ვცოცხლობ იცოდე....
.....

ახლა გადაგისვრი თამარის დროში და მეფედ დაგსვამ
ვეფხისტყაოსანსაც მოგიძღვნი და ხოტბასაც შეგასხამ
მერე გაკურთხებ მზეთა მზედ და გადაგაქცევ ალვის ხედ
ზღუდედ მოგიჩენ ანგელოზს და აღგემართები კლდედ

კვლავ გავცოცხლდებით და ლოტოსებს ჩაგაწნი თმაში
მოგიტაცებ და გაგაქროლებ ედემის ბაღში
სადაც უფალი გვიკურთხებს ამაღლებულ კავშირს
შემდეგ კი ისევ დაგაბრუნებ ამ ქვეყანაში

თუ მომინდება ლეონარდოს ფუნჯსაც მოვიპარავ
ჯოკონდას ცინიზმს შენს გულწრფელ ღიმილს ვამჯობინებ
თითოეულ დეტალს მშვენიერ გრძნობით მოგიხატავ
ფერთა გამით დაგათრობ და სიყვარულს გაბოდვინებ.

მე არსაკიძეს ვაჯობებ მაშინ,
როცა ტაძარზე უარს ვიტყვი ჩემო
გეგეშიძეს კი ვამართლებ მუდამ
რადგან წოდება შეგწირა შენო.

მიყვარხარ ავთანდილზე მეტად
ვიბრძოლებ ტარიელზე ძლიერ
მინდება მოგეფერო მუდამ
და შენთან ვიყო ამიერ

------
P.S კიდევ ერთხელ დავრწმუნდი , რომ ლექსის წერის ნიჭი არ უბოძებია ჩემთვის ღმერთს. ვიცი ახლა გაიფიქრებთ, მაშ რატომ დაამატე ეს ლექსი სიახლეებშიო. გიპასუხებთ : გულის სიღრმეში მეიმედება, რომ დააკომენტარებთ არა კარგი ლექსია ძალიანო :D რა ვქნა მეგობრებო, ამქვეყნად იმედი ყველაზე ღირებულია და მეც მეიმედება :D ^_^



№1 სტუმარი nina

კარგია,დარწმუნებული ვარ ეს ლექსი შენს მიერ წაკითხული უფრო უკეთესი იქნება,საერთოდ ვინც წერს ლექსს ის უფრო უკეთ კითხულობს მიუხედავად იმისა რითმა აქვს თუ არა ლექსს.ჩემთვის და ალბათ სხვებისთვისაც მთავარია ლექსი იყოს გრძნობით დაწერილი და ჰქონდეს აზრი. მე მართლა მომეწონა განსაკუთრებით ბოლო სტროფი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent